როგორც ჩანს, ფორმულა “კრეატივმა” ტრადიციად ჩამოაყალიბა ფილმ “რაც ყველაზე ძალიან გიყვარსის” ჩვენებებზე ბლოგერების დაპატიჟება. კვირას სწორედ ამ ფილმის მეორე სერიაზე ვიყავით მიწვეულნი. სეანსზე დასწრების ბედნიერება მეც მერგო.

ვისაც ფილმის პირველი ნაწილის ბლოგერული ქრონიკები იცით, გეხსომებათ ჩემი იმდროინდელი მოსაზრებაც და პოსტიც. მას შემდეგ საკუთარ შეცდომებზე ვისწავლე და ფილმის სანახავად ამჯერად ფხიზელ მდგომარეობაში მივედი :D

kaikino

რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2

ბევრი დამეთანხმება იმაში, რომ როდესაც ფილმის ორ ან მეტ სერიას იღებენ, პირველი სერია ყოველთვის უკეთესი გამოდის ხოლმე, ამ შემთხვევაში ამ თეორიამ არ გაამართლა. ჩემდა გასაკვირვად ფილმი მომეწონა. რამდენჯერმე გავიცინე კიდეც. თუმცა არა ისე, როგორც ეს უკანა რიგებიდან ისმოდა. რამდენჯერმე გავიფიქრე კიდეც, ისინი სხვა ფილმს ხომ არ უყურებენ თქო :D

მოკლედ, ფილმი იდეალური არ იყო, იყო მცირედი ხარვეზები, მაგრამ პირველთან შედარებით ბევრად უკეთესი გამოდგა.

მინუსების კატეგორიას შეილება მივანიჭოთ, ის ფაქტი, რომ სრულიად ზედმეტი იყო კადრების ვერტფრენდიდან გადაღება, მითუმეტეს, როდესაც ეს კარგად არ იციან (ჯერ).  არ ვიცი, კინოთეატრში არსებული დინამიკების ბრალია თუ ხმის არანჟირების, მაგრამ შოკოლადის გახსნისა და საუბრის ხმები ერთი ტონალობის არ უნდა იყოს IMHO.

სცენარი ძალიან გაქვს პირველს სერიას, ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, თითქოს პირველს ვუყურებდე, ოღონდ სხვა ვერსიით. არადა დაფეხმძიმებისა და ბავშვების გაჩენის სცენების გარდა შესაძლებელი იყო სცენარის შეცვლა და სიუჟეტის “გაგრძელება”.

მოულოდნელი იყო, ის ფაქტი, რომ შუა ფილმის მსვლელობისას 1-2 წამით გაჩნდა ფერადი ზოლებით აღსავსე ეკრანი. გავიფიქრე კიდეც, “მეორე არხს” ხომ არ ვუყურებ თქო? :D

მოკლედ, კრიტიკა საკმარისია, ფილმს დადებითი მხარეებიც აქვს, რომელიც უნდა ავღნიშნოთ.

best_scene

საუკეთესო სცენა IMHO

ბოლო წლებში გადაღებულ ამ ჟანრის ქართული ფილმებიდან ეს უდაოდ საუკეთესო იყო. შედარებით დახვეწილი იუმორი, კარგი გადაღება (ვერტფრენიდან გადაღებულ სცენებს თუ არ ჩავთვლით), მსახიობების საკმაოდ კარგი თამაშიც ფილმს იდეალურ სანახავს ჰქმინს საახალწლო დღეებში.

ასე, რომ ჩემო კარგებო, თუ კი გაქვთ თავისუფალი დრო და გსურთ რაიმე საახალწლო კომედიისა და ქართული პროდუქტის დაგემოვნება, მაშინ “რაც ყველაზე ძალიან გიყვარს 2″ ზედგამოჭრილი ვარიანტია თქვენთვის.

დამატებითი ინფორმაცია ფილმის შესახებ შეგიძლიათ იხილოთ მათ ოფ. ვებ-გვერდზე: http://kaikino.com/2/

პ.ს. არ შეიძლება არ ავღნიშნო, ის თუ რომელ საათზე ვიყავით მიპატიჯებულნი. ეს იყო 13 საათზე. დრო ნამდვილად შეუსაბამო იყო ამისთვის. ყველანი ველოდით საღამოს სეანს. რადგან ამ დროს უმეტესობას, მით უმეტეს ბლოგერებს ( :D ), თანაც კვირა დღეს, სნიძავს და სურს დასვენება და გამოძინება.

90 დარეგისტრირებულიდან დაახლოებით 25-30 ბლოგერი თუ იქნებოდა მოსული, ისიც არც კი. წინა მოწვევაზე ეს პრობლემა არ იყო, და გაკვირვებული დავრჩი წლევანდელი  შემთხვევით. იმედი მაქვს, მომავლისთვის გაითვალისწინებენ ჩვენი პატივცემული ფორმულა “კრეატივის” ჯგუფი, რომლის მადლიერნი ვართ თითოეული ჩვენგანი : ) .