Screenr

რა არის Screenr?

Screenr ეს არის ონლაინ აპლიკაცია, რომლის საშუალებით თქვენ შეძლებთ თქვენს დესკტოპს გადაუღოთ ვიდეო 5 წუთის განმავლობაში. იგი twitter-თან არის ინტეგრირებული და არ საჭიროებს ზედმეტ და დროისდამკარგავ რეგისტრაციას. გადაღებული ვიდეო მომენტალურად იდება საიტზე და თქვენი თანხმობის გარეშე არ ქვეყნდება. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ ამ ვიდეოს წაშლაც. ასევე შეგიძლიათ ვიდეოს გაუკეთოს მოკლე აღწერა (120 სიმბოლომდე). მისი მთავარი პლიუსი ისაა, რომ არ არის საჭირო ზედმეტი პროგრამების დაყენება. ვიდეობის ნახვა შესაძლებელია თვით iPhone-დანაც კი.

screenr

რა არის Screenr?

როგორ გამოვიყენოთ იგი?

ძალიან მარტივად :)

  • შევიდეთ საიტზე – Screenr.com
  • დავაჭიროთ ღილაკს Record
  • მოვირგოთ ჩარჩო ჩვენს გემოზე (ამ შემთხვევაში ზომაზე)
  • დავაჭიროთ წითალ ღილაკს (რათა დაიწყოს ჩაწერა)
  • დავაჭიროთ Done-ს, როდესაც მოვრჩებით ჩაწერას (მაქსიმუმ 5 წუთი)
  • დავტკბეთ გადაღებული ვიდეოთი :)

უპირატესობები

  • სრულიად უფასო
  • არანაირი რეგისტრაცია (უბრალოდ შეხვალთ twitter-ის ექაუნთით)
  • არანაირი ზედმეტი პროგრამის დაყენება
  • მომენტალური გამოქვეყნება
  • ხმის ჩაწერის საშუალება

და ბოლოს…

ნებისმიერ დროს თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ თქვენი მეგობრისთვის რაიმე ტექნიკური დახმარების გაწევა, რომლისთვისაც ხშირად ვიდეოს გადაღება იდეალური ვარიანტია ხოლმე. ახლა ამის გაკეთება Screenr-ის საშუალებით ძალიან მარტივია. უბრალოდ შედით საიტზე და ისარგებლეთ ამ უფასო და საინტერესო სერვისით :)

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "სოციალური მედია" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: .

2 კომენტარი პოსტზე Screenr

  1. დავითა ამბობს:

    კარგია მომეწონა

    დავტესტავ მომავალში

    მადლობა

  2. BigCrow ამბობს:

    იუზფულ ტექსტია :)

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>