თუ, თქვენ გაქვთ საკუთარი დომენი, არ ააქვს ამას მნიშვნელობა, იქნება ეს .ge, .com თუ .net დომენურ ზონაში და ხართ Google-ს პროდუქტების მოყვარული, მაშინ თქვენ გეძლევათ საშუალება საკუთარი დომენი მიაბათ Google-ის მეილს (gmail) და სხვა რამდენიმე პროდუქტს.

Google Appsმაგალითად, თუ თქვენი იმეილი ადრე იყო ასეთი chemi.saxeli@gmail.com, ახლა შეგიძლიათ იგივე რამ გააკეთოთ chemi.saxeli@domeni.ge და რაც მთავარია გუგლის პროდუქტები გამოიყენოთ.

ჩვეულებრივ chemi.saxeli@domeni.ge ტიპის იმეილის გაკეთება ძალიან მარტივია, როდესაც თქვენ შეძენილი გაქვთ ჰოსტი, რომელსაც აქვს ვებ-მეილების სისტემა, ეს კი ჰოსტების 99.9%-ს გააჩნია. თუმცა პირადად მე ასეთი მეილ სერვერები არასდროს გამომიყენებია და მუდამ გუგლის ერთგულად ვრჩებოდი.

ბევრი რომ არ გამომივიდეს, პირდაპირ ახსნაზე გადავალ. პროცესი ძალიან მარტივია და სქრინშოთებს აღწერები თან ერთვის. მე მაგალითისთვის გამოვიყენე serv.ge-ისა და ჩემი ბლოგის, landish.ge- სქრინები.

მოდით პირველ რიგში შევიდეთ Google Apps for Business-ის გვერდზე და Apps Editions-ში ავირჩიოთ Standart.

Standart პაკეტის არჩევა

Standart პაკეტის არჩევა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

თქვენ Standart პაკეტში შეიგძლიათ გამოიყენოთ გუგლის 4 სერვისი უფასოდ, ესენია: Gmail, Google Sites, Google Calendar და Google Documents. ამ უფასო სერვისს შესაძლოა ყავდეს მხოლოდ 50 მომხმარებელი. დამეთანხმებით და მცირე ბიზნეს კომპანიის საიტისთვის ან მულტი-ავტორული ბლოგისთვის ეს რიცხვი საკმაოდ ნორმალურია.

გადავიდეთ შემდეგ პუნქტზე. მას შემდეგ რაც ვიხილავთ იმ პირობებს, რომელსაც ეს პაკეთი გვთავაზობს და დანამდვილებით გადავწყვეტთ ამ სერვისის გამოყენებას, დავაჭიროთ ღილაკს Get Started და დავიწყოთ დომენის რეგისტრაცია.

დააჭირეთ ღილაკს Get Started

დააჭირეთ ღილაკს Get Started (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ვინაიდან და რადგანაც მე უკვე დიდი ხნის წინ მაქვს დომენი landish.ge შეძენილი, ამიტომ ავირჩევ პუნქტს I want to use an existing domain name, ჩავწერ ზემოხსნებულ დომენს და მოვნიშნავ Administrator: I own or control this domain-ს, რადგან ამავე დომენის მფლობელი გახლავართ მე. თუმცა როგორც ხედავთ, გუგლი აქვე გთავაზობთ დომენის შეძენის გამარტივებულ ხერხს (ამ ვერსიას პოსტში არ განვიხილავთ).

დომენის დამატება

დომენის დამატება (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

თუ წინა პუნქტის დროს Continue ღილაკზე მაუსის დაწკაპუნება არ დაგავიწყდათ, წესით ახლა ამ გვერდზე უნდა იმყოფებოდეთ და ავსებდეთ ველებს. შეავსეთ ეს ფორმა თქვენი სახელის, იმეილის, პროფესიის და სხვა საჭირო ველების მიხედვით და შემდეგ დაადასტურეთ იგი Continue ღილაკზე დაჭერით.

პროფილის შევსება

პროფილის შევსება (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ამ ყველაფრის შემდეგ აირჩიეთ მთავარი ადმინისტრატორის იმეილი, ჩემს შემთხვევაში ეს იქნება landish [at] landish.ge, ჩაწერეთ captcha კოდი და პაროლი, რომელსაც ამ იმეილზე ხმარებისას გამოიყენებთ ხოლმე. არ დაგავიწყდეთ I accept. Continue with set up ღილაკზე დაჭერა.

ადმინისტრატორის იმეილის შერჩევა

ადმინისტრატორის იმეილის შერჩევა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ახლა დადგა დრო, დავუმტკიცოთ გუგლს, რომ ეს დომენი ნამდვილად ჩვენ გვეკუთვნის. ამისთვის იგი ორ ვარიანტს გვთავაზობს, განვხილოთ პირველი. მოვნიშნოთ Upload an HTML file to landish.ge და დავაჭიროთ ღილაკს Continue.

აქტივაციის სასურველი მეთოდის არჩევა

აქტივაციის სასურველი მეთოდის არჩევა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ამის შემდეგ გუგლი მოგცემთ უნიკალურ კოდს და მოგთხოვთ, რომ შექმნათ სპეციალური html ფაილი, სახელწოდებით googlehostedservice.html და ეს კოდი შიგ ჩაწეროთ. ყოველივე ამის შემდეგ ატვირთეთ ეს ფაილი სერვერის მთავარ დირექტორიაში და შედით შემდეგ მისამართზე http://domeni.ge/googlehostedservice.html. აქ გამოჩნდება ის უნიკალური კოდი, რომელიც გამოგიყოთ გუგლმა.

googlehostedservice.html ფაილის ატვირთვა

googlehostedservice.html ფაილის ატვირთვა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ატვირთული ფაილის მისამართზე შესვლა

ატვირთული ფაილის მისამართზე შესვლა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

დომენის მფლობელობის დასადასტურებლად დააჭირეთ I’ve completed these steps above ღილაკს.

ჩვენ უკვე დავუმტკიცეთ გუგლს რომ ამ დომენის პატიოსანი მფლობელები ვართ. ახლა საჭიროა რაიმე სერვისის გააქტიურება. მოდით პირველი ეს სერვისი Google Mail (Gmail) იყოს.

როდესაც წინა პუნქტს წარმატებით გაივლით, თქვენს ბრაუზერში გამოჩნდება ასეთი ტიპის გვერდი. თუ თქვენ დააჭერთ Launch guide ღილაკს, მაშინ ახალ ფანჯარაი გაიხსნება Google Apps-ის დოკუმენტაცია, ხოლო თუ დააჭერთ Skip this guide ბმულს, მაშინ რეგისტრაციის პროცეს ჩეულებრივ განაგრძობთ.

დააჭირეთ ღილაკს Skip this launch

დააჭირეთ ღილაკს Skip this launch (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

Gmail-ის გასააქტიურებლად დააჭირეთ ბმულს Active email.

დააჭირეთ ბმულს Active email

დააჭირეთ ბმულს Active email (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

რის შემდეგადაც გადახვალთ MX ჩანაწერების გვერდზე. აქ მითითებული იქნება, თუ რა პრიორიტეტებითა და სერვერებით ჩაწეროთ ესა თუ ის MX ჩანაწერი. როდესაც MX ჩანაწერებს გააკეთებთ, დააჭირეთ ღილაკს I have completed these steps above.

MX ჩანაწერების სია

MX ჩანაწერების სია (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

თუმცა გაგიჩნდებათ ლოგიკური შეკითხვა, თუ რა არის ეს MX ჩანაწერო და როგორ გავაკეთოთ/ჩავწეროთ იგი? ამისთვის მოდით შევიდეთ ჩვენი ჰოსტის Cpanel-ში.

Cpanel-ში შესვლა

Cpanel-ში შესვლა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

და გადავიდეთ MX Entry განყოფილებაში.

MX Entry განყოფილებაში გადასვლა

MX Entry განყოფილებაში გადასვლა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

აქ უკვე ავირჩევთ იმ დომენს, რომელსაც ვარეგისტრირებთ გუგლის სერვისში, ჩემს შემთხვევაში შეგახსენებთ, რომ ეს დომენია landish.ge.

აუცილებლად მონიშნეთ Email Routing-ში Automatically Detect Configuration, დააჭირეთ ღილაკს Change.

Add New Record-ში კი ჩაწერეთ თქვენთვის გამოყოფილი MX ჩანაწერები, თავიანთი პრიორიტეგების მიხედვით.

აქვე ერთი მთავარი პუნქტი, MX ჩანაწერების განყოფილებაში უკვე იქნებოდა რაიმე ჩანაწერი გაკეთებული, თუ კი თქვენ აქამდე იყენებდით თქვენი ჰოსტის მიერ შემოთავაზებულ იმეილს, ამიტომაც ამ ჩანაწერების წაშლა აუცილებელია. წინააღმდეგ შემთხვევაში თქვენი სერვერი ვერ მიხვდება თუ ვის გაუგზავნოს ამა თუ იმ მეილზე წერილები.

MX ჩანაწერების დამატება

MX ჩანაწერების დამატება (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

MX ჩანაწერების გაკეთების შემდეგ გადადით თქვენი დომენის სერვისის Dashboard-ზე, რომელსაც კომპანია გუგლი აწარმოებს და დაელოდეთ ამ ჩანაწერების დადასტურებას. ამას, როგორც წესი 48 საათი სჭირდება.

MX ჩანაწერების შესამოწმებლად საჭიროა 48 საათი

MX ჩანაწერების შესამოწმებლად საჭიროა 48 საათი (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ან შეიძლება მოხდეს ისეც, რომ ერთი საათიც კი არ დასჭირდეს.

დარჩენილია 1 საათი

დარჩენილია 1 საათი (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

როდესაც გუგლი MX ჩანაწერებსაც გადაამოწმებს და ყველაფერი მზად იქნება, გამოგიტანთ შემდეგ შეტყობინებას და მეილზე შესასვლელ URL მისამართს. ეს მისამართი ასე გამოიყურება http://mail.google.com/a/domeni.ge

შედით მისამართზე http://mail.google.com/a/domeni.ge/

შედით მისამართზე http://mail.google.com/a/domeni.ge/ (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

დამეთანხმებით ამ მისამართზე მეილის შესამოწმებლად ყოველ ჯერზე შესვლა ცოტა არაკომფორტულია, ამის შეცვლაც შეგვიძლია ქვემომენის საშუალებით. Service settings-ის ქვეშ ავირჩიოთ ქვეპუნქტი Email.

აირჩიეთ Service settings -> Email

აირჩიეთ Service settings -> Email (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ამის შემდეგ General ტაბის ქვეშ დავაჭიროთ ბმულს Change URL.

დააჭირეთ ბმულს Change URL

დააჭირეთ ბმულს Change URL (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

მოვნიშნოთ მეორე პუნქტი, და დომენის წინ ჩავწეროთ ქვე-დომენის მისამართი. როგორც ხედავთ, ჩემს შემთხვევაში ეს არის gmail.landish.ge, თქვენ შეგიძლიათ აირჩიოთ თქვენთვის სასურველი (და თავისუფალი) ქვე-დომენი. არჩევის შემდეგ დააჭირეთ ღილაკს Continue.

სუბდომენის არჩევა

სუბდომენის არჩევა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ახლა კი ბოლო პუნქტის დროც დადგა. შევატყობინოთ გუგლსა და ჩვენს სერვერს, რომ ამა და ამ ქვე-დომენზე შესვლის შემთხვევაში გადავიდეს ჩვენს მიერ გუგლში დარეგისტირებული სერვისის იმელზე. ამისათვის საჭიროა CNAME ჩანაწერების გაკეთება.

CNAME ჩანაწერები

CNAME ჩანაწერები (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ესეც ანალოგიურად ხდება, როგორც MX ჩანაწერების დამატება. შევიდეთ Cpanel-ში, ოღონდ ამჯერად DNS-ების მართვის განყოფილებაში, კერძოდ კი Simple DNS Zone Editor-ში.

Simple DNS Zone Editor-ში გადასვლა

Simple DNS Zone Editor-ში გადასვლა (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

აქაც ავირჩიოთ ჩვენი დომენი და Add an CNAME Record-ში, ჩავწეროთ ჩვენი ქვედომენი, რომელიც ჩემს შემთხვევაში არის “gmail” და CNAME მისამართი, რომელიც ყველას შემთხვევაში არის “ghs.google.com“.

CNAME ჩანაწერის დამატება

CNAME ჩანაწერის დამატება (გასადიდებლად დააჭირეთ სურათს)

ვიცდით რამდენიმე წუთს, რათა გუგლმა განაახლოს თავისი ბაზები და ამის შემდეგ შევდივართ ჩვენი ქვედომენის მისამართზე. ვიყენებთ Gmail-ს საკუთარი დომენით სრულიად უფასოდ და ვართ ბედნიერნი. ანალოგიურად შესაძლებელია სხვა დანარჩენი 3 სერვისის გააქტიურება და ქვედომენებზე მიბმა.

მოკლედ ეს იყო დეტალურად ახსნილი გაკვეთილი, იმის შესახებ თუ როგორ მივაბათ საკუთარ დომენს Gmail და Google-ს სხვა პროდუქტები. თუ თქვენ კვალ და კვალ გაიარეთ ყველა პუნქტი ისე, როგორც საჭიროა, მაგრამ არაფერი გამოგივიდათ, ე.ი. კიდევ ერთხელ საჭიროა პოსტის გადაკითხვა და ზოგიერთ ხაზგასმულ ნაწილზე ყურადღების გამახვილება.

http://allmovies.ge/ge/#movie/AIHJG