სიმართლე, რომ გითხრათ ნამდვილად არ მეგონა თუ კი ჩემს ბლოგს ონლაინში ისევ ვიხილავდი. თვეზე მეტია რაც სერვერი გათიშული იყო და ადმინისტრაციას ვერ ვუკავშირდებოდი (გარკვეული მიზეზების გამო), რათა გამეგო, თუ რა ხდებოდა. მოკლედ ბლოგს მონატრებული ვარ ძალიან და უახლოეს მომავალში შევუდგები უფრო ფართო მაშტაბიან პოსტვას
ბოლო თვის მანძილზე კი იმდენი საწერი მასალა მომიგროვდა, რომ ვშიშობ ბაზა არ დავაზიანო ამდენი ინფრომაციით
თუ კი ჩემს ბლოგს ერთხელ მაინც ესტუმრეთ მისი არსებობის მანძილზე, შეამჩნევდით “საიდბარში” არსებულ წარწერას გამოცდებთან დაკავშირებით. დღეს პირველი გამოცდა ვწერე ქართულ ენასა და ლიტერატურაში. რომ ვთქვა გამიძნელდა, მოგატყუებთ, რომ ვთქვა ძალიან გამიადვილდა, ამ შემთხვევაშიც მოტყუებულნი დარჩებით. მე კი რახან ტყუილები არ მიყვარს, გეტყვით სიმართლეს – გამოცდა საშუალო დონის სირთულის იყო. ყოველგვარი ჭორი იმის შესახებ, რომ წელს ბევრად გართულებულიაო და რაღაც, არ გამართლდა, ყოველშემთხვევაში ჩემთვის მაინც. მოკლედ ტესტი ადვილად დავწერე, წვიმის დროს გემრიელადაც დავსველდი და გადაღლილი ვცდილობ ახლა ამ პოსტის დაფაბლიშებას
ეს რაც შეეხებოდა სიახლეებს ასე ვთქათ პირადი ცხოვრებიდან. ახლა კი იმ კატეგორიასაც შევეხოთ, რასაც ძირითადად ჩემი ბლოგი “ემსახურება”.
2 კვირა არცაა გასული, მას შემდეგ რაც ვორდპრესის მორიგი, 2.8, ვერსია გამოვიდა უამრავი სიახლითა და ფუქნციით, რომლის შესახებაც უახლოეს მომავალში პოსტის სახით იხილავთ დაწვრილებით ინფორმაციას (თუმცაღა, ვთვლი, რომ აქამდე წესით უნდა გცოდნოდათ არსებული სიახლეების შესახებ).
უახლოეს მომავალში ბლოგის ძრავის განახლებითაც დავკავდები და ახალ ვერსიას დიდი სიამოვნებით დავაყენებ
გამოვიდა ასევე, Firefox-ის ახალი, სტაბილური ვერსია, 3.5, რომელიც სისწრაფით გამოირჩევა მის წინა მოერბედებთან შედარებით. ფაირფოქსი ასეთი სწრაფი ჯერ არასდროს ყოფილა
ამის შესახებაც და მის ახალ ფუნქციებზე შემდგომში ვისაუბრებთ
არც Gmail-ს და Twitter-ს დავიწყებია განახლებები, მათ შესახებ მქონდა მცირედ დაწერილი თვითი, მაგრამ დეტალურად რაღათქმა უნდა ჩემს ბლოგში იხილავთ ინფორმაციას
მოკლედ, როგორც ხედავთ ცხოვრება წინ მიდის და ყველაფერი განახლებას ექვემდებარება, ჩვენც ჩვენი ცხოვრება შეძლებისადგავარად უნდა განვანახლოთ, ამიტომაც გამოიწერეთ ბლოგის RSS წყარო, და იყავით ყოველთვის განახლებულნი :gigi:
მე კი ერთ-ორ დღესი დაგიბრნდებით :2kiss:


:bis:
როგორც იქნა მოპირადო პოსტი :user:
ეს ერთი და სხვა მრავალი
შენი ბაზა თუ ვერ გაუძლებს კიდე-აგერა ვარ
დაგითმობ ბლოგს ბაზებიანად
auu tqventan erti txovna mak. tu shegiliat daceret damatebiti velebi rogor gavaketoo wordpresshi. ai rogorc: SRULIAD NAXVA, GADMOCERA aris da s.sh. warezi mak wordpresszze da zaan mchirdeba
აი ოფიციალური დოკუმენტაცია http://codex.wordpress.org/Custom_Fields, ჯერ-ჯერობით ეს იყოს, და მოგვიანებით ბლოგზეც დავწერ