რა არის გრავატარი?

ავატრები ყველგანაა, ფორუმებზე, ფეისბუქზე, თვითერზე და ყველა სოციალურ ქსელზე.  ზოგს ავატრად საკუთარი ფოტო უყენია, ზოგიც კი მზა ანიმაციას ხმარობს. მიზანი კი ერთია, ადვილად შევძლოთ მეგობრის პროფილის ამოცნობა და ჩვენი თავის იდენტურობა. ავატარი ბლოგებზეც გამოიყენება, ამ ყველაფერს ყველაზე მარტივად გრავატარი უმკლავდება, მაგრამ სამწუხაორდ ჩემი ბლოგის კომენტატორების უმეტესობამ, არ იცის როგორ გამოიყენოს იგი.

Gravatar: მთავარი გვერდი

Gravatar იშიფრება, როგორც A Globally Recognized Avatar, და საზოგადოდ ცნობილ ავატარს ნიშნავს. აქამდე თითოეულ საიტზე ავატრის დასაყენებლად გვჭირდებოდა მისი უშუალოდ ატვირთვა, მაგრამ გიფიქრიათ რომ ყველა სოციალურ ქსელში ავატრების მართვა ერთი საიტიდან იქნებოდა შესაძლებელი?

გრავატარი ამის საშუალებას გვაძლევს.

როგორ გამოვიყენო გრავატარი?

1. პირველ რიგში დარეგისტრირდით, ამ მისამართზე იხილავთ იმეილის ჩასაწერ ფორმას.

Gravatar: რეგისტრაცია ( გასადიდებლად დააჭირეთ სურათს )

ჩაწერეთ თქვენი იმეილი და დააჭირეთ ღილაკს Signup.

2. თქვენ მიიღებთ ასეთ შეტყობინებას 

Gravatar: მეილის შემოწმება ( გასადიდებლად დააჭირეთ სურათს )

და რამდენიმე წუთში მოვა თქვენს მიერ მითითებულ იმეილზე სარეგისტრაციო ბმული.

3. შეამოწმეთ იმეილი, მოსულ წერილში დააჭირეთ პროფილის გასააქტიურებელ ბმულს, გადახვალთ ამ გვერდზე

Gravatar: პროფილის შევსება ( გასადიდებლად დააჭირეთ სურათს )

სადაც მოგიწევთ პაროლისა და იუზერნეიმის ჩაწერა. (არაა აუცილებელი ეს იუზერი და პაროლი იყოს მეილის პროფილიდან.)

4. Signup ღილაკზე დაჭერის შემდეგ გადახვალთ პროფილის გვერდზე, სადაც ასეთი სახით იხილავთ გრავატრის default ავატარს.

Gravatar: პროფილი ( გასადიდებლად დააჭირეთ სურათს )

5. დააჭირეთ ბმულს Add one by clicking here!, რათა შეძლოთ ავატრის ატვირთვა. (იხილეთ ზედა სქრინი)

6. თქვენ გაქვთ 4 საშუალება სურათის ატვირთვისა.

Gravatar: ფოტოს ატვირთვის გზები ( გასადიდებლად დააჭირეთ სურათს )

  • My computer’s hard drive - თქვენი მყარი დისკიდან სურათის ატვირთვა
  • An image on the internet - ინტერნეტში არსებული ნებისმიერი სურათის ატვირთვა
  • A webcam attached to your computer – ვიდეოთვალიდან გადაღებული სურათის ატვირთვა
  • A previously uploaded image – ადრე ატვირთული ფოტოს გამოყენება.

გრავატარს აქვს საშუალება შეინახოს თქვენს მიერ ადრე ატვირთული ფოტოებიც.

7. ტუტორიალში გამოვიყენე პირველი მეთოდი ფოტოს ატვირთვისა, ანუ კომპიუტერიდან ავტვირთე ჩემი ავატარი და შემდეგ გადამიყვანა ასეთ გვერდზე.

Gravatar: ავატრის ზომაზე მორგება ( გასადიდებლად დააჭირეთ სურათს )

ამ შემთხვევაში მე გამოვიყენე ჩვეულებრივი ავატრის ზომის სურათი, მაგრამ თქვენ შეგიძლიათ წინასწარ არ მოამზადოთ ავატარი, ატვირთოთ რაიმე სურათი და შემდგომ იგი მოჭრათ შესაბამის ზომაზე. როდესაც მორჩებით ავატრის მორგებას, დააჭირეთ ღილაკს Crop and Finish.

8. ახლა ავატრის შეფასების დროღა დარჩა, გპირდებით ეს ფუქნტი უკანასკნელია :D

Gravatar: ავატრის შეფასება ( გასადიდებლად დააჭირეთ სურათს )

იმისთვის რომ გრავატარმა შეძლოს თქვნი ავატრის გამოქვეყნება, მან უნდა იცოდეს თქვენი სურათის შესახებ, რომლებიც შემდეგ კატეგორიებად არიან დაყოფილნი.

  • G – G rated gravatar is suitable for display on all websites with any audience type. – ავატარი გამოქვეყნდება ყველა სახის საიტზე და მისი ნახვა შეუძლია ნებისმიერი ასაკის მყოფ პიროვნებას.
  • PG – PG rated gravatars may contain rude gestures, provocatively dressed individuals, the lesser swear words, or mild violence. – ამ კატეგორიის ავატრები შეიძლება შეიცავდნენ სასტიკ სცენებს, მცირე ძალადობას ან თუნდაც გამომწვევად ჩაცმულ პერსონაჟებს.
  • R – R rated gravatars may contain such things as harsh profanity, intense violence, nudity, or hard drug use. -  ამ სახის ავატრები შეიძლება შეიცავნდნენ ღვთის გმობას, ძლიერ ძალადობას, სიშიშვლეს ან თუნდაც ნარკოტიკების მოხმარების კადრებს.
  • X – X rated gravatars may contain hardcore sexual imagery or extremely disturbing violence.- ამ კატეგორიის ავატრებს მიეუკთვნებიან ისინი, რომლებიც შეიცავენ უხეშ სექსუალურ სახეობებეს ან შემაზრწუნებელ ძალადობის/წამების ფაქტებს.

ჩემი რჩევა იქნება თუ კი თქვენს ავატარს G კატეოგრიას მიუაკთვნიებთ და ისეთ ავატარს დააყენებთ, რომელიც მას შეესაბამებად.

9. გრავატრის კატეგორიის შერჩევის შემდეგ თქვენ საბოლოოდ მიღებთ ასეთ სახეს.

Gravatar: ატვირთული ფოტო ( გასადიდებლად დააჭირეთ სურათს )

თქვენ უკვე გაქვთ კაკ მინიმუმ 1 ატვირთული ფოტო, რომელიც ავატრის სახით მოევლინება ინტერნეტს გრავატრის მეშვეობით.

თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ იმდენი იმეილი და იმდენი ფოტო, რამდენიც გსურთ და ეს ყველაფერი ერთ ექაუნთში.

დამეთახნმებით, რომ საჭრო და აუცილებელი  რამეა ეს გრავატარი. ვიმედოვნებ, რომ თქვენ ყველანი გახდებით ამ სერვისის მომხმარებელი და გექნებათ თქვენი საიდენტიფიკაციოს აღმნიშვნელი ავატარი ყველგან. დიახ ყველგან, რადგან გრავატრის მხარდაჭერა აქვთ ისეთ სერვისებს, როგორიცაა:

ხშირად დასმულ კითხვებზე პასუხს შეგიძლიათ გაეცნოთ აქ.

აქვე იხილეთ ვიდეო დემონსტრაცია.

ველი თქვენს კომენტარებს, ახლა უკვე ავატრებით : )

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "სოციალური მედია" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: .

29 კომენტარი პოსტზე რა არის გრავატარი?

  1. madridman ამბობს:

    ჰაჰა საღოლ ლანდიშ ;) რა გინდა კი შეგირჩევაი სასარგებლო პოსტი, ნუ ეს შენგან ადრე ვიცოდი,მაგრამ მაინც არ ვხმარობ ავატარებს :D :D:D

  2. taa ამბობს:

    საინტერესოა

    მე ორი გრავატარი მაქვს, ერთი თაა წერია ინგლისურად
    და მეორე F people _ FashionTV- ს ლოგო

  3. ყვავა ამბობს:

    Blogging for Dummies უნდა დარქვა ამ პოსტებს )

    • Landish ამბობს:

      ვფიქრობ მასეთი კატეგორიის შექმნას…
      დაღეჭილის და შემდეგ ბლოგერებისთვის მირთმეული პოსტების დადებას : ))

  4. დემეტრე ამბობს:

    აბა თუ ჩანს :|

  5. Leonsio ამბობს:

    ტესტ გრავატარ :D

  6. გავრეგისტრირდი!! აბა ვნახოთ რა მოხდება :D

  7. ნინი ამბობს:

    აუ მე ვერ გავიგე :( და ისევ ეს სჰავი კაცი მყავს :(

  8. ნინი ამბობს:

    რაც მაილები მაქვს ყველა დარეგისტრირებულიაო და მე არა და რატომ:(((

  9. ნინი ამბობს:

    გავაკეტე გავაკეტე :) )) უჰუ

  10. monkey ამბობს:

    ჰია ით იზ…!
    ვნახოთ აბა..

  11. monkey ამბობს:

    რა კარგია
    :)
    მადლობა ლენდიშ.

  12. კიკიტო ამბობს:

    აბა გავაკეთე და თუ იზავს :D

  13. Taa ამბობს:

    ვტესტავ :)

  14. Taa ამბობს:

    არ შვება?

  15. Taa ამბობს:

    ვსიო გავტესტე
    მაპატიე რომ შენი ბლოგი გამოვუყენე
    მაგრამ ინფოც აქედან ავიღე :)

    შეგიძლია წაშალო კომენტარები :)

  16. გიორგი ამბობს:

    კომენტარს არ ვამბობ მაინტერესებს როგორ უნდა დავრეგისტრირდე ფეისბუქზე?

  17. ჯუნა ამბობს:

    მადლობა :) ) დიდი ხანია ამის გაკეთება მინდოდა)

  18. მოხეტიალე ამბობს:

    ჰოოო, საინტერესოა ნამდილად. უკეთესი იქნებოდა გუშინ წამეკითხა:( ცოტა კი ვიწვალე ფოტოს ატვირთვაზე, მაგრამ დახმარების გარეშეც მოვახერხე:) დავაშეარებ, “რომ ჩემს შემდგომად მოძმესა ჩემსა, სიძნელე გზისა გაუადვილდეს”:)

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>