მას შემდეგ, რაც ფეისბუქზე იმატა მომხმარებელთა რაოდენობამ, გაიზარდა ჩემი მეგობრების რიცხვიც. იმის გამო, რომ მთავარ გვერდზე უამრავი არასაჭირო ინფორმაცია (spam) ქვეყნდებოდა (ამ შემთხვევაში აპლიკაციების სახით) და საინტერესო მასალის გადარჩევა მიჭირდა, მომიწია აპლიკაციების დაბლოკვა და ასე გამესუფთავებინა ჩემი გვერდი.
იმის გამო, რომ ასეთი აპლიკაცია ასობით და ათასობით მხვდებოდა, მათი დაბლოკვა ბევრი დროის დაკარგვასთან იყო დაკავშირებული. სწორედ ამიტომ ვეცადე, რომ ყველაზე სწრაფი გზა მომეძებნა ამ პრობლემის გადასაჭრელად. და ვფიქრობ მას მივაგენი. პოსტის წაკითხვის შემდეგ გეცოდინებათ, თუ როგორ დაბლოკოთ ესა თუ ის აპლიკაცია უმარტივესად.
განვიხილოთ კონკრეტულ მაგალითზე, აპლიკაციაზე, რომლის სახელიცაა “Who has seen your profile?“.
1. აპლიკაციის არჩევა
ფეისბუქის მთავარ გვერდზე გამოჩენილ აპლიკაციებიდან აირჩიეთ თქვენთვის სასურველი აპლიკაცია. “Comment“-ის გვერდით დავაჭირთო ბმულს “Who has seen your profile?“.
2. აპლიკაციის დაბლოკვა
არჩეული აპლიკაციის გვერდზე გადასვლის შემდეგ დააჭირეთ “Block Application“-ს.
3. დაბლოკვის დადასტურება
წინა პუნქტის შესრულების შემდეგ გამოჩნდება პატარა ფანჯარა, სადაც უნდა დაადასტუროთ, რომ ნამდვილად გსურთ ამ აპლიკაციის დაბლოკვა. უბრალოდ დააჭირეთ ლურჯ ღილაკს “Block Who has seen your profile?“-ს.
4. აპლიკაცია დაიბლოკა
თუ თქვენ ამ ყველაფრის შემდეგ მიიღებთ შეტყობინებას “The application has been blocked.“, მაშინ გილოცავთ, თქვენ წარმატებით დაბლოკეთ აპლიკაცია. ამის შემდეგ თქვენ მას თვალით ვეღარ დაინახავთ ![]()
როგორ მოვხსნა აპლიკაციას ბლოკი?
თუ რაღაც სასწაული მოხდა და გსურთ ამა თუ იმ აპლიკაციისთვის ბლოკის მოხსნა, არც ესაა პრობლემა.
უბრალოდ შედით Account -> Privacy Settings -> Applications and Websites -> Blocked Applications -> Edit Blocked Applications, სადაც ნახავთ იმ აპლიკაციების სიას, რომლებიც უკვე დაბლოკეთ. მის მარჯვივ კი იხილავთ ბმულს/ღილაკს “remove“, რომელზე დაჭერითაც შეძლებთ არსებული აპლიკაციისთვის ბლოკის მოხსნას.
იმედი მაქვს ეს აღარ დაგჭირდებათ : )




მე ადგილობრივად ვბლოკავ ხოლმე, უფრო სწორედ, ვაჰაიდებ : )) ეს უფრო ადვილია მგონი.
ადვილია, კი, თუმცა ვინმე რო მაგ აპლიკაციის მოსაწვევს გამოგიგზავნის ან რამე, სჯობს ერთხელ და სამუდამოდ დაბლოკო ხოლმე
იტს ვერი იზი !
ვააა გაიხარე! რა მარტივი ყოფილა და არ ვიცოდი
)
სეენქიუ
საკმაოდ საინტერესო პოსტია
magariaa =))))
მაგარია