Facebook-ში პროფილისა და გვერდების URL-ების შეცვლა

სოციალური ქსელის, Facebook-ის, მომხარებელი ალბათ ყოველი ჩვენგანია. ალბათ ბევრისთვის მიგიციათ თქვენი პროფილის მისამართი, ალბათ ბევრისთვის გითქვამთ თუ რა სახელით ხართ დარეგისტრირებულნი და მათაც მოუძებნიხართ, ალბათ რაიმე გვერდიც შეგიქმნიათ და მისი მისამართიც ისევე მიგიციათ სხვებისთვის, როგორც თქვენივე პროფილის.

Facebook.Com - სოციალური ქსელი

მაგრამ სტანდარტულად ფეისბუქს პროფილისა და გვერდების მისამართები არც თუ ისე ადვილი დასამახსოვრებელი და თვალსაჩნოა. ალბათ გნდომებიათ, რომ უკეთესი ყოფილიყო, მაგალითად იმ ნიკისა, რა ნიკითაც ხართ ცნობილი ინტერნეტ სივრცეში. ამის გაკეთება ძალიან მარტივია.

პროფილის მისამართის შეცვლა

პროფილის გვერდი თავიდან ასეთია ხოლმე http://www.facebook.com/profile.php?id=XXXXXXXXXXXXXXX სადაც XXXXXXXXXXXXXXX თქვენი მომხმარებლის ID-ია. დამერწმუნებით რომ არცთუისე სასიამოვნოა, როცა შეილება გქონდეთ ასეთი სახის მისამართი http://www.facebook.com/myusername სადაც myusername თქვენვის სასურველი ნიკია, სახელი ან გვარი.

ასეთი მისამართის გასაკეთებლად ორად-ორი ნაბიჯის გავლაა საჭირო.

შედით მენიუში Settings > Account Settings

Facebook - Account Settings

პროფილის პარამეტრებში შესვლის შემდეგ მოძებნეთ Username ველი, სადაც შეძლებთ თქვენთვის სასურველი ნიკის დაყენებას (თუ კი ის თავისუფალია).

Change Facebook Profile URL

დააჭირეთ Check availability-ს, რათა დარწმუნდეთ რომ მხოლოდ თქვენ ხართ ამ ნიკით და შემდეგ დააჭირეთ Confirm-ს.

მორჩა, ამით თქვენი მისამართი შეცვლილია და ადვილად დაგამახსოვრდებათ თქვენც და თქვენს მეგობრებსაც.

მე უკვე დიდი ხანია შეცვლილი მაქვს ჩემი იუზერნეიმი და იგი ასე გამოიყურება: http://www.facebook.com/lado.lomidze

გვერდის მისამართის შეცვლა

ფეისბუქი გვაძლევს საშუალებას, რომ ჩვენს ბიზნესს Fan Pages-ების მეშვეობით გავუწიოთ ერთგვარი პიარი. ლამაზი და დასამახსოვრებელი ბმულები აქაც საჭიროა, თუმცა არააუცილებელი.

აქაც მინიმალური და ადვილი პროცედურების გავლაა საჭირო, პირველ რიგში შედით ამ მისამართზე: http://www.facebook.com/username/ და დაჭირეთ ბმულს Set a username

Facebook Fan Page Change URL

ჩამოსაშლელ მენიუში გამოჩნდება ყველა ის გვერდი, რომელიც თქვენს მიერ არის შექმნილი. ამოირჩიეთ სასურველი და შეუცვალეთ მასაც მისამართი.

თუ თქვენი გვერდის მისამართი აქამდე იყო http://www.facebook.com/pages/MYPAGENAME/XXXXXXXXXXX სადაც MYPAGENAME თქვენი გვერდის სახელია, ხოლო XXXXXXXXXXX გვერდის ID, ახლა შეიძლება რომ თქვენი გვერდის ბმული ასე გამოიყურებოდეს http://www.facebook.com/mypagename სადაც mypagename თქვენი გვერდის მისამართია, რომელსაც თქვენ აირჩევთ.

ჩემს ბლოგს ფეისბუქზეც ააქვს გვერდი და მისი მისამართი ასე გამოიყურება: http://www.facebook.com/landish.ge

მოკლედ, მემგონი ყველაფერი ნათელი და მარტივია. წარმატებებს გისურვებთ და თუ კი არ გყავართ დამატებული მე და ჩემი ბლოგი თქვენს ფეისბუქზე, აუცილებლად დამამატეთ :) .

პ.ს. იმისთვის, რომ შეძლოთ გვერდის მისამართის შეცვლა, აუცილებელია გყავდეთ 25 “ფანი” მაინც. ეს მოთხოვნა პროფილის გვერდის შესაცვლელად საჭირო არაა.

აქვე გეტყვით, რომ გვერდის მისამართების შეცვლა შეგიძლიათ მხოლოდ ერთხელ, ასე რომ ყურადღებით იყავით იუზერნეიმის არჩევის დროს.

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "სოციალური მედია" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: .

8 კომენტარი პოსტზე Facebook-ში პროფილისა და გვერდების URL-ების შეცვლა

  1. Leonsio ამბობს:

    აი მალადეც! მაგარ! :kiss:

  2. მშვენიერია, უკვე შევცვალე უსერნეიმი.

  3. komisia ამბობს:

    სათაური რომ წავიკითხე მეგონა არჩეული უზერნეიმის შეცვლაც დაუშვეს მეთქი ფეისბუქზე და რატომღაც გამიხარდა (თუმცა მე მაინც არ შევიცვლიდი ასეც რომ იყოს) :D

    ეეჰ… ჩემი ფეისბუქის პროფილი….

    • Landish ამბობს:

      იმედია მალე მაგასაც იზავენ… :D
      შენა და არ გინდა რო სხვა ნიკით დაგვიბრნდე? :D

      • komisia ამბობს:

        არა, გმადლობ. ჯერ ერთი რომ komisia-თი ვეღარ დავარეგისტრირებ ბმულს, მეორეც კიდე რაც იმ პროფილში შრომა მაქვს ჩაყრილი ახლიდან ვერ გადავიტან მაგის გაკეთებას.

  4. გიორგი ამბობს:

    შეიძლება ეს სტატია, რომ იწერებოდა მაშინ, პირადი გვერდის სახელის შესაცვლელად არ იყო აუცილებელი კონფირმაციის კოდის მიწოდება. რომელიც სახელის შეცვლის მსურველმა უნდა გამოიძახოს მის ფიჭურ ტელეფონზე და 5 წამში მიიღებს უფასო შეტყობინებას ფეისბუქიდან, რომელშიც იქნება კონფირმაციის კოდი.

    მე უკვე შევცვალე, დიდი მადლობა ავტორს ;)

  5. Kate_AlukaЯD ამბობს:

    ეეე რა მაგარიაააა :) ))) შევცვალეეეეე :) )))

  6. vika ამბობს:

    aiiii gaixareeeeeeeeeeeeeeeeeeee
    :*:*:*:*
    jigariii xarrr

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>