მას შემდეგ, რაც Google Chrome-ის აქტიური მომხმარებელი გავხდი, დავიწყე მისთვის გამოსადეგი და საინტერესო გაფართოებების/ედონების ძებნა. ძიებისას არაერთ ათეულ საინტერესო გაფართოებას წავაწყდი, რომელთა გამოყენებამ ინტერნეტში ძრომიალი უფრო საინტერესო გამიხადა.
მინდა ეს გაფართოებები თქვენც გაგიზიაროთ, რათა ჩემსავით შვება იგრძნოთ. დღეს კონკრეტულ თემას, ფეისბუქს შევეხები და მისთვის გამოსადეგი ედონების სიას ჩამოგითვლით, თან ვეცდები თითეული მათგანის ფუნქცია აგიხსნათ.
1. Beautify Facebook

Beautify Facebook
ეს ჩემი ერთ-ერთი უსაყვარლესი გაფართოებაა, მას შემდეგ რაც ფეისბუქმა სახე იცვალა, რის შემდეგაც რთული გახდა ინფორმაციის მიღება ახალი შეტყობინებების და სხვა ქმედებების (activities) შესახებ.
ამ ედონის საშუალებით თქვენი ფეისბუქის გვერდი ისეთივე გახდება, როგორც ზემოთა ფოტოზე; დაემატება ახალი სმაილები ჩატში, ფეისბუქის title ტეგში, favicon-ის გვერდით დაეწერება ახალი შეტყობინებების/ქმედებების რაოდენობა და სხვ.
სხვების თუ არა, ამ გაფართოების დაყენებას ყველას გირჩევთ : )
გაფართოების დაყენება – Beautify Facebook
2. Facebook for Google Chrome

Facebook for Google Chrome
ესეც ერთობ საინტერესო გაფართოებაა მათთვის, ვინც ფეისბუქს აქტიურად მოიხმარს. ამ ედონის დაყენების შემდეგ თქვენ აღარ დაგჭირდებათ უშუალოდ ფეისბუქის მთავარ გვერდზე სიახლეების სანახავად და სტატუსების გასანახლებლად. ყველაფერის გაკეთება ერთ მარტივ, პატარა ფანჯარაში იქნება შესაძლებელი.
გაფართოების დაყენება – Facebook for Google Chrome
3. Facebook Photo Zoom

Facebook Photo Zoom
იმისათვის, რომ ფეისბუქში არსებული ფოტოები უფრო დიდ გაფართოებაში გვენახა, ამისთვის საჭირო იყო უშუალოდ მასზე დაჭერა, რის შემდეგაც გადავიდოდით ამ სურათის ცალკეულ გვერდზე. ეს დამეთანხმებით ნაკლებად სასიამოვნო პროცესია, განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ინტერნეტის სიჩქარე დაბალი აქვს.
ამ ედონის გამოყენების შემდეგ კი ეს ყველაფერი საჭირო აღარ იქნება. თქვენ უბრალოდ შეგიძლიათ სასურველ სურათს გადაატაროთ მაუსის კურსორი და იგი მისი მაქსიმალური ზომის შესაბამისი გახდება, როგორც ეს ზევითა სურათზეა ნაჩვენები.
გაფართოების დაყენება – Facebook Photo Zoom
4. Facebook Fixer

Facebook Fixer
სახეშეცვლილი ფეისბუქით უკმაყოფილო მომხმარებლებისათვის ესეც საინტერესო გაფართოებაა, რომელიც საშუალებას მოგცემთ სხვადასხვა პარამეტრების მართვას; ვიდეოების გადმოწერა, მარჯვენა საიდბარში დღევანდელი იუბილარების გამოქება და სხვ.
გაფართოების დაყენება – Facebook Fixer
5. Facebook Styler

Facebook Styler
როგორც ხედავთ ფეისბუქის თქვენს გემოზე მოსაყვანად არაერთი გაფართოება არსებობს. ესეც სწორედ მათ სიას მიეკუთვნება, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ მარჯვენა და მარცხენა საიდბარების გადაადგილება, კუთხეების მომრგვალება და სხვ.
გაფართოების დაყენება – Facebook Styler
6. Facebook Chat Emoticons

Facebook Chat Emoticons
მემგონი ბევრ ახსნას არ საჭიროებს, რომ ეს გაფართოება ფეისბუქის ჩატში სმაილებს ამატებს, ხომ ? : )
გაფართოების დაყენება – Facebook Chat Emoticons
7. Facebook Simple Notes

Facebook Simple Notes
ეს კიდევ ერთი გაფართოებაა, რომლის დაყენებასაც გირჩევთ. მისი მეშვეობით ყველა სახის ქმედება, რომელსაც შეგატყობინებთ ფეისბუქი notification-ების საშუალებით, დაჯგუფდება. ანუ, თუ მაგალითად, გაქვთ 14 ახალი შეტყობინება, და აქედან 10 არის ერთ სტატუსზე დაკომენტებული, ხოლო დანარჩენი 4 სხვადასხვა ბმულებზე თუ სტატუსებზე, ის 10 ერთად იქნება ასეთ მომრგვალებულ ჩარჩოში ჩასმული, ხოლო დანარჩენი 4 ცალ-ცალკე. ამით თქვენ დროს საგრძნობლად მოიგებთ.
გაფართოების დაყენება – Facebook Simple Notes
8. Facebook Rounder

Facebook Rounder
დღეს უკვე ვებ-დიზაინში ბლოკებზე მომრგვალებული კუთხეების გამოყენება ძალიან გახშირდა. ამ გაფართოების წყალობით ფეისბუქზეც არსებული ბლოკები მომრგვალებულ კუთხეებს მიიღებს. ეს საკმაოდ სასიამოვნო შესახედია, თუმცა თუ თქვენ პირველ ედონს გამოიყენებთ (Beautify Facebook), მაშინ ამ ორი გაფართოების შერწყმა სრულიად დაგიკარგავთ ფეისბუქზე ხელმეორედ შესვლის სურვილს.
გაფართოების დაყენება – Facebook Rounder
9. Friends Mural for Facebook

Friends Mural for Facebook
ერთი შეხედვით საკმაოდ ორიგინალური და საინტერესო გაფართოებაა, რომელიც გაძლებთ საშუალებას აირჩიოთ თქვენი სურვილით მეგობრების რაოდენობა და მხოლოდ მათ შესახებ შეიტყვოთ ინფორმაცია: სტატუსების განახლება, ლინკების გაზაირება და სხვ.
ამის მეშვეობით ფეისბუქის მთავარ გვერდზე შესვლა აღარ დაგჭირდებათ, ყველაფერის მართვა ბრაუზერის სპეციალური ფანჯრიდან შეგეძლებათ.
გაფართოების დაყენება – Friends Mural for Facebook
10. Facebook Notifier

Facebook Notifier
ძალიან კარგი, პატარა და მუშა გაფართოება, რომლის საშუალებითაც ფეისბუქზე შეუსვლელად შეგიძლიათ შეიტყვოთ ახალი ქმედებების შესახებ notification-ების საშუალებით.
გაფართოების დაყენება – Facebook Notifier
11. Facebook Cleaner

Facebook Cleaner
გაფართოება, რომელიც ფეისბუქს “ასუფთავებს” შემაწუხებელი რეკლამებისგან და suggestions ბლოკისგან.
გაფართოების დაყენება – Facebook Cleaner
12. Facebook Chat History Manager

Facebook Chat History Manager
თუ თქვენ აქტიურად იყენებთ ფეისბუქის ჩატს, მაშინ თქვენ ეს გაფართოება გამოგადგებათ, რომლის მეშვეობითაც ჩატის ისტორიის მართვა შეგეძლებათ.
გაფართოების დაყენება – Facebook Chat History Manager
13. Facebook Invite All
ძალიან გამოსადეგი გაფართოება მათთვის, ვინც ფეისბუქში აქტირუად ატარებს რაიმეს PR კამპანიას, ქნმის ივენთებს, ჯგუფებს, გვერდებს და მათ მოსაწვევს უგზავნის თავის მეგობრებს. მოსაწვევის გაგზავნის პროცესი ძალიან შემაწუხებელია და დიდი დრო მიაქვს. ამიტომაც ამ ედონის გამოყენებას გირჩევთ ყველას, ვინც ფეისბუქს მიზნობრივად მოიხმარს ხოლმე. მისი მეშვეობით ერთ ღილაკზე დაჭერით მოსაწვევი გაეგზავნება ყველა თქვენს მეგობარს.
ამ გაფართოების დაყენების შემდეგ დაემატება toggle all ღილაკი, სწორედ იქ, საიდანაც ხდება მეგობრებისთვის მოსაწვევის გაგზავნა.
გაფართოების დაყენება – Facebook Invite All
14. Facebook Poke All

Facebook Poke All
ძალიან საინტერესო გაფართოება მათთვის, ვინც ფეისბუქზე “ხულიგნობს”
მისი გამოყენებით შეგეძლებათ ყველას ერთდროულად “უჯიკოთ” (ქართულ ვერსიაში poke თარგმნეს, როგორც “უჯიკე”
)
გაფართოების დაყენება – Facebook Poke All
15. MyFacebook

MyFacebook
გაფართოება, რომლის საშუალებითაც თქვენ შეგეძლებათ თქვენს მეგობრებს შეუცვალოთ სახელი და ფერი.
გაფართოების დაყენება – MyFacebook
16. Facebook Share
და ბოლოს ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გაფართოება, რომლის საშულებითაც თქვენ შეგეძლებათ ერთ ღილაკზე დაჭერით, ინტერნეტში არსებული, თქვენთვის საინტერესო გვერდების გაზიარება.
გაფართოების დაყენება – Facebook Share
როგორ დავაყენო გაფართოებები?
როდესაც აირჩევთ თქვენთვის სასურველ გაფართოებას და გადახვალთ მის გვერდზე, უბრალოდ დააჭირეთ ამ ღილაკს, რომლის შემდეგაც კიდევ ერთხელ მოგიწევთ Install ღილაკზე მაუსის დაჭერა, დადასტურების მიზნით.
დღეისთვის სულ ეს იყო. შემდეგში მსგავს საინტერესო და საჭირო გაფართოებებს შემოგთავაზებთ ბლოგერებისთვის, დეველოპერებისთვის და უბრალოდ მათთვის, ვისაც ჩემსავით უყვარს ინტერნეტში ძრომიალი.
კომენტარის სახით კი გთხოვთ მაცნობოთ, გამოგადგათ თუ არა ესა თუ ის ედონი, ან ხომ არ თვლით, რომ რომელიმე მნიშვნელოვანი გაფართოება გამომრჩა? : ) ველი თქვენს გამოხმაურებებს : )

გაიხარე შენ, სასარგებლო პოსტია.
თუმცა დამეზარა და არაფერიც არ დავაყენე
1,3 და 7 დააყენე… გამოგადება : )
სმაილებიანი ჩეთისს დაყენების შემდეგ ძალიან ჭედავდა და გავთიშე ისევ :შ
6-ე ადონის დაყენების შემდეგ? თუ პირველი რომელიც არის?
ჰაჰ შეუსვლელად 15 ნოტიფიკეიშენი ამოაგდო და ისე გამიხარდა :>
კიარადა მადლობა ჰო -))))
მარტო ფეისბუქზე მიდის ეს გაფართოებები თუ მოზილაზეც???? საინტერესო პოსტია გაიხარე
შენივე შეკითხვა ხელახლა გადაიკითხე გეხვეწები რა
და Unstall სადღაა? : )
მარი, შედი Options > Extensions (ეს options არის სულ მარჯცენა ღილაკი ზედა კუთხეში, “კლიუჩს” რომ ჰგავს : ) ) და მანდ გაიშლება დაყენებული ედონების სიის და სურვილისამებრ შეგიძლია გათიშო ან წაშალო რომელიმე გაფართოება
ან ასევე შეგიძლია მისამართის ველში აკრიფო ეს სტრიქონი და მასე შეხვიდე გაფართოებების გვერდზე
chrome://extensions/
უი მადლობა : )
ძალიან გამომადგა ეს .. რასაც ეძახით რა : ) ედონები თუ რაც
მაგარია ძაან დავაყენე მაგრად მისწორდება
D
ფეის ბუქს შეუძლია დიზაინი აღარასოდეს შეცვალოს, არც საიტის ფუნქციონალი
ლოლ
უფფ, რა გემრიელი პოსტი იყო… ეხლა კრეტინივით ვზივარ და ყველაფერს ვტესტავ
:გიჯიკე:
მიშველე, კუთხეების მომრგვალება დავაყენე და საერთო დაფის გვერდზე, ჩემს პროფაილის სვეტს გადაეფარა განახლებების სვეტი!
(
მაგის გარდა კიდე სხვა რა ედონები დააყენე?
მარტო ეგ რო დაგეყენებინა, მასე არ იზავდა
“მარტო ფეისბუქზე მიდის ეს გაფართოებები თუ მოზილაზეც???? ” მაგრად ვიცინე
მეც ხელახლა რომ წავიკითხე
კარგი დამატებებია, რამდენიმე დავაყენე
)
განსაკუთრებით facebook share მომეწონა (შეიძლება იმიტომ, რომ ჯერ არ გამომიყენებია
როდესაც არსებობს Flock?
გეთანხმები იმაში, რომ ფლოკი მართლაც კარგი ბრაუზერია.. განსაკუთრებით ბლოგერებისთვის და social addicted-ებისთვის, თუმცა მე პირადად ქრომს ვანიჭებ უპირატესობას
პირველი დავაყენე და სულ ამირია ჩატი.
ისევ წავშალე და ახლა მივტირი.
რა სჯობს, ლამაზი ფბ მქონდეს, თუ ჩატით ვერ ვსაუბრობდე/
ანუ, რომა მწერნდნე, ხმა მესმოდა და მხოლოდ სმაილების ნ რაოდენბოას აგდებდა
იმას არ მიჩვენებდა რასაც მწერდნენ
პირადად მე ჩატს საერთოდ არ ვხმარობ… PM მირჩევნია…
რადგან ამ ედონის გარეშეც მშვენივრად ჭედავს და მასთან ერთადაც
ძაან კაია, რაც მაქვს ქრომი დამიწერა ამ ვერსიაზე ედდონები არ ყენდებაო და სხვას ვიწერ ეხლა. რაღაც უცნაურობაა
ხო, რომელიღაც ვერსიაზე არ ყენდება ედონები… ბოლო ვერსია გადმოწერე და დაისვენებ : )
აუ რა მაგარიიიააა… შენ გაიხარეეეე… კიდე თუ გაჩითAვ ესეთებს მაგარი იქნებაა….
ვერ მივხვდი
მე-6 დავაყენე, Facebook Chat Emoticons, მაგრამ მაინც ასე მაჩვენებს 
http://b.pix.ge/r/xjj4w.jpg
ვინმეს შეუძლია დამეხმაროს ?
აუ მე-9 რა მაგარი რაღაც ყოფილა.
ჩეთიც დავაყენე.
ზუმიც.
შეტყობინებების დაჯგუფებაც.
შეტყობინებების ნახვა საიტზე შეუსვლელად.
და ჯერჯერობით საკმარისია.
ხოდა გოჩაზე მაგრადდ ვიცინე.
)))))
ასეთი Add-on ები safarze რო დაყენედეს არ შეიძლება? თუ შეგიძლია დადე რა მაკის მომხმარებლებისთვის
საერთოდ საფარის აქვს თუ არა გაფართოებების დაყენების მხარდაჭერა არ ვიცი, მაკის ქონის ბედნიერება არ მაქვს სამწუხაროდ და ვერ გეტყვი :user:
მადლობა ამ პოსტისთვის.
, თვალი არ მქონდა გახელილი ამ პოსტს გადავეყარე და რამდენიმე აპლიკაცია ჩამოვწერე
დღეს უზმოზე მივირთვი
მადლობ ლანდიშ ძალიან დამავალე რეკლამების მოშორებით
მე-7 ადრე მეყენა, ახლა წაიშალა თავისით. ხოდა ახლა აღარ ყენდება და ლად, რატომ ხომ არ იცი???
გაიხარე ლადექს,მაგრად დამევასა ეს გაფართოებები.. მაგარი პოსტია ძაან ეხა წავალ ვიბლატავებ ჩემს მეგობრებში – “ნახე რა “პირწიგნაკი მაქ?”
წოოოოოოწ… ძაან მაგარი პოსტი იყო და ბევრი დავაყენე აქედან.საღოლ… გაიხაააააააარე
მაგ ბრაუზერისთვის ყველაზე საჭირო გაფართოება ფლეშ ვიდეოების გადმომწერი ვერ ვნახე
ძალიან კარგი ბრაუზერია მაგრამ მე მაინც FF ერთგული ვარ
არ არსებობს ისეთი რამ, რითიც გავიგებ, ვინმემ დაათვალიერა თუ არა ჩემი პროფილი?
შენნაირი პათოლოგებისთვის არსებობს odno-ები : )
ვაფრენ ამ პოსტზე. მუდმივად შემოვდივარ ხოლმე.
გუგლე ხრომი დავაყენე გერმანულად და ენის შეცვლა როგორ უნდა მასწავლეთ რაა
და ედონებს ვერ ვაყენებ
თუ შეგიძლიათ დამეხმარეთ, სამსახურში დამიბლოკეს facebook პროქსები ხომ არ იცით რომელიც დამეხმარება?
სამწუხაროდ ზოგიერთი გაფართოებას დასაინსტალირებელ გვერდს აღარ მიხსნის უკვე.
აუ ..
რამდენიმე ედდ-ონი წაიშლა რა .. რამოდენიმე კი არა, თითქმის ყველა ერთი-ორის გარდა და მიშველეთ რამე .. Beautyfy მინდა და ვერ ვშვრებიი
:(