“ცხოვრება ლაიქ ღილაკამდე და მის შემდეგ” – ასე ჰქვია მარკ ცუკერბერგის ახალ წიგნს, რომელიც 2011 წლის გაზაფხულზე გამოვა. ექსპერტების ვარაუდით იგი ბესტსელერი გახდება.
“ალბათ ყველას გახსოვთ ის დღე, როდესაც ფეისბუქს like ღილაკი დაემატა. ბევრს ეს იდეა მოეწონა, ბევრისთვის კი შემაწუხებელი და მომაბეზრებელი იყო ახალი ნოთიფიქეიშენების მიღება. თუმცა დროთა განმავლობაში ყველა მიეჩვია და ამ ღილაკს დამატებითი ფუნქციაც გამოუჩინეს.
ჩვენ შევადარეთ ფეისბუქის მონაცემები და როგორც აღმოჩნდა ყველაზე მეტად ამ ღილაკს რუსეთის სამხრეთით მდებარე ერთ პატარა ქვეყანაში, საქართველოში იყენებენ. ფეისბუქის ჯგუფის წევრებმა ჩაატარეს გამოკვლევა და როგორც აღმოჩნდა მხოლოდ ქართველებს მოაფიქრდათ ამ ღილაკის გამოყენება სხვადასხვა კონკურსებში.
სწორედ ეს გახდა მიზეზი იმისა, რომ მონაცემთა ბაზაზე და ჩვენს სერვერებზე მიდის სერიოზული დატვირთვა. ჩვენი IT გუნდის წევრები მუხლჩაუხრელად შრომობენ, რომ აღმოფხვრან ყოველგვარი ხარვეზი, თუმცა დატვირთვა იმდენად დიდია, რომ ჩვენ პრობლემებს ვერ ავუდივართ, რის გამოც ხშირად ითიშება ჩვენი საიტი, ხშირად იტვირთება კონტენტი დაგვიანებით და სხვ. ზარალმა უკვე მილიონებს გადააჭარბა.” – აცხადებს ცუკერბერი CNN-თან ინტერვიუს დროს.
“ამ წიგნის დაწერის მიზეზიც სწორედ ეს გახდა. like ღილაკმა არა მხოლოდ ფეისბუქის თანამშრომლების ცხოვრება შეცვალა, არამედ უბრალო მომხარებლებისაც კი. “ცხოვრება ლაიქ ღილაკამდე და მის შემდეგში” აღწერილი მაქვს იმ ადამიანების ბედნიერი სახეები, რომლებიც ამ კომპანიაში მუშაობენ და იმ გაუბედურებული პიროვნებების ისტორიები, რომლებსაც ამ პრობლემებთან აქვთ შეხება.
წიგნში ასევე მოცემულია სხვადასხვა მარკეტინგული გზები და მაგალითები კომპანიებისთვის, თუ როგორ შეიძლება ვმართოთ ჩვენი ბიზნესი ფეისბუქზე უკეთ და ა.შ.
წიგნის გამოშვების მთავარი მიზეზი კი ქართველი სოციალური მედიის მენეჯერებისთვის თხოვნაა, რომ მსგავსი კონკურსებისგან თავი შეიკავონ, შეიძინონ ეს წიგნი გამოსვლისთანავე, წაიკითხონ, გაეცნონ ახალ იდეებს და უკეთ მართონ თავიანთი კომპანიის გვერდები ფეისბუქზე, წინააღმდეგ შემთხვევაში დატვირთებს სერვერზე ვეღარ გავუძლებთ და მოგვიწევს ფეისბუქის დახურვა – პატივისცემით მარკ ცუკერბერგი”.
ისე, ერთი მგლისკენაც ვთქვათ და ,
მე ჩემი ქართველი მეგობრის თხოვნით, რომელიღაც უცხოურ ყვავილების მაღაზიის საიტზე მისივე უცხოელი მეგობრის კომენტარი დავალაიქე და იმ გოგომ საქორწინო ბუკეტი მოიგო
არადა ერთადერთი რამ მეგონა, რომელიც ქართველებმა მოიგონეს :დ
LIKE
LIKE
საინტერესო Become a Fan რომ დარჩენილიყო რა იქნებოდა…
ლანდიშ დაგლიჯე!
Like-ს დავაწექი და არაუშავს?
თითოეული ლაიქის დაჭერა თქვენს სინდისზე იყოს!
აუ ეგ მართალია ლადო რომ ყველაზე მეტად საქართველოში იყენებენ ლიკე ღილაკს? და არაგაც ისისც არ მჯერავს რაც ბოლოში ცუკებერგის ციტირება იყო…
ლაიქზე კონკურსებზე უკვე გული მერეა :/
ამის დალაიქება მართალია “კანონით ისჯება”, მაგრამ ნამდვილად მომწონს ასეთი ამბები რომ ვრცელდება
იქნებ აღარ იყოს ლაიქების კონკურსები ასეთივე ხშირი და იმედია აღარც რაღაც გაურკვეველი ბარათების მოწვევები მომივა…
ნე ვერიუ
ისა, ლანდიშ, მარკმა ასეთი რაღაც შემოგითვალა:
თუ ლადოს რამე არ მოსწონს ჩემს მიერ შექმნილ სოციალურ სივრცეში, გავიდეს და საერთოდ აღარ შემოვიდეს. ან თუ უნდა ჩემს საიტზე ყოფნა (რაზეც facebook–ზე ლადოს არაერთი რეგისტრაცია მეტყველებს), კეთილი ინებოს და “like” და “notification”–ის ტიპის ფლუდი ითმინოსო.
ეს ნი2ნიუსზე უნდა დაგედო :დ
გენაცვალოს ჩემი თავი! მეამაყები. (ჩემი წინა კომენტარი წაშალე)…
ლოლ
კარგი პოსტია.
მომეწონა ძალიან.
LIKE
like like like +
))
CNN-თან მარკის ინტერვიურს ლინკი ხომ არ გაქვს? … ნეტა, რატომ ვართ ყოველთვის პირველები ასეთ მარაზმებში!? :@:@ LIKE-კონკურსებს ვგულისხმობ. თან ერთი კომპანიის მოფიქრებულს დანარჩენები რომ თუთიყუშებივით იმეორებენ და ერთმანეთს ეჯიბრებიან…. აააააა!:@
ახლა გასაგებია, რატომ ჭედავს ამსე ხშირად.
მადლობა სასარგებლო ინფორმაციისათვის
ეს პოსტი შარჟია?
რა თქმა უნდა კაიფია…
თორე რა მოსატანია საქართველო სხვა ქვეყნებთან?
ამერიკაში შოუ ბიზნესის წარმომადგენლების პოპულარობა პირდაპირ პროპორციულია მათ გვერდების ‘ლაიკ’-ების რაოდენობისა!
ხო,კიდე, ვერ ვიტან ამ ‘ლაიქ’-ებს
მე მომეწონა ლაიქები ))
ძალიანაც კარგი რამე აღმოჩნდა.
სრული იდიოტიზმი პოსტი რაც კი წამიკითხვა სოდესმე
რომელ დალაგებულს მოივიდოდა ეგეთი რამე აზრად
ეს ბლოგი კიდე ნორმალური მეგონა და ვიმე სცილით ჩავიხოდე….
ლოლ
სათაური ნამდვილი მეგონა
მერე მივხვდი
ჰაჰა
ისე მართლა დავინტერესდი ეხლა, მსგავსი კონკურსები ბევრგან ეწყობა საქართველოს გარდა ნეტა?
მოკლედ ეს ქართველები ყველაფერ ცუდში პირველები ვართ. ქურდები ვართ მტელი ევროპის თვალსში
ეხლა კიდე ეს კაცი მაგით ვედრო ფულს შოულობს საათში და ჩვენი გულისთვის დახურვას უპირებს მაგარია რა
რაც მატალია მარტალი ქარტველებს სიგლახეში ვერევინ გვჯობია
LIKE
საღოლ ქართველებს
:D ნიჭიერი ხალხი ვართ რა
ჩეი აზრით საინტერესო იქნება ეს წიგნი…
რა გინდა ლაიქ კაია , მე არ ვიყენებ დიდად მაგრამ ასწორებს
ლაიქი მაგარია ხალხნო რაც ლაიქებით და მაგ სისტემით ხალხი ფულს შოულობს რას ამბობთ
საინტერესოა
ბევრი გამოყენება აქვს ნამდვილად ლაიქს
და ახლა ეს საქართველოზე რეალურია? ჰომ არ იცით ზუსტად როდის გამოდის ეს წიგნი და რა ეღირება ? სიამოვნებით წავიკითხავ
აუ როდინდელი პოსტი ყოფილა
იმის მერე ხოთქვეს ყიდისო
თU ხურავსო თU რაღაც მსგავსი