CSS – კურსორის შეცვლა

მოგეხსენებათ, რომ CSS ტექნოლოგიების მეშვეობით შესაძლებელია საიტის დიზაინის კორექტირება, მაგრამ იცოდით თუ არა, რომ იმავე CSS-ით შესაძლებელი იყო მაუსის კურსორების შეცვლა? შესაძლებელია, როგორც სტანდარტული კურსორების, ასევე თქვენი ფაილის კურსორად გამოყენება (CUR ან SVG ფორმატებში).

cursors

CSS Cursors

განაგრძე კითხვა →

Favicon.ico

რა არის Favicon და როგორ შევქმნათ იგი? თქვენ ალბათ არაერთხელ გინახავთ საიტებზე შესვლილას, თქვენს ბრაუზერში ვებ-გვერდის მისამართის გვერდით პატარა ხატულა, იგივე იკონკა, და გდომებიათ მსგავსი რამის გაკეთება თქვენს საიტზე. სწორედ ეს არის Favicon და მისი დაყენება ძალიან მარტივია.

faviconinaction

Favicon.ico

Favicon-ის ზომა უნდა იყოს 16X16 პიქსელზე, და აუცილებლად ico ფორმატში. არსებობს რამოდენიმე ხერხი ამ ხატულის შესაქმნელად: ფოტოშოპის პლაგინები, სპეციალურად ამისთვის შექმნილი პროგრამები და ა.შ. მაგრამ რატომ იტკიებთ აუტკიებელ თავს? არ ჯობია ნეტში მოვძებნოთ რაიმე ისეთი, რაც მარტივია, სწრაფი და ხარისხიანი?

განაგრძე კითხვა →

პლაგინი: მსგავსი პოსტები

მინდა ერთი ძალიან კარგი და გამოსადეგი პლაგინის შესახებ გამცნობოთ, რომელიც ბლოგზე შეძლებს მსგავსი პოსტების ერთმანეთთან ბმულებით კავშირს. მათი სიმსგავსე თქვენზე იქნება დამოკიდებული, ანუ ყოველი პოსტის დაწერისას თქვენ შეგიძლიათ მიუთითოთ ესა თუ ის სტატია, როგორც “მსგავსი პოსტი”, რომელიც შესაბამის ადგილას გამოჩნდება.

ეს ადგილი შეიძლება იყოს პლაგინის მიერ დამატებული ვიდგეთი, პოსტის ბოლოს არსებული სივცრე ან სხვა.

გადმოწერა

პლაგინის გადმოწერა შეგიძლიათ ავტორის ვებ-გვერდიდან შემდექი მისამართის გამოყენებით: Related Posts

მე თუ მკითხავ, ეს პლაგინი საუკეთესოა ამ სახის ჩანართებს შორის, ყველაზე მოხერხებული და ადვილად სახმარი. განაგრძე კითხვა →

პროექტი სახელწოდებით “გააჯვი”!

გქონია შემთხვევა, როდესაც ვინმეს შენთვის ნერვები მოუშლია ინტერნეტის მეშვეობით? გქონია შემთხვევა, როდესაც ვინმესთვის უცენზურო სიტყვით მიმართვის სურვილი გამოძრავებდა, მაგრამ მაინც თავს იკავებდი? გქონია სურვილი, რომ ვინმეს ბოროტად გახუმრებოდი? მაშინ პროექტი სახელწოდებით “გააჯვი” შენთვის არის შექმნილი.  განაგრძე კითხვა →

ბმული

ერთკვირიანი, სააღდგომო დასვენების შემდგომ გადავწყვიტე კვლავინდებურად, აქტიურად შევუდგე ბლოგზე პოსტების გამოქვეყნებას. რას შეეხება ჩემი დღევანდელი პოსტი? ალბათ გქონიათ შეხება ინტერნეტში არსებული ვებ-გვერდების გრძელ URL მისამართებთან, რომელიც არც თუ ისე სასიამოვნოდ გამოიყურებოდა. მათი დამოკლებისა და ერთგვარად “შელამაზებისთვის” მოიგონეს სერვისი Short URL Redirection,  რომელის ერთ-ერთი ყველაზე  პოპულარული ვებ-გვერდია: http://tinyurl.com/

bmuli-screen

bmu.li

ამ სერვისს მილიონობით ადამიანი მოიხმარს მსოფლიოში. TinyURL-ს მიზანი მხოლოდ ბმულების შემოკლება არაა, იგი ასევე “ფარავს” პირველად ბმულს და კოდირებულ მისამართს გვაძლევს. განაგრძე კითხვა →

27 სუპერლოგო – ნათურები

დრო და დრო აქ პოსტების სახით საუკეთესო ნამუშევრებს დავდებ ხოლმე, ვებ-დიზაინიდან, ლოგოებიდან, თუ სხვა კატეგორიებიდან. დღეს ლოგოების იმ ნაწილის სიას იხილავთ, სადაც აქცენტი ნატურაზეა გაკეთებული. ზოგადად ნათურა ახალი, კრეატიული იდეეის სიმბოლოა.

ლოგოები - ნათურა

lbl-simply-ideas

Simply Ideas

განაგრძე კითხვა →

საიტები სახის ილუსტრაციებისთვის

დარწმუნებული ვარ ერთხელ მაინც იქნებით ისეთ საიტზე შესული, სადაც არაფრისგან ქმნით თქვენი პერსონის ანიმაციურ ვარიანტს, ილუსტრაციას და დარწმუნებული ვარ დიდად გიხალისიათ და მოგწონებიათ თქვენი თავი ასეთ ამპულაში დანახვისას :D . სწორედ ასეთი ტიპის საიტების მცირე ნაკრებს ჩამოვთვლი ამ პოსტში.

1) Portrait Illustration Maker

http://illustmaker.abi-station.com/

illustrate

Portrait Illustration Maker

განაგრძე კითხვა →

WordPress iPhone-სთვის

WordPress ყველასთავის ცნობილი და ყველასათვის საყავრელო ბლოგინგ სისტემაა, როგორც WordPress.Com-ის მომხმარებლებისთვის,  ასევე Self-Hosted მომხმარებლებისთვის. iPhone კი დღესდღეოებით ყველაზე ელეგანტური ტელეფონია, რომელსაც უამრავი მომხმარებელი ჰყავს. თუმცა არა საქართველოში :D WordPress-მა გადაწყვიტა ამ ბლოგის მართვა ახლა უკვე iPhone-ს საშუალებითაც გაეადვილებინა და ვნახოთ რა გამოუვიდა.

ss-writeland

Wordpress for iPhone

iPhone-თი ბლოგის მართვა შესაძლებელია 2.5.1 ან უფრო მაღალ (უახლესს) ვერსიებზე, WordPress.Com-ზე და WordPress MU-ს 2.6.1 ან უფრო მაღალ ვერსიებზე. ამ სისტემას გააჩნია სურათების ავტომატურად დაპატარავების ფუქცია, Draft-ებში შენახვის და ნებისმიერ დროს მათი გამოქვეყნების საშუალება და უამრავი რამ, თითქმის არაფრით ჩამოუვარდება ბრაზუერით მართვას. პოსტების დამატება და მართვა ხდება XML-RPC სისტემის მეშვეობით.

განაგრძე კითხვა →

Dear Penis

რამდენიმე წლის წინ უცხოურ ვიდეოპორტალებზე გაშუქებული ფლეშ ანიმაცია სახელწოდებით Dear Penis, რომლის ავტორიც Rodney Carrington-ია, დიდი პოპულარობა მოიპოვა. იმ დროს ბლოგინგით არ ვიყავი დაინტერესებული და პოსტი ამ სიმღერას და ამ პიროვნებას ვერ მივუძღვენი. მაგრამ ამის შანსი ახლა მაქვს და ხელიდან არ გავუშვებ :D

განაგრძე კითხვა →

რა არის Mofuse?

Mofuse.Com არის ახალი სერვისი, რომლის საშუალებითაც ხდება ნებისმიერი საიტის გენერირება მობილური ვერსიისთვის, რომელსაც აქვს RSS-ის მხარდაჭერა და ხდება ვებ-გვერდის პერიოდული განახლება. Mofuse-ს აქვს გამოქვეყნების ორი ვარიანტი, ერთი მობილური ტელეფონებისთვის და მეორე Iphone-ებისთვის.

რითი დავიწყოთ?

პირველ რიგში შევიდეთ Mofuse-ს ოფიციალურ საიტზე და დავრეგისტრირდეთ. რეგისტრაციის შემდეგ გამოსულ ფანაჯარაში მთავარ გვერდზე დავამატოთ ჩვენი ბლოგის მისამართი ან RSS მისამართი, სასურველია RSS წყაროს მისამართი.

setup1

Add New Blog

თქვენი ბლოგის დამატების შემდეგ თქვენ მიიღებთ ასეთი სახის URL მისამართს: BLOGNAME.mofuse.mobi სადაც BLOGNAME თქვენი ბლოგის სახელია, რომელიც მიუთითეთ რეგისტრაციის დროს. განაგრძე კითხვა →