რამდენად “ევრო” გამოვიდა ჩემი საზაფხულო დასვენება (ტური) არ ვიცი, მაგრამ ბევრი კარგი რამ დამამახსოვრდა და ბევრიც ვიცინე.
ერთ-ერთი კურიოზი, რის შესახებაც მინდა ამ პოსტში დავწერო, დღემდე მოყოლებული მაგის გახსენება სახეზე ღიმილს მიტოვებს.

ეპიზოდი "ევროტურიდან"
ფილმი “ევროტური” ალბათ ყველას გაქვთ ნანახი, რომელი გამოშვების დღიდან დიდი პოპულარობით სარგებლობდა, როგორც ქართველ ასევე უცხოელ მაყურებლებს შორს. რა შუაში ეს ფილმი ჩემს პოსტთან, ამას მოგვიანებით შეიტყობთ.
ერთხელ, როდესაც შავის ზღვის სანაპიროზე ვისვენებდით ძმაკაცები, შევიტყვეთ, რომ ერთ-ერთი მათგანის ნათესავებიც აპირებდნენ ჩამოსვლას იმავე კოტეჯში, სადაც ჩვენ ვისვენებდით და მათთან ერთად იტალიელი ბიძას უნდა ჩამოსულიყო, რომელმაც სამწუხაროდ მშობლიური ენის გარდა არცერთ ენას არ ფლობდა.
ამ ამბავმა დიდად გამახარა, რადგან უცხოელებთან კონტაქტი ყოველთვის მიყვარდა (სომხებთან არა
), ცოტა ავფორიაქდი კიდეც, არიქა იტალიელთან ერთად ვიცხოვრებ მეთქი
როდესაც, ზემოთხსენებული სტუმრები გვეწვივნენ და ფრანკო გავიცანით (სწორედ ის იტალიელი), დადებითი შთაბეჭდილება დატოვა ჩემზე. სავარაუდოდ ჩემზეც იგივე იფიქრა, მაგრამ არა დიდი ხნით.
იმავე დღეს, ზღვიდან ამოსულები არ ვიყავთ, უკვე აბაზის კარები მქონდა ჩაკეტილი და შხაპს ვიღებდი. ამ დროს კარზე ჯაჯგური შემომესმა და დარწმუნებული ვიყავი, რომ ერთ-ერთი ძმაკაცთაგანი იყო და კაიფის პონტში დავიღრიალე: “ერთი წუთი!” მეთქი
გამოსვლა ვერ მოვასწარი და ოთახიდან სიცილის ხმა მომესმა, როდესაც ვიკითხე რა ხდებოდა, მიპასუხეს, რომ თურმე ფრანკო ეჯაჯგურებოდა კარებს და როდესაც დავიღრიალე, მხრები შეიჩეჩა და რაღაც ჩაიბურტყუნაო. მე თავიდან არ დავიჯერე, მაგრამ ბოლოს როგორც იქნა დავრწმუნდი, რომ სიმართლე იყო. ძალიან შემრცხვა, კაცი პირველად იყო საქართველოში და აჭარაში და ასეთი რამ გადახდა თავს.
ცოტა ხანში, როდესაც ფრანკო ხელახლა დავინახე, მივედი ბოდიშის მოსახდელად და ამ დროს გამახსენდა ეპიზოდი “ევროტურიდან” და ვეუბნები: “მი სკუზი ფრანკო, მი სკუზი” და ამ დროს ყველას ერთხმად აგვიტყდა სიცილი. მიზეზი გასაგები იყო.
ფრანკოს არ სწყენია ჩემი ღრიალი (:D), და თურმე ის მხრები სიბრაზისგან კი არა, ირონიისგან აუჩეჩავს
ასე დასრულდა ჩვენი პატარა ამბავი, რომლის გახსენებაზეც ყოველთვის მეცინება, ახლაც კი, როდესაც ამ პოსტს ვწერ
მე უფრო საინტერესო ამბის მოლოდინში ვიყავი… ბოლომდე წავიკითხე და არ გამეცინა
აი სხვანაირად რომ წასულიყო საქმე, მერე კი ნამდვილად სასაცილო იქნებოდა…
ისე რატომ უნდოდა დაკეტილ აბაზანაში შემოსვლაააა??? :ჵ
ამაზე არ დაეჭვდი? :ჵ
ნუ ახლა ვინც იქ არ იყავით არ გაგეცინებათ მაგრამ აბა მე მკითხეთ
ბარო ლანდიშ,
ერთი რამე მაინტერესებს სურათები ჩარჩოში როგორ ჩავსვა ?
თუ ნახავ გთხოვ მიპასუხო ….