ერთხელ, ერთმა კომენტარი დამიტოვა, ხშირად ეძებე ხოლმე დილაობით ინტერნეტში საიტებიო, კარგ რამეებს ჩითავო. დღესაც, სწორედ ერთი ასეთი რეიდის დროს ეს საინტერესო და გამოსადეგი საიტი აღმოვაჩინე – imo.im

imo.im - IM your friends online
IMO არის web-based ონლაინ მესენჯერი, რომელიც შემდეგ ჩატ კლიენტებს აერთიანებს:
- Skype
- MSN
- AIM
- ICQ
- Yahoo
- Google Talk
- Myspace
- Faceebok
პირადად ჩემთვის ყველაზე სასიხარულო და მოულოდნელი ფეისბუქისა და სკაიპის აღმოჩენა იყო ამ სიაში, რადგან ყველაზე მეტად ამ 2-ს ვიყენებ ადამიანებთან საკონტაქტოდ და მათი ანალოგიც ჯერ არ შემხვედრია.
ეს საიტი არ საჭიროებს არანაირ რეგისტრაციას. უბრალოდ შედით მოცემულ ვებ-გვერდზე, ჩაწერეთ თქვენი IM (Instant Messenger) მესენჯერი მომხმარებლის სახელი და პაროლი და ესაუბრეთ თქვენს მეგობრებს, კოლეგებს ან ოჯახის წევრებს ყოველგვარი დამატებითი პროგრამის დაყენების გარეშე.
ეს ძალიან კარგია იმ შემთხვევაში, როდესაც ხართ ვინმესთან სტუმრად და მას არ უყენია რომელიმე ზემოხსნებული IM კლიენტი თავის კომპიუტერზე (რაც დღეს-დღეობით რთული დასაჯერებელია, მაგრამ მაინც) და გაქვთ აუცილებელი სალაპარაკო ვინმესთან.
ამ საიტის კიდევ ერთი უპირატესობა იმაში მდგომარეობს, რომ შეგიძლიათ ყველა ექაუნთში ერთდროულად შესვლა, ანუ შეგიძლიათ იყოთ ფეისბუქის ჩატში და სკაიპში ერთდროულად და გქონდეთ მიმოწერა თქვენს ახლობლებთან, როგორც სკაიპის მეგობრების სიიდან, ასევე ფეისბუქის მეგობრების სიიდან.
გარდა ამისა, თქვენ შეგიძლია გქონდეთ ვიდეო და აუდიო ჩატები თქვენს მეგობრებთან ერთად, ანუ ესაუბროთ მათ და ხედავდეთ კიდეც. ეს სიახლე არაა, თუმცა ამ საიტისთვის დამატებითი ფუქნცია პლიუსად ითვლება.
პროექტი მართალია ჯერ ალფა ვერსიაშია და ბევრი რამ დასახვეწია, თუმცა დასაწყისისთვის არც ეს არის ურიგო, მაშინ როცა ამ საიტს ანალოგი არ ჰყავს http://www.meebo.com/-ს გარდა, სადაც მთავარი პრობლემა Skype-ს არ არსებობაა.
მოკლედ, მემგონი ცუდი არაა ალტერნატივების ქონა. თქვენ იცოდით ამ საიტის შესახებ? გამოგიყენებიათ როდისმე? თუ არადა, ახლა შესანიშნავი მომენტი გაქვთ გატესტოთ იგი და სამომვალოდ იცოდეთ მისი არსებობის შესახებ.
კარგი სერვისია ხშირად ვიყენებდი უნივერსიტეტში სადაც სკუპეს ვერ ვიწერდი და მსნს
ნაის მე მეებო ვიცოდი მხოლოდ ესმ-ში მაგას ვიყენებდით : ))
ვააა ეს ჩემთვის სიახლეა, გმადლობთ!
ისევ მამაპაპური ცალცალკეოობა მირჩევნია.
ლანდიშ, შენც მაგას გირჩევ თუ გინდა, რომ ერთ მზიან დღესაც ლეპტოპზე მიმხმარი, შენგან დარჩენილი თითის ფალანგები არ ნახონ
ვერ გავიგე სკაიპი აქვს თუ არა?:DD
აქვს, აქვს, აბა რა : ))
უი ბოდიში მეორე ლინკზე შევედი და ვერ მივხვდი
მართლაც კარგი რესურსია მაგრამ -
, სხვათაშორის ქართული ენაც ააქვს, ისიც ძალიან ალფა
, თუმცა მაინც კარგია
“პროექტი მართალია ჯერ ალფა ვერსიაშია და ბევრი რამ დასახვეწია”-ო, ჯერ კი არა რამდენი წელია(!) უკვე ალფა ვერსიაშია
ეგ კი არადა, შენი ბლოგი ახლა ვნახე, გამიხარდა რო დაიწყე/განარძე ბლოგერობა ისევ (sun)
მადლობა! დივიმახსოვრებ და საცხანა რო მოვხვდები გამოვიყენებ ხოლმე
ლანდიშ ბლოგის თემა შეცვალე, თუ ჩემი ბროუზერი ვერ ხსინის კარგად?
შევცვალე კი, და ქეში გაწმინდე ბრაუზერის : )
ვაა კარგია თემა შეგიცვლია thematic არის?
რა კარგია თითქმის ტყუპი თემები გვაქვს
არა, thematic არ არის, WP Framework არის : )
http://wpframework.com/
მაქსიმალურად მსუბუქი და მარტივი შაბლონი მინდოდა… და დიდად გადაკეთების ნერვები არ მაქ და : )
ეეე რა მაგარია ^_^ ჩემი დაქალი ცოცხალი თავით არ აყენებს სკაიპს არადა მაგასთან რომ ვარ ასე მგონია სამყაროს მოვწყდი
YEს, YEს, YEს….
Aდდედ თუ Fავორიტეს..: D
სკაიპში ფაილებს ვერ გავაგზავნი?
ვა მაგარიააა ეს მომეწონაააააააააა
ეს დავაყენე ერთხელ და რაღაცეები ავურუიე მერე
ან რაღაც მსგავსი იყო და ვერ ვიხსენებ
და დილაობით რატომ?
არ ვიცი, მართლა ოღონდ

რამდენჯერმე დავწერე რო დილას დავძვრებოდი და ეს საიტი აღმოვაჩინე და რაღაც, ეტყობა დაამახსოვრდა და მითხრა რო ხშირად ეძებე დიალობითოო რა
ახალგაღვიძებულზე გონება ალბათ უკეთ მუშაობს და მაგიტომ ვპოულობ ხოლმე ეგეთ რაღაცეებს