ალბათ ყველას გყავთ ისეთი ნაცნობი, ვინც ამა თუ იმ ფილმის, სიმღერის ან სხვა რაიმე მედია ფაილის მოძებნას გთხოვთ ინტერნეტში, თვითონ კი არ იციან, ეს როგორ ქნან. ჩემს გარშემო ასეთი უამრავი მაგალითის მოყვანა შემიძლია.

I will use Google before ask dumb questions.

უკვე ყელში მაქვს ხოლმე ამოსული თხოვნები წიპა, “ლად აუ ეს სიმღერა მინდა რა”, “აუ ის ფილმი არ იცი სად ვნახო და რამე?”, არადა გუგლში მოძიებაზე ხომ ადვილი არაფერია? უბრალოდ შედიხარ საიტზე, წერ იმას რაც გინდა, და დანარჩენს უკვე გუგლი შვრება.

მაგრამ არა, არიან ასეთი უცოდინარები და ჯიუტებიც. სწორედ მათთვის შეიქმნა საიტი Let Me Google That For You.

სერვისის მიზანია “ვასწავლოთ” ისეთ მომხმარებლებს გუგლის გამოყენება, რომლებმაც ეს არ იციან ან უბრალოდ ყველაფრის მზა-მზარეულზე მირთმევას არიან მიჩვეულნი.

როგორ მუშაობს საიტი?

  • საიტზე შესვლის შემდეგ თქვენ წერთ არსებულ ფორმაში იმ საძიებო სიტყვებს, რომლებიც უნდა ჩაეწერა იმას, ვინც გთხოვათ რაიმეს მოძიება და აჭერთ ძიების ღილაკს.
  • შემდეგ იგი გაძლევთ იმ ლინკს, რომელიც უნდა გაუგზავნოთ თქვენს მეგობარს, რათა გაიგოს თუ როგორ უნდა მოძებნოს ესა თუ ეს ინფორმაცია Google-ში.
  • თქვენ ასწავლით, ის სწავლობს და ყველანი კმაყოფილნი არიან :D

მუშა მაგალითი: ვთქვათ გთხოვეს მოეძებნათ TBC Bank-ის ვებ-გვერდი. ზემოხსენებული საფეხურების გავლის შემდეგ უბრალოდ გაუგზავნეთ ეს ბმული მას – http://lmgtfy.com/?q=TBC+Bank

როგორ დავიმახსოვროთ საიტი?

ამ საიტის დომენის დამახსოვრება უფრო ადვილია, ვიდრე თქვენ გგონიათ.

იგი უბრალოდ შედგება Let Me Google That For You-ის ინიციალებისგან lmgtfy და ბოლოში რაღა თქმა უნდა .com ან იმედი მაქვს ამ პოსტის შემდეგ თქვენ მაინც ისწავლეთ გუგლში ძიება და მოძებნით ამ საიტს :D

ამის შემდეგ თუ კიდე ვინმე მოგთხოვთ რაიმეს მოძებნას, თქვენ შეგიძლიათ იგი დასაჯოთ ისევე, როგორც ბარტია დასჯილი :D

P.S. პროექტს აქვს ქართული ვარიანტიც. :D