1995 წელს რასმუს ლერდორფმა შექმნა პროგრამირების ეს ენა. თავდაპირველად იგი მას, თავისი რეზიუმეს დამთვალიერებლების რაოდენობის და სტატისტიკის დასათვლელად იყენებდა. ეს იყო ერთგვარი ნაკრები Perl სკრიპტებისა, რომელსაც თავის დროზე “Personal Homepages Tools” დაარქვა.
ამის შემდეგ იგი იწყებს უფრო გაფართოებული და მრავალფუნქციონარული ვერსიის წერას, რომელიც უკვე მონაცემთა ბაზასთან მუშაობს, მას ამის დაწერა html ფორმებთან ინტეგრიებისთვის დასჭირდა. საბოლოოდ გამოქვეყნდა PHP/FI (Personal Home Page / Forms Interpreter), რომლის კოდიც ლერდორფმა საჯარო განხილვის თემა გახადა. ამ ენას ძალიან ბევრი საერთო აქვს Perl-თან, თუმცა მასთან შედარებით PHP-ს სწავლა ბევრად ადვილია.
1997 წლის ნოემბერში ოფიციალურად გამოვიდა მეორე ვერსია, PHP/FI 2.0, რომელსაც უკვე 50 000-ზე მეტი მომხამრებელი ჰყავდა მსოფლიოს მაშტაბით. მიუხედავად იმისა რომ PHP-ის შექმნაზე უამრავი ადამინი მუშაობდა იგი კვლავინდებურად ითვლებოდა ლერდორფის პერსონალურ პროექტად. ამ პროექტმა იარსება მანამ სანამ არ გამოვიდა PHP 3.0 ვერსია.
PHP 3
ეს გახლდათ პირველი ვერსია იმ PHP სახისა, რომელსაც დღეს ჩვენ ვიცნობთ. 97 წელს ენდი გუტმანსმა და ზივ სურაკსისმა გადაწერეს მთლიანი PHP/FI 2.0-ის კოდი, ისინი თვლიდნონ რომ ეს არ გამოდგებოდა ელექტრონული კომერციისთვის, რომლისთვისაც უნივერსიტეტის პროექტისთვის ამზადებდნენ. ამის შემდეგ, ენდი, ზივი და რასმუსი იწყებენ PHP 3.0-ზე მუშაობას, ამ პერიოდში PHP/FI უკვე აღარ გამოიყენებოდა. მათ შეიმუშავეს სტრუქტურა, რომელიც დიდ მონაცემთა ბაზასთან შეძლებდა მუშაობას, გახლდათ ბევრად მრავალფუნქციონალური, ჰქონდა უმავი მოდულის მხარდაჭერა და სხვ.
პროგრამირების ახალმა ენამ ახალი სახელიც დაირქვა, მას უბრალოდ “PHP” ჰქვია, იგი იშიფრება, როგორც “Hypertext Preprocessor”.
1998 წლის ბოლოს PHP-ს ათი ათასობით მომხმარებელი ჰყავდა, ასი ათასობით საიტი იყო დაწერილი ამ ენაზე, ამ დროისთვის PHP ინტერნეტ სერვერების 10%-ზე იყო დაყენებული.
9 თვიანი საჯარო ტესტირების შემდეგ 98 წლის ივნისში PHP 3 ოფიციალურად იყო გამოშვებული.
PHP 4
1998 წლის ზამთარში, ფაქტიურად PHP 3 გამოსვლის შემდეგ, ენდი გუტმანსმა და ზივ სურაკისმა გადაწყვიტეს ამ ენის გაფართოება, მათი ამოცანა იყო შეექმნათ უფრო რთული მაგალითების ამომხსნელი ენა. მათ შექმნეს “Zend Engine” (სახელებისგან, ზივ და ენდი), რომელის უმკლავდებოდა თითქმის ყველა პრობლემას, მაგალითებთან დაგავშირებით. იგი მალევე გამოქვეყნდა, დაახლოებით 99 წლის შუა პერიოდში. ხოლო PHP 4-ის და Zend Engine-ს ინტეგრირებული ვერსია 2000 წლის მაისში, რომელიც წინა მორბედებისგან დამატებით ფუნქციებით გამოირჩეოდა.
დღეს დღეობით პროგრამირების ამ ენას ასეობით ათასი მომხმარებელი ჰყავს, და მილიონობით საიტი ( რაც ინტერნეტში არსებული დომენების 20%-ზე მეტს წარმოადგენს) იუწყება იმას რომ ეს ენა მშვენივრად ართმევს თავს საკუთარ საქმეს.
ამჟამად მომხმარებელთათვის უკვე ხელმისაწვდომია PHP 5(6) ვერსია … მისი გამოყენება სრულიად უფასოა, დაქაჩვა კი შეგიძლიათ ოფიციალური საიტიდან http://php.net/

ყველაზე არაპრაგრამისტული :givi: სახელი აქვს – თავის თავში იციკლება
))
გამარჯობა ლანდიშ
როგორც ვხედავ შენ მართლაც კარგად ერკვევი, თვითერში, მაგრამ მე ჯერ კარგად ვერ გავუგე ვიგაცეები მიმეგობრდებიანდა საიტებს მიგზავნიან,სადაც წერია თუ როგორ უნდა გააკეთო თვითერით ფული(ეგ ალბათ სიაფანდი იქნება) უბრალოდ, მე ქართველი თითქმის ვერავინ ვნახე და იქნებ შენ ამიხსნა თუ არა შეგეზრება რადა როგორ უნდა გავაკეთო, ანუ ამ თვითერის ძირითადი დანიშნულება და გამოყენების ხერხებში გამარკვიო იქნებ შეძლებისდაგვარად….
რაც შეეხებაგამოცდებს, მეც ვაბარებ, აბა100%გრანტით ჩაგვებარებიოს….