როგორ გავტეხოთ Adobe-ს პროდუქტები?

05 თებერვალი, 2010 · 08:56 @ Landish  -  20 კომენტარი

Share

გულზე ხელის დადებით მიპასუხეთ, რამდენი თქვენგანი იხდის ფულს კომპიუტერული პროგრამების შესყიდვაში? – არცერთი. მართალია, ან სულ მცირე 1% მაინც, ვისაც ამა თუ იმ პროგრამის უზრუნველყოფა ძალიან სჭირდება, აქვს ზედმეტი ფული, ან უბრალოდ ძალიან პატიოსანია. მაგრამ რეალურად, თითოეული ჩვენგანი ვიყენებთ, როგორც გატეხილ ვინდოუსს, ასევე გატეხილ სხვა პროგრამებსაც.

Adobe-ს პროდუქტების გატეხვა

Adobe-ს პროდუქტების გატეხვა

ასეთი ერთ-ერთი პროგრამული ნაკრების სერიას წარმოგვიდგენს კომპანია Adobe. მისი ერთი პროგრამა მაინც გექნებათ დაყენებული კომპიუტერში, მიუხედავად იმისა ხართ თუ არა დიზაინერი, დეველოპერი, ან მუშაობთ თუ არა რაიმე ვიდეო რედაქტირებაზე. Adobe-ს პროდუქცია ერთი-ერთი ყველაზე ძვირია კომპიუტერულ პროგრამებს შორის, მასზე მოთხოვნაც ძალიან დიდია. ამიტომაც ბევრს არ ააქვს საშუალება იხადოს ათასობით დოლარი, რათა გახდეს ამ პროგრამების მომხმარებელი.

სწორედ ამიტომ, დღეს მე გასწავლით რეალურ გზას, თუ როგორ შევძლოთ Adobe-ს პროდუქციის ფუნქციონალურად გამოყენება სრულიად უფასოდ!

ამისთვის საჭიროა რამდენიმე მარტივი ეტაპის გავლა:

1. პირველ რიგში შედით Adobe-ს ოფიციალური საიტის გადმოსაწერ გვერდზე და გადმოწერეთ თქვენთვის სასურველი პროგრამა

2. გადმოწერის შემდეგ დააინსტალირეთ იგი თქვენს კომპიუტერში 30 დღიან რეჟიმში (ანუ ეს იმას ნიშნავს, რომ ამ პოსტში არსებული ხერხის გამოყენების გარეშე იგი იქნება მხოლოდ 30 დღის განმავლობაში აქტიური)

3. თქვენს კომპიუტერში მოძებნეთ ფაილი სახელწოდებით hosts, რომელიც მდებარეობს ფოლდერში C:\Windows\System32\drivers\etc, გახსენით იგი და შიგ ჩაწერეთ შემდეგი სტრიქონები:

127.0.0.1 activate.adobe.com
127.0.0.1 practivate.adobe.com
127.0.0.1 ereg.adobe.com
127.0.0.1 activate.wip3.adobe.com
127.0.0.1 wip3.adobe.com
127.0.0.1 3dns-3.adobe.com
127.0.0.1 3dns-2.adobe.com
127.0.0.1 adobe-dns.adobe.com
127.0.0.1 adobe-dns-2.adobe.com
127.0.0.1 adobe-dns-3.adobe.com
127.0.0.1 ereg.wip3.adobe.com
127.0.0.1 activate-sea.adobe.com
127.0.0.1 wwis-dubc1-vip60.adobe.com
127.0.0.1 activate-sjc0.adobe.com
127.0.0.1 wwis-dubc1-vip60.adobe.com
127.0.0.1 192.150.18.108

ან უბრალოდ გადმოწერეთ ეს არქივი (3.5 KB) და თქვენი ვინდოუსის მიხედვით დააკოპირეთ შესაბამისი ფაილი და გადააწერეთ ზედ მას.

4. გადმოწერეთ ეს არქივი, (44 MB) შიგ ნახავთ ფოლდერებს x32 და x64, თქვენი პროცესორის ბიტების შესაბამისად შედით საჭირო ფოლდერში, სადაც ნახავთ საქაღალდეებს სახელწოდებით Original და Cracks. ფოლდერში Cracks არის Adobe-ს პროდუქტების საქაღალდეები, რომლებიც შეიცავენ საჭირო ფაილს, სახელწოდებით amtlib.dll. დააკოპირეთ ეს ფაილი და გადააწერეთ იგი C:\Program Files\Adobe\ADOBE-ს პროდუქციის ფოლდერი\ საქაღალდეში არსებულ ფაილს.

5. გადმოწერეთ სერიული ნომრის გენერატორი, (85 KB) დააჭირეთ Generate Serial-ღილაკს და დააკოპირეთ პროდუქტის გენერირებული გასაღები.

Adobe-ს პროდუქციის სერიული ნომრის გენერატორი

Adobe-ს პროდუქციის სერიული ნომრის გენერატორი

6. ჩართეთ თქვენს მიერ დაყენებული Adobe-ს პროდუქტი და წინა პუნქტში დაკოპირებული სერიული ნომერი ჩასვით შესაბამის ფანჯარაში. ამის შემდეგ თქვენ სრულიად უფასოდ (და რა თქმა უნდა უკანონოდ) შეძლებთ Adobe-ს პროდუქტების ფუნქციონალურად გამოყენებას.

სწორედ ამ ხერხს მე ვიყენებ უკვე რამდენიმე წელია, რომელიც მუშაობს ადობის ნებისმიერ პროდუქტზე, იქნება ეს Photoshop, Dreamweaver, Illustrator თუ სხვა. ასე რომ აწი თქვენ აღარ მოგიწევთ დროის და ენერგიის (ასევე ფულის) ხარჯვა ამ პროდუქტების გატეხვასა თუ შეძენაში. გისურვებთ წარმატებებს. გაურკვევლობის შემთხვევაში, დაწერეთ თქვენი შეკითხვა კომენტარებში, მე აუცილებლად დაგეხმარებით.

P.S. დაყენების შემდეგ თქვენ შესაძლოა პროგრამის ჩართვის შემდეგ ამოგიგდოთ ფანჯარა ნებართვასთან დაკავშირებით, მის გამოსართავად საჭიროა ამ ხერხის გამოყენება.

ტეგები: ,

20 კომენტარი → “როგორ გავტეხოთ Adobe-ს პროდუქტები?”


  1. დათო #

    4 weeks ago

    ლადო, ძალიან დიდი მადლობა ამ სტატიისთვის. შენ ვერც წარმოიდგენ, – რა დროულად მოგვაწოდე ეს ინფორმაცია. ახლა ზუსტად მაგ პრობლემის წინაშე ვიყავით, აი უკვე 3 დღეა. სხვათაშორის ინტერნეტში ასეთი სტატია ძალზე იშვიათია. ამ ფირმის პროგრამული პროდუქტები კი საკმაოდ ძვირია და დაცულია, შედეგად კი, ეს მართლაც ბევრ მომხამრებელს უქმნის პრობლემებს. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას. დათო, ნინო, გიგა, გიორგი . . .

    პასუხი

    • Landish #

      4 weeks ago

      მე თვითონაც დიდი ხანი ვეძებდი ამ პრობლემის გადაჭრის გზას და ყველაზე ოპტიმალურ ვარიანტს მივადექი და აი სწორედ ისიც თქვენს წინაშეა :)

      პასუხი

  2. TreZoRA #

    4 weeks ago

    შენ გაიხარე ლადო

    სად იყავი აქამდე :D

    აწინ დაეხრა ადობეს პროდუქტებს :D :D

    პასუხი

  3. Kemmo #

    4 weeks ago

    :D მე უბრალოდ ჯადოსნური ჯოხის მოქნევით (ანუ სერიალ კოდის ჩაწერით) ვიყენებ ჩემს Adobe Master Collection CS3 (ანუ ყველა პროგი რაც ოდესმე Adobe-ს გამოუშვია :D )

    პასუხი

    • Landish #

      4 weeks ago

      ჩემზე თავის დროზე არ იმოქმედა მაგან და მაგიტომაც მომიწია ამ ალტერნატივის ძიება

      პასუხი

  4. #

    4 weeks ago

    მაკისთვისაც გვინდა ინსტრუქცია :) ))

    პასუხი

    • Landish #

      4 weeks ago

      მაკზე როგორც კი გადავალ, აუცილებლად დავწერ :D

      პასუხი
  5. როგორ მჭირდებოდა. გაიხარე :)

    პასუხი

  6. xna #

    4 weeks ago

    თუ ძაან მაგრები ხართ და გგონიათ რომ პროგრამის გატეხვა შეგიძლიათ, მაშინ ეს პროგრამა იშოვეთ აბა გატეხილი :)

    Adobe Acrobat Connect

    პასუხი

  7. Nikoloz #

    3 weeks ago

    ვისაც სჭირდება და მართლა ერკვევა ადობეს პროდუქციაში იმას პორტატული პროდუქციაც ყოფნს ფოტოშოპი , ილუსტრატორი , დრიმვეერი პოტრატულები მაქვს მეც და ცალკე მაქვს პაპკები სპეციალურად პლაგინებისთვის და ათასი წვრილმანისთვის ამით დაზღვეული ვარ იმითაც რო ვინდოუსის გადაყენების შემდეგ მშვენივრად იმუშავებს და არ მომიწევს თავიდან დამონტაჟება და მითუმეტეს არც 800 მეგაბაიტს წამართმევს ასე რომ თქვენც იგივეს გირჩევდით ბოლოს მაინც ყველა ხვდება ამას ;)

    პასუხი

  8. თავაძე #

    2 weeks ago

    მარტალია გატეხილი ვერსია მაქ დისკზე სრული, მაგრამ ესეც გამომადგება, რადგან ადობეს უამრავ პროგრამას ვიყენებ

    პასუხი

  9. DImmI #

    2 weeks ago

    landish omediaze gnaxe sheen : ))) ….

    პასუხი

  10. ვახო #

    1 week ago

    უკვე მეორე თვეა რაც ფოტოშოპის კოდებს ვეძებ და გავწვალდი იქეთ-აქეთ ხეტიალში. სააღოლ რა მაგარი ხარ!!!! :) :) :) :)
    პირველად შემოვედი ამ საიტზე და თანაც პირველი სტატია იყო, რომელიც აქ წავიკითხე.
    პირველადვე მაგრა გამიხარდა, ისე რომ არქიმედეს “ევრიკასაც” მიმიქარავს. ეს ერთი და სხვა მრავალი ხრიკი გესწავლევინოს ჩვენზე. სააღოლ.

    P.S აბა ფოტოშოპში დოლარების გადამყრელი მე არ ვარ, ან რატომ უნდა ვიხადო ამდენი ფული ასეთი მაგარი ხერხი თუ არსებობს?

    პასუხი

  11. ნი #

    4 days ago

    აუ ყველაფერი გავაკეთე და რომ ვრთავ პროგს სერიალი რო ჩავწერო, ეგრევეშევყავარ, აღარ ჩანს კოდის ჩასაწერიი :(

    პასუხი

    • Landish #

      4 days ago

      თუ აღარ ჩანს, პროგრამას რთაავს და მუშაობს? თუ კი, მაშინ რაღას ვარდები პანიკაში?

      პასუხი

  12. ნი #

    4 days ago

    30 დღიანს რთავს და კოდი მინდა ჩავწერო რომ ანუ ხო მიხვდიი

    პასუხი

    • Landish #

      4 days ago

      ე.ი. რაღაც პუნქტი არასწორად გაირე..
      თუმცა Help > Activate პუნქი უნდა იყოს და დააჭირე მანდ.. მაგ შემთხვევაში მოგთხოვს კოდის ჩაწერას

      პასუხი

  13. ნი #

    4 days ago

    არ არის :( კააიჰ მაინც არ ვიცი ფოტოშოფი.. :D

    პასუხი

კომენტარის დამატება