WOW, ალბათ ეს ის შორისდებულია, რომელიც შეიძლება პირველი თქვა 3D განზომილებით ნანახი ფილმის შემდეგ. ასეც არის, წუხელ მქონდა ბედნიერება პირველად ცხოვრებაში მენახა სამ განზომილებიანი ფილმი. ამის საშუალება კინოთეატრ “ამირანმა” ამა წლის 2 იანვრიდან მოგვცა. მე კი მხოლოდ გუშინ შევძელი ამ ახალი ტექნოლოგიებით დატკბობა.

3D ამირანში
ემოციების დამალვა სათვალის გაკეთების პირველივე წუთიდან მოყოლებული ამ პოსტის წერამდე მიჭირს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით პლასტმასის უცნაურმა სათვალემ და კომპიუტერულმა გრაფიკამ თავი ანიმაციურ სამყაროში მაგრძნობინა. თავი მულტფილმის ერთ-ერთი გმირი მეგონა, იმდენად რეალურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული.
ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარი“ სავსე იყო ექსტრემალური ეფექტებით და გადაღებით, რის გამოც, არაერთი სცენის დროს სკამისთვის ხელების მჭიდროდ ჩაჭიდება მომიწია. ცოტაც და ვიფიქრე მეც გავფრინდები მეთქი. თოვლის ეფექტი იმდენად რეალური იყო, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე თვალში არ ჩამივარდეს ფიფქები თქო. ახლო კადრიდან გადაღებული ადამიანის სახეები და ხელები კი ანიმაციური გმირის გვერდით ყოფნის ეფექტს ჰქმნის. განაგრძე კითხვა →






