ავატარი, ეს სწორედ ის ფილმია, რომელმაც შეძლო მთელი მსოფლიოს ალაპარაკება. მის გამოსვლას ყველა მოუთმენლად ელოდა, მათ შორის ქართველებიც. დღეს კი სწორედ ამ ფილმის პრემიერა გადიოდა კინოთეატრ “ამირანში”, საიდანაც რამდენიმე საათის წინ დავბრუნდი და ემოციებისგან ჯერ კიდევ არ დავცლილვარ.
ავატარი (პოსტერი)
ამ ფილმის გამო არაერთი ხმაური იყო ატეხილი, თუმცა მის შესახებ არაფერი ვიცოდი, უფრო სწორად კი არ ვიცოდი ავატარი რას ნიშნავდა ამ ფილმის მიხედვით, უბრალოდ მის პუბლიკაციას ველოდი, რომ თავად გამეგო ყველაფერი.
რა არის ავატარი? – მოდით, მეტი გარკვევისთვის ფილმის მნიშვნელოვან ნაწილს მოგიყვებით, რაც მეტ წარმოდგენას შეგიქმნით ამ ყველაფრის შესახებ. განაგრძეთ კითხვა →
ადამიანმა საუკუნეების განმავლობაში განიცადა ევოლუცია და იგი დღეს სრულყოფილი პიროვნების სახით არის მოვლენილი. იმისთვის, რომ სრულყოფილმა პიროვნებამ თავი სრულყოფლად იგრძნოს ინტერნეტშიც, მას სრულყოფილი სოციალური ქსელი სჭირდება (იზვინიწე ზა კალამბურ).
ფოტო, რომელიც ყველაფერს ამბობს
All Roads Lead To Facebook! ( გასადიდებლად დააჭირეთ სურათს )
ძალიან ბევრი მსაყვედურობს იმას, რომ არ ვიცი მესიჯზე პასუხის მიწერა. იმის გამო, რომ კომპიუტერთან ჯდომის დროს მეზარებოდა ტელეფონის ხელში აღება და რამდენიმე სიტყვის მიწერა, ამან არაერთ ნაცნობთან კონფლიქტი შემიქმნა, რომელიც საბედნიეროდ კარგად დასრულდა. მსგავსი რამ რომ აღარ მომხდარიყო, დავიწყე გამოსავლის ძიება, საბოლოოდ ერთ გადაწყვეტილებას მივადექი, ეს არის MyPhoneExplorer.
MyPhoneExplorer მესიჯების გაგზავნა
რა არის MyPhoneExplorer?
ეს არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ადვილად ხდება კომპიუტერიდან თქვენი მობილურის მართვა. მას შეუძლია:
მესიჯების გაგზავნა
კონტაქტების დამატება/რედაქტირება/წაშლა
ფაილების იმპორტი/ექსპორტი
კალენდრის და სხვადასხვა ტაკსების შევსება
და სხვადასხვა საჭირო პარამეტრების შეცვლა
პროგრამა ყენდება Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე და მისი გამოყენება სრულიად უფასოა. რაც მთავარია იგი მუშაობს ყველა ცნობილი ბრენდის მობილურ ტელეფონებთან. პროგრამას ასევე გააჩნია რამდენიმე ენოვანი ინტერფეისი. განაგრძეთ კითხვა →
პროექტმა, რომელიც მსოფლიოს 22 ქვეყანაში ტარდება და სხვადასხვა სახელით არის ცნობილი, რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც შეამოღწია და მან „ჯეოსტარის“ სახელით მოიპოვა პოპულარობა.
ჯეოსტარი (მიმოხილვა)
„ჯეოსელისა“ და „რუსთავი 2“-ის ეს გრანდიოზული პროექტი მუსიკის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის საშუალებას აძლევს. ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს სამთვიანი მარათონი იწყება, რომლის გამარჯვებულიც სხვადასხვა პრიზებით ჯილდოვდება. განაგრძეთ კითხვა →
WOW, ალბათ ეს ის შორისდებულია, რომელიც შეიძლება პირველი თქვა 3D განზომილებით ნანახი ფილმის შემდეგ. ასეც არის, წუხელ მქონდა ბედნიერება პირველად ცხოვრებაში მენახა სამ განზომილებიანი ფილმი. ამის საშუალება კინოთეატრ “ამირანმა” ამა წლის 2 იანვრიდან მოგვცა. მე კი მხოლოდ გუშინ შევძელი ამ ახალი ტექნოლოგიებით დატკბობა.
3D ამირანში
ემოციების დამალვა სათვალის გაკეთების პირველივე წუთიდან მოყოლებული ამ პოსტის წერამდე მიჭირს. შედეგმა ყოველგვარ მოლოდინს გადააჭარბა. ერთი შეხედვით პლასტმასის უცნაურმა სათვალემ და კომპიუტერულმა გრაფიკამ თავი ანიმაციურ სამყაროში მაგრძნობინა. თავი მულტფილმის ერთ-ერთი გმირი მეგონა, იმდენად რეალურად იყო ეს ყველაფერი გაკეთებული.
ანიმაციური ფილმი “საშობაო ზღაპარი“ სავსე იყო ექსტრემალური ეფექტებით და გადაღებით, რის გამოც, არაერთი სცენის დროს სკამისთვის ხელების მჭიდროდ ჩაჭიდება მომიწია. ცოტაც და ვიფიქრე მეც გავფრინდები მეთქი. თოვლის ეფექტი იმდენად რეალური იყო, რომ რაღაც მომენტში ვიფიქრე თვალში არ ჩამივარდეს ფიფქები თქო. ახლო კადრიდან გადაღებული ადამიანის სახეები და ხელები კი ანიმაციური გმირის გვერდით ყოფნის ეფექტს ჰქმნის. განაგრძეთ კითხვა →
ის, რომ თვალსაც მაკლია და ყურსაც (მოკლედ ინვალიდი ვარ) უცხო არავისთვის არის. ამ ნაკლების გამო არაერთხელ ჩავმდგარვარ უხერხულ სიტუაციაში, რომელიც უმეტეს შემთხვევაში ჰეფი ენდით მთავრდება.
სექსი
ბოლო პერიოდში ძალიან უცნაური რამ მემართება. ადრე ასეთი რამ სმენის გამო დიალოგებში მემართებოდა, ახლა კი მხედველობის გამო მემართება, რადგან ახლა ხალხთან ძირითადად კომპიუტერით მაქვს მიმოწერა. და მაინც რა მემართება?
იმ დღეს თინის ეწერა ფეისბუქზე სტატუსად: “მაგრად მეძინვის” და მე რატომღაც წავიკითხე “მაგრად მენძვრის”. არ ვიცი ეს ფაქტი რას დავაბრალო, მაგრამ მსგავსი რაღაცეები, როგორც უკვე ზემოთ აღვნიშნე არაერთი მომხდარა ჩემს ცხოვრებაში. მეც შესაბამისად დავუკომენტე მაგ სტატუსზე და შესაბამისად ორივეს გაგვეცინა (:D). მარა რა იყო აქ სასაცილო ვერ ვხვდები. განაგრძეთ კითხვა →
დარწმუნებული ვარ რეკლამებს ვერცერთი თქვენგანი ვერ იტანს, ტელევიზორში მის გამოჩენისას ეგრევე სხვა არხზე გადართავთ ხოლმე და უკან არ ბრუნდებით, მანამ არ დამთავრდება იგი. ეს იმიტომ ხდება, რომ რეკლამები ძირითადად მოსაბეზრებელია ხოლმე. იმისთვის, რომ რეკლამის დროს მაყურებელმა სხვა არხზე არ გადართოს, საჭიროა რომ ისეთი რეკლამა გადაიღონ, რომელსაც სიამოვნებით უყურებდნენ.
გადავწყვიტე ასეთი კატეგორია დამემატებინა, ვიდეოები, რომლებიც მოიცავდა მსგავსი სახის რეკლამებს, რომლებსაც სიამოვნებით ვნახავდი ტელევიზორში, რომ ყოფილიყო.
მახსოვს ადრე, ძალიან ადრე, მქონდა ყალბი 10 ლარიანი, რომელიც კარგად რომ მოვძებნო სადმე ახლო-მახლო მექნება შენახული, თან ეს იმ დროს, როცა 10 ლარი ჯერ კიდევ ფული იყო და რაღაცის ყიდვა შეიძლებოდა მაგით.
2 ლარი VS. 10 ლარი
დღესდღეობით 10 ლარი არაფერია, ბევრს ვერაფერს შეიძენ მაგ თანხით, რომ არაფერი ვთქვათ 2 ლარზე. სულ, რომ ვკვდებოდე შიმშილით და პურის ფული არ მქონდეს, მაგით (იმ ყალბი თუმანით) პურს ნამდვილად არ ვიყიდდი. მაგრამ არის ხალხი, რომელიც ათს კი არა, ორ ლარსაც ყალბს გამოიყენებს, იმის გულისთვის, რომ მას მეტი შეხვდეს. ალბათ არ სმენიათ იმ აფორიზმის შესახებ, “რასაცა გასცემ შენია, რაც არა, დაკარგულია”. ეს ადამიანი არიან სამარშრუტო ტაქსის მძღოლები. განაგრძეთ კითხვა →
წუხელ, შეიძლება ითქვას რომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება ნაწილობრივ ავიხდინე. ალბათ გაინტერესებთ რა ოცნებაა და როგორ ავიხდინე იგი. პატარაობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარდა დეტექტივების და კრიმინალური ჟანრის ფილმების ყურება, სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ FBI-ის აგენტი ვყოფილიყავი მკვლელობების განყოფილებაში. სიმართლე რომ გითხრათ, დღესაც რომ შემომთავაზონ ეს სამსახური, უარს არ ვიტყვი.
Kill With Me
წუხელ ერთი საიტის აღმოჩენით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ასე დიდი ხანია არცერთ ვებ-გვერს არ მოვუხიბლივარ. საიტი 2008 წლის ერთ-ერთი ფილმის, Untraceable-ის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. ვებ-გვერდზე შესვლის შემდეგ თქვენ ეხმარებით მკვლელს მსხვერპლის შეწირვის დაჩქარებაში. ნუ ფილმის შინაარსით ეს ასეა, რეალურად კი თქვენ ხართ ახალი აგენტი, რომელიც ცდილობს ამ მკვლელის შეჩერებას.
თავიდან ცოტათი გამიჭირდა მასთან შეჭიდება, მაგრამ ბოლოს მისი სერვერი მაინც გავანადგურე და ხელახლა არაერთხელ ჩავრთე სათამაშოდ. იმდენად ჩამითრია, რომ ამ პოსტის წერისას რამდენჯერმე შევჩერდი, რომ კვლავინდებურად შემძლებოდა იმ სიამოვნების მიღება, რასაც ალბათ ზემოხსენებული სამსახურურებრივი დავალების შესრულების შემთხვევაში მივიღებდი. განაგრძეთ კითხვა →
მოგეხსენებათ, რომ გასული წელი შვედეთივის, ისევე რთული აღმოჩნდა, როგორც მთელი მსოფლიოსთვის. ამ ქვეყანას ეკონომიკამ ძლიერი კრიზისული დარტყმა მიაყანება. მთავრობამ ახალი გმირის ძიება დაიწყო. მას შემდეგ, როცა ასეთი გმირი შვედეთში ვერ აღმოაჩინეს, ძიების არეალი გააფართოვეს და საქართველოს კარსაც მოადგნენ.
ძიებამ საქართველოში შედეგიანად ჩაიარა, შვედეთს ახალი ეროვნული გმირი ყავს და ეს გმირი თქვენს წინაშეა.