ალბათ გემახსოვრებათ, თუ რამდენს ვწუწუნებდი ჰოსტის შეცვლასთან დაკავშირებით. ამას გარკვეული მიზეზების გამო ვერ ვახერხებდი, მიუხედავად იმისა, რომ ჩემთვის შესაფერისი ჰოსტი დიდი ხანია, რაც შერჩეული მაქვს.

Serv.ge - servers for you
გასული დღეების მანძილზე კი ბლოგი გათიშული იყო. ამ დღეებში ჰოსტს ვიცვლიდი, თუმცა ჰოსტის შეცვლა ასეთი რთული და შრომატევადი ნამდვილად არ არის. არც ამ პოსტს ვწერ მხოლოდ იმიტომ, რომ ახალ ჰოსტზე ვარ, არამედ იმიტომ, რომ მთელი ამ დროის მანძილზე serv.ge-ს ადმინისტრაცია და Cpanel-ის Support Team ჩართული იყო და ერთობლივად ცდილობნენ ჩემთვის, ერთი მოკვდავი ბლოგერისთვის, იმ პრობლემის გადაჭრას, რომელიც ჩემი კაპრიზებიდან გამომდინარე წარმოიშვა.
მაშინ როდესაც სხვა არსებულ ჰოსტებზე ყოფნისას ტექნიკური დახმარების მიღებისთვის მესაჭიროებოდა რაიმე სახის რიგში დგომა ან პასუხისთვის ლოდინი, აქ თითოეულ დასმულ შეკითხვაზე ვიღებდი დეტალურად ახსნილ და გასაგებ პასუხს, იმის თაობაზე, თუ რა პროცესში იყო ჩემს მიერ (კაპრიზნულად) მოთხოვნილი ცვლილებების შეტანაზე მუშაობა.
ამ მხარდაჭერისთვის უდიდეს მადლობას ვუხდი თითეულ იმ პიროვნებას, რომლის დრო და ენერგია დაიხარჯა ჩემი, როგორც ერთ-ერთი კლიენტის სურვილის დაკმაყოფილებისთვის.
ამის შემდეგ კიდევ ერთხელ დავრწმუნდი იმაში, რომ serv.ge-ში ნამდვილი პროფესიონალები მუშაობენ და აწი ჰოსტის შეცვლაც აღარ დამჭირდება.
პ.ს. ამჟამად კი ვცდილობ პოსტი დავწერო იმის თაობაზე, თუ როგორი იყო Deep Purple-ს კონცერტი ერევანში, ასე რომ მოითმინეთ ცოტაც და თქვენ საინტერესო სტატია გელით ფოტო და ვიდეო მასალით : ) .
აქაც გილოცავ ლანდ !
Serv.Ge მაგარია!
ისე ეგ მადლობა შენც გეძღვნება : ))
Welcome, to the real server, Neo!
ხო, თქვენს კამპანიაში გავწევრიანდი
მეც გადავედი. ხვალიდან ვიქნები
ზურ, კარგი არჩევანია ნამდვილად, არ ინანებ : )
მე მაგათთან ვიყავი და გადმოვედი არ მომწონს support, ნებისმიერ კითხვაზე მინიმუმ 8 საათს აგვინებენ მაილით პასუხს ტელეფონზე უხეშად გეუბნებიან რომ კითხვებს მხოლოდ მაილით პასუხობენ.
ჰო და მთავარი დაუნ ტაიმები მქონდა ხშირად და მივწერე რამოდენიმეჯერ ზუსტი დროები და ვიკითხე მიზეზი, დამაიგნორეს და მეც წამოვედი.
ჰო იმედია კომენტარს არ წაშლით
ლოლ, არა, კომენტარებს არ ვშლი ხოლმე : ))
8 საათს კი არა, 8 წუთს არ იგვიანებენ
ძალიან კმაყოფილი ვარ ამ ჰოსტით. ერთ 8 საიტი მაქვს დაჰოსტილი და არცერთთან არ მქონია პრობლემა
:up:
ვაა, კიდევ ერთი სერვ.ჯიელი
)) ველქომ!
და როვა გლობალი კიდევ დაეკიდება, თქვენი ბლოგები იმუშავებს, უაშა!
) თორე აქამდე, საკუთარ ბლოგს და ფორუმ.გეს ვკითხულობდი ხოლმე მარტო გლობალის გათიშვის საათებში
(
ისე, მე მგონი ერთი მე არ გადამიხდია სერვ.ჯისთვის მადლობა ://
რა უსინდისოდ მოვიქეცი
აუცილებელი კი არაა, ყველამ პოსტი გამოაჭაჭანოს : ))
პროსტა, მე ლიჩნად მაგრად მომეწონა, ის რომ ჩემს გამო, ასე გაწვალდნენ და რაღაც..
ამიტომაც საჭიროდ ჩავთვალე რო ეს ფაქტი მეხსენებინა : )
ჰო, აუცილებელი არაა, უბრალოდ თქვენ რომ ერთხელ დაგჭირდათ და გადაგყვნენ, ჩემზე სერვ.გეს პატრონი 2 წელია გადაყოლილია, აქედან და გერმანიამდე მეხმარებოდა ონლაინ, თუ რამე მჭირდებოდა. ახლა სერვერიც მაგათი მაქვს და ონლაინ–სატელეფონო კონსულტაცია ისევ უწყვეტი და დაუზარებელი. ჰოდა პოსტი კი არა ცალკე ბლოგი ეკუთვნით ჩემგან
ისე, კაი იდეაა, სერვ.ჯი-სთვის ბლოგი, ცუდი არ იქნებოდა საინტერესო სტატიები და მიმოხივლები სერვერის კონფიგურაციებზე, ვებზე და საერთოდ IT-ზე რა : )
იდეისთვის 10% მოითხოვე
)
10% რა?
სერვერი უფასოდ მაქვს და რაზე დამიკლებენ, კიდევ აქეთ ხომ არ გადამიხდიან 10%?
ისე, მართლა კარგი აზრია, იქ, სერვერის ადმინში კი წერია ყველაფერი ტუტორიალებში, მაგრამ ადამიანურ ქართულ ენაზე ახსნა მაინც კაი იქნებოდა.
მე მაგალითად ახლა პრობლემა მაქვს, მეორე დომენს ვეღარ ვაბამ, რატომ, არ ვიცი. უფრო სწორად მიბმულია და ვპ–ადმინს ვეღარ ვააქტიურებ. უკვე მერიდება საპორტისთვის ან გიასთვის მიწერა ;//
გილოცავ!!!
იერევნულ ამბებზე მეც დასაწერი მაქვს და ვერა და ვერ მოვიცალე :შ მანამდე შემოვიხედავ და შენსას წავიკითხავ ხოკმპთან რო მოვხვდები
მადლობა ყველას
davitma < შეგიძლია მითხრა შენი დომენი, რომელიც ჩვენთან იჰოსტებოდა, პრობლემა შეექმნა და საპორტმა დაიკიდა ? სიმართლე გითხრა, ვეჭვობ ასე ყოფილიყო, რადგან ჯერ საპორტია საოცრად მობილიზებული და მერე მეორე, საპორტის მუშაობას კიდევ ცალკე განყოფილება აკონტროლებს.
გილოცავ! ამოისუნთქავთ აწი, იმედია…
მე არ ვაპირებ ჯი დომენზე გადასვლას… სადაც ვარ იქაც კარგად ვარ… მერე რომ ჰოსტმა გამიჭედოს და არ ჩაირტოს რამდენიმე დღე, ხო გამისკდა გული.
დიანიკო, მაგ ლოგიკით ბევრი რამ არ უნდა გააკეთო
ქუჩაშიც არ უნდა გახვიდე ადამიანი, მანქანა რომ დაგეტაკოს ?
ალბათობა მანქანის დატაკებია კიდევ უფრო მეტია
გია, მანდ ერთი საფრთხე ისაა, რაც მე დამემართა.
ჯერ ერთი სერვერიდან მართვა უფრო რთულია, ვიდრე ვპ ან ბლოგერის ადმინის და სერვერისთვის ყველაფრის მინდობა.
მე კი, გახსოვს რაც ვქენი, მოვილიე, ავაწყვე და მეგონა ყველაფერს თავისით მიეხედებოდა, მერე კი ვკრავდი რისაიქლ ბინიდან ამოკრებილი ნაფლეთებით ბლოგს
)
ამიტომ, .გეზე გადასვლა ასე მარტივი არაა, ცოტა მეტი ცოდნაა საჭირო
ეკა, მოსარიდებელი არაფერია
საპორტის მოვალეობა ეგ არის, როცა მომხმარებელს პრობლემა შეექმნება, დაეხმაროს.
ახლა გავდივარ, საღამოს ვიქნები ონლაინ, შემახსენე და აგიხსნი მე თვითონ ყველაფერს
ის openssl-ის პრობლემაც მომიგვარეს : )
ვიცი
davitma
ველოდები შენს პასუხს, წინააღმდეგ შემთხვევაში უფლებას ვიტოვებ ჩავთვალო, რომ უბრალოდ, ცილს გვწამებ
serv.ge-
გამიგია რომ ძალიან კარგი საპორტი აქვთო და მივესალმები ორივე ხელით
+ შენი კომენტარების სისტემა მომწონს
მინდაა
განაახლე ვორდპრესი 3.0 ვერსიამდე და დააყენე მისი default თემა : )
დეფოლტ თემა გულისხმობს რომ ჩემი “ტუფლოჩკებიანი” გოგო აღარ მეყოლება?
ვერ შეველევი
ეგ შეგიძლია ჰედერად გაუშვა : )
3.0 ვერსიაში ჰედერის შეცვლა ძალიან მარტივია : )
http://landish.ge/wordpress-3-0-version/
http://landish.ge/wordpress-3-0-version/
I am not Indigo
ეგეთ პოსტებს საერთოდ არ ვკითხულობ ხოოლმე
ტექნიკური მხარე დიმას გადავაბარე
მე ძალიან არაინდიგო ვარ და ძნელად ვერკვევი
ის რაც თქვენთვის 5 წუთის გასაკეთებელია – ინდიგო ბავშვებისთვის – მე უნდა ვიჯდე და 1 საათი ვიჭყლიტო ტვინი
ანუ ინტერნეტს და ტექნოლოგიებს რაც შეეხება
სამწუხაროა მაგრამ ფაქტია
ასეთს რას ითხოვდი?