დავიწყებ იმით, რომ ამ რუბრიკის წერა სულ უფრო და უფრო დიდი დროის ინტერვალით მიწევს ხოლმე, თითქმის თვეში ერთხელ, ეს ყველაფერი კი მაშინ დაიწყო, როცა პირველი ნომერი გამოვუშვი ამ პოსტისა. მას შემდეგ იკლო “მხიარული” პაემნების შეტყობინებებმა გაზეთში და ყოველ ახალ ნომერში შედარებით მცირე რაოდენობა იბეჭდება ისეთი განცხადებებისა, რომლებმაც შეიძლება ჩემი და შემდგომში უკვე თქვენი ყურადღებაც მიიპყროს

მხიარული პაემანი #3
გარდა ამისა უნდა ავღნიშნო, რომ ამ პოსტს ვწერ ლოგინში ჩაწოლილი (
), ვნახოთ ბოლოს როგორ გამოვა..
მაშ ასე, დავიწყებთ, მაგრამ ჯერ შეგახსენებთ მთავარ პრინციპს, ტექსტის მარცხენა ნაწილში იწერება განცხადების ორიგნალი ვერსია (დაფარულია მხოლოდ საკონტაქო ინფორმაცია), ხოლო მარჯვენა ნაწილში, ტირის შემდეგ იწერება ჩემი შესაბამისი კომენტარი ამა და ამ განცხადებაზე
გავიცნობ ქალს შეხვედრებისთვის
- ვარ ესა და ეს, მაქვს ესა და ეს. ინტიმური ურთიერთობისთვის გავიცნობ მოწესრიგებულ ქალს. – შე კაი კაცო, თუ კი ინტიმისთვის გინდა, მაგის მოწესრიგებულობას რაღას უყურებ? :spy:
- ვეხმაურები ამას და ამას, მოდით შევხვდეთ აქა და აქ, ამა და ამ დროს, რომ მიცნოთ ხელში მეჭირება მობილური – მოდელი მაინც მიგეთითებინა :user:
- გავიცნობ 35 წლამდე გოგოს. სასურველია იყოს ქმრიანი. –
- გავიცნობ ქალს, თბილს, ალერსიანს. ფიზიკურობას არ ააქვს მნიშვნელობა, რადგან გარეგნულმა სილამაზემ ერთხელ უკვე შემაცდინა … – ვაჟიშვილობა დამაკარგინა
- სამეგობროდ გავიცნობ 40 წლამდე ქალს. “არც ვყიდი, არც ვყიდულობ”. – ჰა? :spy: ეს რაღაც კოდური სახელწოდებები აქვთ ალბათ, რომელიც უბრალო მოკვდავთ არ გვესმის…
- ვარ 23 წლის კეთილი ბიჭი, სამეგობროდ გავიცნობ არამოღალატე ქალს. პროფესიით ვარ მფრინავი. – ღრუბლებში მფრინავი :yes:
გავიცნობ ქალს ოჯახის შესაქმნელად
- ოჯახის შესაქმნელად გავიცნობ 40 წლამდე ქალს. ვარ აზეირბაჯანელი, ქართული ცუდად ვიცი, ვარ მდიდარი, სიმპათიური მამაკაცი. – არიქა ქალებო, არ გაუშვათ ეს შანსი ხელიდან, გაჰყევით ცოლად, გაშორდით და მიიღეთ ქონების ნახევარი
- ვარ უცოლშვილო, ვინ ვარ მე? ვისთვის ოცნება ვარ, ვისთვის არაფერი, ვისთვის სიყვარული, ვისთვის საზიზღარი. ნეტავ შენთვის რა ვარ? – პირადად ჩემთვის მორიგი განცხადების ავტორი ხარ, რომელიც ჩემს ბლოგზე მოხვდა :yes:
- ვარ ესა და ეს, ვცხოვრობ აქა და აქ, ოჯახის შემქნის მიზნით ვეძებ შუახნის ქალს. წარსულს მნიშვნელობა არ ააქვს, მთავარია სუფთა წარსული. – უთე გენათალე :2kiss:
- ამ ყველაფერს ვწერ იმიტომ, რომ მინდა წესიერი ოჯახის შექმნა და გამომხმაუროს რეალურად პატიოსანი, მართლა ქალიშვილი გოგო, ისეთი კი არა, რომ იგულავებენ და მერე იტყვიან, ეგ წარსულში იყოო. ქალიშვილი!!! დამჯერი, ჭკვიანი და ისეთი, რომელიც ქმრის სიტყვას დააფასებს და ჩემს ნერვებზე არ დაიწყებს თამაშს. არ შემაწუხონ გველმა და სატანის ენით მოლაპარაკე არსებებმა. აქვე ვიტყვი, რომ ვარ უარღესად ეჭვიანი, მომთხოვნი, ვერ ვიტან ჯიუტ და ქმრის წინ მოხტუნავე გოგოებს. უნდა ესმოდეს თითოეული სიტყვა. ისეთმა მომწეროს, რომელიც ამ ყველაფერს აკმაყოფილებს და უნდა ასე ყოფნა. თუ საჭირო გახდა, მეგობრებიც უნდა დათმოს. მომირჩინე ნატკენი გული, უარესად აღარ მომექცე, გესმის?! ამ სიტყვებს ვეუბნები იმ ადამიანს, ვინც ამ ყველაფერს გამიგებს. – ბიჭო, პახოდუ კაიფია, პახოდუ შესაცოდი ტოო .. :user:
- ვაცხადებ კონკურსს ჩემზე. …. - ნუ აქ უკვე მომგონი გაგრძელება აღარაა საჭირო
- ოჯახის შემქნის მიზნით გავიცნობ 35 წლამდე ქალიშვილს, სამეგრელოში მცხოვრებს. – ერთს კი ვიცნობ, მარა სამგრელოში არ ცხოვრობს სამწუხაროდ :user:
- ოჯახის შექმნის მიზნით ვეძებ კარგ გოგოს, ლამაზს, კოხტას. ჯილდო არის 100 ლარი – 100 ცოტაა მეგობარო, ბენზინი გაძვირდა
გავიცნობ მამაკაცს ოჯახის შესამქნელად
- ძალიან მინდა გავხდე დედა, ვარ 34 წლის, ტარა რამ, ტარა რამ ..
– თუნდაც მომტ%ნას და მიმაგდოს
- ვარ 28 წლის, ჯიუტი და ხისთავიანი, ნერვების მომშლელი, სისხლის გამთეთრებელი და რა ვიცი, ათასი უბედურების მომტანი გოგო. ვინც ამ ყველაფერს აიტანს მთელი ცხოვრება და ჩემზე უარესი იქნება, გამომეხმაუროს. დებილები ნუ გამომეხმაურებით! – ეს ვაბშე პრიკოლია რა
, მიყვარს როცა ასეთ არაორდინალურ და განსვხვავებულ შეტყობინებებს აგზავნიან ხოლმე რა..
- ვცხოვრობ ქუთაისში, ვარ 35 წლის, ნამდვილად პატიოსანი ქალიშვილი. მაქვს ლამაზი სახე და ლამაზი ტანი. გათხოვილი არასოდეს ვყოფილვარ, რადგან ბიჭებს არ დავსდევდი და კისერზე არ ვეკიდებოდი. ნამდვილად მიკვირს, მახინჯ გოგოებს გათხოვილს, რომ ვხედავ და უბრალოდ, გული მტკივა. ვარ შავგრემანი, სპორტული აღნაგობის, სუსტი და მაქვს ბავშური სახე. არ ვეწევი და არ ვსვავ, არ ვარ ამაყი და მეტიჩარა. ვარ პროფესიით ესა და ეს და ტარა რამ, ტარარა … – ნუ ამ მესიჯმა ჩემში უფრო აგრესია გამოიწვია, ვიდრე ღიმილი …
- ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ ჯანიან, ცოლის დამჯერ და ცხოვრების მოყვარულ მამაკაცს. ვარ 19 წლის, გადასარევი გოგო. მყავს ობოლი კატა. – აი, მართლა გადასარები გოგო ხარ, მარა ამ ობოლმა კატამ რეპუტაცია შეგილახა რა.. :user:
- ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ იღბლიანს და ვისაც ოდნავ მაინც უმართლებს. ვარ 18 წლის, უიღბლო გოგო, არც სასწვლებელში გამიმართლა, არც მეგობრები, არც სიყვარულში. თითქმის არაფერში მიმართლებს, ერთი ლეკვი მომიყვანეს და იმასაც არ მიჩერებენ სახლში. ვფიქრობ, იქნებ ოჯახის შექმნამ მიშველოს რამე. – ეხა, კაცი რო ამას წაიკითხავს, დაიჯერებს რო ოჯახის შექმნაში გაუმართლებს ამ გოგოს და გარისკავს?
i don’t think so
გავიცნობ მამაკაცს შეხვედრებისთვის
- მინდა გავიცნო ისეთი მამაკაცი, ვინც ვენტვორვ მილერს ემსგავსება. მე ვარ სვეტა, 24 წლის, ესა და ეს… – თინი, მიე გოგო ამ ქალს იმ სკოფილდას ნომერი
სხვადასხვა
- სამეგობროდ გავიცნობ 12-17 წლამდე. ვარ 12 წლის ვერიკო. – ერთი ამ ცანცარას დამიხედეთ
- ვარ 9 წლის გათხოვილი მხოლოდ სახელად. ქმარს ჩემთვის არცერთი ბედნიერი წუთი არ უჩუქებია. ვცხვრობ უშვილოდ, უაზროდ, უსიხარულოდ, მარტოხელა ქალის განცდებში. – არადა თავიდან მომეჩვენა რომ ეს გოგო 9 წლის იყო და გათხოვილი :user:
- მეუბნებიან, რომ სიყვარულის უფლება არ მაქვს, რადგან ღარიბი ვარ.. თქვენც ასე ფიქრობთ? – ეჰ, საწყალი ბიჭი :mo:
- აუ, რა მაგრა მომბეზრდა მარტოობა. ვინ აღარ დამსდევს, დიდიც, პატარაც, გოგოებიც კი მეკიდებიან, რას არ აკეთებენ ჩემი გულის დასაპყრობად, მე კი აქამდე ვერ ვიპოვე. – იდეაში ეხა ას გვემარიაჟა?
- სიგარეტს ისე არ მოწევ, თუ არ დაარტყი ნაპასი, თუ ერთი ბოუ გღალატობს, ხომ უნდა გყავდეს ზაპასი? გულგატეხილო, ლამაზმანო თბილისელებო, დამირეკეთ და ვიმეგობროთ. – ნეტა რამდენ ხანს რითმავდა ამას?
- ნავიკ, მე მჭირდება შენი ბარათის კოდი, კოდის გარეშე ანგარიში არ ჯდება. –
კვირის მარგალიტი
და რაღათქმა უნდა მარგალიტის ჯერიც დადგა
სიგარეტს ისე არ მოწევ, თუ არ დაარტყი ნაპასი, თუ ერთი ბოუ გღალატობს, ხომ უნდა გყავდეს ზაპასი?
მოკლედ ამ დროისთვის სულ ეს იყო, იმედი მაქვს ჩვენი განცხადების ავტორები უფრო გააქტიურდებიან ორიგინალური და სახალისო შეტყობინების გზავნაში და ამით მეც საქმეს გამიჩენენ
მდააა მაგარი იყო. პროსტო ასეთ პოსტებს თუ მოუხშირებ კარგს იზამ.
@madridman
ეგ ჩემზე არაა დამოკიდებული, რამდენად ხშირად გამოგზავნიან ეგეთ შეტყობინებებს, იმაზეა დამოკიდებული ამ რუბრიკის “რასკრუტკაც”
აი რამდენიმეზე ვიკაიფე ძალიან
)
))
) მაგარი ქალია
)
)
)
ქმრიანი ქალის გაცნობა რო უნდა ტიპს
ობოლი კატის პატრონი გოგო
ცხრა წლის გათხოვილი გოგო თუ ბავშვი
აი ამ სამს ვეხმაურები მე, რუსთაველის მეტროსთან გაზეთით ხელში
@Dissolved girl
წინა ნომრებიც გადაიკითხე
ლოოოოლ
რომელი გაზეთი იყო მითხარი ერთი, ვუსახსოვრო
@თინი
სამწუხაროდ გაზეთის ნომრებისა და სახელები გამოქვეყნება არ შემიძლია, რეკლამაში არ ჩამეთვალოს
აუუუუ
პრიკოოოლ აუ მაგარი ბლოგი გაააქვს 
ჩემთანაც შემოო …
ვაიმეეე, ერთი “ჯეოსტარი” მეგონა იდიოტობებისა და გამოუსწორებლად დარეხვილების ბუდე და აგერ მეორეც ყოფილა!…
)))))))))))))))))))))))))))))))))))))))))))
რა გვეშველებააააააააააააააააა
@zurrriuss
რა და არაფერი ზუ
@ANGELDILO
აუცილებლად
ლოოოლ
ღადაობაა
მეც უნდა ვცადო ერთი ბედი… კაცი თუ ვერ ავაგდე შენ ბლოგზე ხო მაინც გავიჩითები პრიკოლებში )))
= ))))) ძალიან ბევრი ვიცინე, მართლა : D
არ მეგონა ეხლა რამე თუ გამამხიარულებდა = )))
“ვაცხადებ კონკურსს ჩემზე.” yvelaze magari es iyo..