ადამიანი მისი მეორე ნახევრის საძებრად და საინტერესო ადამიანის გასაცნობად სხვადასხვა ხერხს მიმართავს. ზოგი პირველივე შემხვედრს გამოესაუბრება, ზოგი დაინტერესებული პირის საერთო ნაცნობს სთხოვს მის განოცბას, მათ კი ვისაც ყველაზე ნაკლებად გაუმართლა ან ერთგვარი ანონიმურობის დაცვა სურს, გაზეთებს მიმართეს, კერძოდ კი იმ ჟურნალ-გაზეთებს, რომლებსაც პაემნების განყოფილება აქვთ.

mxiaruli-paemani

მხიარული პაემანი #1

სწორედ ასეთი ერთ-ერთი გაზეთი მეჭირა ხელში გუშინ და მაგ განყოფილებას წავაწყდი, უსაქმურობისგან რომ არ მოვკვდარიყავი, ყველა განცხადება წავიკითხე და საკმაოდაც ვიხალისე. ამის შემდეგ გადავწყვიტე ბლოგზე ახალი რუბრიკა “მხიარული პაემანი” დამემატებინა, რომელიც სახალისო და საინტერესო განცხადებების კრებული იქნებოდა და იგივე ყოველკვირეულად განახლდებოდა.

მაშ ასე წარმოგიდგენთ ამ რუბრიკის პირველ ნომერს :)

სიის სახით იხილავთ იმ განცხადებების ორიგინალურ ვარიანტებს, რომლებმაც ჩემი ყურადღება მიიწვია, ხოლო ტირის შემდეგ ვეცდები ჩემი კომენტარი დავურთო.

გავიცნობ ქალს შეხვედრებისათვის

    • შემეხმიანოს სიმპათიური ქალი 30-40 წლამდე ასაკის. სასურველია ჰქონდეს მუსიკალური განათლება ან კარგად მღეროდეს. იყოს მუსიკალური – ოპერაში ვაკანსიები ყოფილა :D
    • სამეგობროდ და შეხვედრებისთვის გავიცნობ ქალს. ვარ თბილისელი, განათლებული, ნორმალური ადამიანი. (ვინც მხოლოდ გათხოვებაზე ვიფქრობთ, გთხოვთ ნუ მომწერთ) – მეორე ცოლის მოყვანა ჯერ არ მსურს :D
    • მსურს გავიცნო 11-12 წლის ლამაზი გოგონა. სასურველია იყოს თბილისელი. ვარ 12 წლის.  – საბავშო ბაღში მჩაგრავენ და მინდა ვინმემ ატმასკა ამიღოს :D
    • ვეხმაურები ამა და ამ ნომრის ამა და ამ მესიჯის ავტორს, ბედნიერ ქალად გაქცევ – ოჰ, აბა შენ იცი :D
    • ავუსრულებ ნებისმიერი ასაკის ქალს ნებისმიერი ინტიმურ სურვილს. დამირეკეთ, თუ გამორთული დაგხვდათ, დამიმესიჯეთ და გადმოგირეკავთ – ამაზე “კაცი გამოძახბით 3″-ის გადაღებაც შეიძლება :D ე.ი. თუ გამორთული დახვდა, უეჭველი შეკვეთაა მოსული კუნილინგუსზე და ვერ დაგელაპარაკებათ :D
    • გამარჯობა ყველას. მარწყვის ტუჩებიანმა და ლამაზმა გოგონებმა და მარტო თბილისელებმა დამიმესიჯეთ. – შედი ბიძია ოდნოებში და ყოველ მეორეს მანდ მარწყვის ტუჩებიანი ფოტო უდევს :D
    • ვარ 45 წლის უცოლო და უშვილო და მოწყენილი ობლად დავეხეტები თბილისის ქუჩებში. გაცნობის მსურველმა ქალმა დამიმესიჯოს. – მომწყინდა მარტო ხეტიალი :user:
    • წვიმასავით შხაპუნა, წყაროსავით კამკამა, შაქარივით კნაწუნა, ქალებს ელის ლადუნა – ეს მე არ გამიგზავნია ბოშყო :lol:
    • ვარ 38 წლის, ერუდირებული, თავაზიანი, ნორმალური გარეგნობის თბილისელი მამაკაცი. გავიცნობ სიმპათიურ, თბილისელ ქალს. არ დავმალავ, ვარ დაოჯახებული, გთხოვთ ნუ გამკიცხავთ, შეცდომების ყველას მოგვსვლია. ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების მიზნით ნუ გამომეხმაურებით – უთე გენათალე :2kiss:
    • ფარული, არახშირი შეხვედრებისთვის გავიცნობ 45 წლამდე, ჩემსავით ოჯახიან ქალს, რომელსაც სიყვარული აკლია. შეხვედრებისთვის მაქვს მოსახერხებელი ადგილი. – იპოდრომი რულზ :lol:

      გავიცნობ ქალს ოჯახის შესაქმნელად

        • ვარ 29 წლის მუსლიმანი, ზრდილობიანი, ოჯახის შემქსნის მიზნით გავიცნობ 1984 წელს დაბადებულს ან 1988 წელს დაბადებულ გოგოს. – 70-იანებში დაბადებულები ნუ გამომეხმაურებით :D
        • გავიცნობ 1984 წელს დაბადებულ გოგოს. ოჯახის შემქნის მიზნით. 15 სექტემბრის შემდეგ მომწერეთ – მანამდე ცოლს გავშორდები და … :D
        • ვარ 70-ს გადაცილებული კაცი. უცოლო, ვცხოვრობ ლამაზ სოფელში. ოჯახური პირობების გამო უდედოდ გავზარდე ორი ბავშვი. გოგო 4 წლის, ბიჭი 5 წლის. ორივეს უმაღლესი დავამთავრებინე. გოგო ექიმია, ჰყავს ორი შვილი, ცხოვრობს თბილისში, ბიჭი, ავთო, ინჟინერია, ჰყავს ორი შვილი. ამჟამად კომანდოსშია. მაქვს 3 სართულიანი ბინა, ეზო, ბოსტანი, ხეხილი, მყავს მანქანა. ცოლი არ მოვიყვანე. ბავშვები არ დავჩაგრე. ისინი გაფრინდნენ. მე დავრჩი უპადრონოდ. მსურველი, მიუხედავად წლოვანებისა, გამომეხმაუროს. – ამ კაცს თავისი პირველი სექსის შესახებაც უნდა დაეწერა, მარა 156 სიმბოლოში არ ჩაეტია და :D
        • ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ გოგოს. ვარ 25 წლის, ვცხოვრობ ქუთაისში, ვმუშაობ ოჯახში, მყავს ტრაქტორი და ავტომანქანა ოპელი. მინდა მქონდეს ბედნიერი ოჯახი. – გპირდებით შაბათ-კვირას ტრაქტორზე კატაობას :D

          გავიცნობ მამაკაცს ოჯახის შესაქმნელად

            • ოჯახის შექმნის მიზნით ვეხმარეუბი ამა და ამ ნომრის ავტორს, პროფესიონალ ბუღალტერს. მყავს დაქალი, თქვენი კოლეგა, თქვენი ასაკის, ფიზიკურად და სულიერად მშვენიერი. დაეკონტაქტეთ. – დაეკონტაქტეთ და ეგებ  მასაც ასწავლოთ საგადასახადოებისთვის ფულის დამალვის ხრიკები :D
            • ვარ 19 წლის განათხოვარი, შვილიანი გოგო. რომელსაც არ უნდა წააწყდეს ბნელ გზებს. შექმნას და პატიოსნად აღზარდოს შვილები. თუნდაც სხვისი შვილი. – ამ გოგომ სად მოასწრო ამ ასაკში ამდენი რამ, ჩემამდე არ მოდის …

              გავიცნობ მამაკაცს შეხვედრებისთვის

                • სამაგობროდ გავიცნობ ფინანსურად ძლიერ მამაკაცს, რომელიც დამეხმარება პლასტიკური ოპერაციის გაკეთებაში. ვარ მაღალი, გამხდარი, თბილი და განათლებული. 38 წლის ანი. – ამ ანის ყველაფერი კარგი აქვს, მხოლოდ მკერდი აკომპლექსებს და დაეხმარეთ მას სილიკონის ჩასმაში :blush:
                • ვარ 31/175/65 განათხოვარი, თეთრი, ცისფერთვალება, თავშენახული, მიმზიდველი და სექსუალური გოგო. ფარული შეხვედრებისთვის გავიცნობ თბილისელ 25-55 წლამდე ისეთ მამაკაცს, ვინც დამეხმარება და ჩემს ნათესავ ბიჭს, თავისთან ან სადმე დაასაქმებს (იურისტია, შეუძლია ბიზნესის სფეროში ან სხვა.) მიმანიშნეთ ტელეფონი – ამაზე რა კომენტარი უნდა გამეკეთებინა, მართლა არ ვიცოდი, მართლა :D
                • გავიცნობ დასაქმებულ და ზრდილობიან მამაკაცს. ჟმოტები ნუ შემეხმიანებიან. – :D

                  სხვადასხვა

                    • ვარ 35 წლის, საქორწინო ბიჭი, სამეგობროდ მინდა გავიცნო თბილისელი ბიჭები და გოგონები. უმჯობესია მარტო მცხოვრებნი. – ვაჰმე, ამ ბისექსუალებმა ცალეკეს ქვეყანა :D

                      კვირის მარგალიტი

                      წვიმასავით შხაპუნა, წყაროსავით კამკამა, შაქარივით კნაწუნა, ქალებს ელის ლადუნა

                      მოკლედ ამ კვირისთვის სულ ეს იყო, იმედია მოგეწონათ, იცინეთ და იხალისეთ, მე კი შემდეგში უფრო ბევრ და საინტერესო განცხადებებს გპირდებით :P