ეს თამაში ალბათ ყველას გახსოვთ. იგი ჩვენი ბავშვობის განუყრელი და ერთ-ერთი ყველაზე ნათელი წერტილი იყო. ყველას გითამაშიათ იგი, ყველას გიბრძვიათ პრინცესას გადასარჩენად და ამისთვის არაერთი იხვი, გუმბა, თევზი და მედუზა მოგიკლავთ, არაერთი სოკო გიჭამიათ ენერგიის მოსამატებლად და არაერთ ცეცხლოვან დრაკონს შესჭიდებიხართ.

Super Mario
დარწმუნებული ვარ, მისი მუსიკის ჰანგები ახლაც ჩაგესმით, რომელიც სატელევიზიო რეკლამებში არაერთხელ შეგხვედრიათ. მისი მოსმენით ჩემი გული ყოველთვის ნოსტალგიით ივსება და ის ტკბილი დრო მახსენდება, როცა დენდის 10 კნოპკიანი ჯოისტიკით ვიბრძოდი ხოლმე ჩემი არც თუ ისე სასიამოვნო გარეგნობის მქონე პრინცესას გადასარჩენად.
თქვენი არ ვიცი და მარიო ჩემი ბავშვობის უსაყვარლესი თამაში იყო. იმ დროის გასახსენებლად კი მისი სიმულატორის ძებნა დავიწყე ინტერნეტში, თუმცა რას არ წავაწყდი, ათასნაირ remake და გარემიქსებულ (:D) ვერსიებს. ჩემი გული კი მხოლოდ ორიგინალისკენ მიიღწვოდა და ბოლოს, როგორც იქნა, ისიც აღმოვაჩინე.
აღმოჩენის შემდეგ გადავწყვიტე ეს თამაში თქვენთვისაც გამეზიარებინა. იმისთვის რომ თქვენც გაიხსენოთ ბავშვობა და ითამაშოთ ეს ლეგენდარული თამაში, საჭიროა, გადმოწეროთ სიმულატორი და თამაშის გამშვები.
არ საჭიროებს ინსტალაციას!
გადმოწერის შემდეგ ამოაარქივეთ ორივე ფაილი. გახსენით თამაშის გამშვების არქივიდან ამოღებული fceux.exe ფაილი და File > Open მენიუდან მიუთითეთ Super Mario Bros. (JU) [!].nes ფაილის მდებარეობა. ჩართეთ და ისიამოვნეთ.
თამაშის ინსტრუქციები
ვინაიდან და რადგანაც თქვენ კომპიუტერს არ გააჩნია ჯოისტიკი, მოგიწევთ მისი კლავიატურით თამაში, მასზე კი გამოყნებულია შემდეგი კომბინაციები:
- მიმართულებები წინ და უკან – Right Arrow და Left Arrow
- ახტომა – F
- სწრაფად სიარული/სირბილი – D
- ტყვიების სროლა – D
- დაპაუზება – Enter
დამეთანხმებით მოუხერხებელია, მაგრამ Config > Input -იდან მისი შეცვლა შესაძლებელია
მარიოს გარდა ამ საიტზე თქვენ შეგიძლიათ იხილოთ ასევე უამრავი სხვა თამაში, რომელიც თავის დროზე “დენდიზე” გვითამაშია, ისეთები, როგორიც არის Duck Hunt, Contra და სხვანი. საიტიდან ფაილების გადმოსაწერად საჭიროა რეგისტრაცია.
მოკლედ გადმოწერეთ, ითამაშეთ და ისიამოვნეთ. გაიხსენეთ თქვენი ბავშვობის წლები და მოგვიყევით ჩვენც კომენტარებში
.
მარიო :wub:
:bis:
რა სმაილების გამოფენაა
რა კაი რამე მასწავლე
გაიხარე ლანდიშ . რამდენი ღამე მაქვს გათენებული 99 ტურიანი მარიოს ფინალში გასასვლელად და რა ბედნიერებას განვიცდიდი პრინცესის ხსნისას ხომ ვერ აგიღწერ . დიდი მადლობა ამ პოსტისთვის
გლიჯამ ლანდიშ რა
საიდან გააძრობ ხოლმე…. :საოცარსმაილ:
ჩემი აზრით, ყველა დროის საუკეთესო თამაშია. ახლაც კი
თან ზუსტად ეს ვერსია. ასეთი წარმატებული არცერთი რემიქსი და სიქუელი არ არის (არადა ნინტენდო ახლაც უშვებს მაგის გაგრძელებებს).
მარა ერთია რომ კლავიატურაზე არ მიდის ისე კარგად…
ეჰ, ”გაფუჭებულ” კასეტებს რომ ვუბერავდით… რა დრო იყო:))))
სასწაული!
აუ რა ნერვები მეშლებოდა ხოლმე 1 და იგივე ლეველში რომ ვიჭედებოდი
მაგარი იყო მარიო! რაც მე თავით აგურები მიმტცრევია.
როგორ დამვიწყებია თამაში, მესამე ეტაპამდე ვერ გავედი.
ძალიან მაგარიიიიიიიიიიიიი
ძალიან ზალიან მაგარიიიიიიიიი
რიგში ვიდექით ხოლმე ბავშვობაში რო გვეთამაშა
ერთს ქონდა მხოლოდ მაშინ კომპი მეგობრებში
და როგორ გვიხაროდა ვინმე რომ სადმე ჩაიჩეხებოდაააააააა
გადმოვწერე და დავტკბები
მადლობაააააააააა
აუუ ვგიჟდები მარიოზეეეეე… დღემდე დიდი სიამოვნებით ვთამაშობ. პროსტა მერვე ტურს ვერ ვხურავ და ნერვები მეწეწება
ვერ გავუშვი წესივრად და რისი ბრალია?? არ გამიხსნა სეტუპმა.. : (
როგორც მიწერია ისე გააკეთე და გუაშვებს, სეტუპს რომელს ეძახი შენ?
და რას ჰქვია “წესივრად” არ გაუშვა? : )
მაგარია! ბავშობა გამახსენდა
ტარამ პამ პაპამ პამ პამ….
)
კაი სიმულატორი არის pristavka.kulichki.net -ზე, თავის თამაშებითურთ
ჰმ, ეგეც საკაიფოა, არ ვიცოდი… : )
როგორ მიყვარს მარიო.
მთელი ბავშვობა ვგიჟდებოდი.
მაგრამ კლავიატურით ვერ ვთამაშობ, ძალიან მიჭირს.
http://www.youtube.com/watch?v=gzEZ-sXAXL4
რა მაგარია გამახსენდა ბავშვობა დენდი თუ გქონდა მაგარი იყავი
აუ არ შეიძლება რო სულ პირველი ტურიდან არ იწყებოდეს?ვერ გადავიყვანე სხვა ლეველზე
მე ტანკებიც მაქვს კომპში და დენდი მთელი კრებული
:აუ რა მაგარი ვარ:
ძააან მაგარიიიიი :* ერთადერთი თამაში რომელიც მიყვარსს
საჭმელს ამის ხათრით ვჭამდი ხოლმე და გაკვეთილებს 1სთ_ში ვსწავლობდი მერე რომ ჩემს მარიო_ში შევმძვრალიყავი
ჩემი “ნავაროჩენი” ჯოისტიკებით
:D:D გაიხარეთ მადლოოობბბ :****
მაგარია …. მე მომწონს მარიო
rombay.com ამ საიტზე შევედი დავრეგისტრირდი და და გადმოვწერე, მაგრამ მიგდებს ჩვეულებრივი პროგრამის სახით და რამეში უნდა გავხსნა? ანუ არის მხოლოდ თამაშის სიმულატორი და გამშვები საიდან გადმოვწერო?