თუ კი კომენტარებისას თქვენ ბლოგზე იყენებთ ავატრებსაც და default ავატრად ჩანს ე.წ. Mystery Man-ის ავატარი, ალბათ არც თუ ისე სასიამოვნო იქნებოდა იგი თქვენთვის და არც თუ ისე კარგად მოერგებოდა იგი თქვენი ბლოგის დიზაინს. იმისთვის, რომ შევცვალოთ ამ პატარა კაცუნას ავატარი ჩვენი სასურველი ავატრით, საჭიროა პატარა ფუქციის დაწერა.

mystery-man-icon-intro

Default ავატრის შეცვლა

ყველა დიზაინის მოყვება დამატებით ფაილი, სახელად functions.php, სადაც custom ფუნქციების ჩაწერა შეგვიძლია, სწორედ ამ ფაილში უნდა ჩავწეროთ შემდეგი კოდი:

add_filter( 'avatar_defaults', 'newgravatar' );
function newgravatar ($avatar_defaults) {
$myavatar = get_bloginfo('template_directory') .
'/images/my-gravatar.jpg';
$avatar_defaults[$myavatar] = "My Avatar";
return $avatar_defaults;
}

ფუნქცია add_filter იძლევა იმის საშუალებას რომ avat_default ფუნქციაზე newgravatar ფუნციის მეშვეობით მოვახდინოთ მცირე ცვლილება. კერძოდ კი default ავატრების მასივში ჩავამატოთ ჩვენთვის სასურველი დამატებითი ავატარი. $myavatar ცვლადი ინახავს ფაილს, სახელწოდებით my-gravatar.jpg, რომელიც მოთავსებულია თქვენი დიზაინის /images/ ფოლდერში. My Avatar კი სახელწოდებაა, რომლის შეცვლად შეგიძლიათ.

საბოლოოდ default ავატრის რედაქტირების გვერდი ასეთ სახეს მიიღებს, რომლის რედაქტირებას Settings>Discussion გვერდიდან შეძლებთ.

gravatar-options-screen

Default Avatar Settings

სულ ეს იყო : )