სათაური ისე გამომივიდა, თითქოს ახლა რაიმე პროდუქტის რეკლამირებას ვიწყებდე, როგორც “ტვ-შოპზეა”, მაგრა არა.

ამას წინათ ჩემს ერთ ახლობელს Skype-ში “გავუჩალიჩე” შემდეგი რამ, რასაც არ მეგონა თუ “ჩაყლაპავდა” და დაიჯერებდა.

alien_and_bee_talking_on_skype_web

Skype-ში საუბარი

ეს მეთოდი ზედგამოჭრილია იმ შემთხვევაში, როცა თქვენ ხართ Invisible Mode-ში, ანუ ხართ ე.წ. “დამალული”, არ ხართ საუბრის ხასიათზე და ამ დროს გწერთ თქვენი კონტაქტების სიიდან თქვენი რომელიმე ნაცნობი, ან უცნობი.

თქვენ მას უნდა დაუხვედროთ მსგავსი შინაარსის ტექსტი, ინგლისურად ან რუსულად (მეტი დამაჯერებლობისთვის).

მაგალითად:

This is automatically generated message, when user is offline. Please try to contact him or her later.

ან რაღაც მაგდაგვარი.

მთავარი მიზანი ისაა, რომ ჩვენი მომწერი, დავაჯეროთ იმაში, რომ თქვენ ამჟამად ხართ გასული, მაგრამ გაქვთ ჩართული ერთგვარი ავტომოპასუხე, რომლის შესახებაც მას ნამდვილად არ სმენია აქამდე. ხოლო, თუ რა ტექსტს მოიფიქრებთ, ეს თქვენზეა დამოკიდებული.

ეს ხერხი, რამდენიმეზე ვცადე და მხოლოდ 1-2-მა თუ გაიგო, რაში იყო საქმე და მომწერეს, მე მაგით ვერ დამაგოიმებო : ))

ხოდა ეს მოკლედ თქვენზეა და იმაზე დამოკიდებული, თუ რამენად არის ის პიროვნება, ვისთანაც საუბარი არ გსურთ, ინფორმაციულად აღჭურვილი ტექნიკურ საკითხებში.

ამით თქვენ შეილება რეალურადაც დააჯეროთ ვინმეს, რომ მარლა ხართ გასული და ჩართული გაქვთ ავტომოპასუხე.

ალბათ გაგიჩნდებათ კითხვა, რომ არ მივწერო, რა მოხდება?

არც არაფერი. უბრალოდ სკაიპს აქვს ესეთი ფუქნცია, როდესაც პიროვნება მართლაც არის გასული სკაიპიდან, და არა დამალული, მიწერილი ტექსტის გასწვრივ მარჯვენა მხარეს ტრიალებს შავი ფერის წრიული რგოლი, რაც იმის მანიშნებელია, რომ შეტყობინება ადრესატამდე ჯერ არ მისულა.

მოკლედ, ბევრი რომ არ გავაგრძელო, გეტყვით რომ ეს მეთოდი მოქმდებს კონკრეტულ სიტუაციაში კონკრეტულ პიროვნებებზე. და გამოიყენებთ თუ არა მას, ეს თქვენზეა დამოკიდებული.

მე კი ვატყობ უკანასკნელად გუშინ  “გავაჩალიჩე” ასეთი რამ, ყოველ შეთხვევაში მანამ ამ პოსტს წაიკითხავენ ჩემს კონტაქტების სიაში არსებული პიროვნებები. :D