უნიჭო ნიჭიერები და ქართველი სიუზან ბოილი

სულ ცოტა ხანია რაც „ნიჭიერის“ პირველი გადაცემა დასრულდა, რომელსაც საკმაო ფურორი და აჟიოტაჟი მოჰყვა. საქართველოში არაერთი უცნაური ნიჭით დაჯილდოვებული პიროვნება მთელი ქვეყნის მასშტაბით წარსდგა, რომელთაგანაც გადაცემის მეორე ტურში მხოლოდ რამდენიმემ მოახერხა გადასვლა.

დადებითი თუ უარყოფითი ემოციის მოხდენა ჩემზე არაერთმა მონაწილემ შეძლო. გამაოცა უმეტესი მონაწილის უნიჭოობის (ანუ განსაკუთრებული არაფრის) ნიჭით დაჯილდოვებულობამ.

ზოგს ბავშვობიდანვე შეუძლია მუშტი პირში ჩაიდვას, რასაც ჟიურის აღტაცება და მაიას „ვაიმე შვილო“ მოჰყვება.

მარიამ გუჯაბიძე პროექტში "ნიჭიერი"

მარიამ გუჯაბიძე პროექტში "ნიჭიერი"

ზოგს ველიოსიპედზე უკუღმა ტრიალი შეუძლია და დამსწრე საზოგადოების ასე გაოცება.

გიგა ჯანჯღავა პროექტში "ნიჭიერი"

გიგა ჯანჯღავა პროექტში "ნიჭიერი"

ზოგი ხვდება, რომ წონაში დაკლება არ აწყენდა და გახდომისთვის მუცლის ცეკვებს ასრულებს.

დიოლა ჩხეტიანი პროექტში "ნიჭიერი"

დიოლა ჩხეტიანი პროექტში "ნიჭიერი"

ზოგმა ფანდურზე დასაკრავად ორი აკორდის აღება ისწავლა და თავს უკვე ნიჭიერად შერაცხავს.

ბესო ტარიელაძე პროექტში "ნიჭიერი"

ბესო ტარიელაძე პროექტში "ნიჭიერი"

ზოგს „ინკოგნიტოდ“ სიმღერას არ აცლიან, გატეხილ გულს უფრო უტეხენ და დაკარგულ სიყვარულზე ათასობით ხალხის წინაშე დასცინიან.

ირაკლი ძამუკაშვილი პროექტში "ნიჭიერი"

ირაკლი ძამუკაშვილი პროექტში "ნიჭიერი"

მაგრამ მთავარი ხომ ეს არაა? მთავარი ისაა, რომ ამით ისინი ერთობიან.

წითელი ღილაკი, რომელიც მონაწილეებისთვის არასასიამოვნოა და პროგრამის შეწყვეტას გულისხმობს, შესაძლოა ერთი უბრალო მეთევზე მშიერი დატოვოს, ხოლო ოქროს თევზს სიცოცხლე აჩუქოს.

რამაზ კუხალაშვილი პროექტში "ნიჭიერი"

რამაზ კუხალაშვილი პროექტში "ნიჭიერი"

მსგავსი ნიჭიერებით, რომ არ შემოვიფარგლო, მინდა გადაცემის და ალბათ სრულიად პროექტის ნამდვილი წარმატებული კონკურსანტის შესახებაც გიამბოთ, რომელმაც შეძლო და ყველა პიროვნებაში სიუზან ბოილის ასოციაცია გამოიწვია.

სიუზან ბოილის გამოსვლა “ნიჭიერის” ბრიტანულ ვერსიაში

ეს ქალბატონი, გულნაზი გოლეთიანი, ერთი პატარა სოფლის მკვიდრია, რომელსაც ოჯახში 3 შვილი და ფერმაში პირუტყვი ყავს. დღის განმავლობაში ოჯახს და სახლხს უვლის, მუშაობს ვენახში, მაგრამ სიმღერისთვის მაინც იცლის. თანაც ისეთი სიმღერისთვის, როგორსაც ვერ წარმოიდგენდით.

გულნაზი გოლეთიანი (ქართველი სიუზან ბოილი) პროექტში "ნიჭიერი"

გულნაზი გოლეთიანი (ქართველი სიუზან ბოილი) პროექტში "ნიჭიერი"

სიმღერას, რომელსაც მაყურებლის აღტაცება, ცრემლი და ფეხზე მდგომი ტაშის კვრა მოჰყვა, სწორედ ამ ფარული ნიჭით დაჯილდოებული ქალბატონი ასრულებდა.

გულნაზი გოლეთიანის გამოსვლა პროექტში “ნიჭიერი”

მოკლედ პირველი გადაცემა წარმატებით დასრულდა, თუმცა უკმაყოფილების გრძნობა დამიტოვა, რადგან 1 საათი საგრძნობლად მალე გავიდა. მე კი შემდეგ ორშაბათს უფრო მეტ ახალ ნიჭიერთან შეხვედრას დაველოდები.

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "სოციალური მედია" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: , , , , , .

38 კომენტარი პოსტზე უნიჭო ნიჭიერები და ქართველი სიუზან ბოილი

  1. Alice ამბობს:

    თავიდან ეს ქალი რომ ანახეს, მეგონა დაცინვას უპირებდნენ:)) მაგრამ ისე იმღერა, დამბურძგლა…

    მოცეკვავეებზე რომ გადაირივნენ, დიდი არაფერი… მაგათზე ბეეეეეეეეეევრად უკეთესი ბავშვები გვყავს:)

    • Landish ამბობს:

      გულნაზი რო დავინახე, ეგრევე ბოილი გამახსენდა(c) რიგითი ფეისბუქელი : ))
      ერთი ეს მომეწონა ყველაზე მეტად.. : )

    • ლევანი ამბობს:

      მართლა კარგად იმღერა ქალბატონმა გულნაზიმ… ერთი ეგაა რომ სამწუხაროდ მთელი მისი გამოსვლა თავის ხაჭაპურის ჭამით, სცენაზე სიმღერის შემდეგ უკან გაბრუნებით და ჟიურის ქცევით ისე დაამონტაჟეს რომ ზუსტად სუზან ბოილის ასოციაცია გასჩენოდათ ადამიანებს. სამწუხაროა… არაფერი გვჭირს ქართველებს მაგის ფასი რომ მაინცდამაინც სხვას მივბაძოთ. ისევდაისევ უბრალოება და ნატურალიზმი ჯობია…

      • Landish ამბობს:

        მაგის გარდა კდიევ ერთი რაშიც დავიჭირე, იყო ნიკას სიტყვები: “ყველაზე დიდი კი რაც კი ოდესმე გამიციაო”, ზუსტად იგივეს ამბობს სიუზანის შემთხვევაშიც… იქაური ერთ-ერთი ჟიური… (საიმონი არა, მეორე)

      • kevana ამბობს:

        აჰა, გულზე მომეშვა, მეთქი მარტო მე არ ვარ ეგეთი, ვინც მაგ გამოსვლაში დადგმა და უნიჭო მიმბაძველობა დაინახა :დ

        მართლა რა გვჭირს რა.. უბრალოება და ბუნებრიობა ჯობია..

        ის კიარა, უკვე ვეჭვობ, ფინალში მოცეკვავეები და გულნაზი გავა და ბოლოს მოცეკვავეები გაიმარჯვებენ :ლოლ:

  2. ლილიანი ამბობს:

    ჟიურის ზოგიერთი ქმედება მართლა გულისამრევი და გამაღიზიანებელია მაგრამ ძირითადად ნორმალურია გადაცემა და ისიც გენიალური მონტაჟის ხარჯზე!!
    მე მევასებიან რ2ის მონტაჟისტები თუ მემონტაჟეები თუ რაც ქვიათ : )))
    და მემანიშვილის სახეები კიდო ხურდააში :) ))

    • Landish ამბობს:

      უი მემანიშვილის “გაშეშებული” სახის ხსენება დამავიწყდა : ))
      მემონტაჟეები მარტლაც პროფესიონალები ჰყავს რუსთავი ორს :) )

  3. Alice ამბობს:

    ასათიანი რატომ არ (გ)ევასებათ? მე ძააააააან მომწონს :) ))))))

    • Landish ამბობს:

      ასათიანს არაფერს ვერჩი(თ), ყოველ შემთხვევაში მე…
      მეც ძალიან მომწონს.. ქალი თურმე 15 წლიდან მუშაობს ტელევიზიაში .. (sun)

  4. ჰუმანისტი ამბობს:

    ჯანსულ კახიძის შემდეგ გულნაზის შესრულებულმა სიმმღერამ დიდი ვერაფერი ეფექტი მოახდინა ჩემზე, მაგრამ ვფიქრობ ნიჭიერი ქალია.

  5. ჰუმანისტი ამბობს:

    http://www.susan-boyle.co.uk/
    აი პოპულარობა რას უშვრება ხალხს, ნახეთ რა ქალი დადგა სიუზანიიი :) )

  6. LiLaC ამბობს:

    მე თიკას და ვანიკოს დუეტიც მომეწონა… კარგი რეაქციები აქვთ.

  7. მრ.პიკასსო ამბობს:

    მეც რაღაც უკმარობის შეგრძნება დამიტოვა ეს ალბათ კარგიცაა შემდეგ შოუს დაველოდები. გულნაზიზე მეც დამბურძგლა სამწუხაროა მაგრამ თავიდანვე მოგვიწევს შეგუება რომ მას ასეთივე ვარსკვლავად ვერ აქცევენ.

    • Landish ამბობს:

      ეგ თავისთავად გოჩ… ვარსკვავი არც ეხაა მე თუ მკითხავ.. უბრალოდ ეს იყო იმის ჩვენება, რო აი ჩვენც გვყავს გულნაზი და არაა საჭირო ნადმვილი სიუზანი ბიოლით აღფრთოვანება…

  8. Alice ამბობს:

    უიუი მეც მომეწონნენ თიკა და ის მეორე :D
    და გეგა ვინაა? ყველა ნაცნობი იყო, ეგ ვერ ვიცანი.. რა პროფესიისა?

  9. Alice ამბობს:

    p.s.
    ლად, შენს ბლოგს შემოვეჩვიე რაღაც :D აქტიური მკითხველ-მპოსტავი გავხდი))

  10. Landish ამბობს:

    @Alice გეგა რუსთავი 2-ში მუშაობს, თუ არ ვცდები პროგრამირების განყოფილების მენერია..
    რად ეტამუ სლიშაწ/ჩიტაწ : )

  11. კატა ამბობს:

    ცვეტში სუზანია. იმენა ეგეტი ტიპი, ეგრე მიიღეს, ეგრე იმღერა და ბოლოს დასასრულიც იგივე იყო :D რო მობრუნდა და რამე. მეგონა განმეორდა მეთქი )))

  12. Andy ამბობს:

    აშკარად პროექტის ხელმძღვანელებს პირველივე გადაცემაში უნდოდათ ფურორის მოხდენა.
    გულნაზივით ყოველი მეორე მღერის საქ – ში თან ასეთ კოპირებით ვითომ მაყურებელს მოატყუებ ? , ბოილმა პირველივე ნოტის აღებაზე დარბაზი ფეხზე დააყენა !
    ძალიან გამიცრუვდა იმედები , უფრო მეტს მოველოდი. თუმცა ალბათ ყველაფერი წინ არის.

  13. iBok ამბობს:

    ee landish me mindoda qartvel susan boyle-ze postis dawera :( kai postia imis da miuxedavad rom chemi tvinidan moipare
    aweuli titi chemgan

  14. დემეტრე ამბობს:

    ეჰ, დაბალი დონე იყო, ნამეტანი… :(

  15. მარი ამბობს:

    გავშტერდი, როგორი სიზუსტით არის ყველაფერი გადმოღებული ბრიტანული ვერსიიდან. ჯერ მარტო, პირველივე გადაცემაში სუზან ბოილის “აღმოჩენა.” და დაჟე რომ დაამთავრა სიმღერა ამ ქალმა და კულისებისკენ რომ გატრიალდა და ჟიურიმ რომ დაუძახა – ჯერ სად მიდიხარ, არ დაგვიმთავრებიაო, ზუსტად ანალოგიური არ მოხდა სიუზანის შემთხვევაშიც??? და ნიკას ფრაზა “ყველაზე დიდი კი, რაც დამიწერიაო” ეგეც ზუსტად გადმოღებული იყო და ყურში ცუდად მომხვდა.
    და თიკა და ვანოს ხშირად აჩვენებენ და და დაჟე იგივე რაკურსით, როგორც ბრიტანულში. მოკლედ კარგად არის გადმოკოპირებული რა :)

  16. zurriuss ამბობს:

    ერთ-ერთი ყველაზე კარგი, ინფორმატიული და ლაკონიური პოსტია შენს ბლოგზე, ლანდიშ!
    შენ თვითონ კი მაგარი ტრაკი ხარ, რომ გადამაგდე :|

  17. თაა ამბობს:

    ჩაიდვას

    ხოოოოოოო, აი მაგ სიტყვაზე მეც მაგარი ავკრიფე :D

  18. A_I ამბობს:

    მართალია არ მინახავს ქ-ნი გულნაზი რადგანაც მყვიდეო.გეს არ მუშაობს მაინცდამაინც კარგად ჩემთან. თუმცა, მგონია რომ ეგ უბრალოდ შოუს ელემენტი იყო და ასე ვთქვათ “ჩაწყობით” (პოზიტიური მნიშვნელობით) მოხდა.

    შოუ კარგია მაგრამ რამე ახალის მოფიქრებაც ხომ შეიძლება :)

    სოფელი, ფერმა, შესახედავად არაფერი ისეთი, მაგრამ მღერის… ბევრი დამთხვევაა :)

  19. zurriuss ამბობს:

    ლადნიშ, შეამჩნიე, ფენოვანის ჭამის სხვადასხვა დროს ქნ. გულნაზი სხვადასხვა სკამზე ზის :)

  20. KaTe ამბობს:

    მართლაც ქართველი სიუზანია, გადავირიე . . .

  21. გოჩა ამბობს:

    სამწუხაროდ სუზანი ბევრად უკეთესად მღერის და ეს უნდა ვაღიაროთ!გულნაზი ალბათ არ არის შეჩვეული მიკროფონს,თთთთ,ტტტტტ,რრრრრ,ზეგმეტად მკვეთრად გამოთქვავს,სუზანს მოუსმინეთ რა სუფთად მღერის,მაღალი დონეა,გულნაზი ვერ ქაჩავს სამწუხაროდ!

  22. Lalena ამბობს:

    არ ვიცი ”ჩაუწყვეს”, სიუზანი ”გადმოაქართულეს” თუ რა ქნეს, მაგრამ ერთი სოფლელი ქალი, რომ ასე სუფთად მღერის სასიამოვნოა, უდაოდ აქვს ნიჭი და უბრალოდ სუფთად იმღერა :)

  23. Beorn ამბობს:

    კარგათ იმღერა გულნაზიმ, მაგრამ სუზან ბოილთან შედარება არ ღირს მგონი :)
    ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ უკვე შეთანხმებულები იყვნენ და დადგმული იყო ეგ სცენა.
    კომენტარებიც კი ზუსტათ ისეთი გააკეთა ჟიურიმ.

  24. დაჩი ამბობს:

    აუ,რა მაგარი ბანძობაა.ვერ ვიტან ეგეთ დიშოვი მიბაძვებს.ქართველებს აღარფერი გაგვაჩნია ჩვენი?

  25. მარი ამბობს:

    ძალიან კი მოეწონათ გულნაზის გამოსვლა, მე ალბათ სმენა არ მაქვს და ძალიან ვერ მომეწონა.. : ?

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>