უკვე 2 კვირაზე მეტია, რაც PR სკოლაში პიარის ლექციებს ვესწრები. ამის შესახებ კურსის დასრულების შემდეგ ვაპირებდი დაწერას, თუმცა ერთ-ერთი გასული ლექცია იმდენად საინტერესო იყო, რომ გადავიწყვიტე ეს პროცესი დამეჩქარებინა.

GAU Tbilisi PR School

PR სკოლა, რომელიც Gepra-სა და GAU-ს თანამრომლობის შედეგია, ყველა დაინტერესებულ პირს უტარებს ინტეგრირებული მარკეტინგული კომუნიკაციების კურს, რომელიც  მარკეტინგს, პიარს, ივენთ-მენეჯმენტს, მედია დაგეგმარებას და ყველა იმ პუნქტს მოიცავს, რაც სამომავლოდ პიარ მენეჯერს დასჭირდება.

კურსი 3 თვის მანძილზე გრძელდება და ამ ხნის განმავლობაში ყოველი ლექცია იმდენად დატვირთულია ინფორმაციით, რომ თითეულ მათგანზე გამოყოფილი დრო შესაძლოა მცირედ მოგეჩვენოს.

აღსანიშნავია ლექციების ჩატარების დრო/განრიგი და უშუალოდ პროცესიც, რომელიც საღამოს (6-ის მერე) ტარდება და ხელს უწყობს ნებისმიერ პიროვნებას, რომელიც დღის განმავლობაში მუშაობს, ან სწავლობს სხვა დაწესებულებაში. თვით პროცესში კი ძალიან საინტერესოა ჯგუფური მუშაობის მეთოდი, რომლის დროსაც გარკვეულ წილად პრაქტიკულ ცოდნას ვიღებთ.

რაღა დაგიმალოთ და ვერ წარმოვიდგნედი თუ კი პრეს-კონფერენციაზე მელ გიბსონის ამპლუაში აღვმოჩნდებოდი :D .

სწავლების პროცესი გასაგებია, თუმცა არ შეიძლება 1-2 სიტყვით მაინც არ ვთქვა იმ ადამიანებზეც არაფერი, რომლებიც ამ ყველაფერს გვასწავლიან. ტრენერების თანამედროვე მიდგომა სტუდენტებთან მიმართებაში ძალიან განსხვავებულია იმ სწავლების მეთოდისგან, რომელსაც დღესდღეობით თბილისის ნებისმიერ (განსაკუთრებით სახელმწიფო) უნივერსიტეტში გადიან.

ხანდაზმული (:D) ლექტორებისგან განსხვავებით აქ ბევრად ახალგაზრდა, თუმცა საკმაოდ გამოცდილი პიარ მენეჯერები ატარებენ ტრეინინგებს, რომლებმაც თავიანთი საქმე კარგად იციან.

კურსი, რომლის გავლის შემდეგ თქვენ გეცოდინებათ თუ რა არის პიარი, მარკეტინგი? რა განსხვავებაა რეკლამასა და პიარს შორის? როგორ ვმართოთ ორგანიზაცია კრიზისის დროს? როგორ შევქმნათ კარგი პრეს-რელიზი და გავმართოთ პრეს-კონფერენეცია და სხვ. დაგეხმარებათ მომავალში უამრავი პრობლემის გადაჭრაში, თუ კი თქვენ ამ სფეროში აპირებთ მოღვაწეობას. აქ მიღებული ცოდნა თქვენ პრაქტიკაში აუცილებლად გამოგადგებათ.

რა თქმა უნდა, ამ ყველაფრის წარმატებით გავლის შემთხვევაში თქვენ გადმოგეცემათ სერტიფიკატი.

სერტიფიკატი

სამწუხაროა კურსის მთლიანად გავლას ვერ ვახერხებ, რომლის იმედებსაც სამომავლოდ ვიტოვებ. ეს სულ მცირეა იმის შესახებ, რაც ამ სკოლის შესახებ შემიძლია ვთქვა.

დამატებითი ინფრომაცია შეგიძლიათ იხილოთ PR სკოლის ვებ-გვერდზე და მათ ბლოგზე.