მოკლედ, როგორც იქნა მოვიცალე და მივხედე ჩემს ერთ-ერთ პლაგინს, რომელიც საშუალებას გაძლევთ myvideo.ge-დან ვიდეოების მარტივად ჩასმას თქვენი ვორდპრესის ბლოგის პოსტებსა და გვერდებში. ამ პლაგინის შესახებ დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ გაიგოთ მის შესაბამის გვერდზე – Myvideo.Ge Plugin.

Myvideo.Ge Plugin for WordPress1.5 ვერსიაში დამატებულია ვიდეო ფლეიერის 100% გაწელვის საშუალება, ანუ პოსტში იგი გამოჩნდება კონტენტის სიგანეზე. ეს პარამეტრი შეგიძლიათ ხელით შეცვალოთ ზომის სურვილისამებრ.

გარდა ამისა ამ ვერსიაში დამატებულია Settings ლინკი პლაგინების ჩამონათვალში, საიდანაც მარტივად შეგიძლიათ პარამეტრების გვერდზე გადასვლა.

ახალი ვერსიის დაწერის აუცილობელობა საჭირო გახდა მას შემდეგ, რაც myvideo.ge-ს ადმინისტაციამ შეცვლა embed კოდი, სადაც ახლა ვიდეოების ID-ს ემატება .flv და .mp4 გაფართოებები.

პლაგინის განახლება შეგიძლია ჩაშენებული (built-in) პლაგინების ინსტალერით. შედით პლაგინების ჩამონათვალის გვერდზე, WP Admin – > Plugins და მოძებნეთ Myvideo.Ge Plugin

upgrade automaticallyდააჭირეთ ბმულს upgrade automatically.

return to plugins pageგანახლების შემდეგ დაბრუნდით პლაგინების გვერდზე და იხილეთ პლაგინის განახლებული ვერსია.

myvideo.ge plugin for wordpress 1.5 version

თუ თქვენ, აქამდე არ გქონდათ დაყენებული ეს პლაგინი, მაშინ შედით პლაგინების დაყენების გვერდზე WP Admin -> Plugins -> Add New, დასერჩეთ Myvideo.Ge Plugin და დააყენეთ იგი.

ტექნიკური დახმარებისთვის მადლობას ვუხდი, ITDC-ს დეველოპერს, გურო ხუნდაძეს.

მოკლედ დატესტეთ და გამოიყენეთ ეს პლაგინი : ) თუ კი რაიმე შეცდომას აღმოაჩენთ, გთხოვთ დაუყონებლივ შემატყობინოთ კომენტარის სახით : )