Firefox ბევრისთვის საყვარელი ბრაუზერია, იგი სისწრაფით, მოხერხებულობითა და მრავალფუნქციონალურობით (Add-on-ების მეშვეობით) გამოირჩევა. სწორედ ამ Add-on-ების გამო ხშირად ნელდება ხოლმე ამ ბრაუზერის სიჩქარე.

firefoxspeedometer0100_ffx

How To Speed-Up Firefox?

ამის თავიდან ასაცილებლად დეველოპერებმა შექმნეს ერთი მცირე, მაგრამ მუშა ხელსაწყო, რომელიც დაგეხმარებათ ბრაუზერის ჩართვის (startup) სიჩქარის გაუმჯობესებაში.

ეს არის Firefox Preloader

firefox-preloader

Firefox Preloader

მისი გადმოწერა შეგიძლიათ ამ მისამართიდან. უბრალოდ დააყენეთ ეს მცირედი პროგრამა (ზომითაც და ფუნქიონალურობითაც) და დანარჩენს თვითონ მიხედავს (default პარამეტრების მეშვეობით).

ამ პროგრამის მთავარი ფუქნცია და არსი იმაშია, რომ თუ კი თქვენ დაყენებული გაქვთ უამრავი პლაგინი, ადონი, თემა და სხვა.. იგი მათ ბრაუზერის ჩართვამდე ჩატვირთავს და უშუალოდ ბრაუზერის გახსნას ნაკლებ დროს მოანდომებს.

პირადად მე, რაც ამ პროგრამის შესახებ შევიტყვე და გამოყენება დავიწყე, ერთი ათად შემიმცირდა ჩატვირთვის დრო.

ეს რაც შეეხებოდა ჩატვირთვას, არის კიდევ რამდენი ხრიკი, იმის შესახებ თუ როგორ ავაჩქაროთ თვით ბრაუზერის მუშაობა (გვერდების ჩატვირთვა და ა.შ).

ამის გაკეთება რამდენიმე მარტივ საფეხურში შეგიძლიათ.

  • მისამართების ველში აკრიფეთ – about:config
  • გამოვა გამაფრთხილებელი შეტყობინება, თქვენ I’ll be careful, i promise! ღილაკს დააჭირეთ
  • Filter ველში ჩაწერეთ – network.http.pipelining და ამ პარამეტრს დაუყენეთ მნიშვნელობა true (false-ს მაგივრად)
  • წინა ხერხის მეშვოებით მოძებნეთ – network.http.proxy.pipelining და დაუყენეთ მასაც მნიშვნელობა true
  • ახლა მოძებნეთ – network.http.pipelining.maxrequests და მას მნიშვნელობად დაუყენეთ 50 (ან უფრო მეტი)
  • ახლა დააჭირეთ მაუსის მარჯვენა ღილაკს და აირჩიეთ კონტექსტური მენიუდან New > Intiger
  • სახელის ველში ჩაწერეთ – nglayout.initialpaint.delay, ხოლო მნიშვნელობა მიანიჭეთ მას – 0 (ნული).

სულ ეს არის.

სიმართლე რომ გითხრათ ამ ბოლო ხერხის გამოყენების შემთხვევაში დიდად ვერ ვიგრძენი განსხვავება, მაგრამ ჩემი ახლობლების უმეტესობას, ვისაც ეს ხერხი ვასწავლე, ყველა კმაყოფილია და ამბობს, რომ სიჩქარე მომატებულია. ასე რომ, ვენდოთ მათ და გამოვიყენოთ ეს ხერხი :)