საიტი, რომელმაც ბავშობის ოცნება ამიხდინა

წუხელ, შეიძლება ითქვას რომ ჩემი ბავშვობის ერთ-ერთი ოცნება ნაწილობრივ ავიხდინე. ალბათ გაინტერესებთ რა ოცნებაა და როგორ ავიხდინე იგი. პატარაობიდან მოყოლებული ძალიან მიყვარდა დეტექტივების და კრიმინალური ჟანრის ფილმების ყურება, სწორედ ამიტომ მინდოდა, რომ FBI-ის აგენტი ვყოფილიყავი მკვლელობების განყოფილებაში. სიმართლე რომ გითხრათ, დღესაც რომ შემომთავაზონ ეს სამსახური, უარს არ ვიტყვი.

Kill With Me

Kill With Me

წუხელ ერთი საიტის აღმოჩენით ძალიან კმაყოფილი დავრჩი, ასე დიდი ხანია არცერთ ვებ-გვერს არ მოვუხიბლივარ. საიტი 2008 წლის ერთ-ერთი ფილმის, Untraceable-ის პოპულარიზაციისთვის შეიქმნა. ვებ-გვერდზე შესვლის შემდეგ თქვენ ეხმარებით მკვლელს მსხვერპლის შეწირვის დაჩქარებაში. ნუ ფილმის შინაარსით ეს ასეა, რეალურად კი თქვენ ხართ ახალი აგენტი, რომელიც ცდილობს ამ მკვლელის შეჩერებას.

თავიდან ცოტათი გამიჭირდა მასთან შეჭიდება, მაგრამ ბოლოს მისი სერვერი მაინც გავანადგურე და ხელახლა არაერთხელ ჩავრთე სათამაშოდ. იმდენად ჩამითრია, რომ ამ პოსტის წერისას რამდენჯერმე შევჩერდი, რომ კვლავინდებურად შემძლებოდა იმ სიამოვნების მიღება, რასაც ალბათ ზემოხსენებული სამსახურურებრივი დავალების შესრულების შემთხვევაში მივიღებდი. 

მოკლედ, მანამ თამაშს დაიწყებდეთ, აუცილებლად იხილეთ ეს ვიდეო, და რაც მთავარია უყურეთ ყურადღებით, იგი გამოგადგებათ მკვლელის დაჭერაში.

საიტი თავისი შინაარსით და ინტერფეისით ძალიან განსხვავებული და ორიგინალურია. მისი ჩატვირთვისას თავი FBI-ის აგენტი გგონიათ, სამუშაო მაგიდაც ისეთივე აქვთ, როგორც უსაფრთხოებისთვის მომუშავე პირებს. მოკლედ ყველანაირი გარემოა იმისთვის შექმნილი, რომ თავი ნამდვილ დეტექტივად იგრძნოთ.

მოკლედ, ბევრს აღარ გავაგრძელებ, გადადით პირდაპირ საიტზე – Kill With Me და თქვენც ითამაშეთ. შედეგები კი კომენტარის სახით დაწერეთ, თუ ვინ რამდენ ხანში მოასწრო და ბოლოს რა იყო სახელი და პაროლი?

ბმული – http://killwithme.com/

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "სანაგვე" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: , , .

25 კომენტარი პოსტზე საიტი, რომელმაც ბავშობის ოცნება ამიხდინა

  1. Visiting this site could cause harm innocent people. Do you still want to enter?

    ეს დამიწერა და No-ს დავაჭირე, არადა მაინტერესებდა თამაში, რა პატიოსანი ვარ :D

    • Landish ამბობს:

      პატიოსანი კი არა, დააჭირე… და მერე მაგის ქვემოთ FBI-ის ლოგო რო გაიჩითება მაგას უნდა დააწვე და ჩაირთვება : ))
      ისე მე გირჩევ Yes-ს დააჭირო…
      კაი რაღაცას დაგიწერს :) ))

  2. TreZoRA ამბობს:

    აუ მესამე ტურში რაღაცეები რო უნდა იპოვო, მანდ ბოლო თეთრი ბანკასავით როა რაღაც ეგ ვერ ვიპოვე და ნერვები მომეშალა მაგრა და გამოვრთე :D

  3. merabino ამბობს:

    ვთამაშობ და იუსერნეიმი და პასვორდი რა ჩავწერო ვეღარ მივხვდი :) )))

  4. merabino ამბობს:

    დამეხმარეთ =))
    მეოთხე ტურში ვარ და გავიჭედე :(

  5. მარუსია ამბობს:

    86% of you ignored the warning where are your morals :D :D lool მაგარია :D

  6. მარუსია ამბობს:

    აუ ვერაფრით გავიგე სახელი და პაროლი

  7. მარუსია ამბობს:

    user name = owen
    password = 012508

    what are we ს დავაჭირე და მერე იქ კომენტარებში ვნახე :D :D

    ჰეჰე :D

  8. mmm ამბობს:

    ✿ ♥✿ ♥✿ ♥✿ ♥
    sαíntєrєsoα
    ✿ ♥✿ ♥✿ ♥✿ ♥

  9. KaTe ამბობს:

    მორალი სად გაქო, რომ მკითხა დავიგრუზე =]]

  10. მარი ამბობს:

    ლოსერ :D :D ლოლიკ

  11. Landish ამბობს:

    ხალხო, ტყუილად არ მითქვამს, რომ ჯერ ვიდეოს უყურეთ მეთქი :D

  12. მარუსია ამბობს:

    ვიდეო კი არა მე ჯერ ფილმი ვუყურე :D ცუდი არ იყო :D

  13. შენ “ჯაშუშიც” მოგწონდა ალბათ.

  14. დოდკა ამბობს:

    საიტი გამისწორდა, ფილმის იდეაც… და გადმოვწერეთ ფილმი. მართლა, ასეთი კარგი იდეის ასე ლეღვურად შესრულებაზე ჯარიმა უნდა იყოს :/

  15. Beorn ამბობს:

    3.20 ში დავხურე :)

  16. გურამი ამბობს:

    მოკლედ კოდზე რო მიხვალთ მეორე კნოპკას დააჭირეთ და play-ს მიეცით ბევრი რო არ იწვალოთ ბუზუ ბუზუ ბუზუ

  17. ჯონდო ამბობს:

    ვერ მივხვდი მეორე ტურში რა უნდა ჩაცწერო მიტხარიტ რააა :D

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>