ჰოი, რა ბედნიერია ჩემი ცხრას პლუს ერთი თითი (მარცხენა ხელის ცერს არ ვხმარობ კლავიატურაზე)!
მეღირსა!…

Zurriuss
მოკლედ, მე Zurriuss ვარ, ამ ბლოგის სტუმარი და ლანდიშას აწ უკვე განუყრელი მეგობარი
დღეს გიამბობთ, როგორ გავხდეთ კრეატინულები საკუთარი მაგალითით. არ გეგონოთ, თავს ვიპიარებდე. ახლა ისე მეძინება, ცხელი ტაფა სახეში არ მაწყენდა
ამისათვის აუცილებელია, ღამის 2 საათი მაინც იყოს. ამ დროს სხეული პრაქტიკულად გამოთიშულია, სახე კი – გამოთაყვანებული. თუ ყოველივე ამას კომპიუტერთან დიდხანს ჯდომასაც დავუმატებთ, მით უკეთესი. ადამიანის ტვინი ამ ინფორმაციას აგროვებს, დიდი მონდომებით აღრიცხავს მეხსიერებაში და მერე ცოტა ხნით აყოვნებს, სანამ რაიმე ახალი იდიოტობა არ ჩაანაცვლებს. სინამდვილეში ამ დროს კი ნამდვილად ბევრი საჭირო ინფორმაცია ინახება: თუნდაც ისეთი, რომელსაც მერე განსაკუთრებულად დავაფასებთ.
მაგალითად, თუკი ფეისბუკზე ვიღაცამ ატვირთა სურათი, თუ როგორ ჯდება მოხუცი ბებო ავტობუსში, შენ მიდიხარ შენს ტვინთან და სთხოვ, გაგახსენოს ეს მომენტი. ჰოო… სურათი მართლაც შთამბეჭდავია: პირდაპირ, გრძნობ ბებოს აკანკალებულ ხელებს, თუ როგორ ცდილობს, დაიცვას წონასწორობა საჯდომის სკამზე დამიზნებისას
უი, ვიღაცამ სადღაც დებილური კომენტარი დატოვა! აბა, მივცხოთ პასუხიც: “შენ სათქმელს ისე უმიზნებ, როგორც მოხუცი ბებო – საჯდომს ავტობუსის კამს”
ვისაც ხატვის ნიჭი გააჩნია, შეუძლია, ეს ყველაფერი ფურცელზე ასახოს და მერე რაიმე, მსგავსი საინტერესო მინაწერები გაუკეთოს. აქაც: არ დაინდოთ ფანდატაზიის საზღვრები და, თუ გნებავთ, აქლემს პირიდან ნაძვის ხე ამოუყვანეთ
რომ იყოთ იდეინნი და გონებაგახსნილნი, აგრეთვე აუცილებელია, იყოთ ბევრის მოლაპარაკე. ყოველთვის ილაპარაკეთ: თავს ძალას ნუ დაატანთ და ნუ გაჩუმდებით. ხოლო თუ ლაპარაკი არ გსურთ, მაშინ რაღაც მაინც აკეთეთ. აზრები სადმე ჩაიწერეთ, ჩაიხატეთ, წაიღიღინეთ მაინც. ეს გაძლევთ:
- გარშემომყოფთა ყურადღებას
- თვითდაჯერებულობას (თავიდანვე არა, მაგრამ მერე)
- შანსს, დააინტერესოთ სხვები
- ცოტა იმარიაჟოთ, რასაც თანდათან დახვეწთ.
კრეატიული იდეებისათვის ძალიან კარგია მარტო ლაპარაკი. საკუთარ თავთან ლაპარაკს რომ ეძახიან. ოღოდ ეგ მე სხვად მიმაჩნია, რადგან საუთარ თავს რომ ესაუბრო, მაშინ დიალოგი უნდა გამართო. მარტო საუბარი კი შენი აზრების გადმოფრქვევაა. ამ დროს ტვინი აქტიურად იწყებს მუშაობას, რაშიც მას ენისა და ყბის კუნთების მოძრაობაც ეხმარება. ასევე შესაძლებელია კევის ღეჭვაც, მაგრამ მისი შედეგი მე არ ვიცი (რამდენიმე წელია, რაც არ დამიღეჭავს
). თქვენ ლაპარაკობთ, ლაპარაკობთ… და აღმოაჩენთ რომ ამ ბლა-ბლა-ბლა-ში რაღაც ჭკვიანური იდეაც წარმოთქვით. აი, მე, მაგალითად, პოლ მაკარტნისა და რინგო სტარის ერთობლივი კონცერტის იდეა მომივიდა თავში. მიუხედავად იმისა, რომ ახლა სრულიად ჩუმად ვარ, ჩემი ტვინი მაინც “საუბრობს”, ვინაიდან ამ პოსტს ვწერ
ხომ ხედავთ, ყველაფერი მარტივია. მთავარია:
- არ მოგვერიდოს – ოღონდ ძალიან ზედმეტებშიც ნუ გადავალთ
- არ გავცხრილოთ ტვინში – აქაც ძალიან ზედმეტი არ უნდა მოგვივიდეს
- ბევრი ინფორმაცია მივიღოთ ყველა შესაძლო საშუალებით, თუნდაც მუსიკის მოსმენით. რა ვიცით, რა დროს გადაგვარჩენს.
- გვახსოვდეს, რომ როცა გვგონია, არ ვუსმენთ, სინამდვილეში ქვეცნობიერი სწორედ ამით არის დაკავებლი
კრეატინულობისათვის (კრეატიული კრეტინი) საბოლოოდ საჭიროა, სწორი გასაქანი მისცეს თავის აზრებს. ეგ არის და ეგ. ყველაფრის გაკეთება მარტივია, თუ არ გეზარება. აბა ჰე და კომენტარებში თქვენ-თქვენი კრეატინული აზრი დამხვდეს!
10x man
you’ve saved my life
დაე გავხდეთ კრეატინულები !
და წიგნების კითვა არ შედის რომელიმე პუნქტში? ჩემი აზრით ეს პირველი ნაბიჯია კრეტიული აზრების დაბადებისთვის.
ეგრე ჭამა-სმაც აუცილებელია, მაგრამ აქ დეტალებზე საუბრისაგან თავი შევიკავე
)
შენ მე FB-ზე რაც მოგწერე, ის გააკეთე სჯობს : ))
ჰეჰეეე რა კარგი სურათიაა
))
გაღიარებ
გამარჯობათ, პირველად ვარ აქ
როგორ დავრეგისტრირდეეე?? ამიხსენით რა
აქ არც გჭირდება დარეგისტრირება : )
მე მაპატიეთ და კრეტინული წავიკითხე
))
ვაა ბალანჩინიიიი : O : O