მსოფლიოში ყველაზე დიდი ჰამბურგერი, რომელიც იჭმევა, 74,75 კილოგრამს იწონის და 399 დოლარი ღირს კაფე-ბარში სახელწოდებით “მელისთან”. ეს კაფე მიჩიგანის შტატში, საუთგეითში მდებარეობს. უზარმაზარი ჰამბრუგერი კი 2008 წლის 29 აგვისტოს გააკეთეს.
თურქმა ირლეკ ილმაზმა თვალიდან ცრემლის ნაცვლად რძე 280 სმ-ს მანძილძე გადაასხა.
Bigfoot 5 – ეს უდაოდ ყველაზე დიდი ჯიპია მთელ მსოფლიოში, მისი სიმაღლე 4,7 მეტრია, ხოლო ბორბლების სიმაღლე – 3 მეტრი. იგი 17 236 კილოგრამას იწონის, ძრავაზე და საწვავის ხარჯზე კი ლაპარაკიც ზედმეტია
ხე პინგ-პინგი მონღოლეთიდან, ცნობილია როგორც ყველაზე პატარა ადამიანი დედამიწის ზურგზე. მისი სიმაღლე 74,61 სმ-ია. ამ ფოტოზე იგი ყველაზე გრძელი ფეხების მქონე ქალის – სვეტლანა პანკრატოვას – გვერდით/ქვეშ დგას. სამწუხაროდ მსოფლიოს ყველაზე პატარა ადამიანი დღეს უკვე გარდაცვლილია.
კიმ გუდმანს თვალების “გადმოყრა” 11 მილიმეტრზე შეუძლია. ეს რეკორდი 1998 წელს გინესის რეკორდების ტელე-გადაცემაში დამყარდა.
თურქი სულთან კოსენი ყველაზე მაღალი ადამიანია მსოლფიოში. მისი სიმღალე 2 მეტრი და 46 სმ-ია. იგი ძალიან ამაყობს, რომ ყველაზე მაღალი ადამიანის სტატუსით სარგებლობს.
რას წარმოიდგენდნენ თევზები, რომ ერთხელაც რომელიმე ადამიანი ადგებოდა და 66,5 მეტრს წყალქვეშ ველოსიპედით გაივლიდა? ეს პიროვნება ვიტორიო ინოსენტე გახლავთ იტალიიდან, რომელმაც შეძლო ამ რეკორდის დამყარება.
იზაბელ ვარლის სხეულის 93% ტატუირებით არის დაფარული. ძალიან მაინტერესებს დანარჩენი 7% რა ნაწილია
.
აარონ ქეისი, მოზარდი, რომელის სახეც მაგნიტის როლს ასრულებს. მას შეუძლია 17 კოვზის მიმაგრება.
ყველაზე გრძელი/დიდი ცხვირი მსოფლიოში ეკუთვნის თურქ, მეჰმედ უზურეკს. მისი სიგრძე 8,8 სმ-ია შუბლიდან ნესტოებამდე.
საიმონ ელმორი გერმანიიდან, რომელმაც შეძლო და 400 ცალი წვენის საწრუპი 10 წამის განმავლობაში გაიჩერა პირში. თქვენ რამდენის გაჩერება შეგიძლია?
ჩინელ სი ციპინგს მსოფლიოში ყველაზე გრძელი თმები აქვს. მათი სიგრძე 5627 მილიმეტრია. იგი თმას 1973 წლიდან იზრდის.
ოდესმე დაინტერესებულხართ თუ რამდენს იწონის თქვენი ფეხსაცმელი? ჩიან ჩენცის ფეხსაცმელი 122,8 კილოგრამია და იგი გინესის რეკორდების წიგნში შესულია, როგორც ყველაზე მძიმე ფეხსაცმელი.
ბეკი სტენდფორდის ძაღლს, ბაკის, ყველაზე გრძელა ენა აქვს მსოფლიოში, მისი სიგრძე 11,43 სმ-ია.
და დღეისთვის ბოლო, რეკორდსმენების მაიკლ მაჩადოსა და პამელა ბარტოლომეოს სიამყე – ყველა გრძელი და მძიმე ლიმუზინია – რომლის სიგრძეც 21,3 მეტრია, სიმაღლე – 4,1 მეტრი, ხოლო წონა 22 933 კილოგრამს შეადგენს.
ამ პოპულარული და განსხვავებული ადამიანების ჩამოთვლით დავასრულებ პოსტის წერას. თქვენ კი კომენტარების სახით შეგიძლიათ გვიამბოთ თქვენი რეკორდებისა და მიღწევების შესახებ. თუ გყავთ რომელიმე კუმირი რეკორდსმენი? თუ გსურთ მიაღწიოთ რაიმე რეკორდს და მოხვდეს თქვენი სახელიც ამ წიგნში?
გვერდები: 1 2
ფრჩხილები მომეწონა
თვალებიდან ცრემლის მაგივრად რძე რომ გადაასხა მაგაზე ცუდად გავხდი :s და კიდევ თვალები რომ გადმოყარა 11 მილიმეტრით :s
ყველაფერს გავუძელი, მაგრამ ყურებიდან გამოსულმა თმამ უკვე ჩემი ნერვული სისტემა დააზარალა
ბლახ! რა საზიზღრობაა. გინესის კი არა, სულელი და უსაქმური ხალხის წიგნი უნდა ერქვას მაგას.
საღოლ!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!!
აი მეტი არ ვიცი რა დავწერო.
სოფი – პრინციპშI გეთანხმები. ანუ თუ ადამიანი ბუნებრივად არის მაღალი (როგორც ის თურქი), დაბალი (როგორც ის გარდაცვლილი) და ასე შემდეგ, მაგი კი ბატონო. რეკორდია. მაგრამ როდესაც ადამიანი მაისურებს ჩაიცვამ და მსგავს სისულელეებს გააკეთებ, მართლა სულელი და უსაქმური ხალხის წიგნში უნდა მოხვდე. :დდდ
რამ აგაღფრთოვანა ასე?
Landish : „საღოლ მართლა კარგი სტატიაა
კეიტ : ჩემის აზრით ვინც მაგ სისულელეებს აკეთებს ის უფროა წიგნში შესატანი რადგან თვითონ აკეთებს და არა ბუნებრივად როგორც სხვები (მაგალითად სიმაღლე,სიდაბლე) მაისურების თუნდაც ჩაცმა ძნელია და გაკეთება უნდა ხოლო მე რომ 2 მეტრი და 50 სმ ვარ ეს ბუნებრივია და რეკორდი კი არა უბრალოდ სიმაღლეა :დ
fuuf pirveli ra sazizxariaa…
ფრჩხილები და თმა ყურებიდან :ს ღმერთოოოო გული ამერია :\
ყურები არ მომეწონა დანარჩენი მაგარია
[...] This post was mentioned on Twitter by Khinchagashvili, Lado Lomidze. Lado Lomidze said: გინესის რეკორდების წიგნი http://goo.gl/fb/b1S0b [...]
ფრჩხილები :შ რა საშინელებაა :შ მე მაშინვე მტყდება და ესენი მეტრობით იზრდიან :ს
სადაა სამართალი :შ
რა უსაქმური უნდა იყო, ამხელა ფრჩხილები რომ გაიზარდო
ყინულში გაძლების რეკორდი გუშინ მოხსნა ვიღაც ჩინელმა. 1 წთ და 58 წმ თუ სწორად მახსოვს.
ტატუირებული ქალის დარჩენილი 7% სახეა ალბათ
)
ვენგრიელი

ჰაჰა
ფუუ, ეს ფრჩხილები რა კოშმარიაა…
))))
ძალიან საინტერესო იყო..
ყოჩაღ.
ფუ ყურიდან გამოსულმა თმამ შეეემაყვანცალა
ვაიმე 18 საინტიმეტრი ყურების თმა = /
და მაიკები რ ამაგარი იყოო
კარგი იქნებოდა ქართველ რეკორდსმენებზე რო დაგეწერა
ის მაიკებში რო იყო როგორ სუნთქავდა ბლინ
რა ჯისჰის ძაღლია??????????