ჯეოსტარი (მიმოხილვა)

პროექტმა, რომელიც მსოფლიოს 22 ქვეყანაში ტარდება და სხვადასხვა სახელით არის ცნობილი, რამდენიმე წლის წინ საქართველოშიც შეამოღწია და მან „ჯეოსტარის“ სახელით მოიპოვა პოპულარობა.

ჯეოსტარი (მიმოხილვა)

ჯეოსელისა“ და „რუსთავი 2“-ის ეს გრანდიოზული პროექტი მუსიკის ნიჭით დაჯილდოებულ ახალგაზრდებს თავის წარმოჩენის საშუალებას  აძლევს. ყოველი წლის ოქტომბრის ბოლოს სამთვიანი მარათონი იწყება, რომლის გამარჯვებულიც სხვადასხვა პრიზებით ჯილდოვდება.

მონაწილეები

ჯეოსტარის მონაწილეები

ჯეოსტარის მონაწილეები

ნიჭიერი ახალგაზრდები საქართველოს ყველა კუთხეში არიან და მათ აღმოსაჩენად „ჯეოსტარის“ ჟიური თითოეულ რაიონში ატარებს კასტინგს, რაც დამეთანხმებით და საკმაოდ შრომატევადი საქმეა. ზოგიერთი კონკურსანტი  დაჯილდოებულია ვოკალური მონაცემებით და მათი მოსმენა მართლაც რომ სასიამოვნოა, ხოლო უმეტესი ნაწილის მოსმენა კი – სახალისო, მთლიანობაში ეს ფაქტი ამ პროცესს საინტერესოს ხდის და კასტინგების დასრულების შემდეგ საშუალება გვეძლევა დავტკბეთ ამ ვოკალური მონაცემებით დაჯილდოებულები ადამიანებით.

ჟიურის წევრები

ბუბა კიკაბიძე, მარინა ბერიძე და ნიკა მემანიშვილი

ბუბა კიკაბიძე, მარინა ბერიძე და ნიკა მემანიშვილი

ჟიურის განუყრელი წევრი და თავჯდომარე, ქალბატონი მარინე ბერიძე, რომელიც „დედუნას“ ზედმეტსახელით არის ცნობილი, ყოველთვის ცდილობს ხოტბა შეასხას ყველას, ვინც მის გულს დაიპყრობს. მათ კი ვინც ვერ ხვდება, რომ მისი ადგილი მანდ არაა საკადრის სიტყვასაც არ დაიშურებს. ქალბატონ მარინას ყოველთვის გვერდს უმშვენებენ  ისეთი მუსიკათმცოდნეები, როგორიც არიან ნიკა მემანიშვილი, ნატო მეტონიძე, ბუბა კიკაბიძე და სხვანი, რომლებიც მუდამ ობიექტურად აფასებენ კონკურსანტებს.

წამყვანები

დუტა სხირტლაძე და ანანო მჟავია

დუტა სხირტლაძე და ანანო მჟავია

„ჯეოსელის“ სახედ აღიარებული, ნიჭიერი მსახიობი და შოუ პროგრამების წამატებული წამყვანი დუტა სხირტლაძე, უკვე წლების განმავლობაში ტრადიციას არ ღალატობს და ფილარმონიის სცენიდან უძღვება ჯეოსტარს. კონკურსანტების გამოსვლამდე იგი ცდილობს მაყურებლების გამხნევებას და მეტი აქტიურობისკენ მოწოდებას. მას უკვე მესამე წელია გვერდს  უმშვენებს ულამაზესი ანანო მჟავია, რომელიც აგრეთვე მხიარულად და ენერგიულად უძღვება შოუს, თუმცა ის დუტასაგან გასხვავებით სცენის მიღმა მონაწილეებს ამხნევებს.  მათი ჰარმონიული შერწყმა და ორატორული ნიჭი საინტერესო შოუს გვთავაზობს.

პროექტის დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი და უარყოფითი მხარეები

დადებითი და უარყოფითი მხარეები

„ჯეოსტარი“, ახალგაზრდა შემსრულებლებს საშუალებას აძლევს სცენაზე დგომის უდიდესი გამოცდილება შეიძინონ, გაიარონ საკმაოდ სერიოზული მომზადება, მიიღონ პროფესიონალების შეფასებები და რჩევები, აგრეთვე დაძლიონ ყოველგვარი შიში რომელიც სცენაზე გამოსვლისას იჩენს ხოლმე თავს, მეორეს მხრივ ჩაებან მუსიკალურ მარათონში, გახდნენ ცნობადი სახეები სამომავლო პერსპექტივებით და შოუ ბიზნესისკენ გადაგან წარმატებული ნაბიჯები.

დიასახლისები შოუს როგორც, ბრაზილიურ სერიალს ისე უყურებენ, კონკურსში მონაწილეების ახლობლებისთვის და უბრალოდ ფანებისთვის კი „ჯეოსტარი“ მობილურის ბალანსის დაცლის საუკეთესო ხერხია, ცოცხალი მუსიკის მოყვარულთათვის კი იდეალური ადგილი საღამოს გასატარებლად და ბიზნეს კომპანიისთვის შესანიშნავი ადგილი კაპიტალის ჩასადებად.

და ბოლოს…

ფინიშის ხაზი (Finish Line)

ფინიშის ხაზი (Finish Line)

აღსანიშნავია, რომ ამ პროექტმა მხოლოდ წინსვლა და პროგრესი განიცადა მთელი ამ ხნის განმავლობაში. საკითხავი მხოლოდ ერთია, კიდევ რამდენ ხანს იკაშკაშებს „რუსთავი 2“-ის ეთერში „ქართული ვარსკვლავი“?

ეს პოსტი სპეციალურად პროექტ „ნიჭიერის“ კონკურსისთვის დაიწერა, რომელშიც გამარჯვების იმედები ჯერ არ დამიკარგავს, ასე რომ, მისურვეთ წარმატებები. : )

პოსტის ავტორი - Landish

ბლოგის ერთადერთი დამაარსებელი, სულის ჩამდგმელი და ბლოგოსფეროს სიყვარული.
პოსტი მოთავსებულია კატეგორიაში "სანაგვე" და იგი შეიცავს შემდეგ ტეგებს: , , , .

13 კომენტარი პოსტზე ჯეოსტარი (მიმოხილვა)

  1. მრ.პიკასსო ამბობს:

    პასუხები როდის იქნება ნეტა????

  2. Leonsio ამბობს:

    ძალიან ლაკონურად და გასგებად გაქვს დაწერილი! +1 ჩემგან!

  3. ლევანი ამბობს:

    ძალიან მომეწონა! კარგად გაქვს აღწერილი :) წარმატება!

  4. ვასასი ამბობს:

    მე ზუსტად ვიცი, რომ შანსი არ მაქვს.. :(

    :პესიმისტ:

    მომეწონა შენი პოსტი, წარმატებას გისურვებ.. :)

  5. ირინა_ქ ამბობს:

    წარმატებები :) მომეწონა პოსტი

  6. ყველაზე კარგი საკონკურსო პოსტი!

  7. zurriuss ამბობს:

    ნიკა მემანიშვილი და ნატო მეტონიძე რამდენი ხანია წავიდნენ ოე. ნანიც მოწვეული ჟიური იყო და ბუბაც კიდე კარგი რო აღარ იქნება:)

  8. Beorn ამბობს:

    ცნობისთვის, მემანიშვილი აღარაა ჟიურიში, ან ყველა ჟიურის წევრზე უნდა დაგეწერა, ვინც ოდესმე ყოფილა, ან ჭლევანდელზე მარტო.

  9. *Q....E...T...I*.... ;-) ამბობს:

    ტწარმატებებიიი./.

კომენტარის დამატება

გთხოვთ აუცილებლად შეავსოთ სახელისა და ი-მეილის ველები *

*

კომენტარებში შესაძლებელია შემდეგი HTML ტეგებისა და ატრიბუტების გამოყენება: <a href="" title=""> <abbr title=""> <acronym title=""> <b> <blockquote cite=""> <cite> <code> <del datetime=""> <em> <i> <q cite=""> <strike> <strong>