Tag Archives: ბილიარდი

ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”

ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში სპორტის ისეთი სახეობებით დავინტერესდი, სადაც ზედმეტი სირბილი და გაოფლიანება საჭირო არაა, ისეთები, როგორიცაა ბილიარდი, ბოულინგი, გოლფი და სხვ. ბილიარდს წელიწადზე მეტია ვთამაშობ, მინი გოლფი ბავშვობაში მითამაშია, ჯერ კიდევ მაშინ, როდესაც „ვაკის პარკში“ „გოლფ კლუბი“ იყო გახსნილი. ამჯერად კი ბოულინგის ჯერი დადგა.

ბოულინგი “თბილისი ცენტრალში”

ორიოდ დღის წინ კი „თბილისი ცენტრალში“ გახსნილი ბოულინგ კლუბს მე და ჩემმა ძმაკაცებმა მივაკითხეთ, რომლის შესახებაც თაასგან შევიტყვე – Tbilisi Central Opening. საღამოს 11 საათი იქნებოდა, ამ დროს კი ფასები ყველგან და ყველაფერში მატულობს ხოლმე, ამიტომაც მხოლოდ ერთი საათი შევძელით იქ გაჩერება.

თამაშის დაწყებამდე სპეციალური ფეხსაცმელები გადმოგვცეს, რომელიც იატაკს იცავს დაზიანებისა და ნაკაწრებისგან. მას საგულდაგულოდ რაღაც აეროზოლი “მიაშხურეს”, რომელიც ალბათ ფეხსაცმელს სუნისა და სოკოს გადადებისგან იცავს. ეს ფეხსაცემელები ასე გამოიყურება: განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - პირადი ჩანაწერები | ტეგები: , , , , , , , , , , , | 18 კომენტარი

ლანდიშა მერად!

დიახ, გადავწყვიტე საკუთარი ძალები პოლიტიკაშიც გამოვცადო და 30 მაისს, მერის არჩევნებში მივიღო მონაწილეობა. გაგაცნობთ ჩემს პროგრამას და ყველა იმ პირობას, რომელიც შესრულებული იქნება ჩემი მერობის არჩევის შემთხვევაში.

მერობის კანდიდატი - ლანდიშა! ხმა მიეცით მას! შემოხაზეთ ნომერი 0!

შემოხაზეთ ნომერი 0!

თქვენს წინაშეა ყველაზე ახალგაზდა, ენერგიული (როცა არ ეძინება), ყველაზე წარმაცი და ამავდროულად შრომის მოყვარე (შრომასაც გააჩნია), ყველაზე მონდომებული (მონდომების მიზანს გააჩნია) და ყველაზე წარმატებული (მომავალი) პოლიტიკური ფიგურა ქართულ პოლიტიკაში. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - სანაგვე | ტეგები: , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , , | 41 კომენტარი