ის, რომ გასული რამდენიმე დღე და კვირა ქართული ბლოგოსფეროს განვითარებისთვის ძალზედ მნიშვნელოვანი იყო, ეს ბევრმა შენიშნა. 12-13 ოქტომბერს “მთაწმინდის პარკი” ახალი მედიის წარმომადგენლებს – ბლოგერებს, ჟურნალისტებს და უბრალოდ სიტყვის თავისუფლების გამოხატვის მოყვარულებს მასპინძლობდა. პარკი ღონისძიებაზე ასეულობით ქართველ თუ უცხოელ სტუმარს მასპინძლობდა.
- რისთვის იყო ეს ყველაფერი საჭირო?
- როგორ ჩაიარა ყველაფერმა?
- რატომ უნდა გვქონდეს ბლოგი, თუნდაც პირადი?
- რა არის ზოგადად ბლოგი და როგორ გავხადოთ იგი პოპულარული?
- საიდან სჯობს დავიწყოთ ბლოგის გაკეთება?
- რა არის დროის მოკვლის საუკეთესო საშუალება?
- როგორ შევქმნათ პოდკასტი და საერთოდაც, რა არის იგი?
ამ და სხვა საინტერესო თემებზე ჩატარდა კონფერენციები, პრეზენტაციები ქართველი და უცხელი ექსპერტების მიერ და იწერებოდა უამრავი ინტერვიუ. (პრეზენტაციები, რომელიც ქართველებმა ბლოგერებმა მოამზადეს, სავარაუდოდ დაიდება ახალი მედიის ფორუმზე, ან მათ პირად ბლოგებზე: – Sweet, Dodka, Rocko )

New Media Forum
მიუხედავად ჩამოსული უცხოელი ექსპერტებისა, რომლებიც პარალელლურად ატარებდნენ სემინარებს, ქართველი ბლოგერების პრეზენტაციებზე სავსე იყო აუდიტორია. პირადად ჩემთვის ყველაზე საინტერესო იყო ნოდარ დავითურის (a.k.a. Rocko) პრეზენტაცია – “როგორ შევუყვარდეთ საძიებო სისტემებს?”. სხვა დანარჩენ პრეზენტაციებში ახალი ვერაფერი შევიტყვე, ერთი მარტივი მიზეზის გამო, რომ ეს ყველაფერი აქამდე ვიცოდი
თუ კი შენ ბლოგის გაკეთების სურვილი გაქვს და არ იცი როგორ, მაშინ შენ სამწუხაროდ უამრავი სასარგებლო ინფორმაცია დაკარგე
ზოგადად წინა ორი დღის განრიგი ასე გამოიყურებოდა – 12 ოქტომბერი და 13 ოქტომბერი.
მიუხედავად ყოველივე კარგისა არის კრიტკაც, კერძოდ რა კრიტიკა?
ეს პირადად ჩემი აზრია და შეკრებაზე ამ თემაზე საუბრისას გაირკვა, რომ თურმე მარტო მე არ ვფიქრობდი ასე. ორგანიზება შეიძლებოდა უკეთაც გაკეთებულიყო და დახვეწილიყო შემდეგი რაღაცეები:
- შეხვედრის ადგილი
- შეხვედრის დრო
- დღის პროგრამა
შეხვედრის ადგილი
ეს, დიდად მნიშვნელოვანი არ იყო, როგორც დრო და დღის პროგრამა, თუმცაღა “მთაწმინდის პარკი” მსგავსი ღონისძიებისთვის რატომღაც არაშესაფერის ადგილად მიმაჩნია, იქამდე სავალი გზის დაუსრულებლობისა და “ღია ცისქვეშობის”-თვის. გაგვიმართლა, რომ არ იწვიმა და კარგი ამინდები დაგხვდა, თორემ წარმოდგენაც არ მინდა, რა აურზაური იქნებოდა მანდ ამის გამო.
ვფიქრობ, შესაძლებელი იყო ამის გაკეთება თბილისის ცენტრში, ან თუნდაც სულ არ ყოფილიყო ეს ცენტრი, და ყოფილიყო რომელიმე დახურული შენობა, სადაც არც სტუმარს დააგვიანდებოდა და არც პროექტის მონაწილეს.
შეხვედრის დრო
ალბათ ყველაზე მნიშვნელოვანი სწორედ ეს საკითხი იყო. პროგრამა დაგეგმილი იქნა ორშაბათ და სამშაბათ დღეს დილის 9-დან საღამოს 6 საათამდე. პრობლემას ვერ ხედავთ? მაშინ მე გეტყვით, რომ ბლოგერების უმეტესი ნაწილი, ან სწავლობს ან მუშაობს, როგორც სხვა ნორმალური ადამიანი თავისი ასაკიდან გამომდინარე. ბევრმა ამის გამო სამსახური გააცდინა, და ზოგმაც გამოცდა.
ამის დაგეგმვა შავათ-კვირას რომ მომხდარიყო, ისიც საღამოს საათებში, ყველანი კმაყოფილნი ვიქნებოდით. ჩვენ, დილას სახლშI გადარბენაზე რომ არ ვიქნებოდით, ჩვენი ლექტორები და სამსახურის ოფროსები, რომ სასწავლო/სამუშაო პროცესზე არ გამოვცხადდით და ალბათ სხვაც რაიმით დაკმაყოფილდებოდა
დღის პროგრამა/განრიგი
როდესაც უცხოელი ექსპერტი ცემს პატივს ქართველს და ჩამოდის “ამ სიშორიდან”, იმის გულისთვის, რომ 1-2 საათიანი ლექცია წაუკითხოს დამწყებ ჟურნალისტებსა თუ ბლოგერებს, ამით ერთგვარად “იჩაქგრებიან” ქართველი მონაწილეები. (თუმცა ჩემდა გასაკვირად ასეთი რამ არ მოხდა). ყველას ეგონა, რომ ერთდროულად ქართველი და უცხოელი ექსპერტის გამოსვლისას სჯობს უცხოელის პრეზენტაციას დაესწროს, რადგან თვლიდა, რომ უფრო მეტ ინფრომაციიას მიიღებდა და ლექციაც ბევრად საინტერესო იქნებოდა. ამით თითქოს მეორე ხარისხოვანი გახდა “ჩვენების” გამოსვლა.
პირადად მე მინდოდა, რომ ყველა პრეზენტაციას დავსწრებოდი, თუმცა 3-ად და 4-ად ვერ გავიხლიჩებოდი. ამიტომაც უმჯობესი იქნებოდა, თუ კი მიყოლებით იქნებოდა ყველას პრეზენტაცია და თუნდაც ეს 2 შაბათ კვირაზე გაწელილიყო.
კრიტიკას ამით მოვრჩები
იმედი მაქვს ფონდ “ღია საზოგადოების” წევრები ამ პოსტს წაიკითხავენ და კრიტიკას შესაბამისდ აღიქვავენ და მომავლისთვის გაითვალისწინებენ, თუმცა მგონია რომ ამას ისინი თვითონვე მიხვდნენ უკვე
blogroll.ge და მისი პრეზენტაცია
ტექნიკური მიზეზების გამო, კერძოდ კი, იმის გამო, რომ პროექტორით გაშუქებული პრეზენტაცია ეკრანზე მზის სხივებით იფარებოდა, საღამოს გადაიტანეს, რომელიც დილას იყო დაგეგმილი (ესეც კიდევ შედეგი, თუ რატომ სჯობდა ან არ სჯობდა ამის ასე გაკეთება).
ეს იყო ყველაზე სახალისო პრეზენტაცია ამ ორი დღის მანძილზე, იყო ყველანარი თავისუფლება და დაძაბულობის არ ქონა (თუმცა შესაძლოა მონაწილეები აქამდეც კი არ ღელავდნენ).
პრეზენტაციაზე წარმოდგენილი იქნა, blogroll.ge-ს მნიშვნელობა ქართველი ბლოგერებისთვის და სხვა საინტერესო თემები, თუმცაღა ყველაზე საინტერესო მაინც ალბათ დროის მოკვლის ფუნქცია, იგივე Random Post აღმოჩნდა, რომლითაც თვით პოსტის ავტორებიც ხალისდებოდნენ, რო “უი, ესეთი რამე მწერებია ბლოგზე, თურმე და არ მახსოვდა
“. ეს ფუქნცია მთელი ქართული ბლოგოსფეროდან (კერძოდ კი იმ ბლოგებიდან, რომლებიც დარეგისრრირებულნი არიან ამ სერვისში) იღებს შემთხვევით ერთ პოსტს.
ამ პრეზენტაციაზე პოსტის სახით საუბარს დიდი მნიშვნელობა არ ააქვს, იმედია Rocko გამოაქვეყნებს ამ პრეზენტაციასაც და თვქენ თვიტონვე შეგიძლია იხილოთ იგი.
თუმცაღა პრეზენტაციის გამოქვეყნების ლოდინს, სჯობს თვითონ შეხვიდეთ blogroll.ge-ზე, გაიაროთ რეგისტრაცია, დაამატოთ ბლოგი და უბრალოდ გახდეთ ჩვენი ქომუნითის წევრი
. ეს კი ჩემი ბლოგის გვერდი blogroll.ge-ზე.
“ბლოგროლი” მალე ახალ სერვისებს და ფუნქციებს შემოგვთავაზებს, რომელზედაც უკვე იქნა საუბარი პრეზენტაციაზე.
და ბოლოს…
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო ფონდ “ღია საზოგადოებას” და ომედია სტუდიას ასეთი კარგი პროექტისათვის და დაგეგმილი ღონისძიებისთვის
.
რას წერენ სხვა ბლოგერები ამის შესახებ?
- დოდკას პოსტი ახალი მედიის შესახებ
- თინის პოსტი ახალი მედიის შესახებ
- თაზოს პოსტი (ვფიქრობ ყველაზე მეტად მასზე იმოქმედა ამ ღონისძიებამ
) - ყვავას პოსტი ახალი მედიის შესახებ
- საბუნიას პოსტი ახალი მედიის შესახებ
იმედი მაქვს სხვა ბლოგერების დაწერენ მალე ამის შესახებ, და რაც მთავარია ეს იქნებიან “ახალი” ბლოგერები, რომლებიც იმ ღონისძიებიდან სახლში მისულნი პირდაპირ ბლოგებს არეგისტრირებენ უფასო სერვისებზე
ღონისძიებაზე ფოტო-მასალასაც იღებდნენ ბლოგერები და იმედია მათაც თავიანთ პოსტში გამოაქვეყნებენ. მე კიდე ვგონებ ძალიან გამიგრძელდა პოსტი, რაც არ უნდა მომხდარიყო, თუმცა სათქმელი კიდევ ბევრი დამრჩა, უბრალოდ მეტს აღარ მოგაცდენთ :2kiss:
ისე, რაიმე ტეგი რომ მოეფიქრებინათ და ყველა ბლოგერს გამოეყენებინა, ბლოგროლ-ზე ის ტეგი გადიდდებოდა და ყვლა პოსტს უფრო ადვილად აღმოვაჩენდით.
აწი ასეთ რაღაცეებზე ტვიტერის და ბლოგის ტეგები აუცილებლად გამოვიყენოთ ხოლმე…
გახსენი დისკუსიაში თემა და გამოთქვას ხალხმა სურვილი და იდეები
ფოტო მასალა ვერცერთ ბლოგში ვერ ვნახე …
აი აქ ნახე ფოტოები http://zurriuss.wordpress.com/2009/10/14/%E1%83%90%E1%83%AE%E1%83%90%E1%83%9A%E1%83%98-%E1%83%9B%E1%83%94%E1%83%93%E1%83%98%E1%83%98%E1%83%A1-%E1%83%A4%E1%83%9D%E1%83%A0%E1%83%A3%E1%83%9B%E1%83%98-new-media-forum-2009/ ….. ჟოშკავენ ფოტოებს
მართალია არ ვყოფილვარ, მაგრამ იმედია ცოდნას გაგვიზიარებთ
ახალ ბლოგ სამყაროს რაც შეხება კარგის მეტს ვერაფერს იტყვის კაცი