Magento გახლავთ ელ. კომერციის მომავალი. კერძოდ კი ინტერნეტ მაღაზიებისთვის განკუთვნილი მოხერხებული, მარტივად მოსახმარი და რაც მთავარია უფასო, ღია კოდის (Open Source) მქონე CMS. თუ კი ელექტრონული მაღაზიის გახსნა გადაწყვიტეთ, მაშინ გააკეთეთ სწორი არჩევანი და დაყეენთ მაგენტო. სწორედ ამ სკრიპტის XAMPP-ის ლოკალურ სერვერზე დაყენებაში დაგეხმარებით მე.

1) რა არის Magento?

mag_projectsite

Magento

Magento ეს გახლავთ: საძიებო სისტემაზე ორიენტირებული, დიზაინის და კონტენტის მარტივი სარედაქტირებელი, მრავალფუნციონალური და რაც მთავარია უახლესი სისტემა ელექტრონული მაღაზიის შექმნისთვის.

2) Magento-ს გადმოწერა

პირველ რიგში უნდა შეხვიდეთ ოფიციალური საიტზე, გადმოწერების განყოფილებაში, და გაიაროთ რეგისტრაცია, რათა გქონდეთ ფაილებზე წვდომა.

mag_downl

Magento-ს გადმოწერა

თქვენ უნდა აირჩიოთ Full Release და Sample Data და ეს ფაილები გადმოწეროთ.

3) XAMPP Lite-ის გადმოწერა

XAMPP გახლავთ ლოკალური სერვერი, რომელიც მოიცავს Apache-ს, MySQL-ს, PHP-სა და ინტეგრირებულ phpmyadmn-ს. მისი გამოყენება სრულიად უფასოა და შეგიძლიათ აქედან გადმოწერა

.

xampp_downl

XAMPP-ის გადმოწერა

გადმოწერის შემდეგ ამოიღეთ არქივიდან და დააინსტალირეთ იგი D:\xampplite ფოლდერში.

4) XAMPP-ის კონფიგურაცია

შემდეგ ორ ფაილში D:\xampplite\apache\bin\php.ini და  D:\xampplite\php\php.ini ჩვენ გვჭირდება 4 ხაზის გააქტიურება, მათი კომენტარის მოხსნით (;) ჩვენ შევძლებთ კონკრეტული მოდულების ჩატვირთვას, რაც Magento-სათვის აუცილებელია.

xampp_setup

XAMPP-ის კონფიგურაცია

იპოვეთ ეს 4 ხაზი

;extension=php_curl.dll
;extension=php_mcrypt.dll
;extension=php_mcrypt_filter.dll
;extension=php_mhash.dll

და მათ წინ მოუხსენით წერტილ-მძიმეები.

5) libmysql.dll-ს გადაადგილება

იმისთვის რათა ფუნქციონალურად იმუშაოს Magento-მ, საჭიროა უახლესი libmysql.dll ფაილის ჩაწერა. ამისთვის საჭიროა გადმოვწეროთ ეს ფაილი და ჩავაგდოთ იგი ამ ორ ფოლდერში D:\xampplite\apache\bin\ და D:\xampplite\php\-ში.

xampp_newlib

libmysql.dll-ს გადაადგილება

6) XAMPP-ის ჩართვა

xampp_folder

XAMPP-ის ჩართვა

ორჯერ დააწკაპუნეთ ფაილზე D:\xampplite\xampp-control.exe და იგი ჩატვირთავს მთავარ საკონტროლო პანელს XAMPP სერვერისა.

xampp_start

XAMPP-ის საკონტროლო პანელი

7) ახალი ბაზის შექმნა

Magento-ს, ისევე როგორც, სხვა სკრიპტებს სჭირდებათ მონაცემთა ბაზა. სწორედ ეს ბაზა უნდა შევქმნათ ჩვენც. შედით phpmyadmin-ში შემდეგი მისამართით http://127.0.0.1/phpmyadmin და  იმოქმედეთ, ისე როგორც სურათზეა ნაჩვენები.

phpmyadmin_createdb

მონაცემთა ბაზის შექმნა

8) sample data-ს ინსტალაცია

sample data-ს ინსტალაცია საჭიროა იმისთვის, რათა თავდაპირველად იქნეს რაიმე ინფორმაცია და რაიმე პროდუქტი ჩვენს ელ.მაღაზიაში, რომელსაც ვაინსტალირებთ.

ამ საფეხურის გავლა აუცილებელია პირველ რიგში, ინსტალაციამდე.

phpmyadmin_imprtsample

ბაზის იმპორტი

იმოქმედეთ, ისევე როგორც სურათზეა ნაჩვენები. შედით Import ღილაკში არსებულ გვერდზე და აირჩიეთ ფაილი magento_sample_data_for_1.2.0.sql, რომელიც მეორე საფეხურში გვქონდა გადმოწერილი.

phpmyadmin_imprtsample2

SQL ფაილის ამორჩევა

ეს რამდენიმე წამს გასტანს წარმატების შემთხვევაში ეკრანზე მიიღებთ ამ შეტყობინებას.

phpmyadmin_imprtsucc

წარმატებულად იმპორტირებული ბაზა

9) Magento-ს ინსტალაცია

ამოაარქივეთ გადმოწერილი სკრიპტი და შიგ არსებული ფაილები ჩაყარეთ ფოლდერში D:\xampplite\htdocs\magento\. დარწმუნდით რომ აბსილუტურად ყველა ფაილია მოთავსებული ამ ფოლდერში.

win_magfolder

Magento-ს ფაილების კოპირება

შემდგომ აკრიფეთ მისამართი http://localhost/magento თქვენ ბრაუზერში, სადაც გამოჩდნება ინსტალაციის გვერდი. დაეთანხმეთ წესებს.

installmag_01

წესებზე თანხმობა

აირჩიეთ ენა და გადადით კონფიგურაციის გვერდზე. აქ შეავსეთ თქვენი მონაცემთა ბაზის ინფორმაცია.

installmag_02

კონფიგურაციის გვერდი

ამის შემდგომ გადახვალთ ადმინისტრატორის შექმნის გვერდზე. აქ ველი Encryption Key შეგიძლიათ დატოვოთ ცარიელი.

installmag_03

ადმინისტრატორის შექმნა

საბოლოოდ  დააჭირეთ Next-ს და იხილავთ ბოლო გვერდს, სადაც მისალოცი შეტყობინება წერია წარმატებული ინსტალაციის შესახებ.

installmag_04

წარმატებული ინსტალაცია

ხოლო  Go To Frontend ღილაკზე დაჭერით თქვენ უკვე გადახვალ თქვენს ელექტრონულ მაღაზიაში.

10) მთავარი გვერდი

Magento-ს მთავარი გვერდი ინსტალააცის შემდეგ ასე გამოიყურება.

frntend_01

Magento-ს მთავარი გვერდი

11) ადმინისტრაციული მხარე

bckend_login

ადმინისტრაციული მხარე

ადმინპანელში შესასვლელად გამოიყენეთ მისამართი http://127.0.0.1/magento/admin/ და ჩაწერეთ ის სახელი და პაროლი, რომელიც ინსტალაციის დროს მიუთითეთ.

ესეც ასე, XAMPP სერვერი დაყენებული გვაქვს, ლოკალურ სერვერზე ელ. მაღაზიას ვფლობთ, ადმინპანელში შესვლა შეგვიძლია და sample data ინფორმაციაც გვაქვს. რაღა დაგვრჩენია? ვიზუალური მხარე და ინდივიდუალური შაბლონი. რომელთა გადმოწერაც შეგიძლიათ აქედან.

http://www.magentocommerce.com/downloads/assets/1.3.0/1.2.1.2-1.3.0-default-theme.diff

http://www.magentocommerce.com/downloads/assets/1.3.0/1.2.1.2-1.3.0-blank-theme.diff

http://www.magentocommerce.com/downloads/assets/1.3.0/1.2.1.2-1.3.0-modern-theme.diff

http://www.magentocommerce.com/downloads/assets/1.3.0/1.2.1.2-1.3.0-iphone-theme.diff

მაშ ასე, წარმატებულ ვაჭრობას გისურვებთ :)