რა არის MyPhoneExplorer და როგორ გამოვიყენოთ იგი?

22 იანვარი, 2010 · 22:12 @ Landish  -  10 კომენტარი

Share

ძალიან ბევრი მსაყვედურობს იმას, რომ არ ვიცი მესიჯზე პასუხის მიწერა. იმის გამო, რომ კომპიუტერთან ჯდომის დროს მეზარებოდა ტელეფონის ხელში აღება და რამდენიმე სიტყვის მიწერა, ამან არაერთ ნაცნობთან კონფლიქტი შემიქმნა, რომელიც საბედნიეროდ კარგად დასრულდა. მსგავსი რამ რომ აღარ მომხდარიყო, დავიწყე გამოსავლის ძიება, საბოლოოდ ერთ გადაწყვეტილებას მივადექი, ეს არის  MyPhoneExplorer.

MyPhoneExplorer მესიჯების გაგზავნა

MyPhoneExplorer მესიჯების გაგზავნა

რა არის MyPhoneExplorer?

ეს არის პროგრამა, რომლის საშუალებითაც ადვილად ხდება კომპიუტერიდან თქვენი მობილურის მართვა. მას შეუძლია:

  • მესიჯების გაგზავნა
  • კონტაქტების დამატება/რედაქტირება/წაშლა
  • ფაილების იმპორტი/ექსპორტი
  • კალენდრის და სხვადასხვა ტაკსების შევსება
  • და სხვადასხვა საჭირო პარამეტრების შეცვლა

პროგრამა ყენდება Windows-ის ოპერაციულ სისტემაზე და მისი გამოყენება სრულიად უფასოა. რაც მთავარია იგი მუშაობს ყველა ცნობილი ბრენდის მობილურ ტელეფონებთან. პროგრამას ასევე გააჩნია რამდენიმე ენოვანი ინტერფეისი.

რატომ უნდა გამოვიყენოთ ეს პროგრამა?

MyPhoneExplorer ტემპერატურის შემოწმება და სხვა საჭირო ინფორმაცია

MyPhoneExplorer ტემპერატურის შემოწმება და სხვა საჭირო ინფორმაცია

პროგრამის გამოყენება-არ გამოყენების საკითხს თავიდან ბოლომდე თქვენ გაბარებთ. უბრალოდ ზემოხსენებული მაგალითის გამო შესაძლოა თქვენც მოგინდეთ მისი გამოყენება, რადგან მსგავს სიტუაციაში ალბათ თქვენც ყოფილხართ. ხოლო ის თუ როგორ გამოვიყენოთ, ამას ქვემოთ დავწერ.

როგორ გამოვიყენოთ MyPhoneExplorer?

პროგრამის გამოყენება მისი ინტერფეისი გამო ძალიან მარტივია. იმისთვის რომ თქვენ შეძლოთ ამ პროგრამის ფუნქციონალურად ამუშავება დაგჭირდებათ შემდეგი:

  • პერსონალური კომპიუტერი, ან ლეპტოპი
  • მობილური, როგორც მინიმუმ მეორე თაობა (2G)
  • თვით ეს პროგრამა – გადმოწერეთ
  • USB კაბელი
  • და თქვენი ტელეფონის დრაივერი

თუ თქვენ კომპიუტერში არ გაქვთ დაყენებული დრაივერი, იგი შესაძლოა მობილურის ყუთში იდოს, ან თუ ტელეფონი მოპარული გაქვთ, მაშინ მისი დრაივერის გადმოწერა შეგიძლიათ ამ საიტიდან – http://nodevice.com/

MyPhoneExplorer კალენდარისა და ტასკების მართვა

MyPhoneExplorer კალენდარისა და ტასკების მართვა

მას შემდეგ რაც ყველა ზემოხსენებული ხელსაწყო ხელთ გექნებათ, მიჰყევით ამ ინსტრუქციებს.

  • დააყენეთ ტელეფონის დრაივერი
  • დააყენეთ გადმოწერილი პროგრამა MyPhoneExplorer
  • შეუერთეთ USB კაბელით თქვენი მობილური კომპიუტერს
  • დატკბით არსებული პროგრამით და გაიადვილეთ ცხოვრება

პირველი ჩართვისას პროგრამა მოგთხოვთ პროფილის შექმნას, რაც ძალიან მარტივია, თქვენ უბრალოდ წერთ სასურველ სახელს და მიუთითებთ მას შეერთების დროს (File > Connect.)

პროგრამა ასევე საშუალებას გვაძლევს თვალი ვადევნოთ ისეთ მონაცემებს, როგორიცაა, SIM ბარათზე არსებული კონტაქტებისა და ცარიელი ადგილის რაოდენობა, ტელეფონის ტემპერატურა, მისი განახლების ვერსია (“პრაშივკა”) და სხვა.

ამ პროგრამის აღმოჩენის დღიდან სისტემატიურად ვიყენებ, რაც ცხოვრებას ნამდვილად მიადვილებს, ახლა მესიჯების წერა კლავიატურიდან შემიძლია და მათი კითხვა კომპიუტერის ეკრანზე. ასე რომ დამიმესიჯეთ ხოლმე და გპირდებით რომ პასუხის მოწერა არ დამეზარება ხოლმე :D .

პ.ს. იმისთვის, რომ დაგიმესიჯოთ საჭიროა მქონდეს მობილურზე შევსებული ბალანსი, რაც გარკვეული თანხასთან არის დაკავშირებული. მე კი ამ გარკვეული თანხის მოპოვებას მხოლოდ იმ შემთხვევაში შევძლებ, თუ კი გვერდზე და პოსტის ქვემოთ არსებულ ტექსტურს რეკლამაზე მხოლოდ ერთხელ დააკლიკავთ, წინასწარ დიდი მადლობა :)

ტეგები: , ,

10 კომენტარი → “რა არის MyPhoneExplorer და როგორ გამოვიყენოთ იგი?”


  1. გვანცა #

    1 month ago

    არ ვაპირებ შენთვის დამესიჯებას მარა მაინც დავაკლიკე..:))

    პასუხი

  2. KaTe #

    1 month ago

    რასაც არ უნდა ვუკეთებდე პროგრამას ერორს მიგდებს და თიშავს :| (???)

    პასუხი

  3. Dv0rsky #

    1 month ago

    Warum auf Deutsch? :)

    პასუხი

    • Landish #

      1 month ago

      ეხა მაგდენი გერმანული არ მახსოვს, თორე გეტყოდი პასუხს :D
      პროსტა საიტზე ეგ სქრინები იდო და ჩემით გადაღება დამეზარა და :D http://www.fjsoft.at/en/gallery-myphoneexplorer.php

      პასუხი

  4. ნინი #

    1 month ago

    მოპარული მაქვს ტელეფონი :უსერ:

    პასუხი

  5. Emotions.ge Vax #

    1 month ago

    ჩინურ ნაგავზე არ წავა ეგ პროგრამა ნეტა ? :D

    პასუხი
  6. 4 Gზე მიდის? აი შავთეთრები როა =))

    პასუხი

  7. მიშა #

    1 month ago

    მე ამისთვის mobiledit მქონდა თუ რაღაც მაგდაგვარი მაგრამ ამასაც ვცდი იქნებ უკეთესია. იმედია bluetooth_ის მეშვეობით რაგაც გამოვა :D

    პასუხი

კომენტარის დამატება