აღწერა
მას შემდეგ, რაც WordPress-ის 2.9 ვერსიაში oEmbed-ის მეშვეობით Youtube.com-იდან და მსგავსი ვიდეოჰოსტინგებიდან მარტივი გახდა ბლოგის პოსტებსა და გვერდებში ვიდეოების ჩასმა, გადავწყვიტე მსგავსი ტიპის პლაგინი დამეწერა სპეციალურად ქართველებისთვის, რომლებიც მარტივად ჩასვამდნენ ვიდეოებს Myvideo.Ge-ს სერვერიდან.
ინსტალაცია
- გადმოწერეთ პლაგინი landish.ge-ს სერვერიდან
- გადმოწერეთ პლაგინი wordpress.org-ის ბაზიდან
- ვორდპრესის პლაგინების ინსტალერის მეშვეობით დააყენეთ იგი
- დაყენების შემდეგ გააქტიურეთ იგი მენიუდან WordPress Adminpanel >>Plugins
- გააქტიურების შემდეგ Settings-ების მენიუს ქვეშ გაჩნდება პუნტქი Myvideo.Ge Options
- ამ მენიუდან შეგეძლებად ვიდეოს ზომის რეგულირება
როგორ მუშაობს პლაგინი?
პლაგინის გამოყენება ძალიან მარტივია. იგი იმავე პრინციპით სვამს ვიდეოებს პოსტში, როგორც Youtube.Com-ის შემთხვევაში. საკმარისია მხოლოდ ვიდეოს სრული URL ჩასვათ პოსტში და იგი გამოჩნდება ვიდეო ფლეიერის სახით.
მაგალითად:
http://www.myvideo.ge/?video_id=763712
თუ თქვენ გსურთ, რომ უბალოდ ვიდეოს მისამართი ჩასვათ პოსტში და არ გამოჩნდეს იგი ფლეიერის სახით, მაშინ “http://”-ს წინ დაწერეთ რაიმე სიმბოლო, მაგალითად ქვედა ტირე:
_http://www.myvideo.ge/?video_id=763712
რა უპირატესობა აქვს პლაგინს?
მისი მეშვეობით თქვენ მარტივად შეგიძლიათ:
- ერთი URL-ს დაკოპირებით ჩასვათ ვიდეოს ფლეირი თქვენს პოსტში
- ავტორიზაციის გარეშე აჩვენოთ 18+ ვიდეოები (ეს საკითხი საყოყმანოა, დარჩეს თუ მოიხსნას ეს ფუქნცია)
- არეგულიროთ ვიდეოს სიმაღლე და სიგანე (მოცემულია რეკომენდირებული ზომებიც)
- ინდივიდუალურად არეგულიროთ ვიდეოს მდებაორება (ცენტრში, მარჯვნივ და მარცხნივ) default-ად იგი მარცხნივ მდებარეობს
ჯერ-ჯერობით ეს ფუნქციები აქვს პლაგინს, და სამომავლოდ იგეგმება კიდევ რამდენიმეს დამატება, თუ კი ამ ჩანართმა თავისი გაიტანა და გაამართლა.
სქრინშოთები
და ბოლოს…
განახლება: პლაგინი უკვე დამატებულია wordpress.org-ის ბაზაში
პლაგინი უკვე დამატებულია wordpress.org-ის ბაზაშიც და მისი გამოყენება ყველასთვის შესაძლებელია. თქვენ კი ნებისმიერ კითხვასთან ან რჩევასთან დაკავშირებით გამოიყენეთ საკონტაქტო ფორმა ან სპეციალური მხარდასაჭერი პოსტი, მანამ გვერდებში კომენტარის დამატებას გავააქტიურებ.




“ვორდპრესის პლაგინების ინსტალერის მეშვეობით დააყენეთ იგი”–ამას ვერ ვხვდები როგორ უნდა გავაკეთო. იქნებ მირჩით რამე…