დიდი ხანია უკვე ტექნიკურ საკითხზე პოსტი არ დამიწერია და დრო დადგა ეს პრობლემა გამოვასწორო.
თუ კი Rapidshare.Com-იდან ხშირად გიწევთ რაიმე ფაილის გადმოწერა და ამაზე დიდი დრო მიაქ, ვეცდები ამ პოსტში ახსნილი მაგალითით ეს დრო შეგიმციროთ.

როგორ გადმოვწეროთ Rapidshare.Com-იდან Flashget-ით?
მე თქვენ გასწავლით, თუ როგორ შეიძლება გადმოწერო Flashget-ის მეშვეობით Rapidshare.Com-იდან.
მათთვის, ვინც არ იცის: Rapidshare.Com გახლავთ ყველაზე პოპულარული უცხოური ფაილების ასატვირთი სერვერი, ხოლო Flashget ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული Download Manager-ი (ინტერნეტიდან ფაილების გადმოასწერი პროგრამა)
პოსტში განხილული არ იქნება, რამდენიმე ფაილის ერთად გადმოწერის, დროის ლიმიტის გასაუქმებელი საშუალებელი და სხვა ხრიკები, რადგან ასეთი რამ მხოლოდ პრემუმის ექაუნთის შეძენის შემთხვევაშია შესაძლებელი
რა არის ამისთვის საჭირო?
საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ 3 რამ:
გადმოწერისა და სამივე პროგრამის დაყენების შემდეგ თქვენ შეგიძლიათ შეხვიდეთ არჩეული ფაილის გადმოსაწერ ბმულზე (საუბარი მაქვს rapidshare.com-ზე და არა სხვა რომელიმე საიტიდან), დააჭიროთ Free User-ს და დაელოდოთ რამდენიმე წამი, ან თუ პრემიუმ ექაუნთის მფლობელი ხართ, შეგიძლიათ პირდაპირ, ლოდინის გარეშე გადმოწეროთ ფაილი.
როდესაც გავა რამდენიმე წამი, რომელიც იქნება მოცემული ეკრანზე და გამოჩნდება გადმოსაწერი ღილაკი, თამადად დააჭირეთ მას. ამის შემდეგ ბრაუზერში გამოჩნდება ასეთი დიალოგური ფანჯარა.

აირჩითე მეორე პუნქტი: Flashget
ამ ფანჯრის დანახივსას მონიშნეთ გაყვითლებული ვარიანტი, ანუ აირჩიეთ მოერე პუნქტი – Flashget.
ამის შემდეგ გაიხსნება პროგრამა Flashget, თუ რათქმა უნდა იგი ჩართული არ გაქვთ ჯერ და შემდეგ გამოჩნდება ასეთი ფანჯარა.

წაშალეთ რეფერარი
აქ კი გაყვითლებული ველის ადგილას არსებული ბმულის წაშლა მოგიწევთ, ეს არის უმნიშვნელოვანესი ფაქტორი გადმოწერის ამ ხერხში. თუ თქვენ არ წაშლით ამ რეფერარს (Referrer), მაშინ გადმოწერა არ შესრულდება.
ამ სტადიების გავლის შემდეგ თქვენ შეგიძლიათ დატკბეთ გადმოწერილი ფაილით.
მცირე რჩევა:
გადმოსაწერი სიჩქარის გაზრდის თვალსაზრისით გახსენით Flashget-ი, შედით მენიუში Tools > Default Download Properties ან აკრიფეთ კომბინაცია კლავიატურაზე Alt + Ctrl + O და Threads From main site-ს ველში ჩაწერეთ 10, 5-ის ნაცვლად.
სასარგებლო პოსტი
უმაგრესი ხარ!!!
ერთი ისიც გეცოდინება, როგორ ავტვირთო ინტერნეტიდან გადმოწერილი -ის ბლოგის თემები
wordpress.com-ზე ვერ ატვირთავ
მართალია Flashget-ის ფანი არ ვარ მაგრამ მაინც გამომადგა… მოზილას ედონი DownThemAll იგივე პრინციპით იწერს.
Landish kacurad damamate! blackwolf_95 egaa chemi skype. ver gavige da dzmurad amixseni mand.
Landish kacurad damamate! blackwolf_95 egaa chemi skype. ver gavige da dzmurad amixseni mand…