ერთ-ერთ წინა პოსტში გასწავლეთ თუ როგორ შეგვეცვალა ჩვენი პროფილის მისამართები, რათა ისინი უფრო ადვილი დასამახსოვრებელი და უნიკალურები ყოფილიყვნენ. მაგრამ ზოგიერთ სოციალურ ქსელში თქვენ შეიძლება დაგჭირდეთ ფეისბუქის ID-ის ჩაწერა, რომელიც წინავე პოსტიდან გაქვთ გადაკეთებული. თუ რა სოციალურ ქსელებზე მაქ საუბარი, ამას მოგვიანებით განვიხილავ.
ჩვენი პროფილის ID-ების გარკვევა რამდენიმე ნაბიჯის გავლით არის შესაძლებელი. პირველ რიგში უნდა შევიდეთ ჩვენი პროფილის გვერდზე. უბრალოოდ დააჭირეთ თქვენს სახელს. (იხილეთ სქრინი)
ჩვენივე პროფილში გადასვლის შემდეგ რამდენიმე გზა არსებობს ჩვენი ID-ის გასაგებად.
1. პირველი გზა
ჩვენს მთავარ სურათს, იგივე ავატარს, დავაჭიროთ მარჯვენა ღილაკზე, ამოვირჩიოთ მენიუდან პუნქტი Properties და გაჩნდება ასეთი ფანჯარა.
ამ ფანჯარაში იქნება პარამეტრი Address: რომელზეც იქნება გალერიაში გადასასვლელი ბმული. ეს ბმული შეიცავს ჩვენს ID-ს და ეს იდენტიფიკატორი არის ბოლო რიცხვები, რომელიც იწერება მისამართში ..&id=ID, ჩემს შემთხვევაში ID უდრის 1424777861-ს.
ესეც ასე, ჩვენი პროფილის ID გაგებულია.
2. მეორე გზა
წინა ხერხისგან განსხვავებით აქ არ მოგვიწევს მარჯვენა ღილაკზე დაჭერა და მსგავსი რამ. აქ მხოლოდ და მხოლოდ უნდა შევიდეთ ჩვენს ფოტოებში. ჩვენი ფოტოების დასათვალიერებელ ადგილას შეგვიძლია სხვადასხვა ხერხი გამოვიყენოთ.
მე კი შემდეგნაირად შევედი ჩემს ფოტოებში, ჯერ შევედი ჩემს პროფილში (უკვე იცით, როგორც უნდა), შემდეგ კი დავაჭირე ჩემს ავატარს.
გალერეაში შესვლის შემდეგ ორ ადგილას ჩანს ჩვენი ID. პირველი ეს არის ბრაუზერის მისამართის ველში, სადაც id=ID-ით მთავრდება ბმული, სწორედ ბოლო ტოლობის შედმეგ არის ჩვენი იდენტიფიკატორი.
და მეორე ვარიანტი, სადაც წერია ტექსტი Share this album with anyone by sending them this public link:, მის ქვემოთაც არის ბმული და მასშიც მონაწილებოს ჩვენი პროფილის იდენტიფიკატორი.
მორჩა, ახლა ჩვენ უკვე ვიცით ჩვენი პროფილის იდენტიფიკატორის გაგება, ეს შესაძლოა დაგჭირდეთ მომავალში სხვადასხვა აპლიკაციების გამოყენების დროს.
როგორ გავიგო სწორად გავაკეთე თუ არა ყველაფერი?
როდესაც გაიგებთ ზემოთნახსენები რომელიმე მეთოდით თქვენს ID-ს, აუცილებლად გადაამოწმეთ, სწორია თუ არა იგი და ნამდვილად არის თუ არა ის თქვენი იდენტიფიკატორი.
ამის გაკეთება შეიძლება შემდეგნაირად. შედით მისამართზე: http://www.facebook.com/profile.php?id=ID, სადაც ID-ის ნაცვლად ჩაწერთ თქვენს მიერ მოპოვებულ იდენტიფიკატორს.
შესვლის შემდეგ თუ თქვენ გადაგამისამართად თქვენი პროფილის გვერდზე, ე.ი. ყველაფერი სწორად გაგიგიათ, ხოლო თუ გადაგამისამართად მთავარ გვერდზე, ან ამოგიგდოთ რაიმე შეტყობინება, ე.ი. პოსტი ყურადღებით არ წაგიკითხავთ.
იმედი მაქვს ეს ხერხი გამოგადგებათ საჭირო ინფორმაციის მიღებაში



საინტერესო იქნება, თუ მომავალში განვიხილავთ “ფეისბუქის” ფიჭურ ტელეფონთან მიბმის სესაძლებლობებს : )
მიბმაში რას გულისხმობ? კერძოდ?
FB იმდენად მიყვარს, რომ მგონი ყველაფერი გადავატრიალე მანდ.
FB-საც უყვარხარ ქეთ… : ))
აჰააა ეს ყველაფერი კარგი მაგრამ რა მინდოდა იცი მეკითხა? შეიძლება ამაზე პოსტიც გაქვს ყოველ შემთხვევაში მე ვერ ვიპოვე =)))))))) პოსტის გაგრძელებისას რომ წერია “ბოლომდე” მანდ სხვა ტექსტის ჩაწერა როგორ ხდება?
(((
ეგ სიამოვნება wordpress.com-ის ბლოგერებს არ გაგაჩნიათ სამწუხაროდ : )
1202661197-ე ვარ

ესეც ისე ცნობითვის
ფეისბუქის მეხუთე წევრი (1,2,3,4 ვერ ვნახე) http://www.facebook.com/ChrisHughes
Co-Founder-ია