რამდენიმე თვის წინ ვერც კი წარმოვიდგენდი, თუ კი სოციალური მედიით და ბლოგინგით იმდენი ხალხი დაინტერესდებოდა, რამდენიც 30 ივნისს “მთაწმინდის პარკის” ამფითეატრში შეიკრიბა. ხალხის ოდენობა რამდენიმე ასეულს შეადგენდა. ზოგმა ახალი ნაცნობები შეიძინა, ზოგმა ძველები მოინახულა, ზოგმაც რაღაც საინტერესო გაიგო არსებული პრეზენტაციიდან და რაღა თქმა უნდა, ზოგმაც ეს ყოველივე გააკრიტიკა.

“რა საჭირო იყო სოციალური მედიის დღის ჩატარება?”, “რა არაშესაფერისად იყო შერჩეული თემები”, “სოციალური მედია მხოლოდ ბლოგინგს არ ნიშნავს” და მსგავსი პროვოკაციული შეძახილები არაერთ ქართულ ბლოგსა და მათ კომენტარებში ვიხილე.
დაინტერესების შემთხვევაში გთხოვთ ეს ბლოგები, პოსტები და კომენტარები თქვენ თვითონვე მოიძიოთ, რადგან გამოჩნდება ვინმე პროვოკატორი და იტყვის, შენგან რა მესწავლება, გუგლის გამოყენება შენზე უკეთ ვიცი და ა.შ.
თუმცა მოდით გასული დღის პრობლემას/საკითხს ცოტა სხვანაირად მივუდგეთ. სულ რომ ბლოგებზე და ბლოგერებზე არ ვისაუბროთ, ვეცდები სხვა მაგალითი მოგიყვანოთ.
წარმოიდგინეთ, რომ მიდიხართ რომელიმე კორპორატიულ ღონისძიებაზე, ან ეს შეიძლება საერთოდაც არ იყოს კორპორატიული ივენთი და იყოს სხვა სახის ღონისძიება, სადაც მოწვეულია რომელიმე ქართველი შემსრულებელი, მაგალითად ლელა წურწუმია და ბენდის მიერ დაკრული მუსიკის ფონზე ხალხისათვის კარგად ნაცნობ სიმღერებს მღერის. ეს სიმღერები და მისი ტექსტები ბევრისთვის ნაცნობია, ზოგს ეს მელოდია კი პირველად ესმის, ზოგს სულაც არ ადარდებს თუ რას მღერის ლელა და თავის კოლეგებთან ერთად მეტად საჭირბოროტო საკითხზე საუბრობს ან თუნდაც იმ ხუმრობებზე იცინის, რომელიც მხოლოდ მის გარშემო მყოფმა რამდენიმე ადამიანმა იცის.
საღამოზე გამართულ ფურშეტს არც სასმელი აკლია და არც საკვები. ყველა, მიუხედავად განსხვავებული მუსიკალური გემოვნებისა ცდილობს საღამოთი დატკბეს და სიამოვნება მიიღოს შეკრებილ სტუმრებთან ურთიერთობით. ლელასთან არავინ მირბის, მიკროფონს ხეიდან არავინ გლეჯს და რაც მთავარია, “დოლჩე გაბანას” კაბაზე იაფფასიან ღვინოს არავინ ასხამს. ამის გასაკეთებლად მათ დრო მოგვიანებითაც ექნებათ, თუმცა გულის მოფხანა მხოლოდ A4-ის ქაღალდის ფურცელზე შეუძლიათ, რომელსაც კომპანიის ფოიეში გააკრავენ და ანონიმურად თუ ღიად დაეთანხმებიან ან შეეწინააღმდეგებიან ამ ერთის უკმაყოფილებას.
ფურცელზე არაფრის მომცემი კრიტიკაა, რომელსაც ავტორის ქვეშემდომები ბრმად ენდობიან და მისი ნდობის მოსაპოვებლად მის აზრზს გონების გაუნძრევლადაც კი ეთანხმებიან. ავტორი კი ამ დროს არც ივენთ-მენეჯერია და არც ვოკალური მონაცემებით გამოირჩევა, თუმცა, რახან ლელას სიმღერის ტექსტებსა ბენდის დაკრულს აკრიტიკებს, სხვას ჰგონია და ალბათ საკუთარი თავიც დააჯერა, რომ იგი უკეთეს ღონისძიებას ჩაატარებს, უკეთეს მომღერლებსაც მოიწვევს, აი ისეთებს, როგორიც “მგზავრებია” და უკეთეს სიმღერებსაც შესთავაზებს, რომელსაც ყველა ყურისგდებით მოუსმენს.
რეალურად კი გამბედაობა არ ჰყოფნის ასეთი ნაბიჯის გადასადგმელად და ჩუმად, მაგრამ ყველას დასანახად ურჩევნია რომ ფურცელზე დაწერილი კრიტიკა საჯაროდ გამოჰკიდოს კედელზე, რათა ყველამ შეძლოს მისი წაკითხვა და გონების გაუნძრევლად ვირტუალური მხარდაჭერები მოიკრიბოს.
ხოლო მაშინ, როდესაც ახალი თანამშრომლები ამ ღონისძიებაზე პირველად არიან და მცირე შენიშვნების გარდა მთლიანობაში კმაყოფილნი რჩებიან, შეფასების ფურცელს 5-იანზე ავსებენ და მომავალში კიდევ უფრო უკეთესი ივენთის მოლოდინში რჩებიან. კიდევ უფრო მეტი და ახალი სიმღერის მოსმენაში, ახალი თანამშრომლების გაცნობაში, რომლებთანაც ურთიერთობა შემდგომში შესაძლოა “სლუჟებნიი რამანშიც” კი გადაიზარდოს და რაც მთავარია დაწინაურებისა და სცენაზე, ერთხელ მაინც გამოსვლის სურვილით და იმედით რჩებიან.
ლელასთვის კი ასეთ ივენთზე პირველად სიმღერა, თუ მრავაწლის გამოცდილება იმ აზრს უმკვრივებს, რომ ყოველთვის იარსებებს მადლიერი მსმენელი, რომელიც მის კომპაქტ დისკებს სიამოვნებით იყიდის და მის სიმღერებსაც სიამოვნებით მოისმენს, იარსებებენ ადამიანები, რომელთა გემოვნებაში არცერთი მუსიკალური ჟანრი არ შევა და მისი რეპერტუარის მოსმენის შემდეგ უკმაყოფილონი კვლავინდებურად დაფაზე გამოაკრავენ თავიანთ მწუხარებასა და დარდს. ყოველთვის იარსებებს პოზიცია და ოპოზიცია, მთავარია ლელა კარგად დაფიქრდეს და მიხვდეს, რომელი მხარისთვის უნდა იმღეროს.
იმედი მაქვს ამ შედარებით მეტაფორულ პოსტს შესაბამისად გაიგებთ, სწორად აღიქვამთ და გადაწყვეტთ, არსებული ლელა გირჩევნიათ, თუ შორეული “მგზავრები”.
რაღაცაზე ხარ გამწარებული აშკარად
ერთი ჰედერი გააკეთე მერე, თორე უშნოდაა ასე
პოსტი და მისი მეტაფორული აზრი ჰო, მაგრამ მთლად რამდენიმე ასეული კაციც არ იქნებოდა
ეგ კი არა, ასი კაციც არ იყო მემგონი
იყო თამთა, როგორ არა… მერწმუნე სცენიდან უკეთ ჩანდა
პ.ს. ფოტოებს გადაავლე თვალი და გადაითვალე თუ გინდა : )
თუმცა, მამენტ ამ შემთხვევაში ხალხის რაოდენობას რა აზრი აქვს? : )
დამთავრების მერე იქ ხო არავინ დადგებოდა და 2 სიტყვით მიკოროფონში იტყოდა ეს რა ყლეობა იყოო? ხოდა ყველა კომენტარებში და პოსტებში გამოხატავს თავის აზრს… შედეგი რა თქმა უნდა არაფერი მარა გულს იფხანს ხალხი…
და ისე, გავცხე წურწუმიასაც და მგზავრებსაც!
პრინციპში, ლელა წურწუმიას მოსმენას, მირჩევნია შენი პრეზენტაციის ჩანაწერი გადმოვიწერო და ეგ ვატრიალო 24 საათი.
ისე კი, მეტაფორა უვარგისია, ლადო. პინკ ფლოიდს 40 წელია ხალხი უსმენს და არ ბეზრდება, იმიტომ რომ მუსიკის მთავარი დანიშნულებაა სიამოვნება მოგანიჭოს და არა ინფორმაცია მოგაწოდოს. რასაც კონფერენციაზე და პრეზენტაციაზე ვერ იტყვი
რაც შეეხება კმაყოფილებას, მე არ ვარ სოც.მედიის დღით უკმაყოფილო. მაგრამ ეს უფრო გარემოთი და ძველი ნაცნობების ნახვით იყო გამოწვეული.
კი, უკეთესი იდეა, იმის შესახებ რა პრეზენტაცია შეიძლება გაკეთდეს ისეთი, რაც ჩვენი ხალხისთვის ახალი იქნება, ჯერ არ მაქვს
მაგრამ ეს იმას ხომ არ ნიშნავს, რომ გამოვიდე და გავაკეთო პრეზენტაცია თემაზე: “რომელი პლატფორმა სჯობს ვორდპრესი თუ ბლოგსპოტი” ?
მე პირადად არც ორგანიზატორების მიმართ მაქვს პრეტენზია. მათ გააკეთეს ის, რისი გაკეთებაც იყო შესაძლებელი 2 კვირაში. ხოლო შემდეგ ასეთ ივენთზე, ვისაც პრეზენტაციის სურვილი ექნება, გაითვალისწინებს იმას, რომ ეს ჩვეულებრივ, რუტინულ თემაზე აღარ გააკეთოს, მხოლოდ იმისთვის რომ “რამე პრეზენტაცია გავიტანო ივენთზე”.
როოგოოორ?
do your job, take it easy
))
თეიქ ით იზი რა, შენ კი არა, ყველამ
))
ნუ ი ჩტო,
კვარიათყე გადაყოლების და კრიტიკის აზრი მესმის, 1. ჩვენ რატომა რ ჩაგვრთეთო, 2. ფული დაიხარჯა და რაშიო.
ეს ღონისძიება იყო social media day, MEETUP, NOTHING ELSE, ერთადერთი არგუმენტი, რომელსაც მივიღებდი, არის ის, რომ საერთოდ იყო თუ არა საჭირო პრეზენტაციები, იქნებ მარტო ღრეობის და ძიგძიგის მოწყობა ჯობდა? აი ამ თემაზე კიდევ მესმის დავა.
მაგრამ თუ პრეზენტაცია გაკეთდა, რომლის შესახებაც წინასწარ იყო ცნობილი, იდო ყველაფერი საიტზე და ეს ყველაფერი ვიღაცამ იცოდა და არ აინტერესებდა, შეეძლო შემოერთებოდა მხოლოდ პიცის ჭამას, დანარჩენზე კი გარეთ გასულიყო და კარუსელებზე ეტრიალა. მაქსიმუმ, ბირმანის საყოველთაო შენიშვნა დაემსახურებინა, მეტი არაფერი.
პრეზენტაციების გარდა, მახსოვს მარიმ თქვა, თუ ვინმეს გსურთ პრეზენტაციის გაკეთება, მითხარითო. ვისაც უნდოდა გააკეთა, ვისთვის ახალი იყო, ვისთვის ძველი. მე ვფიქრობ, რომ რაღაც პროცენტისთვის იყო სასარგებლო ინფორმაცია თუნდაც რსს. ახლა ერთ სფრედშიითს ვაკეთებ და ჩავატაროთ გამოკითხვა, ვინ რა იცის ამ საკითხებზე, მერე გავიგებთ მეტნაკლებად რეალურ სურათს .)))
ჰო, კრიტიკა ადვილია, თუმცა მაინც სასარგებლოა, რაც არ უნდა გულზე მოხვდეთ ორგანიზატორებს
)) შემდეგ წელს ყველა უფრო მეტი ყურადღებით მოეკიდება სმდ-საც და ბლოგინგის დღეებსაც.
აი სადღაც რომ წავიკითხე, პიცაც არ ვარგოდაო, მაგაზე მართლა გავბრაზდი, სულ ცოტა, დაპატიჟებულზე უმადურობას არ გამოთქვამენ.
ცალკე პოსტი გამოგივიდა
ჰო, მე სულ ასე ვწერ, ვერ ვისწავლე გრძელი სიტყვის მოკლედ თქმა
კრიტიკის მოსმენაც უნარია….
თუ ეს არ გაქვს გაისად დიდი პრობლემები გექნება:)
როგოოოორ !!! ყველას ყველაფერზე ერთი აზრი რატომ უნდა ქონდეს . და ყველა ლელას რატომ უნდა უსმენდეს ეგ რა შუაშია . ისე თუ გადახედავენ სხვა ქალაქის ივენთებს მიხვდებიან რომ ყველა ერთად შეიკრიბნენ ისაუბრეს აზრები გაცვალეს და დაიშალნენ ბევრი მაგ კაფეშიც შეხვდნენ და ასე აღნიშნეს სოციალური მედის დღე ეს პრეზენტაციები კი უბრალო საბაბი იყო რომ შევკრებილიყავით და არა ვინმესთვის მასტერკლასები გვეტარებინა ვოტ ტაკ აია ჩემი კომენტარი
რა ცუდია, რომ ვერ მოვედი სოცმედიის დღეზე, რადგან წაკითხულს პირადად ნანახი მირჩევნია.
ლანდიშ, სოცმედიის დღის შედარება ლელას კონცერტთან, შენი მხრიდან ერთგვარ აღიარებას ნიშნავდა. ანინას პოსტი წავიკითხე და მომეწონა, სწორად გაამახვილა ყურადღება კონკრეტულ საკითხებზე,
რაც შეეხება თვითონ ამ ღონისძიებას, ფაქტი, რომ საქართველოში ასეთი რამ ჩატარდა ძალიან კარგია და ორგანიზატორებსაც მადლობა ამისთვის. იმედი მაქვს დაშვებული შეცდომები შემდეგ წელს გამოსწორდება
აღიარება?
ვერ მიგხივდი კიკონ…
მომავალში აუცილებლად მოვალ
მე სოციალურ მედიას ვავითარებდი და მუზამესთვის ვიყავი გადაღებაზე წასული, ამიტომ ვერ მოვედი, შესაბამისად, არ ვიცი, რა ხდებოდა იქ, მაგრამ სამაგიეროდ ვიცი ის, რომ არც მგზავრები მინდა და არც წურწუმია.
არც დაუმთავრებელი უკმაყოფილობაა ცუდი და არც ის, რომ ვიღაცას ილუზია აქვს, სოციალურ მედიას ეგეთი დღეები განავითარებს. მსგავსი ივენთები კომუნიკაციისთვის არის კარგი, თორემ სოც. მედიის განვითარებას, ისევე როგორც ყველანაირ პროგრესს, სოციუმის განვითარება და განათლება ჭირდება. მე მაგალითად მიჭირს ხოლმე ისეთ ადამიანებს დავუჯერო და მოვუსმინო, ვის გონებრივ შესაძლებლობებშიც ეჭვი მეპარება.
ხოოდა, სოციუმს რო განვითარება ჭირდება და ჭაობში ზის, ეგ ცალსახაა და ნურავინ შემეკამათება, მაინც არ დავიჯერებ :დ
ლანდიშ <3
პ.ს. როდის გნახავ სკაიპში?
@გაბო
ეს პრეზენტაციები კი უბრალო საბაბი იყო რომ შევკრებილიყავით
ხოდა, ძალიან ცუდი. რად გვინდა საბაბი შესაკრებად. მინდა, რომ პრეზენტაცია იყო პრეზენტაცია, ან.. არ იყოს საერთოდ : )
ლადო, რა გჭირს? რა წურწუმია, რის კონცერტი, რა ჩაკნორისები?
შენ ხარ იმ გრუზინული ტენდენციის “მსხვერპლი”, როცა ყველა წარმატებული ანაც “წარმატებული” ბლოგერი ცდილობს “შემდეგ საფეხურზე აინაცვლოს” და ტრენერი/პრეზენტატორი/e-ევანგელისტი გახდეს. არა და სულ სხვა სამყაროა ტრენინგები და პრეზენტაციები.
ნეტში შენს იმიჯს ქმნის შენი ბლოგი და შენი პოსტები. შესაბამისად, იმის გამო რომ შენი პოსტები ხარისხიანია, შენ გაქვს დამაჯერებელი, “ამის მოსმენა ღირს” ადამიანის იმიჯი. ამიტომაც, შენს ტუტორიალებს ფასი აქვს და მკითხველი გყავს Doh Uh Yah.
ვინ ხარ შენ იქ შეკრებილი ხალხისთვის? Just funny guy. შენი გარეგნული იერი, საუბრის მანერა, კონტაქტი აუდიტორიასთან – არაფერი არ არის კავშირში იმ იმიჯთან, რაც შენ გაქვს ნეტში. ყოველ პრეზენტატორსა და აუდიტორიას შორის უნდა არსებობდეს ბარიერი და თან კავშირი. შენი სცენაზე ასვლა კიდევ ჰგავდა ადამიანს, რომელიც სადღეგრძელოს სათქმელად წამოდგა. ანუ ჩვენიანი, რომელიც უბრალოდ წამოდგა. და არა თამადა.
სიტყვა გამიგრძელდასავით…
თუ შენ გინდა გახდე ხარისხიანი პრეზენტატორი/ტიუტორი, შენ უნდა იმუშავე ამ უნარებზე. როგორ დაამყარო კონტაქტი აუდიტორიასთან, როგორ გააჩუმო და როგორ აალაპარაკო, როგორ მიიზიდო მათი ყურადღება და ა.შ. ან მეორე არჩევანია საერთოდ დაანებო თავი ამ ამბავს და წერო – რაც გამოგდის.
იგივე, ალბათ კიდევ უფრო მეტადაც, ეხება გაბოს. საერთოდ მისთვის იყო სცენაზე.
იმუშავეთ საკუთარ თავებზე.
კაი რა დავით რა,
ბოვშია ჯერ, აცალე, ნუ გაუხეთქე გული, უფ…
მე კიდევ პირიქით მგონია – ახლა, სანამ სტუდენტის ასაკისაა, ჯობია მოისმინოს ყველა მინუსი. თორემ გავა რამდენიმე წელი და ჩამოუყალიბდება აზრი, რომ საქართველოში აუდიტორია არ ვარგა მხოლოდ
კარგი რა კატი, ზოგი დედისთვის 80 წლის შვილიც ბავშვია ხოლმე, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს რომ იმ შვილმა საკუთარ ცხოვრებაზე პასუხისმგებლობა არ უნდა აიღოს. აუდიტორიის წინაშე გამოსვლა შვიდკენჭაობას თამაში არ არის რომ ახტე დახტე და უცებ მორჩე საქმეს
ძალიან არაადეკვატური პოსტია ეს, რა შუაშია წურწუმია და
კოსმოსური მტვერი?
მოკლედ, ვისაც საჯარო გამოსვლის დამუღამება უნდა, ჩემს ბლოგზე დევს რამდენიმე რჩევა და შეგიძლია ისარგებლოთ.
წარმატებებს გისურვებთ
დავით, განა არ ვიცი, რომ ჩემი გამოსვლა ისეთი არ გამოვიდა, როგორიც საჭირო იყო … ?
განა არ ვიცი რო ეს დღე უკეთესი არ შეიძლებოდა გამოსულიყო?
მაგრამ მე აქცენთი სხვა რამეზე მქონდა გაკეთებული…
თორემ მე პირველად ვიდექი ამდენი ხალხის წინაშე მიკროფონით ხელში და პირველად ვუხსნიდი ვიღაცას რაღაცას…
თუმცა როდესაც მივხდი რო იქ ისეთი ხალხი იყო შეკრებილი, ვინც ახალს ვერაფერს გაიგებდა, მაგიტომაც მოვუმატე საუბრის ტემპს, მაგიტომაც ვახტებოდი სლაიდებს….
ეს გამოსვლა უფრო საკუთარი გამოცდილების მიღებისთვის გამოვიდა, ვიდრე სხვისთვის ამ სხვა გამოცდილების გაზიარების…
საკუთარი შეცდომები ვისწავლე, რომელსაც სამომავლოდ დავამუშამევ და შევეცდები აღარ განვიმეორო : )
Be blogger რა, მოკლედ რომ ვთქვათ
მგზავებიც და ლელაც ერტად არა?
მე მომეწონა ეს დღე და ძალიანაც კმაყოფილი ვარ
დოლჩე გაბანას” კაბაზე იაფფასიან ღვინოს არავინ ასხამს.
შეგისწორებ
როგორც წესი, კარგ კორპორატიულ ღონისძიებებზე იაფფასიანი ღვინო არ არის ხოლმე
მე დავწერდი ასე
პოპულარობის ყველაზე დიდი ფორმულა:
მტავარია ილაპარაკონ, რას- მნიშვნელობა არ აქვს
ხოდა დაიკიდეთ
უკვე დავიკიდე, ოღონდ მართლა
აღარ ვაპირებ ამის გამო კამათს და ნერვების შლას : )
ან კიდე ვინც გააკრიტიკა შევტავაზოთ
“აბა მუშკი კრივში მნახე ვინა ვარ”
კიარადა
“აბა ბოულინგში მნახე ვინა ვართქო”
ანტალიაში უნდა ვითამაშო, პოსტს რო დავწერ დაგთაგავ
მიხარია რო მოგეწონა
იმიტომ რომ მე მიყვარს ბოულინგი
რომ ჩამოხვალ მაზიანზე გეთამაშები
ბაზარა ნეტუ
რაზე ვითამაშოთ? პეიჯ რანკებზე თუ ტრაფიკებზე
ეგ მერე მოვიფიქროთ, რომ ჩამოხვალ
ეს კომენტარები კი არა ჩატი გამოგვივიდა