წინა ნაწილში დაგპირდით, რომ ყოველკვირეულად განვანახლებდი ხოლმე ამ რუბრიკას, მაგრამ “მასალის” სიმცირის გამო გადავწყვიტე კიდევ ერთი კვირა მომეცა და ორმაგი რაოდენობით დამეწერა არსებული განცხადებები.

მხიარული პაემანი #2
მოკლედ, ბევრი რომ არ ვისაუბრო, ავდგები და პირდაპირ საქმეს შევუდგები. როგორც უკვე გახსოვთ, მარცხენა მხარეში იწერება განცხადების ორიგინალი, ხოლო მარჯვნივ, ტირის შემდეგ თან დავურთავ ჩემს კომენტარს.
გავიცნობ ქალს შეხვედრებისთვის
- დასაქმებული, სიმპათიური მამაკაცი გაიცნობს 20-25 წლამდე კარგ გოგოს, მეგობრობის და საკუთარ ბიზნესში დასაქმების მიზნით. – CV-ის გაგზავნა არ დაგავიწყდეთ
- ვარ თბილისელი. გავიცნობ 16-35 წლამდე გოგოს “პოლიტიკაზე სასაუბროდ” და “შახმატის სათამაშოდ”, მანქანით მომსახურება და ბინა ჩემზე იყოს –
- გავიცნობ ქალს ინტიმური ურთიერთობისთვის, ფინანსურად შეძლებულს, მანქანიანს, 25-დან 60 წლამდე. ვარ 20 წლის. – დედას ეძებ მგონი შენ, დედას ( დაუკვირდით ასაკს )
- ფარული ურთიერთობისთვის გავიცნობ 22-40 წლამდე ქალს, ვარ ფსიქოლოგი და მასაჟისტი. შემიძლია ბინაზე მისვლაც და დახმარების გაწევაც. – საათი 50 ლარიდან.
- ვარ 45 წლის, საიდუმლო სიყვარულისთვის გავიცნობ ინტელიგენტ ქალს, იცოდეთ ჩინებურად ვფლობ საკუთარ სხეულს და სითბოს ჩახუტებით გავცემ. – თითქოს გემუქრება, არადა რა საყვარელია :user:
- ვეხმაურები, თუ გამომეხმაურება ამა და ამ ნომერზე –
- ყვითელთმიანმა გოგომ დამირეკოს ამა და ამ ნომერზე, იგი ვნახე ამა და ამ დროს ამა და ამ ავტობუსში, ამა და ამ ადგილას. ვიყავით ორნი, მე ხმამაღლა ვლაპარაკობდი ტელეფონზე ჩემს ახლობელთან. იმ გოგოს უცნაური ვარცხნილობა აქვს – შე კაცო, თუ იმ გოგოს გაცნობა გინდოდა რა გაღრიალებდა იმ ტელეფონზე, მისულიყავი და გაგეცნო იგი
- სერიოზული შეხვედრებისთვის გავიცნობ ლამაზ ქალს, სასურველია 22-35 წლამდე, ვმუშაობ ბანკში, მყავს მანქანა “ბმვ”, ვარ 28 წლის. – ახლა რაღაც მარიაჟობასავით გამოუვიდა ამ ახალგაზრდას, თორე ისე მოლარეა და ტროიკა ყავს 92-იანი
- გავიცნობ 45 წლამდე ქალს მხოლოდ დილის საათებში შეხვედრისათვის. – 6-ის მერე ერექცია მეკარგება და…
გავიცნობ ქალს ოჯახის შესაქმნელად
- ვარ თბილისელი, სომეხი მამაკაცი… – ამის მერე განცხადების გაგრძელება საჭიროდ აღარ ჩავთვალე
- ვარ საქორწინო, უნაკლო ბიჭი. ოჯახის შექმნის მიზნით გამომეხმაუროს, თუნდაც უმახინჯესი გოგო. მთავარია შევქმნათ ტკბილი ოჯახი. – გენაცვალე, ეგ რომ გამოგეხმაურება, მერე სხვანაირად იჭიკჭიკებ
- ოჯახის შექმნის მიზნით, გავიცნობ ლამაზ, ჭკვიან და პატიოსან, 18-21 წლამდე ანგელოზ გოგოს, ვარ 21 წლის, სტუდენტი. 175სმ. სრული მაგრამ არამსუქანი. – ეს უეჭველი გეპეიში სწავლობს და სტიპენდიაზე უნდა ოჯახის შენარჩუნება
- ვარ 60 წლის მამაკაცი, ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ 30-37 წლამდე ქალს. – ასაკი არ შემშლია, მართლა ასე ეწერა
გავიცნობ მამაკაცს ოჯახის შესაქმნელად
- დამიმესიჯოს ოჯახის შექმნის მიზნით მეგრელმა ან ქართველმა მამაკაცმა. – მეგრელმა ან ქართველმა?
- ვარ შუახნის, გაუთხოვარი, ლამაზი ქალი, განათლებული, სულით ფაქიზი, ნუთუ წარმოსადეგი რაინდი კაცები ისტორიას ჩაბარდა? თუ არიან, გამომეხმაუროს ოჯახის შექმნის მიზნით. – რატომღაც მგონია, რომ ეს ქალი ჩემი ისტორიის მასწავლებელია, ოღონდ საკუთარ თავზე ბევრი რამ შეალამაზა
- მქონდა შანსი თბილისში სამსახურის, სამეცნიერო მუშაობის, მაგრამ კერა არ მივატოვე. ვცხროვრობ იმერეთში … – “ნუ ი დურა”
გავიცნობ მამაკაცს შეხვედრებისთვის
- ვარ 17 წლის გოგო, გამომეხმაუროს ისეთი მამაკაცი 19-დან 28 წლამდე, რომელიც 14 წლის ასაკში მოყენებულ ტკივილს დამავიწყებს. – ეს ხალხი გადამრევს რა, რა ნაადრევად ბერდებიან :user:
- არც ფიზიკური სილმაზე მაკლია და არც სულიერი, მაგრამ ცხოვრებამ მწარე ხვედრი მარგუნა, არ გამიმართლა. ვარ 33 წლის. ამას იმიტომ არ ვწერ, ვინმემ რამით გამოიყენოს, მინდა ადამიანი, რომელიც გაბრაზებულ გულს გამიმთელებს, ვარ ბუნებით მშვიდი და ერთგული. – თვალზე ცრემლი მომადგა :user:
სხვადასხვა
- ვარ 24 წლის, სექსუალური ბიჭი. მაქვს ცოტა დიდი ყურები, მეძახიან მუჟუჟას –
- ვეხმაურები ამა და ან მესიჯის ავტორს, რომელიც არის მუნჯი. მეექვსე წელია ვარ კოჭლი – ერთი ბრმაც გინდათ და Happy Three Friends ხართ რა
- დამიმესიჯოს ამა და ამ მესიჯის ავტორმა. ვარ დაბალი და მელოტი, სახელად მქვია გერონტი… - პახუდო გაირითმა
- მყავს მეგობარი, რომელმაც მრავალი უშვილო ქალი გააბედნიერა, 40 სანატრელი პატარა შესძინა ანონიმურად. – ეს კაცი დასაჭერია
- გიო-გიო, რომელ კასპელ თეო-თეოს უწოდებ ველურ კატას? იქნებ რამენაირად მიმახვედრი, მეც კასპელი თეო-თეო ვარ და იმიტომ დავეჭვდი, რამე ნამიოკი მაინც თქვი, რომ მივხვდე. – რა საყვარლები არიან :2kiss:
კვირის მარგალიტი
გიო-გიო, რომელ კასპელ თეო-თეოს უწოდებ ველურ კატას? იქნებ რამენაირად მიმახვედრი, მეც კასპელი თეო-თეო ვარ და იმიტომ დავეჭვდი, რამე ნამიოკი მაინც თქვი, რომ მივხვდე
ესეც ამ კვირის პაემნები ამით ამოვწურეთ. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს ამ განცხადებების ავტორებმა წინა პოსტი წაიკითხეს და მას შემდეგ ცოტა გააზრებულად დაიწყეს წერა


აააააააააა
ლოოოოოოოოოოოოოოოლ
რა მაგარია )))
პირველი ნაწილიც ნახე
“ვარ თბილისელი, სომეხი მამაკაცი… – ამის მერე განცხადების გაგრძელება საჭიროდ აღარ ჩავთვალე”
და რა არის ამაში სასაცილო? არაერთ თბილისელ სომეხს ვიცნობ რომელიც უკვე 5-7 თაობაა თბილისში ცხოვრობენ,
მაგათთან რა მოსატანია გუშინ ან გინდაც მეორე თაობა ქართველი ეროვნების თბილისელები
ვისთვის სასაცილოა, ვისთვის სატირალი, ვისთვისაც კი ჩვეულებრივი მოვლენა
აუუუ, რა დროს ვარ გათხოვილიიი
ეჰჰ რა ბიჭებს ავყრიდი
ხომ ხედავ, ამათ არც ასაკი უშლით და არც ოჯახი, გვიანი არასდროს არაა
არა, ის კაცი მართლა დასაჭერია
აი, ნახეთ ეს 40ვე ბავშვი (O_O) ხო ერთმანეთის და-ძმაა და ამას ასი წელი ვერ გაიგებენ. ხო შეილება ერთმანეთი სეუყვარდეთ რო გაიზრდებიან? :/
პ.ს.: მეტყობა ხო “გვადალუპეზე” რო ვარ გაზრდილი : D
. ვარ დაბალი და მელოტი, სახელად მქვია გერონტი… – პახუდო გაირითმა << ჩავიფსი
ვეხმაურები ამა და ან მესიჯის ავტორს, რომელიც არის მუნჯი. მეექვსე წელია ვარ კოჭლი – ერთი ბრმაც გინდათ და Happy Three Friends ხართ რა << ამაზეც
:D