How To Speed Up Firefox?

Firefox ბევრისთვის საყვარელი ბრაუზერია, იგი სისწრაფით, მოხერხებულობითა და მრავალფუნქციონალურობით (Add-on-ების მეშვეობით) გამოირჩევა. სწორედ ამ Add-on-ების გამო ხშირად ნელდება ხოლმე ამ ბრაუზერის სიჩქარე.

firefoxspeedometer0100_ffx

How To Speed-Up Firefox?

ამის თავიდან ასაცილებლად დეველოპერებმა შექმნეს ერთი მცირე, მაგრამ მუშა ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ ბრაუზერის ჩართვის (startup) სიჩქარის გაუმჯობესებაში. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - დეველოპმენტი | ტეგები: | 6 კომენტარი

დალუქული ბუნკერები

რამდენიმე დღის წინ ნაგვის გასატანად რომ ვიყავი ბუნკერში, შევნიშნე რომ მილი ამოლუქული იყო. თავიდან ვიფიქრე მეზობლებმა ამოლუქეს თქო, თუმცა რატო ამოლუქეს მაინც ვერ გამეგო. ნაგვის პარკით შინ რომ შევბრუნდი, ვიკითხე, იცოდნენ თუ არა ამის შესახებ და პასუხად მივიღე, რომ ასეთ მდგომარეობაში ჩვენი ბუნკერი კვირაზე მეტია იმყოფებოდა :D .

თურმე ქალაქის მერიას კორპუსებში ბუნკრების დალუქვა დაუწყია და ეს დიდი ხნის ამბავი ყოფილა, უბრალოდ ჩემთან მოაღწია სიახლეებმა გვიან.

bunkeri

ნაგვის კონტეინერი

თავიდან ეს ფაქტი მეუცნაურა, ოღონდ რამე ახალი გააკეთონ და რას აკეთებნ თვითონაც არ იციან თქო.

მარა მე გამახსენდა ყოველი მინუსი, იმისა რაც ბუნკერს მოჰქონდა. ეს იყო, ვირთხები, ბუზები, აუტანელი სუნი და ყოველგვარი სანიტარია. ახლა ასეთი რამ აღარ არის. ეს ყველაფერი კი ნაგვის კონტეინერების დამსახურებაა.

თბილისის უბნების უმეტესობას უკვე დაულუქეს ბუნკრები, ნაწილს მალე ემუქრება ეს ფაქტი. თუმცა სიტყვა მუქარა აქ შეუსაბამოა, რადგან დამეთანხმებით, რომ ეს ჩვენსვე სასიკეთოდ კეთდება. წარმოუდგენელი იყო კორპუსებში ბუნკრის მხარეს მქონე ბინებში ცხოვრება. განსაკუთრებით ზაფხულში, ვერც ფანჯარას გააღებდი და ვერც აივინს კარს. სარეცხის დასაფენად კი ელვისებური სისწრაფით უნდა გემოქმედათ, ან როგორც მინიმუმ, “პროწივა გაზი” უნდა გაგეკეთებინათ. მძაფრი სუნი მაღალ სართულებზეც აღწევდა, რომ არაფერი ვთქვათ დაბალ სართულებზე. ნაგვის არომატი განსაკუთრებით მაშინ იყო გამძაფრებული, როდესაც დასუფთავების სამსახურიდან იყვენენ მოსულნი და ბუნკერს ასუფთავებდნენ. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - თბილისი | 21 კომენტარი

როდის არის საუკეთესო დრო პოსტის დასაწერად?

ნამდვილად არ მინდა ეხა უაზრო სტატისტიკებით აგირიოთ თავგზა და შეგაწუხოთ. უბრალოდ მინდა იმ ხერხის შესახებ გითხრათ, რომელსაც მე ვხმარობ და ჩემი დაკვირვებიდან გამომდინარე ეს მართლაც საუკეთესოა.

ისმის კითხვა, დღის რომელი ინტერვალია საუკეთესო პოსტის დასაწერად? დილა, შუადღე, საღამო თუ ღამე?

ოთხივე მათგანს თავისი დადებით და უარყოფითი მხარეები აქვს, როგორც მკითხველისთვის, ასევე ბლოგერისთვის. აქვე ვიტყვი, რომ როდესაც ვამბობ “დაწერას”, ვგულისხმობ “გამოქვეყნებას” :)

CBR003592

როდის არის საუკეთესო დრო პოსტის დასაწერად?

პოსტის დილაობით გამოქვეყნება

ეს ის დროა, როდესაც თქვენი მკითხვლების უმეტესობა სამსახურშია, ინსტიტუში ან თუნდაც სკოლაში. სამწურხაროდ არ შევხვედრივარ ისეთ პიროვნებას, რომელიც ზემოთხსნებულ დაწესებულებას, მხოლოდ იმიტომ გააცდენდა, რომ ბლოგზე პოსტი წაეკითხა :D . ასეთი ვინმე, რომც ყოფილიყო, 1-2 კომენტი და ვიზიტორი არაფერს მოგცემდათ. თქვენ ფართო აუდიტორიაზე უნდა იზრუნოთ :)

ამიტომ დილა გამორიცხულია განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - ვორდპრესი | ტეგები: | 31 კომენტარი

ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები

გააქვთ მულტიავტორიანი (როდესად რამდენიმე წევრი წერს ერთ ბლოგზე) ბლოგი ან უბრალოდ გსურთ, რომ თქვენს საიტზე იყვნენ ადამინები, რომლებსაც გარკვეული უფლებები ექნებათ თქვენს საიტზე?

ამის საშუალებას ვორდპრეის გვაძლევს User Roles-ების მეშვეობით. ეს არის ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები. ესენია:

  • Administrator – ადმინისტრატორი
  • Editor – რედაქტორი
  • Author – ავტორი
  • Contributor – ჟურნალისტი
  • Subscriber – წევრი

თითოეულ მათგანს თავისი დანიშნულება აქვს ბლოგზე, შესაბამისი შეზღუდვები და ხარისხები.

wordpress user groups

ვორდპრესის მომხმარებელთა ჯგუფები

დავიწყოთ უმაღლესით, ადმინისტრატორით.

Administrator – ადმინისტრატორი

ადმინისტრატორი გამორჩეულია სხვა ჯგუფებისგან შემდეგი ფუქნციებით:

  • არის ბლოგის მფლობელი
  • შეუძლია ადმინპანელში შესვლა
  • შეუძლია ბლოგის ყოველგვარი შესაძლო კონფიგურაცია
  • შეუძლია მომხმარებლების შექმნა და რედაქირება, ასევე წაშლაც
  • შეუძლია კონტენტის სრული მართვა (პოსტებისა, გვერდებისა და მედია ფაილების წაშლა, დამატება და რედაქტირება)
  • შეუძლია კომენტარების სრული მართვა
  • შეუძლია ლინკების (blogroll) სრული მართვა

განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - ვორდპრესი | 6 კომენტარი

ფრთხილად! საჭესთან ქალია!

არსებობს უამრავი ლეგენდა და ფაქტი იმის შესახებ, რომ ქალები საუკეთესო მძღოლები არ არიან. ეს გზაზე ერთგვარ საფრთხესაც ჰქმნის. ამიტომ როგორც ჩანს, ზოგმა ქალბატონმა გადაწყვიტა, რომ სხვებზე ეზრუნა და თავის ავტომობილს ასეთი ნიშანი მიამაგრა (იხ.სურ.).

Untitled-1

ფრთხილად, საჭესთან ქალია!

ასეთი ნიშანი არაერთ ავტომობილზე შევნიშნე, მაგრამ სურათის გადაღება მხოლოდ ამ უკანასკნელისთვის მოვახერხე, რათა ბლოგზე დამედო :D

სიმართლე რომ გითხრათ, ასეთი ნიშანი 2 ადგილას უნდა დაიდგას, პირველი 150 მეტრში, ხოლო მეორე უშუალოდ ნიშნის მოქმედების წინ, ასე ბევრად უსაფრთხო იქნება მგზავრობა ამ ავტომობილის მიდამოებში :D

ველი კომენტარებს… :)

კატეგორია - საზოგადოება | ტეგები: | 13 კომენტარი

Shut Up Bitch!

ვაიმე, ცოტა ხნის წინ ერთ-ერთი იუმორისტულ საიტზე რამდენიმე gif ანიმაცია ვნახე, რომელიც ვიდეოდან არის გადაკეთებული და რომლებმაც ძალიან მაგრად მახალისა ბოლო რამდენიმე წუთია :D

მინდა ეს გიფები თქვენც გაგიზიაროთ. მათი მთავარი თემატიკა და საერთო ისაა, რომ იგი ერთი კონტექსტის ქვეშ არიან მოთავსებულნი. კონტექსტის სახელწოდებით “Shut Up Bitch!” :D

მე ვეცდები თითიოეული მათგანი შესაბამისად დავასათაურო :D

ძნელია მინეტის გაკეთება?

01

ძნელია მინეტის გაკეთება?

ტაშ, ტაშ, ტაშ, ტარამ ტარამ, მრავალჟამიერ

02

ტაშ, ტაშ, ტაშ, ტარამ ტარამ, მრავალჟამიერ

პლიუსზე ვმღერით არა?

03

პლიუსზე ვმღერით არა?

განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - სანაგვე | 13 კომენტარი

RE: Sweet.Ge – როგორ აშტერებენ ჯეო-გადაცემები ქართულ საზოგადოებას

პირველ რიგში მანამ ერთი პიროვნება ნაცნობ სათაურს იხილავს და სხვა დანარჩენნი უბრალოდ გაოგნდებით მსგავსისებრი პოსტით, მინდა ავღნიშნო რომ იდეა ამ პოსტის დაწერის მომივიდა ამ კომენტარიდან, რომელსაც ვინმე გიო ტოვებს :) . დიდი მადლობა მას ამ იდეის შთაგენობესთვის :)

რაც შეეხება პოსტს, ჩვენთვის ყველასთვის კარგად ნაცნობმა ბლოგერმა, Sweet-მ, დაწერა პოსტი თუ როგორი ცუდია დღევანდელ დღეს ქართული გადაცემები ტელემაყურებლისთვის და ზოგადად ქართველი საზოგადოებისთვის. ( პოსტი შეგიძლიათ იხილოთ აქ. )

word-sell-shocked-woman

შორიკირებული :)

პოსტის წაკითხვის შემდეგ უკმაყოფილობის და რაღაც მომენტში აგრესიის გრძნობაც კი გამიჩნდა, მაგრამ რომ დავფიქრდი ამის კომენტარად დაწერას პოსტად დაწერა სჯობს მეთქი და ამ დროს გამოჩნდა სწორედაც ის ზემოთხსენებული კომენტარი :)

არ მიყვარს როდესაც ვინმე ვინმეს უსაბუთოდ აკრიტიკებს, არ მიყვარს კი არადა, დიახაც ვერ ვიტან, სწორედ ეს გახლა ჩემი უსიამოვნების შეგრძნების მიზეზიც. პოსტში აღწერილი იყო, თუ რაოდენ იყო ცუდი “ჯეო-გადაცემები”, მაგრამ კონკრეტული მიზეზები ამისა, ვერ დავინახე :)

მინდა მოვიყვანო რამდენიმე მაგალითი:

ხოლო ჟიურის მარადმწვანე წევრი, ქალბატონი მარინა ბერიძე, ყოველ ახალ კასტინგზე, რომელიმე სოფლიდან ჩამოსულ მსხვერპლს ისეთ დამცირებას და ჯოჯოხეთის ქარ-ცეცხლს უწყობს, რომ ალბათ ის ადამიანი მთელი ცხოვრება ხმას ვეღარ ამოიღებს სასიმღეროდ.

მარი, რატომ თვლი, რომ რაინში არსებული კონკურსანტები, რომლებმაც კასტინგი გაიარეს “ჯეოსტარზე”, მარინას ხელში არიან მსხვერპლნი?

მე პირადად ვერ ვიხსენებ, რომელიმე მომენტს, სადაც მარინას შეურაწყოფა მიეყენებინა კონკურსანტისთვის, პირიქით ისეთებზე მომშლია ნერვები, მეთქი მაგის ადგილას რამეს გავუქანებ თქო, კასტინგზე რო მოვიდა საერთოდ თქო, მარა ქალმა თითქმის ყოველ მონაწილეს, რომლის ხმაც არ მოუწონა, უთხრა: “გმადლობთ, შემდეგი”, “სამწუხაროდ, თქვენ ვერ გადახვედით შემდეგ ტურში”, “თვენ ვერ აკმაყოფილებთ ჯეოსტარის პროფილს (თუ პირობებს, აღარ მახსოვს)” …  და.ა.შ..

იყო შემთხვევები, როდესაც მარინას ზოგიერთი კონკურსანტისთვის შედარებით უხეშად უთქვამს, რომ ვერ გადავიდა შემდეგ ტურში,  მაგრამ ის, რომ ქალმა ეს მონაეწილეები დაამცირა, დასცინა და რაღაც, ყოველგვარი დასააბუთების გარეშე მარაზმია :)

რატომ ეუხეშებოდა მარინა მონაწილეებს?

ეუხეშებოდა შეილება შესაფერისი სიტყვა არაა, მაგრამ მაინც გამოვიყენებ. ისა და ეგ ქალი რობოტი კი არაა? თითოეული ჩვენგანისნაირი ადამიანია, რომელსაც ნერვები აქვს, და ის რომ დღეში ასობით ადამიანის “სიმღერას” ისმენდა, რომლებსაც მართლა არც სმენა ჰქონდათ და არც ხმა, მოეშლებოდა იმ ქალს ნერვები აბა რა იქნებოდა? :D

დღეში რამდენიმე რო მოვა შენთან ასეთი პიროვნება და ჰგონია რომ სიმღერა შეუძლია, როგორ ირეაგირებ არ ვიცი :)

ალბათ იტყვი, რომ მე ზრდილობიანად ვეტყოდი, რომ ვერ გადალახა ესა და ეს ბარიერი და ა.შ. ნურას უკაცრავად, არავინ იცის ამა და ამ მომენტში ვინ როგორ მოიქცეოდა, სანამ რეალურად არ მოხვდებოდა კონკრეტულ სიტუაციაში.

წეღან ვახსენე “ასეთი” თქო.. როგორი ასეთი? დიახ, ასეთები :)

მოკლედ დანარჩენის ნახვა მემგონი თქვენც შეგიძლიათ არსებულ ვიდეოჰოსტინგზე.

მარი, შენ ალბათ ამ ვიდეობიდან გამომდინარე გაქვს ნაგულისხმევი, რომ მარინა “ცუდად ექცევა” მონაწილეებს, შეურაწყოფს, მეორედ რაიმეს სიმღერის ხალისს დაუკარგავს და ა.შ. თუ შენ იქ კულისებში იყავი დამალული და თვალს ადევნებდი მიმდინარე პროცესს? :)

კარგით, ამ საკითხზე მოვრჩეთ, ეხა ნიკას და ნატოს მივხედოთ :) განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - სანაგვე | ტეგები: | 22 კომენტარი

Screenr

რა არის Screenr?

Screenr ეს არის ონლაინ აპლიკაცია, რომლის საშუალებით თქვენ შეძლებთ თქვენს დესკტოპს გადაუღოთ ვიდეო 5 წუთის განმავლობაში. იგი twitter-თან არის ინტეგრირებული და არ საჭიროებს ზედმეტ და დროისდამკარგავ რეგისტრაციას. გადაღებული ვიდეო მომენტალურად იდება საიტზე და თქვენი თანხმობის გარეშე არ ქვეყნდება. თქვენ რა თქმა უნდა შეგიძლიათ ამ ვიდეოს წაშლაც. ასევე შეგიძლიათ ვიდეოს გაუკეთოს მოკლე აღწერა (120 სიმბოლომდე). მისი მთავარი პლიუსი ისაა, რომ არ არის საჭირო ზედმეტი პროგრამების დაყენება. ვიდეობის ნახვა შესაძლებელია თვით iPhone-დანაც კი.

screenr

რა არის Screenr?

როგორ გამოვიყენოთ იგი?

ძალიან მარტივად :)

  • შევიდეთ საიტზე – Screenr.com
  • დავაჭიროთ ღილაკს Record
  • მოვირგოთ ჩარჩო ჩვენს გემოზე (ამ შემთხვევაში ზომაზე)
  • დავაჭიროთ წითალ ღილაკს (რათა დაიწყოს ჩაწერა)
  • დავაჭიროთ Done-ს, როდესაც მოვრჩებით ჩაწერას (მაქსიმუმ 5 წუთი)
  • დავტკბეთ გადაღებული ვიდეოთი :)

განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - სოციალური მედია | ტეგები: | 2 კომენტარი

Adobe License Agreement Pop-Up Window-ის გათიშვა

გიყვართ ფოტოშოპი და ილუსტრატორი? ხშირად იყენებთ ამ პროგრამებს? დარწმუნებული ვარ კი. მე იმაშიც ვარ დარწმუნებული, რომ თქვენ მათი ლიცენზიის მოსაპოვებლად 1000 მწვანეს კი არ გადაიხდიდით, არამედ ინტერნეტში მის კრეკს და სერიულ ნომერს მოძებნიდით. ასეა? რათქმა უნდა კი.

მაგრამ ასეთი ფანჯარა არასდროს გიხტებოდათ ხოლმე პროგრამის ჩართვისას?

adobe_license_agreement

Adobe License Agreement Pop-Up Window

ამ პრობლემამ ორ თვეზე მეტი მაწვალა. ყოველი ჩართვისას მიგდებდა ხოლმე ამ ფანჯარას და არსებული სამი ღილაკიდან, ნებისმიერზე დაჭერის შემდეგ პროგრამა მაინც ირთვებოდა. თუ კი ასე ხდებოდა, უბრალოდ ამ ფანჯარის ამოგდების არსს ვერ ვწვდებოდი. ალბათ მორიგი ბაგი (BUG) იყო. მაგრამ ახლა მთავარი ისაა, რომ ამ პრობლემის გადაჭრის ხერხი ვისწავლე.

ვისწავლე და მინდა თქვენც გასწავლოთ. შუა ღამისას გამომღვეძა იმაში ფიქრით, რომ ნუთუ ამ პრობლემის მოგვარeბის გზა არ უნდა არსებობდეს? ნუთუ ასე უნდა ვწვალობდე ხოლმე ყოველი კომპთან დაჯდომისას? და ბოლოს 1000 უინტერესო შედეგის მიუხედავად მივაგენი ერთ ფორუმს და ვიღაც ღვთისნიერი კაცის პოსტს, სადაც უმარტივესი გზა იყო ახსნილი ამ თავის ტკივილის წამლისა. განაგრძეთ კითხვა

კატეგორია - დეველოპმენტი | ტეგები: | 4 კომენტარი

Top.Ge Sucks!

ეგ მთვლელი რო მთლა დალაგებული ვერ იყო, კი ვიცოდი, მარა ამ დონეზე?

topgesucks

Top.Ge Sucks!

რა უნდოდა? რას მერჩოდა? :|

კატეგორია - სანაგვე | 11 კომენტარი