ოცნების ქალაქი – საოცნებო ფილმი (?)

ბოლო რამდენიმე წელია რაც ქართველი კინორეჟისორები ეროვნული პროდუქტით გვანებივრებენ. ერთ-ერთი ასეთი პროდუქტი დავით იმედაშვილის “ოცნების ქალაქია”, რომლის პრემიერაც 14 აპრილს გაიმართება.

ოცნების ქალაქი

ამ ფილმს ჯერ კიდევ მის გამოსვლამდე დიდი ინტერნეტ მხარდაჭერა აქვს. ოფიციალურ საიტზე ყველანაირი ინფორმაცის მოძიებაა შესაძლებელი ფილმთან დაკავშირებით. myvideo-ს არხზე ვიდეო-ტრეილერების ნახვაა შესაძლებელი. ფეისბუქზე შექმნილ გვერდზე კი ყოველდღიურად იდებოდა ფოტოები გადაღებებიდან.

გადაღებები ზამთრის პერიოდში მიმდინარეობდა და სულ ცოტა ხნის წინ დასრულდა. როგორც ალბათ უკვე მიხვდით ფილმში საახალწლო განყწობა სუფევს.

ტრეილერი

“ოცნების ქალაქს” საოცნებო მსახიობები ანებივრებენ თავიანთი სხეულით. ისეთები როგორიც არიან, შორენა ბეგაშვილი, ნანკა კალატოზიშვილი და სხვ.

ფილმის საუნდრეკებზე პოპულარული ქართული ჯგუფი “მგზავრები” ზრუნავდა, რომელთა სიმღერები დღეს უკვე ჰიტებად არის ქცეული.

თბილისი პატარა ქალაქია, სიყვარულს ვერსად დაემალები.

ერთი შეხედვით ფილმი საკმაოდ კარგი უნდა იყოს, თუმცა რეალურად როგორი იქნება იგი, ამას მხოლოდ 14 აპრილს გავიგებთ. იქნება ეს ქართველი კინომაყვარულებითვის “საოცნებო ფილმი”, თუ უბრალოდ მორიგი მცდელობაა ქართული კინომატეგრაფიის  განვითარებისა?

თქვენ რას ფიქრობთ? გაამართლებს ფილმი თქვენს მოლოდინს? თუ იმედგაცრუებულს დაგტოვებთ?

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "სანაგვე" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: , , , , , , , , , , , , , .

25 კომენტარი პოსტზე ოცნების ქალაქი – საოცნებო ფილმი (?)

  1. ლილიანი ამბობს:

    თუ რაც ყველაზე ალიან გიყვარს-ის დონისაა მაშინ საყურებლად ცუდი არ იქნება
    და ისე მე ქართული კინემატოგრაფია დავასაფლავე და დავიტრე უკვე :D

  2. zurriuss ამბობს:

    უიმედობას რა ვუთხარი მე და რავი, გოგონების ხათრით მაინც წავალ მაგ ფილმზე. დარანჩენზე ასე ვიტყოდი: поживем увидим ;)

  3. ჰექსე ამბობს:

    ლილიანს ვეთანხმები თუ რაც ყველაზე ძალიან გიყვარს დონეზეა ცუდი არ უნდა იყოს
    მაგრამ თვალს ცუდად ხვდება რომ ფილმი სადაც საახალწლო განწყობა სუფევს 14 აპრილს გამოდის :)

  4. ვასასი ამბობს:

    მე “იმედზე” დაველოდები სატელევიზიო პრემიერას…

    რაღაც, არამგონია, ვარსკვლავები მოწყვიტოს.. :D

  5. nokami.ge ამბობს:

    დავესწარი ერთხელ ამ ფილმის გადაღებას, და ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა რომ 10 ლარის გადახდა მენანება :) თუმცა წინასწარ ვერაფერს იტყვი :)

  6. რევაზა ამბობს:

    მოვა დრო და გავიგებთ : ) ხარისხი კარგია მაგრამ იმედია კიდევ ერთი ძუძუებზე დახამებული ფილმი არ იქნება :D

  7. Lord Vader ამბობს:

    იხდის თუ არ იხდის?
    საკითხავი აი ეს არის.

  8. TreZoRA ამბობს:

    შორენას გამო ბევრი წავა :D :D

    თან დამაინტრიგებელი ტრეილერებია და ასე რომ მგონია გაამართლებს და ბევრი ხალხი მივა

    მე მაგალიტად წავალ :)

  9. როდრიგო ამბობს:

    წავალ აბა რას ვიზამ, ალბათ. შორენას და ნანაკას ნახვა მინდა.

  10. aleksandre ამბობს:

    შორენაზე ორიენტირებული ფილმია? :D

    მაია ასათიანმა ამ პატიოსანმადაოჯახიშვილმაქალმა სექსებიან ფილმში მონაწილეობაზე როგორ დაითანხმეს? :D

  11. Andy ამბობს:

    მაიას ჩაჩრამ გატეხა.
    და ეს გაცვეთილი მსახიობებიც ყელშია.

    დუტა და სხვები …

  12. ანა ამბობს:

    რავიცი მგონი კარგი უნდა იყოს,მე ველოდები და სურვილი მაქვს ვნახოო.. ))

    რაც შეეხება ქართულ კინომატოგრაფიას,ნამდვილად წინსვლა შეიმჩნევა.. :)

  13. კატა ამბობს:

    მაგარი ნაშა სასტავი ჩითავს მარა შინაარსობრივად არ მგონია დიდი რამე იყოს. რავი, ვნახოთ.
    ხოდა ანას ვეთანხმები, აშკარა წინსვლაა ქართულ კინემატოგრაფიაში და არ შეიძლება ეს არ დაინახოს ადამიანმა. სულ გინება და კიცხვა ხო არ შეილება არა?
    ბოლოსდაბოლოს ქართული საშინელებათა ფილმიც გადაიღეს და მერე რა რომ ძალიან ბანალური სიუჟეტია და ბლაბლაბლა.. პირველია!!! მთავარია რომ ვიღაც-ვიღაცები დგამენ ნაბიჯს და ნელ-ნელა დაიხვეწება ყველაფერი.

  14. თაა ამბობს:

    მოყევი რა ხდებოდა პიარ სკოლაში?
    ვინანო რომ არ წამოვედი?

  15. fallen ამბობს:

    ვა მაგარი კინოა ძაან გუშინ ვიყავი და გაასწორა :)

  16. ხმის გოგო ამბობს:

    მიხარია თუ მოეწონა ვინმეს… ძალიან დაძაბული ვიჯექი პრემიერაზე

  17. ხმის გოგო ამბობს:

    პრემიერაზე ძალიან დაძაბული ვიჯექი… მიხარია თუ მოეწონა ხალხს

  18. გიორგი ამბობს:

    რაოდენ საოცარიც არ უნდა იყოს, მართლა არ მოველოდი თუ ასეთი კარგი ფილმი იქნებოდა.. ძალიან კარგი ფილმიაა. ყველას ვურჩევ უყუროს!

  19. Taa ამბობს:

    ვიყავი

    განსაკუთრებით მომეწონა ნანკას ფეხსაცმელები ბოლო კადრებში, მუსიკა და ზმანები
    + პოპკორნი ყველაზე მეტად
    მეტი რა ვთქვა

    გავერთე ხო :)

  20. ზურა ამბობს:

    მომეწონა მაგრად :) მაგარი ფილმია

  21. ანა ამბობს:

    ძაან მაგარია ვინც გაიგებც მემგონი ყველამ უნა უყუროს

  22. ანა ამბობს:

    ეგ მაგარი სისულელეა , რომ მაიამ როგორ ითამაშა შორენასთან და ნანკასთან ერთათ

  23. თOკო ამბობს:

    დზაააან მაგარი ფილმია საქართველოში ამაზე მაგარი არ გადაუღიათ

  24. გიორგი ამბობს:

    არა ცუდი ფილმი არ არის ნამდვილად მესიამოვნა რომ ვუყურე რაც მტავარია შინაარსი კარგი აქვს მარა გადმოწერილს მუგამი არ ქონდა ამას უნდა უყურო კინოსჰი : | თორე ისე გაფუჭბული ხარისხია : | მარა საყვარელი ფილმია

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>