ვინც არ იცით, გეტყვით რომ KissYoutube არის საიტი, საიდანაც მარტივად შეგიძლიათ Youtube-ზე არსებული ვიდეოების გადმოწერა.

მისი მთავარი პლიუსი და სიმარტივე ისაა, რომ ვიდეოს გადმოსაწერად საჭიროა მხოლოდ და მხოლოდ “youtube.com/watch?v=VKMm4XBsqhk“-ის წინ სიტყვა “kiss“-ის დამატება, შემდეგ კონკრეტულ გვერდზე გადახვალთ და გადმოწერთ ვიდეოს.

დღეს კიდევ ერთი ვებ-გვერდი აღმოვაჩინე, რომელიც ქართულ ვიდეო-ჰოსტინგ საიტიდან, Myvideo.Ge-დან იწერს ვიდეოებს მსგავსად. ეს არის საიტი linkMYVIDEO.

ოღონდ ამ ჯერად, წინა მაგალითისგან განსხვავებით, საჭიროა სიტყვა “link“-ის დამატება “myvideo.ge/?video_id=980113“-ის წინ. 

მაგალითად, თუ გვსურს http://www.myvideo.ge/?video_id=980113 ამ ვიდეოს გადმოწერა, ამისათვის საჭიროა შევიდეთ მისამართზე http://www.linkmyvideo.ge/?video_id=980113 და დავაჭიროთ ღილაკს Download. : )

მოკლედ, საინტერესო საიტია, რომელიც ბევრს გამოადგება, ვისაც ხშირად უწევს ვიდეოების გადმოწერა, ასევე შეგიძლიათ ამავე საიტის მეშვეობით გადმოწეროთ ვიდეოები Rutube-დან, Metacafe-დან და Youtube-დან.