ბლოგებზე არაერთხელ თქმულა და არაერხელ დაწერილა. თქმისა რა მოგახსენოთ, მარა დაწერილის სიას მეც მსურს ერთი პოსტი შევმატო.
ბლოგები რო თემატიკითა და ვიზუალური მხრით განსხვავდებიან, ეს ყველამ იცის. მაგრამ რეალური პასუხი კითხვაზე, თუ რატომ ირჩევენ ბლოგერები თავიანთი ბლოგისთვის კონკრეტულ დიზაინს და ამა თუ იმ პლატფორმას, ბევრმა არ იცის.
მე გადავწყვიტე დამეყო ბლოგები კატეგორიებად თავისი ვიზუალური მხრიდან გამომდინარე და გამერკვია, თუ რატომ აქვთ მათ ავტორებს ასეთი დიზაინი.
ზანგი ბლოგები
ტერმინი ზანგი ბლოგები ქართულ ბლოგოსფეროში კარგა ხანია დამკვიდრდა. იგი მოიცავს მუქ ფონზე დაწერილი ღია, ან უარეს შემთხვევაში მუქივე ფერის ტექსტს. ასეთი ბლოგები შედარებით ცოტაა, თუმცა იმდენი, რომ მათზე სალაპარაკო მაინც გვეძლევა.

ზანგი ბლოგები
მახსოვს ინტერნეტში პირველი საიტი, როცა გავაკეთე, მუქი ფერის იყო, მაშინ მეგონა, რომ შავი ფერის დიზაინი ღია ფერისას სჯობდა. დღევანდელი გადასახედიდან ვხვდები, რომ ძალიან, ძალიან ვცდებოდი. მაშინ ეგ ფერი ჩემს შინაგან მდგომარეობას ასახავდა.
ალბათ ამ შემთხვევაშიც ამჟამინდელი მუქი დიზაინის მქონე ბლოგების ავტორების შინაგან მდგომარეობას ასახავს. ან უბრალოდ ჰგონიათ, რომ ეს მაგარია და ღია ფერის შაბლონები ზედმეტად გაპაპსავებულია.
ეს მათი აზრია, მაგრამ ის, რომ ასეთ დიზაინებზე ტექსტის წაკითხვა არც თუ ისე სასიამოვნოა ადამიანისთვის, ეს ჩემი მოგონილი არაა, ამ მოსაზრებას არაერთი პიროვნება ეთანხმება. ასეთი ბლოგერები თავიანთ ბლოგზე ძირითადად ჯღაბნიან, მაშინ როცა გულზე დააწვებათ რამე ან სხვა.
იმაში დასარწმუნებლად, რომ მარტო მე არ ვფიქრობ ასე, რამდენიმე ბლოგერს ვკითხე მათი აზრი მუქ ფერებთან დაკავშირებით და შემდეგი სახის პასუხები მივიღე: „რახან დამწყები ვარ, ტრაკში კი არ მაქვს თვალები“; „ჩემამდე არ დადის მსგავსი დიზაინის გაკეთების არსი“ და სხვა.
მოკლედ ამ თემას ცალკე პოსტი უნდა მივუძღვნა, მაგრამ დღეს ამაზე ამით მოვრჩები. უბრალოდ გავა დრო და თითოეული, ვისაც მუქი ფერის დიზაინი უყენია, აუცილებლად შეცვლის და გადავა ღია ფერისაზე. იმედი მაქვს ეს მომენტი ყველასთვის მალე დადგება.
ღია ფერის ბლოგები

ღია ფერის ბლოგები
მიყვარს ღია ფერის დიზაინის მქონე ბლოგები. კითხვაც მიადვილდება და ვიზუალურადაც სასიამოვნო შესახედია ხოლმე. მარტივ, სადა დიზაინს არაფერი სჯობს ბლოგის შემთხვევაში, სადაც მთავარი აქცენტი კონტენტზეა გადატანილი.
ასეთი ბლოგების ავტორები ამას ხვდებიან, არ ვერ ხვდებიან სულაც და უბრალოდ უყენიათ ღია ფერის შაბლონები. ნებისმიერ ვარიანტში ეს კაკ მინიმუმ 1 პლიუსია მათი ბლოგებისა.
მათთვის მთავარია მომხმარებელი ადვილად კითხულობდეს ტექსტს და აქცენტი სრულიად გაკეთებული აქვთ თავიანთ ნაწერეზე. ესეც შესაძლოა მათ სულიერ მდგომარეობაზე მეტყველებდეს, თუ კი ასეა, გილოცავთ თქვენ დამშვიდებული სულის პატრონი ბრძანდებით, რომლებიც ბლოგს შემოქმედებითად უდგებიან და ცდილობენ მეტი ყურადღება, დრო და ენერგია დაუთმონ მას. მოკლედ ქება-დიდების გარდა ღია ფერის ბლოგებზე ვერაფერს ვიტყვი.
ბლოგები blogspot.com-ზე

ბლოგები blogspot.com-ზე
ბლოგერების ძალიან დიდ ნაწილს ბლოგი blogspot.com-ზე აქვს. თუ რატომ, ამ კითხვაზე პასუხის გაცემას მე შემდეგნაირად შევეცადე.
როდესაც ადამიანს სურს ბლოგის გაკეთება, იგი პირველად Google-ს მიმართავს ხოლმე დახმარებისთვის, როდესაც იგი ეძებს თუ როგორ გააკეთოს ბლოგი, ზემოხსნებული საძიებო სისტემა პირველ რიგში blogspot.com-ს უპოვნის, შემდეგ კი სხვა ბლოგინგ პლატფორმებს. რა თქმა უნდა, blogspot რახან Google-ს პროდუქცია, ადამიანიც იფიქრებს, რომ ეს საუკეთესოა და იწყებს სწორედ აქ ბლოგის კეთებას.
ხოლო მაშინ როდესაც გაირკვევა რომ wordpress.com ბევრად მოსახერხებელია, მერე იწყებს ფიქრს, “ნეტავ თავიდანვე რატომ არ დავრეგისტრირდი მანდ? ძალიან მინდა გადმოსვლა, მაგრამ რა ვუყო ახლა ჩემს პოსტებს?” მან ხომ ისიც არ იცის, თუ რაოდენ ადვილია პოსტების გადატანა blogspot-იდან wordpress-ზე.
არის კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ბლოგერები ამ სერვისს იყენებენ, ეს არის დიზაინის სრული რედაქტირების უფლება, მათ ხომ შეუძლიათ აქ ფლეშ საათების, მფრინავი ძროხების (იზვინი ლილიან
) და სხვა “ფინწიკლიუშკების” დამატება, რაც ბლოგის ჩატვირთვას საათ ნახევარს ანდომებს და საბოლოოდ მკითხველის ხელმეორედ შემოსვლის სურვილსაც აქრობს. მაგრამ ამას როდის ხვდებიან ისინი.
ბლოგები wordpress.com-ზე

ბლოგები wordpress.com-ზე
wordpress.com-ზე ზემოხსნებული მიზეზის გამო თავისით არავინ, უფრო სწორად ვერავინ რეგისტრირდება, რადგან ეს სერვისი blogspot.com-ზე ნაკლები დონის მიაჩნიათ. აქ წევრიანდებიან ძირითადად მეგობარი ბლოგერის რჩევით, ფორუმზე წაკითხული პოსტებით ან სხვა ბლოგერების მიერ დაწერილი სტატიებით (ესეც პოსტიც ამ უკანაკსნელს მიეკუთვნება).
არის მეორე ვარიანტიც, როდესაც პიროვნება შეიტყობს wordpress.com-ის ავკარგიანობის შესახებ, და გადმოსვლას დააპირებს, იმავე საძიებო სისტემით მოიძიებს ამ პრობლემის გადაჭრის გზას, რათა შეძლოს მარტივად გადმოსვლა wordpress.com-ზე (პოსტების დაკარგვის გარეშე).
აქ ხომ ყველაფრის მართვა ძალიან მარტივია. შეზღუდულია მხოლოდ დიზაინის სრული რედაქტირება, თუმცა header-ის (საიტის თავის) შეცვლა თითქმის ყველა დიზაინზეა შესაძელებელი და widget-ების მეშვეობით sidebar-ის მართვა ცარიელი სიამოვნებაა. wordpress.com-ზე არსებულ ბლოგერებს შედარებით დახვეწილი აქვთ გემოვნება ბლოგთან დაკავშირებით, როგორც ვიზუალური მხრით, ასევე ტექნიკური.
ბლოგები .ge ზონაში

ბლოგები .ge ზონაში
ბლოგერები რომლებსაც აქვთ უკვე ცალკეული დომენები .ge ზონაში, ისინი უკვე აღარ ხუმრობენ და ბლოგინგს სერიოზულად უყურებენ. მათთვის ბლოგი უფრო მეტია, ვიდრე მხოლოდ ონლაინ დღიური. ასეთი ადამიანები ფულსაც კი არ ზოგავენ საკუთარი ბლოგის განვითარებისთვის (ნუ დომენის 30 ლარი და +- ჰოსტის ფული).
მსგავსი ტიპის ბლოგერებისთვის მნიშვნელოვანია რომ მათი მკითხველები საყვარელი ბლოგის დომენს ადვილად იმახსოვრებდნენ და მის ბლოგზე მარტივად ხვდებოდნენ, ამ ბლოგის ლინკს თავის მეგობრებსაც უზიარებდნენ და სხვ.
შეჯამება
- თუ შენ გაქვს ბლოგი blogspot.com-ზე და თანაც მუქი ფერის დიზაინით, წინ ბევრი რამ გაქვს სასწავლი აწ ნასწავლი ბლოგერებისგან.
- თუ შენ უბრალოდ ბლოგი გაქვს blogspot.com-ზე ღია ფერის დიზაინით, მაშინ შენ შედარებით ნასწავლი ხარ წინამორბედ ბლოგერების კატეგორიასთან შედარებით.
- თუ შენ ბლოგი wordpress.com-ზე გაქვს მუქი დიზაინით. ე.ი. რაღაც გისწავლია, მაგრამ ბოლომდე ვერა.
- თუ შენ ბლოგი გაქვს wordpress.com-ზე ღია ფერის დიზაინით, მაშინ უკვე კარგად იცნობ მკითხველის სურვილებს.
- ხოლო თუ შენ უკვე გაქვს საკუთარი დომენი, ე.ი. შენ ტექნიკურადაც მეტი ინფორმაციის მფლობელი ხარ, ბლოგინგი შენთვის ბევრ რამეს წარმოადგენს, ზრუნავ მომხმარებლის ინტერესებზე და მოკლედ რომ ვთქვათ, შენ უკვე აღარ ხუმრობ. (აღარაფერს ვამბომ .com დომენზე მქონე ბლოგების შესახებ.)
პ.ს. ეს სწორედ ის ხუმრობაა, რომლის 50 პროცენტიც სიმართლეა. ასე რომ ზოგიერთი ბლოგერი, ვინც ზემოხსნებულ კატეგორიებში საკუთარ თავს ამოიცნობს, გთხოვთ წყენად ნუ მიიღებთ.
აქვე შეიძლებოდა ქართული ბლოგინგ პლატფრომების განხილვაც, როგორიცაა blog.ge, log.ge და platforma.ge, მაგრამ მათი არასტაბილური მუშაობის გამო, გადავწყვიტე, რომ ამ პოსტში განხილვა უადგილო იქნებოდა.
მოკლედ პოსტის წაკითხვის შემდეგ ალბათ შეძლებთ უკვე საკუთარი თავის დახასიათბას, როგორც ბლოგერს, გაგეხსნებათ გონება და გაჩინდებათ სურვილი გაიუმჯობესოთ ბლოგის ვიზუალური მხარე და შეიცვალოთ ბლოგინგ პლატფორმა. იზრუნოთ საკუთარ მკითხველზე და ბლოგის პიარზე. და ბოლოს ამ პოსტის იმხედვით, ვინ ვარ მე?
პ.ს. არ დაგავიწყდეთ ტექსტური რეკლამებისთვის დაკლიკვა, გმადლობთ!


ბლოგი მაქვს wordpress.com-ზე ღია ფერის დიზაინით და არანაირად არ ვიცნობ მკითხველის სურვილებს:)
სამაგიეროდ კითხვისას თვალებს არავინ დაითხრის და ეგ უმთავრესია : )
ge ზონაში მოხვედრილ ბლოგებს შორის საკუთარი ბლოგის სურათი რომ არ წამოჭიმე ეს ან შენს თავმდაბლობაზე მეტყველებს, ან შენი თავმდაბლობის შექების სურვილზე
)
ჩამონათვალსა და რჩევებში აბსოლუტურად გეთანხმები და ამ დღეებში გთხოვ იმას, ჩვენ რაზეც მოვილაპარაკეთ
1. არ მინდოდა ერთი და იგივე ბლოგი სხვადასვხ კატეგორიებში რო გამომეჭიმა.. : ))
ამიტომაც .გე დომენს ღია ფერის დიზიანის კატეგორიაში ჩაკვეხა ვამჯობინე : ))
2. აუცილებლად მივხედავ მაგას
ბლოგსპოტის თემები მომწონს.. : P
ბლოგსპოტზე შეგილია ნებისმიერი დიზაინი დააყენო გოგო, და დააყენებ შენ იმას, რომელიც მოგწონს, ლოგიკურად მოგეწონება ბლოგსპოტის თემებიც : ))
ჩემნაირი თემა აღმოვაჩინე : ))
მე blogspotზე ვარ, რადგან ჩემ გარშემო არავის აქვს ბლოგი და როცა ვნახე რამოდენიმე ბლოგი რატომღაც blogspot ამოვირჩიე :”>:)
ანუ შენც დიზაინის გამო ხარ ბლოგსპოტზე?
ეგრე გამოვიდა
)
მეც მქონდა თავიდან მუქი თემა და ემო პოსტები
დომენიან ბლოგერების სურათში ჩემი რატო არ დაასქრინშოპტე?
))))
შუტკა
kai postia
ჰმ.. თავიდანვე ვორდპრესზე ვიყავი იოოო
))) ტოისწ ჯერ ბლოგ.გეზე გავაკეთე და მერე ვორდპრესზე გადმოვინაცველ იმიტომ რომ მის ადმინ პანელს უკეთ ვიცნობ
)) თან ეს ბლოგერი პრინციპულად არ მევასება
შენთვის “ის” პოსტი კიდე მაქვს შენახული : ))
აუ კარგი სტატიაა თU პოსტია თU მოკლედ რაცაა ! მომეწონა!!
და ყველაზე მეტად იმან გამხარა რომ ჩემმა ძროხებმა გარდა იმისა რომ დაგაწყვიტათ ნერვები ,დაგახარჯინათ დრო და გაგიქროთ სურვილი ასევე დაგამახსოვრათ ბლოგი
გენიალურია ესეიგი მე ყოველთვის ვიქნები ბლოგერი რომელთანაც ბლოგზე ძროხავდა <3 <3
ქუულ
ვაჰ, მეგონა გაბრაზდებოდი და შემაგინებდი… რა შემეცით ამ მფრინავი ძროხის გამოოო : ))
არა რას ამბობ
ეხლა დამკრა რომ მე მე კი არადა ეგ ეგ ჩემი საფირმო სიმბოლოა თU რავიც რაც ქვია
შენს ადგილას აღვადგენდი ^_^
და აღარ შეხვიდოდი არა? : ))
კაი პოსტია : ) გუდ !
საინტერესო განხილვა იყო. ტექტსტის 60 პროცენტში გეთანხმები. დღეს ვკითხულობდი ზურიუსის ბლოგს და ისეთი განცდა მაქვს, რომ ზედმეტად კრიტიკულად და მომთხოვნად უყურებთ ბლოგსფეროს. არადა ყველაზე მეტი თავისუფლება აქ უნდა იყოს..
.com sux
რახან შენი დომენი დაკავებულია?
ნოუპ
ცოდვა გამხელილი სჯობს, ამ ბოლო დროს ბლოგსპოტისკენ გამირბის თვალი და შემაჩერეთ და შემაგონეთ, სანამ დროა
ცოლი მაინც არ გყავდეს გამოცდილი ვორდპრესოლოგი : ))
მოოდიიი მოოოდიიი ჩვენს სექტააშიიი!!!! :ვუდუბლოგერიდოლი:
მე გამოვექეცი ბლოგსპოტს : ) ზედმეტად პრიმიტიულია : ) ჰოოდა ეს შეიძლება უკეთესიც კია, მაგრამ ვორდპრესი უფრო სხვა დონეა :X : )
დარჩი დარჩი ვორდპრესსზე : )
ბლოგსპოტს მაინც არ ვუღალატებ
)
მოკლედ კარგი მოძღვრებაა wordpress-ზე მარა ერთი ძალიან დიდი ნაკლი აქვს რისთვისაც blogspot-ზე გადავედი! მაინც და მაინც youtube-დან უნდა დააშეარინგო ვიდეოები >.> ხოდა myvideo-ზე მაქვს ზოგი ვიდეო და თან სულ მანდ ვტვირთავ იმიტო რომ youtube-ზე ატვირთვას 3-4 წელი ანდომებს
ასე რომ თუ მას’ტ’ავლით როგორ დავაშეარინგო myvideo-დან მაშ’ვ’ინ ისევ დავუბრუნდები ჩემს ძველ ბლოგს’ა’:D
ვორდპრესზე შეგიძლია ჩასვა როგორც მაივიდეოს ასევე სხვა ვიდეო ჰოსტებიდან ვიდეოები..
უბრალოდ html ტაბში გადახვალ და იქ ჩასვავ ვიდეოს embed კოდს
ამ კლასიფიკაციას რომ მივყვეთ, ჩემი david.ge, რომელიც 2006 წლიდანვე ამ დომენზეა და თავიდანცე უთეთრესი დიზაინით მუშაობდა WordPress-ზე პირდაპირ შეგნების მამა და მკითხველზე ორიენტირებულობის მწვერვალი ყოფილა…
რამდენიმე მოსაზრება:
1. “ზანგი” ბლოგების შესახებ:
ყველა კარგად ვხვდებით, რომ საქართველო ღვინის (და არა ბლოგინგის) აკვანია და რომ დიზაინი, რომელიც გვხვდება ქართულ ბლოგებზე, არის მსოფლიო დიზაინერული ტრენდის, ტენდენციის ნაწილი. ანუ, ბლოგერმა სადღაც ნახა ეს “ზანგი” თემა და დაინახა მასში რაღაც “ქულური”.
გარდა ამისა, მინდა გითხრათ, რომ ინვერსიული დიზაინი (მუქი ფონი, ღია ტექსტი) გუშინ საღამოს შემოღებული ხერხი არაა – ათწლეულებია იყენებენ დიზაინერები. ასე რომ, ერთია რომ გარკვეულ ჯგუფს არ მოსწონს ასე კითხვა, მაგრამ დამწყებ ბლოგერს არ უნდა გავუჩინოთ აზრი, რომ ასეთი დიზაინის გამოყენებისას შეცდომას უშვებს. ეს შეცდომა არაა – უბრალოდ მკითხველების ნაწილს ასეთი დიზაინის მქონე ტექსტების კითხვა არ მოწონს
სხვათაშორის, არც სუფთა თეთრი ფონია თვალისთვის არდადეგები – ყველას ჯობია მცირე დოზით სერი ფერის ფონი (10%-მდე).
2. პლათფორმების შესახებ:
ვორდპრესი მართლაც ლიდერია, ოღონდ self-hosted ბლოგებში. როცა ჯერი დგება პროვაიდერთან დაჰოსტილ ბლოგზე, გადაჭრით ვერ იტყვი რომ რომელიმე 100%-ით ჯობია. მაგალითად, აქ გამოტოვებული LiveJournal, რომელიც პირდაპირ ბლოგერების კომიუნითია. ის, რასაც ვორდპრესელები რის ვაივაგლახით ვახერხებთ IntenseDebate/NetworkedBlogs და კიდევ სხვა თულებით, იქ უკვე თავიდანვე გათვალისწინებულია, თანაც უკეთ.
შეჯამების სახით: კაცი იყავ კაცური და სადაც გინდა იქ იბლოგე!
ნუ დავით, livejournal-ზე ვერაფერს გეტყვი, არ მიხმარია, ამიტომაც არ ვიცი… ეს პუნქტი გავატარეთ
მუქი ფერის დიზაინები, არაერთია, რომელიც საკმაოდ კარგად არის შესრულებული… ( შემილია დაგილინკო ), მაგრამ ეს ზანგები იმენა ზანგებია რა : )))
მადლობა ასეთი ვრცელი კომენტარისთვის
სატესტოდ მაინც დარეგისტრირდი მანდ და 1 საათი დახარჯე – ბევრ კარგ ფუნქციას იპოვი
თავისუფალ დროს აუცილებლად ვიზამ…
ჯიგარი ხარ
არ გეთანხმები
: D
არასწორი ხედვაა და გრადაცია
კაია, თუ კი საპირისპირო აზრი გააჩნია ვინმეს
თავიდანვე დავრეგისტრირდი ვორდპრესზე. პრინციპში, მართალი გითხრა, ჯერ ბლოგსპოტს მივადექი და ვერ გავუგე თავი და ბოლო. ვორდპრესი კი, როგორც ბლოგჩაიდანისათვის, საკმაოდ მარტივი და გემრიელი აღმოჩნდა. დიდი ხანი, დაახლოებით ერთი კვირა, ვარჩიე და ვარჩიე დიზაინი. საბოლოოდ ჩემით მივედი ისევ ღია ფერის დასკვნამდე, ვინაიდან, ჩემითვე მიადვილდებოდა საკუთარ პოსტზე თვალის გადავლება.
შავი ფერის ბლოგთან დაკავშირებით აბსოლუტურად გეთანხმები. ყოფილა შემთხვევა, რომ მართლა ძალიან მაინტერესებდა კონკრეტული ბლოგერის პოსტის წაკითხვა, მაგრამ უარი ვთქვი მისი გადამღლელი მუქფონიანი დიზაინის გამო.
BTW ძალიან მომწონს, უზომოდ მომწონს შენი ბლოგის დიზაინი. უახლოეს მომავალში, მეც ვაპირებ გე დომეინზე გადმოსვლას. განაცხადი უკვე შევსებული მაქვს, მთავარია თავისუფალი ერთი საათი დღის განმავლობაში, რომ კავკაზუსამდე მივაღწიო. იმედი მაქვს, მეც შევძლებ საინტერესო და რთულად მარტივი დიზაინის შექმნას ჩემი ბლოგისათვის.
(მაგარი ჩაინიკი ვარ მაგ ამბავში)
ბლოგის შექმნა .ge დომენზე ისეთივე მარტივია, როგორც wordpress.com-ზე.. რთული არაფერია…
დამიკავშრდი და დაგეხმარები შეძლებისდაგვარად
ეჰ რაც მე მაგაზე ვიწვალე მარა არ “შობა” არა XD
რა იწვალე და რას არ შობა, შენ ვორპდრესზე გადმოსვლა თქვი და აგერ არ ვარ?
გადმოსვლა კიარადა ვიყავი უკვე
ანუ myvideo-დან posting-ში HTML კოდში რო ვაგდებ embed კოდს მაინც არ გამოაქვს გამოქვეყნებისას T_T
ხო, ნუ მაგით თავს იცავს ვორდპრესი არასასურველი კოდის ჩასმისგან, ასე რომ მხოლოდ ლინკის ჩასმით უნდა დაკმაყოფილდე
ე.ი. 1.მაქვს “ზანგი” ბლოგი. 2.ვარ ბლოგსპოტზე. 3.ბლოგს აქვს რთული სათაური
და მშვენივრად ვგრძნობ თავს
არც მკითხველებზე ვფიქრობ და არც არაფერზე, მთავარია მე მომწონს. ვისაც უნდა წაიკითხოს, ვისაც უნდა ეგრევე დახუროს, ნაღდად არ მაქვს მაგაზე პრობლემა
ბლოგი ჩემთვის შევქმენი და არა სხვისთვის. თან ვერც წარმომიდგენია ჩემს ბლოგზე ღია ფერის შაბლონი…
მამაცი გოგო ხარ შენ, პირველმა აღიარე რო ესე და ესე… დანარჩენები არ ჩანან
გამოჩნდებიან იმედია
ხოდა ზუსტად მაგიტომ გადავედი blogspot-ზე და მომწონს რას ერჩი
უბრალოდ ის მინი ავათარი არ მომწონს ნარინჯისფერი B რო აქ
ნუ თუ კი დიზაინის სრული რედაქტირება შეუძლია ბლოგერს, მაშინ ამის მიხედვით მაგის შეცვლაც უნდა შეეძლოს : ))
http://landish.ge/favicon/
BTW ჰენომ და კატამ იცნობო ლანდიშასო აქა და აქ არისო ხოდა მერე გამახსენდი
კატა რო დათეგე ეგ გამიკვირდა და მაგაზე ვკითხე
კი, ინგასთან ვიყავით დაბ დღეზე და მგონი ოფენ აირზეც : ))
არისო კი არადა შეხვდითო
ძალიან კარგი პოსტია, მომეწონა… საამაყოდ მაქვს საქმე : )) აღარც მახსოვს რატომ, მაგრამ blogspot-ს თავიდანვე მშობლიური wordpress ვარჩიე…: )) არც ღია ფერებს და სისადავეს ვუჩივით, თუმცა სასწავლი ძაალიან ბევრი მაქვს… მაგალითად, იმისთვის რომ ქართული შრიFტით ვწერო, დღემდე teen.ge-დან ვაკოპირებ ტექსტებს (აი, ახლაც)…
შენ კი, ჯერ თუ არ მყავხარ ფავორიტებში, ახლა დაგიმატებ : ))
კი, მაგრამ ახლა რაში გჭირდება თინ.ჯიდან დაკოპირება? მე ხომ მაქვს კომენტარის ფორმაში ქართული კლავიატურა არა? :huh:
მერე სადაა მაგიური წარწერა: “ქართული კლავიატურის ჩართვა/გამორთვა “~” ღილაკით”
)
არადა წესით უნდა ხვდებოდნენ უკვე, რო როცა ქართულად წერ რაიმე ფორმაში, მაღ ღილაკით შეიძლება ლათინურზე გადართვა
უი, ამგდენი ვერ მოვიფიქრე
:D:D:D სხვებთან შEვეჩვიე და..
:D:D:D
ჩემი ბლოღი ძრიან ახალია და შეიხედე მაინც და რჩევები მომწერე
კომენტარი დაგიტოვე ბლოგზე, მაგრამ მოდერაცია გაქვს ჩართული, გაუთიშე და იხილე ჩემი კომენტიც
იმენა სექტა ხართ ეს ვორდპრესელები
არადა, მთელი მსოფლიო ბლოგსპოტზეა
გე-ზე აბსოლუტურად მართალი ხარ… ნელ-ნელა მეც მივდივარ მანდეთ, მაგრამ ვერ მოვახერხე ჯერჯერობით, არ ვიცი, რამდენად მიღირს ფულის გადახდა დომენში, როცა ბლოგსპოტი სრულიად მაკმაყოფილებს მეც და ჩემს მკითხველებსაც.
აი, ზანგ ბლოგებს რაც შეეხება, ძალიან ბევრია ასეთი უცხოური ბლოგი, უმეტესად ალტერნატიულ-არტ-დეპრესია-შოკ-როკ მიმართულებების და თუ მომეწონა, ყველაფრის მიუხედავად ვკითხულობ.
თეთრი ბლოგები მინახავს – უჟას! მეორედ შესვლა აღარ მოგინდება.
Sophie, აუცილებლად უნდა გადახვიდე საკუთარ დომენზე – თუნდაც პლატფორმა ისევ ბლოგსპოტი დარჩეს. ბევრი პლიუსი აქვს როგორც საძიებო სისტემების, ისევე საიტის ბრენდინგის კუთხით
სოფ, მერე მე გასწავლი რაღაც ხერხებს… ხვალე ფეისზე მოგწერ და
)
ლოოოლ, აეხლა დავფიქრდი, რომ მართლა სექტასავით ვართ
ყველა ვორდპრესელი, ნებისმიერი გზებით ვცდილობთ გადავიბიროთ ბლგსპოტელები
ლინკის გვერძე რო აიკონკას ცვლი, ბლოგსპოტზე სად ვიპოვნო დირექტორია?
layout >> edit html და მანდ რა
მდაა, აშკარად ფულს გიხდით ვორდპრესი
თუ ჯერ არა, თქვენს ადგილას ვიზრუნებდი ამაზე
ბლოგსპოთზე ვარ, საკმაოდ მოსახერხებელია, შეჩვეული ვარ და ესაა ძირითადი მიზეზი. ვორდპრესზეც მაქვს ერთი ბლოგი და ვერ ვიტყვი რომ გადავირიე მისი პლიუსებით.
რატომ ანიჭებთ ამას ამხელა მნიშვნელობას ვერ ვხვდები. მთავარია ბლოგი საინტერესო იყოს, შავ ფონზე თეთრი ტექსტები მეც მღლის, მაგრამ მაგ. ქენდის ბლოგს ყოველთვის ვკითხულობ.მთავარი შინაარსია. რაც არ უნდა გამართული იყოს ბლოგი ტექნიკურად, თუ მთავარი, რაღაც განსაკუთრებული და სახასიათო არა აქვს, ტყუილია, გინდ გე იყოს, გინდ ცომ, არ ვარგა და მორჩა.
ხო, ეხ ჩეკს ველოდები
ნან, კი, მთავარია რას მორიგებ შენ და რას მოარგებ შენს მკითხველს.. როგორც მკითხველს მე ძალიან მიჭირს, ბლოგსპტის ბლოგებზე კომენტარის დატოვება, რომელსაც საშინელი ფორმა აქვს, ზოგს ფაფ-აფ ფანჯარა აქვს, ზოგს ვორდ ვერიფიქეიშენ და რაღაც… მანამ დისქუსზე არ გადავა ყველა, იქამდე საშინელებაა მანდ კომენტირება…
მოკლედ, შენ და შენი მკითხველი თუ მორგებული ხართ, მაგ ბლოგს, ღმერთმა კიდევ დიდ ხანს კარად მოგარგოთ, მაგრამ ვორდპრესის კარი მუდამ ღიაა : ))
sjobs.ge, რომ .ge დომეინზე მაქვს რა ხეირი მაქედან, თორე კი…
(როფლ)
მკითხველზე გადაყოლილი კი ვიქნებოდი, რომ მყავდეს…
შენ თუ ბლოგის პიარზე არ ზრუნავ და არ ხარ “აქტიური”, .გე დომენი ვერ გიშველის
სულ დამავიწყდა, მხრით არა მხარით
სხვათაშორის მეც მხარით-ს ვწერდი, მარა სპელჩექერმა გადამიკეთა და : ))
ნახე ჩემი ბლოგი და მითხარი ვინ ვარ მე.
პასუხი არ მოგეწონება
მე მუქი დიზაინი მაქვს, მაგრამ ტექსტი ღია ფონზეა და 1-ელ და მე-2 კატეგორიაში ვარ გაჩხერილი ესე იგი ხო?
ხატია, ცისფერი/ლურჯი ფერი მუქი არაა…
შენს ბლოგს არაფერის ვუჩივი გარდა პლატფორმისა… : ))) :ვორდპრესზე_გადმოსვლის_ნამიოკი: : ))
ლანდიშო, ასე ცუდი აზრი გაქვს ქართულ მხატვრულობაზე?
ლანდიშ “ის” პოსტი აღარც მახსოვდა
:D:D
wordpress-ზე გადმოსვლას არ ვნანობ
)) ღია ფერის ბლოგი მაქვს, ზედმეტი “Fინწლიკლუშკები” არ აქვს და დიზაინიც მარტივია .. ასე უფრო მომწონს
)))
ვორდპრესზე გადმოსული მე არავინ მინახავს, ვინც ნანობდეს : ))
მაქვს ბლოგი blogspot.com-ზე ღია ფერის დიზაინით. არ დამიგუგლავს არაფერი, უბრალოდ როცა ბლოგი გავაკეთე, ძირითადად აქ დარეგისტრირებული ბლოგები მხვდებოდა და მეც ავტომატურად აქ შევქმენი ექაუნთი.
ფრიად კმაყოფილი ვარ. საათები, თამაშები და მფრინავი ძროხები არ მხიბლავს და არ ვთვლი, რომ მკითხველი რამენაირად ღიზიანდება შემოსვლისას.
შენი ჰედერის მზეზე ვკაიფობ : ))
შენი აზრი გასაგებია, მარა ცოტა ისე უნდა დაწერო, ვითომ ეს მხოლოდ შენი მოსაზრებაა და ბლოგსპოტის მომხმარებლები დებილები არ ვართ

ვორდპრესის ასეთი აგრესიული სიყვარული არ მესმის :დ
და კიდევ…
სულაც არ ვნადირბ მკითხველებზე, პირიქით, არ მსიამოვნებს უცხოები რომ შემოდიან
გე დომეინის აღებას მხოლოდ იმიტომ ვაპირებ, რომ ბლექ ლისტი გავაკეთო
პ.ს. ეს სწორედ ის ხუმრობაა, რომლის 50 პროცენტიც სიმართლეა. ასე რომ ზოგიერთი ბლოგერი, ვინც ზემოხსნებულ კატეგორიებში საკუთარ თავს ამოიცნობს, გთხოვთ წყენად ნუ მიიღებთ.
უკვე მივიღე
და მე პირიქით ვთვლი, და ეგეც მაგ ხუმრობაში გადის
არადა რო მკითხო, პოსტს სერიოზული სახე არ ააქვს : ))
აუ, ერთი პრობლემა მაქვს.. :-ს კოდი ჩავსვი, ონლაინ იუზერების რაოდენობის მთვლელის და არ დაყენდა
რა ვუყო?
text widget დაამატე და კოდი მანდ ჩასვი… შემდეგ ეგ ვიდგეთი გმაოიტანე საიდბარში : ))
და კიდევ, ეს 50%-ზე ცოტა მეტია
http://www.otosblog.com/2010/01/as-reader.html
ეგ პოსტი მე არ მეხება… : )) ყოველ შემთხვევაში ჩემს თავზე არ ვიღებ
ლად, ეგრე ვქენი მაგრამ არ გამოვიდა…
ვაჰ, არ ვიცი გვანც… რომელი საიტის კოდს სვავ?
http://whos.amung.us/-ის
btw, ჩემი ავატარი რატო არ ჩანს? : D
იმიტო რო შენი მეილი, რომელსაც ამ კომენტარის ფორმაში წერ, არ გაქვს გრავატარზე დამატებული….
დაამატე + ავატარიც და იქნება.. : )
რაც შეეხება მაგას, არ ვიცი… ვისაც უყენია ეგ, იმას ჰკითხე რა… (sun)
შენ გეტყობა ძალიან გათვიცნობიერებული ხარ და შეგიძლია დამეხმარო,ალბათ…
ხალხი ვერ რეგისტრირდება, რადგან მეილი აღარ მისდით და როგორ გავასწორო ხომ არ იცი შემთხვევით?!
არც მანამდე იკლავდნენ თავს მაინცდამაინც, მაგრამ…
მოიცა, ბლოგზე რეგისტრაცია გაქვს ჩართული? გამორთე სასწრაფოდ :O
ვითომ რათაო?! არ მიყვარს საკუთარი თავისთვის, უზარო შეზღუდების დაწესება… თუ რეგისტრაცია ბლოგის ტიპში არ ჯდება, აწი ჩემს საიტს შენ ნუღარ მოიხსენიებ ბლოგად…
:D:D
კი ბატონო, როგორც შენ გაგიხარდება
სე ან კომ მინდა. მაგრამ ბევრი მიზეზის გამო თავს ვიკავებ.
ამ ჯერად მიზეზი ისაა რომ არ მაქვს საჩალიჩო დრო, მერე იმას მივიდებ მიზეზად რომ ფული არ მაქვს.
ერთხელ დოდკამ თქვა: წორდპრესი ადვილია და ბლოგერი კიდევ უფროვო. ხოდა ამიტომ ავირჩიე გუგლის სერვისი.
ჩემს დიზაინს ვერ შეველევი
არა, მე ეგ “პრობლემა” არ მაწუხებს და არ ვიცი
ალბათ ამ შემთხვევაშიც ამჟამინდელი მუქი დიზაინის მქონე ბლოგების ავტორების შინაგან მდგომარეობას ასახავს. ან უბრალოდ ჰგონიათ, რომ ეს მაგარია და ღია ფერის შაბლონები ზედმეტად გაპაპსავებულია.
ერთი სიტყვა მაინც წაგიკითხავს ჩემს ბლოგზე?
რატომ გგონია რომ მუქი ფონი ჩემს შინაგან მდგომარეობას ასახავს
ამაზე არაობიექტური შეფასება არ გამიგია მე
:მეწყინა:
თათ, მე ვიხმარე სიტყვა “ალბათ” ჯერ ერთი და მეორეც.. არ მითქვამს, რომ კონკრეტულად შენც სწორედ მაგ მიზეზის გამო გაქვს მუქი ფერის ბლოგი თქო…
და ბოლოს
ისეთი შეგრძნება დამრჩა რომ კარგად ვერ არის მაინც დასაბუთებული ეს ყველაფერი.
თუმცა სკრინშოტების სტილი მომეწონა ^_^
ნეტავ ვინ დაამკვიდრა?
უნდა დამელინკა წყარო ? : ))
კი პოსტი ნამდვილად ტოვებს უკმაყოფილების გრძნობას
უშენოდაც ვიცი, რომ ბევრი მაქვს სასწავლი
.
მაზოლზე ფეხის დადგმ არ იყო საჭირო არა?
ყველა კომენტარი წავიკითხე და დავიღალე
ეს ისე,ახლა მთავარი:მე “ახალი” ვარ და blogspot-ით დავიწყე,რატომღაც…ჩემი ბლოგი მთლად ზანგი არაა და რავი,მე მომწონს…
მეორე ადამიანი ხარ მგონი ვინც ამას გაუძლო : ))
მარა მე რა მიჭირს, მე დრო და დრო ვკითხულობდი, როცა ემატებოდა ხოლმე, მარა ამის ერთბაშად წაკითხვას დიდი დრო და გამძლეობა სჭირდება
ყოჩაღ..
რაც შეეხება შენს ბლოგს, ნამდვილად არ არის ზანგი, პირიქით, ღია ფერებშია გაფორმებული, ტექსტი რომ ოდნავ მუქად ჩანდეს მთლად უქეთესი იქნებოდა, სხვა მხრივაც არის რამდენიმე შენიშვნა, მარა ამას დრო და დრო დავწერ ხოლმე სტატიებში და მიხვდები შენ თვითონ
უამრავი პრო-პლოგი არსებსობს მუქი ფერებით… ესე ზედაპირულად გაყოფა და კრიტიკა არ არის სწორი.
ამ პოსტს ერქვა: რატომ ჯობია ჩემი ბლოგი ყველას, ან უმრავლესობას
:D:D
ვორდპრესს გარეშე თვალით რაც შევატყვე, დიზაინის უფრო ფართო არჩევანი აქვთ + პოსტის შუაზე გაყოფა და “მეტის წაკთხვა” უფრო მოსახერხებელი აქვს, ვიდრე ბლოგსპოტს. დანარჩენი, არ ვუჩივი ჩემსას და პრინციპში არც კონკურენტულ პროგერობაზე მაქვს პრეტენზია და საერთოდ აღარ მომწონს ეს შეჯიბრის ტენდენცია :// ადრე უფრო კაი იყო, ძველ დროში, 5 ბლოგი რომ იყო სულ, სსრკ-ს დროს
მე მაქ შავი ბლოგიც. http://darthvaderdarklordofthesith.wordpress.com
და თეთრი ბლოგიც. http://lifestylebox.wordpress.com
თამატურად.
როგორც აზდაკი ამბობს: თოკი მაგრად გეჭიროს, ბრიყვო, ეს სიმღერას უხდებაო…
უკუკავშირი: ბლოგერებისთვის.. « რაღაცნაირი ბლოგი