ალბათ თითოეულ თქვენგანს ჰქონია შემთხვევა, როცა ბლოგზე წერისას ამა თუ იმ თემაზე მუზა მოსვლია და კარგად დაუწერია, ან რამდენიმე პოსტი ერთად გამოუქვეყნებია, შემდეგ კი კვირაობით იკარგებოდით და თქვენს ბლოგს ახალი პოსტების სიმცირეს უჩიოდით.
ჩემს ბლოგს თუ დიდი ხანია ადევნებთ თვალყურს, ნახავდით, რომ დეკემბერში ორიოდე პოსტი მაქვს გაკეთებული, წინა თვეებში კი შედარებით მეტი, ახლა კი ბოლო რამდენიმე დღეა თითქმის ყოველდღიურად იდება ახალი პოსტი, ესეც სწორედ მუზის და წერის ხალისის ბრალია.

პოსტის მოგვიანებით გამოქვეყნება
მინდა ერთი კარგი ხრიკი გასწავლოთ, რომელიც იმ შემთხვევაში დაგეხმარებათ, როდესაც წერის “მუღამზე” ხართ და რამდენიმე პოსტის ერთად დაწერა შეგიძლიათ, მაგრამ ყველას ერთდროულად გამოქვეყნება არ გსურთ.
საზოგადოდ ცნობილია, რომ სჯობს ბლოგის მკითხველმა იცოდეს, თუ რა ინტერვალებით ახლდება ბლოგი და იდება ახალი მასალა, ვიდრე ერთხელ 3 პოსტი დაიდოს და შემდეგ 2 თვე არ გამოჩნდეს.
ზემოთხსენებული ხრიკის გაკეთება ნებისმიერ ვორდპრესის მომხმარებელს შეუძლია. არ ააქვს მნიშვნელობა იგი wordpress.com-ის მომხმარებელია თუ განცალკევებულ სერვერზე უდგას ბლოგი.
ამ ხრიკის მთავარი მიზანია, რომ ერთ კონკრეტულ თარიღზე დაწერილი პოსტი გამოქვეყნდეს რამდენიმე წუთით, საათით, დღით ან წლის შემდეგაც კი.
ამის გაკეთება სამ მარტივ ნაბიჯში შეიძლება. პოსტის წერისას ადმინპანელში მარჯვენა მხარე იხილავთ ბლოკს Publish, რომელსაც პოსტის გამოქვეყნების ვალდებულება აკისრია.
- დააჭირეთ ღილაკს publish immediately Edit
- მონიშნეთ თქვენთვის სასურველი დრო, როდესაც პოსტი უნდა გამოქვეყნდეს.
- დააჭირეთ ღილაკს Schedule
( იხილეთ ვიზუალური მაგალითიც )

Post Schedule
ამის შემდეგ თქვენთვის სასურველ დროს უპრობლემოდ გამოჩნდება ცოტა ხნით ადრე დაწერილი პოსტი. მეც სწორედ დიდი ხანია ვიყენებ ამ ფუნქციას, და ახლა თითქმის ყოველ საღამოს იდება ჩემი რამდენიმე დღით ადრე დაწერილი პოსტები.
იმედი მაქვს, რომ ამ ფუნქციას მალევე აითვისებთ და მისი ხშირი მომხმარებელიც გახდებით. ასევე ვიმედოვნებ, რომ ხელიდან არ გაუშვებთ ახალი პოსტის დაწერის შანს, როდესაც გაქვთ მუზა ან წერის ხალისი, იმ მიზეზით რომ არ გსურთ რამდენიმე პოსტის ერთად გამოქვეყნება.


ჰეჰ =) სხვათაშორის ამ რამდენიმე ხნის წინ აღმოვაჩინე ეგ ხრიკი მაგრამ ჯერ არ გამომიყენებია =)))))
აუ ბლოგსპოტზე ვარ თორე კაი რამეა <3
ხან ისე წამომივლის ხოლმე პოსტიის იდეები რო მინდა ყველა ერთად ვწერო !
ხან კი ვფიქრობ 2 საათი, პოსტის დაწერა მინდა, დროც მაქვს და ყველაფერიც მაგრამ ვერ ვფიქრობ რაზე დავწერო : )))
ნეტა ბლოგსპოტზე არ არის მსგავსი რამე? : ს
წესით უნდა იყოს, მაგრამ არ ვიცი, მე მხოლოდ ვორდპრესის შესახებ შემიძლია ვთქვა სიტყვა : )
ისე გადმოსვლა უადვილესია…
მე ხშირად ვიყენებ მაგას <3
კიდე ძაან მაგარი ფუნქცია დრაფტია. 10-მდე ეგეთი დაუსრულებელი პოსტი მაქ ამჟამად ბლოგზე… ამჟამად კი არადა სულჟამად ეგრეა რა
ჰოდა ამს ყველაფერს თუ დაუმატებთ Windows Live Writer ბლოგინგი ნამდვილ სიამოვნებად იქცევა.
ბლოგპოსტზეც არის.
არადა რატომღაც არ მევასება ეს desktop application-ები..
მიუჩვეველს ნუ მიმაჩვევ და მიჩვეულს ნუ გადამაჩვევო
Windows Live Writer ან BlogJet.
მთავარია ის გამოიყენო, რაშიც მუშაობა გსიამოვნებს და კომფორტულად გრძნობ თავს… : )
აუ წინა დიზაინი ჯობდა რა
ესეც კი კაია…
მეათე ვარ :ბის:
ანუ რამე უაზრო კომენტარი
აუცილებლად უნდა დავამატოთ. ძალიან კარგი რამე უნდა იყოს. ჩვენ იგივე პრობლლემა გვაქვს. მადლლობა, : )
მე ვერ ავამუშავე
მიწერს გადაცდაო
არადა სწორად ვაკეთებ
რაშია საქმე ?
Missed Schedule-ს პრობლემა ვორდპრესს უხსოვარი დროიდან ააქვს
wordpress.com-ზე გაქ ეგ პრობლემა თუ საკუთარ სერვერზე?
საკუთარზე
wish.ge
იქ არ მიცდია…
წაშალე ჩემი ეს კომენტარები.. ვიპოვე
ვა რა კარგად მოგიფიქრებიათ…ყოჩაღ
საინტერესო ფუნქციაა, აუცილებლად გამოვიყენებ.