Tag: ასოს გადიდება

Google Search Terms

მას შემდეგ, რაც ჩემს ბლოგზე გუგლიდან გადმოსული ვიზიტორების რაოდენობამ 40%-ს გადააჭარბა, დამაინტერესა თუ რა საძიებო/საკვანძო სიტყვებს იშველიებდნენ ისინი ამისთვის.

შედეგი საკმაოდ შთამბეჭდავი აღმოჩნდა, როგორც მიზნობრივი აუდიტორიის, ასევე შემთხვევითი მომხმარებლების თვალსაზრისით.

Google Search Terms

გამოცდილებამ გვაჩვენა, რომ საკმარისია გქონდეთ მაღალი ფეიჯრანკი და ბლოგზე მხოლოდ ერთხელ დაწეროთ სიტყვა „სექსი“ და ყოველი პორნოს მაძიებელი ახალგაზრდა თქვენთან შემოვა.

გასაკვირი არაა, რომ მაძიებლთა უმეტესი ნაწილი დაინტერესებული იყო „ოცნების ქალაქით“, ასოს გაზრდით, სექსით, მარიოს თამაშით და სხვ. თუმცა ერთობ საკვირველი მხოლოდ ის იყო, თუ როგორ ეძებდნენ ისინი ამ ყოველივეს.

წარმოგიდგენთ search term-ების სახალისო სიის პირველ ნაწილს, რომელსაც თან სდევს ჩემი კომენტარებიც. განაგრძე კითხვა →

პენისის გაზრდა

დღეს ფეისბუქზე ჩემმა ერთმა მეგობარმა ასეთი საიტი დააშეარა – http://10sm.ge/ , რომელმაც თავისი დომენით მიმიზიდა და დავაკლიკე, სადაც ერთობ საინტერესო ინფორმაცია აღმოვაჩინე :D

თქვენ ოცნებობდით დიდ ასოზე? გშურდათ პორნო მოდელების, რადგან მათ დიდი ასო აქვთ? თქვენ გინდათ რო გქონდეთ ისეთივე დიდი როგორც მათ? გიგრძვნიათ როდისმე რომ თქვენი გოგო არ არის კმაყოფილი თქვენი ასოს ზომით?

ჩვენი მეთოდი 100%-იანია და ამაში თქვენ დარწმუნდებითანონიმურობა დაცულია!

მაშასადამე!

გვაქვს ორი დისკი, ერთი რუსულენოვანი და მეორე ინგლისურ ენოვანი;

რუსულ ენოვან დისკ ვიდეო ვარჯიშები არ მოყვება, მაგრამ გასაგებ ენაზე, დაწვრილებით და კარგად არის ახსნილი ყველაფერი.

რუსულ ენოვანი დისკის ფასი არის 100$ (აშშ დოლარი)არის ინგლისურ ენოვანი დისკიც (DVD) რომელსაც მოყვება ვიდეო ვარჯიშები და დისკის ფასი არის 150$ (აშშ დოლარი)

მინდოდა მარგალიტების სახით რაღაც მონაკვეთების დადება, მაგრამ საქმე იმაშია, რომ მთლიანი საიტი თავისი კონტენტით მარგალიტია :D

ასე, რომ შედით საიტზე, გადაიკითხეთ არსებული მასალა და გაერთეთ :D

პ.ს. არ ვიცოდი თუ პენისის გაზრდა 100-150$-ად შეიძლებოდა :D

ბმული – http://10sm.ge/