ტექსტის მოჭრა PHP-ში

მახსოვს, დიზაინის კონფიგურაციის დროს ერთ თავის სატკივარს წავაწყდი. პოსტების გვერდით პატარა კვადრატული ფორმის ველში ჩნდებოდა პოსტის დაწერის თვე და რიცვი. რიცხვის გამოტანსთან დაკავშირებით პრობლემა არ მქონია, პრობლემა თვის გამოტანისას შემექმნა. ქართულ ენაზე წელიწადის თორმეტივე თვე თითქმის სხვადასხვა რაოდენობის სიმბოლოებს შეიცავდა, განსაკუთრებით “თებერვალი”.

ეს თვე ამ ბლოკში გამოტანისას სცდებოდა ხოლმე თავის ფარგლებს და არ ჯდებოდა ისე ლამაზად, როგორც, “მარტი”, “აპრილი” და სხვა “მოკლე” თვეები. ამიტომაც გადავწყვიტე ყველა თვე გამომეტანა შემოკლებით, მაგალითად:  ”თებ”, “მარ”, “აპრ”.. და ა.შ. ამის გაკეთება კი PHP-ს მეშვეობით ძალიან მარტივად მოხერხდა, მეც სწორედ ამის შესახებ გესაუბრებით დღეს.

PHP-ში არის ერთი მარტივი, ფუნქცია სახელწოდებით substr, რომელიც გვაძლევს საშუალებას  გამოვიტანოთ ეკრანზე სტრინგის რომელიმე კონკრეტული ნაწილი. ამ ფუნქციას აქვს სამი პარამეტრი, პირველ პარამეტრში ვწერთ, სტრინგს, მეორე პარამეტრის ადგილას ვწერთ, იმ სიმბოლოს მდებაროებას, საიდანაც უნდა დავიწყოთ ეკრანზე ცვლადის გამოტანა, ხოლო მესამე პარამეტრის ნაცვლად კი ვწერთ იმ სიმბოლოეების რაოდენობას, რამდენი სიმბოლოს გამოტანაც გვსურს ეკრანზე, აქვე შეგახსენებთ, რომ PHP ქართული უნიკოდით დაწერილ ასოს აღიქვამს, როგორც სამ სიმბოლოს, ამიტომ თუ გვურს მაგალითად 1 ასოს გამოტანა, მოგვიწევ მესამე პარამეტრში 3-ის ჩაწერა, ხოლო თუ გვურს სამი – 9 და ა.შ.

<?php echo substr('landish',0,4); ?>

კოდის ამ შემთხვევაში ეკრანზე გამოვა სიტყვა land. ამ ფუქნციის პირველ პარამეტრად ჩვენ აღვნიშნეთ სიტყვა landish, მეორე პარამეტრში 0 დავწერეთ, იმიტომ, რომ ეკრანზე ტექსტის გამოტანა დაეწყო პირველივე ასოდან, ხოლო მესამე პარამეტრად 4 ჩავწერეთ იმიტომ, რომ გამოტანა 4 სიმბოლო. როგორც ხედავთ, პარამეტრები, ერთმანეთისგან მძიმით გამოიყოფიან. პირველი პარამეტრი ბრჭყალებით, იმიტომ გამოვყავით, რომ იგი ჩვეულებრივი ტექსტია, ცვლადის შემთხვევაში მისი გამოყოფა ჩვეულებრივ, ბრჭყალების გარეშეც შეიძლება.

ეს რაც შეეხებოდა არსებულ ფუნქციას, ახლა თუ იგივე პრობლემის წინაშე დგეხართ, WordPress-ის დიზაინთან მიმართებაში, მაშინ ამისთვის გამზადებულ კოდს მოგცემთ.

<?php $m = get_the_time('F'); $m = substr($m,0,9); echo $m; ?>

და ამის გამოყენება თქვენს შაბლონებში იქნება სესაძლებელი. აქვე ავხსნი ამ კოდის მნიშვნელობას.

ჩვეულებრივ WordPress-ში ფუნქციებს the_time(); და the_date(); პარამეტრების გარეშე, თუ მათთან ერთად ეგრევე გამოაქვს ეკრანზე პოსტის თარიღი. ჩემს შემთხვევაში დამჭირდა არა პირდაპირ გამოტანა, არამედ მათი დაბრუნება ცვლადის სახით, ამიტომაც გამოვიყენე ფუქნცია get_the_time();  პარამეტრით F, რაც თვის სრულ სახელწოდებას აბრუნებს. შეგახსენებთ, რომ ეს სამივე ფუნცია მხოლოდ WordPress-ის დირექტორიაშია და მხოლოდ აქ გამოიყენება.

დაბრუნებული ცვლადის შემდეგ გამოვიყენე ფუქნცია substr, შემდეგი პარამეტრებით და ბოლოს ეკრანზე გამოვიტანე იგი. ამით მოვაგვარე ჩემი პრობლემა, იმედია ოდესმე შენც გამოგადგება ეს ფუნქცია :)

ოფიციალური დოკუმენტაცია ფუნქციისა substr

ხოლო ის თუ როგორ ჩანდა თვის სახელწოდება “თებერვალი” შეგიძლია იხილო აქ : )

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "დეველოპმენტი" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: .

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>