საკუთარ ყურებას არ დავუჯერე, როდესაც კურიერის ერთ-ერთი სიუჟეტში მოვისმინე შემდეგი ფრაზა, რომ ეროვნულ გამოცდებზე 10 სავალდებულო საგნის ჩაბარება მოუწევთ აბიტურიენტებს, მაშინ როდესაც წელს 4 სავალდებულო საგნის ჩაბარებაა აუცილებელი, შარშან კი არც მეტი, არც ნაკლები 3 იყო.

აბიტურიენტი გოგონა
პირველი რაც გავიფიქრე იყო, აი სად გავასწარი მეთქი, მეორე – საწყალი აბიტურიენტები თქო, მესამე კი, ნუ მესამეს ალბათ ყველანი ხვდებით
. ეს რეფორმა 2011 წლიდან ამოქმედდება და მასზე ექსპერტები უკვე მუშაობენ.
მოდით ვეცადოთ ზედმეტი გინებისა და ლანძღვის გარეშე ობიექტურად შევაფასოთ სიტუაცია. ჩვენი განათლების სამინისტრო ბოლო წლებია აქტიურად ცვლის სასწავლო რეფორმებს. დამეთანხმებით, რომ უმეტესობა მათგანი მოსახლეობის (მოსწავლეებისა და მასწავლებლების) მიერაა დაწუნებული.
რეფორმების ჩამოთვლას და გახსნებას არ დავიწყებ, თუმცა ერთ-ერთი სასწავლო კანონთან დაკავშირებით, რომ მოსწავლეები, რომლებიც სკოლაში მოვიდოდნენ, გაკვეთილების დამთავრებამდე არ უნდა დაეტოვებინათ შენობა (თუ რაღაც ამდაგვარი, ვერ ვიხსნებ ზუსტად). ამის გამო სკოლებში დაცვაც კი აიყვანეს, რათა ბავშვები არ გაპარულიყვნენ, თუმცა მოსწავლეები სხვადასხვა ხერხს მაინც პოულობდნენ, რომ გაპარულიყვნენ. ამის დასადასტურებლად ერთი ვიდეო მინდა გაჩვენოთ. უყურეთ, იხალისებთ
ეს მცირე ლირიული გადახვევა, ახლა კი კვლავინდებურად მთავარ თემას დავუბრუნდეთ. ამ ახალი რეფორმის მთავარი მიზანი მდგომარეობს იმაში, რომ მოსწავლეებმა ყოველგვარი რეპეტიტორის გარეშე სკოლაში მიიღონ ის განათლება, რომელიც დაეხმარება მათ ეროვნული გამოცდების ჩაბარებაში.
არ ვიცი მომავალ წელს როგორ იყო, მარა წელს და წინა წლებიც, გამოცდები იყო სამ დღიანი ინტერვალით, თუ კი 10 გამოცდის ჩაბარება მოუწევთ მომავალ სტუდენტებს, ე.ი. მინიმუმ 1 თვე იქნება ერთიანი ეროვნული გამოცდები. შეუძლებელია, რომ ყოველდღე ჰქონდეთ მათ რაიმე საგანში წერითი გამოცდა, დღეში რამდენიმეზე ხომ საუაბარიც ზედმეტია. ნებისმიერ ვარიანტში ეს ყოველივე მათ ფსიქიკაზე საშინლად იმოქმედებს, და გადამწყვეტ მომენტში დიდია შანსი, რომ მათ მთელი ეს 11/12 წლის ნასწავლი ერთ მომენტში დაავიწყდეთ.
მაგას რომ თავი დავანებოთ, მე პირადად არ მეგულება ისეთი პიროვნება, რომელიც ყველა საგანში ძლიერია. თუ ასეთი პიროვნება არსებობს ე.ი. ის ყველა საგანში სუსტია. იმის გამო რო ვიღაცა ფიზიკაშია ძლიერი, ხოლო ვიღაცას ქართული ენა და ლიტერატურა გადამეტებით უყვარს, ხოლო შრომასა და ხატვაში მოიკოჭლებენ, არ უნდა გახდეს იმის საბაბი, რომ ეს ბავშვები დარჩნენ ქუჩაში.
სიმართლე თუ გითხრათ, კარგს ვერაფერს ვხედავ ამ რეფორმაში, როგორც თითქმის ყველა წინამდებარეში. ამ მთავრობამ მთავარია რამე შეცვალოს, რომ ხალხს დაანახოს, ჩვენ აი რაღაცას ვაკეთებთ და “საქმით” ვართ დაკავებულნიო, ხოლო რას სჩადიან თვითონაც კი არ იციან მგონი.
სამხედრო დისციპლინა

სამხედრო განათლება
გარდა იმისა, რომ 2011 წლისთვის მოსწავლეებს მეტი ყურადღება მართებთ გაკვეთილებზე, მათ კიდევ ერთი საგანი დაემატებათ – სამხედრო დისციპლინა, რომელსაც როგორც ვაჟები, ასევე გოგონები გაივლიან. მე თუ მკითხავ, ზოგიერთი საგანი სრულიად უნდა ამოიღო ცხრილიდან და ეს ჩასვა. “სამხედროს” სწავლა ყოველთვის მინდოდა, რომ სკოლაში მაინც ყოფილიყო და იქ მიმეღო მცირედი განათლება. მიმაჩნია რომ ეს ბიჭისთვის აუცილებელია. კონკრეტულად რას შეასწავლიან სამომავლოდ არ ვიცი, მაგრამ იმედი მაქვს კარგი საგანმანათლებლო გეგმისა და შესაბამისი პედაგოგების მეშვეობით ეს მეცადინეობები უშედეგოდ არ ჩაივლის.
სექსოლოგია

სექსოლოგია სკოლაში
კიდევ ერთი საგანი, რომელიც ნამდვილად ჩასამატებელია ჩვენი სკოლის საგნების სიაში, ეს არის სექსოლოგია. ბავშვები არ უნდა იყვნენ ყოველი ორშაბათის მოლოდინში, მხოლოდ იმიტომ რომ წინა შაბათის გადაცემა – “ღამე შორენასთან” განიხილონ. თუ რა ეცვა მას, უხდებოდა თუ არა, დააფიქსირეს თუ არა აუზში ცურვისას მისი მკერდის თავი და სხვა. ამ საგანს თინეიჯერები არც ქუჩაში უნდა ეცნობოდნენ და არც ინტერნეტში პორნო საიტებზე ძრომიალისას. ყველაფერს ნორმალური სახე რომ მიეცეს, თეორიული ცოდნა მაინც უნდა იცოდნენ ბავშვებმა. დარწმუნებული ვარ ბევრ ქალიშვილს უცოდინრობის გამო მისი უბიწობის დაკარგვის შიში აქვს, კერძოდ თუ რა ხდება პროცესის დროს და მის შემდგომ. თუმცა ქალიშვილობაზე აღარ გავაგრძელებ.

სექსი სკოლაში
საერთოდაც აქვე დავამთავრებ ჩემს სათქმელს. მხოლოდ და მხოლოდ თქვენი აზრი დამიფიქსირეთ ყოველივე ზემოხსენებულთან, როგორი იყო თქვენ დროს სასწავლო რეფორმები, ისწავლებოდა თუ არა სამხედრო დისციპლინა და/ან სექსოლოგია? გაშინებთ თუ არა ის ფაქტი, რომ 10 საგნის ჩაბარება მოგიწევთ და ხართ თუ არა მზად რომ ეს ყველაფერი გადალახოთ?
არა, ეროვნულებზე არ იქნება 10 საგანი
სკოლაში უნდა ჩააბარონ 10 საგანი და თუ რომელიმეში ჩაიჭრებიან, ეროვნულზე გასვლის უფლებას დაკარგავენ!
საწყლები :ს ისე მიხარია, წელს რომ ვაბარებ,ნუ, არ ვიცი
რას ამბობ, ეგ ხო არის რა შეღავათი
ვაიმე ამ პოსტით გამგმირე….
გუშინ გატეხილი გული კიდვ ხუთიათასჯერ გამიტეხე :@
ნერვები მეშლება სააკაშვილზე და თვით საქართველოზე
ვერ წარმომიდგენია ყველა საგანში ძლიერი როგორ უნდა ვიყო :X
მარაზმია
აი სექსოლოგია კი მართლა უნდა ისწავლებოდეს, ასე 9-10 კლასიდან
მე მომიწევს 10 საგნის ჩაბარება
და ეკვე ჩემი ფსიქიკა დანგრეულია 
სამხედრო მეც მაინტერესებს :X:) მემგონი საინტერესო იქნება
ძალიან, ძალიან დიდი შტერობაა.
მორიგი გზაა ფული გააკეთონ რეპეტიტორებმა და ა.შ.
რატომ უნდა ჩავაბარო ბიოლოგია თუ ვაპირებ ვისწავლო ქართული ენა და ლიტერატურა?
სამხედრო სწავლებას მივესალმები. ასევე მივესალმები თუ მაგ კურში იქნება პირველადი სამედიცინო დახმარება, და ტავდასხმის ან ექსტერემალური სიტუაციების დროს ქცევის წესები.
მაგრამ ასევე საინტერესოა რამდენი წელი აპირებენ ამ საგნის სწავლებას.
უი სკოლებში უნდა ჩააბარონ თურმე ეს გამოცდები.
მაშინ არაფერი საწინაამღდეგო არ მაქვს.
ბოლო რამოდენიმე წლის განმავლობაში აქაც მასეა, გიმნაზიაში აბარებენ ბავშვები გამოცდებს, და მერე იმ ნიშნებიდან გამომდინარე იღებენ უნივერსიტეტში ყოველგვარი ზემდეტი გამოცდების გარეშე.
ხო და დამავიწყდა მიმეწერა,
მისარები გამოცდების გართულებას ჯობია უნივერსიტეტებში სწავლების დონე აამაღლონ.
ბავშვები რომ ქსეროქსებიდან სწავლობენ და ადამ და ევას დროინდელი წიგნებიდან.
კიდევ რამეს ხომ არ დაამატებდით?
აუ რა ცოდო ვარ : ს
წინ ჯოჯოხეთი მელის : ს
შენა და რამდენის ხარ კი მარა/რომელ კლასში ხარ? : )
15ის : ს
10 საგანი რა უბედურებაა
ხალხი სამს ვერ აბარებდა და ათს ჩააბარებენ ???
ისე ლად მე ვსწვლობდი სამხედროს ოღონდ 1 თვე და იარაღის დაშლა-აწყობას გვასწავლიდნენ
თან დროს ინიშნავდა მასწავლებელი
ვერ ვიტანდი მაგ საგანს და ბოლოს გოგოებისთვის გავაუქმებინეთ და ბიჭებმა რა ქნეს არ ვიცი
ისე 1 სემესტრს გაძლო მარტო
მე მომხრე ვარ. ოღონდ ეს რეფორმა იმ შემთხვევაში გაამართლებს, თუ სკოლაში კარგი სწავლება იქნება. წინააღმდეგ შემთხვევაში უაზრობა იქნება. 10 საგანში ხომ ვერ მოემზადები?
ეს კი თუ განხორციელდა, მართლა კარგი იქნება.
და ისე მოვხვდი უნივერსიტეტში. მაგრამ არ იყო რაღაც დიდი საშინელება 10 საგნის ჩაბარება, რადგან სკოლაში გვასწავლიდნენ ყველაფერს და არავის სჭირდებობდა მომზადება და ა.შ.
რეფორმის აზრი იმაში დევს, რომ სკოლაში განათლების დონე ამაღლდება და ბავშვები მოუმზადებლად ჩააბარებენ უნივერსიტეტებში
ევროპაში ყველგან ასეა. საფრანგეთზე შემიძLია ვილაპარაკო პირადი მაგალითIდან. 10-ზე მეტი საგანი ჩავაბარე. ჩამოთვლა მეზარება
მოკლედ, თუ სკოლაში განათლების დონეს აწევენ და გაამკაცრებენ, ეს რეფორმა ძალიან მომწონს
სექსელოგიას არ ვეთანხმები, ასევე უბნის ინსპექტორების შეყვანა რომ დაიწყეს და მატი პოლიციური სისტემით რომ ბლატაობენ! რამოდენიმე სკოლაშია ჯერჯერობით როგორც ვიცი და მაალე ყველგან იქნება, მართალია სკოლის მოსწავლეების მხრიდან დანაშაული გაზრდილია მაგრამ აგრესიულ მოზარდს ძალადობით და დაშინებით ვერ ათქმევინებ უარს ცუდის გაკეთებაზე, უფრო აგრესიული გახდება და ეს დამტკიცებულია მსოფლიო დონის ფსიქოლოგების მიერაც!!! მაგათ სჯობს “სჯულის კანონი ” და რელიგიის ისტორია ასწავლონ გაძლიერებულად!ევროპის ბევრ დემოკრატიულ ქვეყანაში დაშვებულია და არანაირი სხვა სარწმუნოების უფლებების დარღვევა არ არის მაგრამ დაძალებით არ უნდა იყოს ! ასევე კარგია ფსიქოლოგების სწავლებაც გაძლიერდეს!
ბევრი ცუდია იმაში რომ ყველა საგნის გამოცდიდან რომ მოხდეს უნივერსიტეტში ჩაბარება , უფრო იმიტომ არის ცუდი რომ 10 კლასელი უკვე ვეღარ ისწავლის იმ საგანს რომელიც არ უსწავლია აქამდე რადგან უნივერსიტეტში ჩაბარწბისთვის არ ჭირდებოდა და ა,შ. კისე კი კარგი ინება იმ შემთხვევაში თუ 6 კლასის ქვევით ბავშვებს შეეხება
არ მესმის, სექსოლოგიას რას უწუნებ?
მე 2 წელია დავამთავრე და ეროვნულები არც ჩამიბარები

ზუსტად რომ ჩავაბარე მე-2 წელს ეროვნულები “გაიჩითა”
მაგრამ ამ ბავშვებს რას ერჩიან? თითონ ხო განათლბულნი მყვანან რა
ეხა ლადო რო ამბობ სექსოლოგია აუცილებელიიაო
ერთ რაღაცას გეტყვი მაშინ
წინაპრებმა ანუ შუა საუკუნის ხალხმა საიდან იცოდა სექსი? ეგ ინსტიკტია ადამიანური და ყველა თავისით ხვდება ყველაფერს. არასდროს არ დაჭირვებია კაცობრიობას ადრე ეგ სექსოლოგია და რარაც 21 საუკუნეში დაწირდება სადაც ტაბუ უკვე აღარაფერს ადევს
ადრე ტუ არ ტარდებოდა სექსოლოგიის გაკვეთილები, მაგიტო ვერ მრავლდებოდა ერი?
რავიცი რავიცი …
გიო არ სჯობს რაღაც ახალს მომზადებული დახვდე ვიდრე ეგ ახალი პროცესში გაიგო?
კი რაღაც ახალს პროცესშიც გაიგებ… მარა სულ რომ უცოდინარი დახვდები ეგ არაა კარგი, მე თუ მკითხავ…
მე იმას ვამბობ, რო სჯობს სკოლასში მიიღონ შესაბამისი განათლება ამ საკითხთან და კომპეტენტური პირისგან, ვიდრე ინტერნეტში სხვისი დაწერილი ან გადაღებული ვიდეოები ნახონ..
ვინმემ სექსი ან რამე რო დასერჩოს პირდაპირ პორნო საიტზე ან ფორუმზე მოხვდება აბანოში და ამ ორიდან ვინ რას ისწავლის კარგს : )))
ადრე იმიტომ არ ასწავლიდნენ, რო მაშინ ეს ტაბუდადებული თემა იყო და რაღაც : ))
ეხა სხვა დროა გიო : ))
რავი ისე 21 საუკუნე ცხოვრობს ხალხი და 14 15 წკლის ასაკში ბიჭი მიხვდება რა არის სექსი, შენც ეგრე იყავი და მეც ეგრე ვიყავი. არანაირი მასწავლებელი არ მყოლია მარა ყველაფერი შევიტყვე, ასე თუ ისე მაინც იგებ და რავი არამგონია სწორი რო იყო 10 წლის ბავსვ პენისზე რო ელაპარაკოს მასწავლებელი.
რავი მე ასე მიმაჩნია,
ისე კაი პოსტი იყო
მეც მინდა დავწერო მაგაზე
მხოლოდ ერთს ვიტყვიიი გავასწარიიი გადავრჩიიიიიიი
შოკში ვარ. კიარადა ეგ რა შუაშია. პრინციპში თავსია. ხოდა შოკში ვარ
აი დაგვერხა ყველას დაგვერხა ვერავინ ვეღარ ჩავაბრებთ ყველანი ჩავიჭრებით გარეთ დავრჩებით. დაგვერხაა… არ მესმის როგორ უნდა ჩავააბრო 10 საგანი . 3ს და 4ს ხო გადავფოლავდით და ეხლა კიდე 10 არა და ჟე ამას თუ ჩავაბრებთ ემრე გავდივართ ეროვნულებზე რა საინტერესოა.
არ ვიცი რა ვთქვა.
ისა
შოკში ვარ
რა ამბავია ათი საგანი
მაგრამ კარგია, სკოლაში უკეთესი სწავლა იქნება ჩემი აზრით
ისე სწრაფად იცვლება განათლების სფეროში ყველაფერი, ზოგჯერ ვიდრე ერთ ამბავს გავაანალიზებ, მეორე დაგვატყდება ხოლმე მეხივით. არ ვიცი ეს მოსალოდნელი ცვლილებები რას მოიტანს.პრინციპში ცდილობენ რომ სკოლამ დაკარგული ფუნქცია დაიბრუნოს, მაგრამ დაიბრუნებს? იმ ფონზე, როცა ძალიან ხანდაზმული პედაგოგები (მპატიოს ყველამ) ასწავლიან ისევ ძველი მეთოდებით, როცა ერთ კლასში 30 მოსწავლეა, როცა უფროსკლასელები სკოლაში თვეში ერთხელ ჩნდებიან…. ეს ძალიან ძნელია. ცვლილებები და დისციპლინის გამკაცრებაა საჭირო სკოლებში და კვალიფიციური კადრებით დაკომპლექტება.
ამას წინათ, ისევ პრეზიდენტის ინიციატივა იყო გამოსაშვები გამოცდები განსაზღვრავენ უმაღლესებში ჩაბარებასო და ამაზე სტატიას რომ ვამზადებდი, ბევრმა თქვა, ეს სკოლებში კორუფციას გაააჩენსო.
სამხედრო სწავლება მაფიქრებს ძალიან. რაღაც ძალიან “გავსამხედროვდით”. სავალდებულო სამხედრო სამსახური ხომ არსებობს? რაღა საჭიროა.
და სექსოლოგიას რაც შეეხება, არც ამას მივესალმები. რავიცი, ასეთ დროს მე სულ ლონგეს “დაფნისი და ქლოე” მახსენდება ხოლმე…
პ.ს. მადლობა პოსტისთვის. იდეა მომაწოდე შენ ფაქტობრივად, ამ თემაზე მეც დავწერ.
10 საგნის ჩაბარება გვიწევს სკოლაში , ატესტატი რომ ავიღოთ 15 ქულა უნდა დავაგროვოთ საერთო ჯამში და თუ ეროვნულზე გასვლა გინდა 25 და ზემოთ ….
აუ მე მიწევს ზუსტად 10 საგნის ჩაბარება და მე როგორც ვიცი გამოცდა სკოლაში არ ჩატარდება, არამედ რესურს ცენტრში თყ რაგაც ეგრე, სკოლაში არანაირად არ იქნება.
ყველაფერი ჩვენზე მოუნდათ რაა :@ სკოლაშიც ნიშნებს რაგაც საზიზგრულად წერენ, მეასედებამდე ამრგვალებენ და როცა საშუალო არითმეტიკულით 9.7 მრგვალდებოდა და გამოგდიოდა 10, ეხლა აღარო, ეხლა 9.7-ოსანი ვარ, და თუ პრეტენზია მინდა 10, ან მედალზე ხო აგარაფერს ვამბობ მაშინ მთელი წელი სულ 10ები უნდა მქონდეს მიგებული ყველაფერში. ამათ ჩვენ ვუნდერკინდები ხო არ ვგონივართ, არასებობს ყოველთვის ყველაფერი 10ანზე იცოდე… ეს მედლებიც რომ შემოიღეს, ვითომ რააა, ისეთი რაღაცეები მოითხოეს რომ ვერავინაც ვერ აიღებს :@ მე იმედი მაქ, რომ 2011 კიდე შეიცვლება
რა მეშველება ნეტა
რეფორმაც მომწონს, სამხედროც და სექსოლოგიაც
არ არი აუცილებელი ყველა საგანში მაგარი, რომ იყო. 15 ქულაა ატესტატისთვის და 25 ეროვნულზე გასასვლელად და 25 ქულის დონეზე ყველა საგანი უნდა იცოდე ჩემი აზრით. კარგი იქნება თუ განათლების დონეს აწევენ.
არ გინდათ, ჩემით გავალ
ბოლო მომეწონა : )))))))
რა მოგეწონა?
მოიცა კაცო შენ დილის 9 საათზე დაწერე ეგ პოსტი? დილის 9 საათზე გეღვიძა?
ხო, მაღლივში მივდიოდი და … წასვლის წინ .. შემოვიჭყიტე : ))
რა და ჩემით გავალოო : ))
ვაი რომ ზუსტად 2011წელს ვამთავრებ სკოლას
მთალდ ესეც არაა რო 10ს ვაბარებდე ეროვნულზე,ამ თემზემეც მაქ პოსტი და იქ მიწერია როგორაა სინამდვილეში,რავი ჩვენმა დირექტორმა ეგრე თქვა და ალბათ ეგრეა (როგორც მე მიწერია) რაღაც გაუგებრად ვთქვი ეხლა აშკარად
კომენტარებში ითქვა უკვე რო 10 საგანს სკოლაში აბარებენ რო გამოცდაზე გავიდნენ : )
ძალიამ მომეწონა ეს სტატია და იმიტომ გადავწყვიტე დამეპოსტა, სამწუხაროდ ამ ათი საგნის რეფორმა მეც მეხება, რაც საშინელებაა ყველა ჩემი თანატოლისათვის. როცა ბოლო წლები ორიენტირებული ხარ იმ საგნებზე რომელიც შემდგომში დაგჭირდება თუგინდა ჩასაბარებლად და თუ გინდა პროფესიული წინსვლისთვის და ამ დროს გიცხადებენ რო შენ 1 წელში უნდა მოასწრო და ის მინიმალური ზღვარი მაინც უნდა გადალახო 10 საგანში ეს საშინელებაა და ძაან მიკვირს როცა ამ თემაზე ტელევიზიებით ძალიან ნეიტრალურ სიუჯეტებს აკეტებენ როდესაც ამდენი რადიკალურად განსხვებული აზრის მქონდე და ამ ინიციატივის მოწინააღმდეგე ადამიანი არსებობს.
მაგრამ ასევე მინდა დავამატო რომ იდეაში არ არის ცუდი რეფორმა, უბრალოდ ამას სჭირდება 3-4 წლის მუშაობა სამინისტროს მხრიდან და ასევე ბავშვების მხრიდანაც. რადგან ჩემი თაობა ნამდვილად არ აქცევდა ყურადღებას სხვა საგნებს, მარა ვპიქრობ რომ ადამიანის ზოგადი ანათლებისთვის მაინც საჭიროა.
ჩვენი მთავრობა დროა მიხვდეს რომ ნაუცბადებ, დაუფიქრებელ რეფორმას არცეთ საკითხში კაი შედეგი არ მიჰყოლია.
ვაიმე ხალხნოოო… რამ დაკაპანიკათ ესე…. 11კლასში ვარ და ყველაზე მაგრამ მე უნდა ვიყო გაჭედილში…. 15%იანი ბარიერიც თუ ვერ გადავლახე გამოცდაზე მაშინ სკოლაში რაღას დავდივარ გამოვიდოდი და რამე ხელობას ვისწავლიდი…. ხო, თან 10 კი არა დამამთავრებელი 7საგანი ბარდება და დანარჩენი სამი ეროვნულში შედის…. ძალიან კარგია….
ანუკი 3-4 წელიც უნდა და მეტიც და იმიტოაა ჯერ 15%ბარიერი და ესეთი გამარტივებული…. მერე გაძნელებენ რაღაცეებს დაამატებეგ ამოაკლებენ და მისცემენ საბოლოო სახეს…. ეგრე ხდება საერთოდ რაიმე გფეგმის შემუშავება და დახვეწა…. აბა მარტო თეორიით ვერაფერს გააკეთებს ვერც სამინისტრო და ვერც ქმარი….
vaimee ar minda zafxuli..momiwevs 10 sagnis chabareba… ra sisulelea chavichrebit da rame
100 kitxva iqneba da 15-s mainc unda gavcet. guli gamiskda ro wavikitxe magram saswavlo nawili maswavlis da iman ro mitxra davmshviddii
:D takshto sklis moswavleeboo nu geshiniat mec meshinia
ჩემი აზრით ბავშვებმა უნდა მოვითხოვოთ ყველაფერი დაზუსტდეს სანამ ეს არჩევნებია და ყველაფერი ზუსტად გავიგოთ მე როგორც ვიცი არა ქულა არამედ ჩათვლა იწერება მარტო ამ წელს ასე რომ ჩემი აზრით უმთავრესია გავიგოთ ზუსტი და დასაბუტებული პასუხი ამ გამოცდებთან დაკავშირებით რადგან მე როგორც ვაკვირდები შაშკინი ერთ არხზე ერთს ლაპარაკობა მეორეზე მეორეს და სააკაშვილი სულ სხვას ამბობს.ამ მომენტისთვის ჯობია გავიგოთ ზუსტად როგორი იქნება ეს 10 გამოცდა
amas qvia sruli da pirdapiri mnishvnelobiT damen*ra (pirvelive wels miwevs)
მე ვეტანხმები 10 საგანს…
ძალიან კარგია, რადგან გავიგებთ ჩვენი ცოდნის დონეს
AR VART MINISTRO 10 GAMOCISVIS MZAD,ARA……..GAGVICIET ANGARISHI(((((((((((((((( ERTI CLIT ADRE MAINC GVCODNDA…..UMAGLES SASACAVLEBELSHI CHARICXVAZE VIPIKRO TU ATESTATIS MIGEBAZE………..RA UBEDUREBAA…….RAC MOUXUSHTUREBT IMAS AKETEBEN…………………………….
SAAKASHVILMA TKVA UMARTIVESI IKNEBA SAATESTATO GAMOCEBIO,MAGRAM ROM GADAVXEDE AM GAMOCDEBIS MASALAS,RAC UNDA CHAVABAROT IGIVEA RAC EROVNULIS MASALA>>>>ESAA MARTIVI……RAZE PIKROBT AMXELA XALXI
ძალიან ძალიან მიხარია რომ კომუნისტური მმართველობით დაჩლუნგებულებმა მოვახერხეთ და არ ჩამოვრჩით მსოფლიოს, სტუდენტებს სწავლის სურვილი აქვთ და შრომის, ასევე წესრიგის მოწოდებაც ნელ-ნელა ყალიბდება. მიხარია ძალიან, ეს რომ არა განწირულები ვიყავით, სკოლი და უნივერსტეტის კედლებზე ფეხის კვალი ეხლაც იქნებოდა და წესრიგს ვერც მივეჩვეოდით, შედეგად კი ქართველი ერი პაპუასებად ვიქცეოდით და ჩვენივე ისტორიით ვიამაყებდით მხოლოდ.
უფრო და უფრო მეტი გვმართებს, უფრო მეტი განათლება, ცოდნა და მონდომება, შრომა, დისციპლინა, მოწესრიგებულობა და რაც მთავარია ევროპულს რომ ეძახიან ისეთი ცხოვრების შერგება
ვერ გავიგე 2011 წელს უკვე სკოლადამთავრებული(ვინც დაამთავრა, მაგრამ ვერ ჩააბარა წინა წელს) აბიტურიენტები ჩვეულებრივად 4 გამოცდას არ ჩააბარებენ ეროვნულებზე? 10 ჩვენ ხო არ გვეხება?
მხოლოდ იმას ვიტყვი, რომ სექსოლოგია მარტო სექსის სწავლას არ ნისნავს. მე წინააღმდეგი ვარ ამ საგნის შემორების, არა იმიტომ რომ საჭირო არ არის, პირიქით. არამედ იმიტომ რომ შესაბამისი პედაგოგები არ გვყავს.