თუ თქვენ self-hosted ბლოგს ხმარობთ და დაყენებული გაქვთ ქართული კლავიატურის პლაგინი GeoKBD, მაშინ თქვენ შესაძლოა ერთ პატარა, მაგრამ უმნიშვნელო შეცდომას/შეტყობინებას იღებდეთ. კერძოდ კი პლაგინის 0.0 ვერსიამდე განახლების შესახებ. ეს გაფრთხილება ადმინპანელში, პლაგინების გვერდზე ასე გამოიყურება.

There is a new version of GeoKBD available

There is a new version of GeoKBD available

მაგრამ რამდენჯერაც არ უნდა დააჭიროთ ბმულს upgrade automatically, იმდენი უშედეგო მცდელობა გამოვიგივათ, იმ მარტივი მიზეზის გამო რომ 0.0 ვერსია არ არსებობს.

ამ მოუხერხებელი შეტყობინების თავიდან ასაცილებლად გადავწყვიტე პლაგინის კოდში ჩამეხედა და სულ რამდენიმე წუთში მივაგენი პრობლემის წარმომშობ მიზეზს. ეს არის არარსებული ორწერტილი (:) geokbd.php ფაილის 8-ე ხაზზე.

პრობლემის მოგვარება შეგიძლიათ ამ ფაილის რედაქტირებით. შედით ადმინპანელში და აირჩიეთ მენიუდან Plugins -> Editor, მარჯვინვ პლაგინების ჩამონათვალში აირჩიეთ GeoKBD და დააჭირეთ ღილაკს Select. დაიწყეთ ფაილის რედაქტირება.

GeoKBD პლაგინის რედაქტირება

GeoKBD პლაგინის რედაქტირება

დაუმატეთ ორწერტილი (:) სიტყვა “Version“-ის შემდეგ და დააჭირეთ ღილაკს Update File. ამის შემდეგ გაანახლეთ (refresh) ადმინპანელში პლაგინების გვერდი და არსებული შეტყობინებაც გაქრება.

Wordpress Adminpanel Plugins

Wordpress Adminpanel Plugins

როგორც ხედავთ, არსებული შეტყობინება გამქრალია და დამატებულია მიმდინარე ვერსიის ნომერიც.

P.S. თუ ლურჯი/ცისფერი ფერის Update File ღილაკი არ ჩანს, ეს იმას ნიშნავს, რომ არსებულ ფაილსა და ფოლდერებს არ ააქვთ რედაქტირებაზე უფლება, ამიტომაც FTP მენეჯერის მეშვეობით ვუყენებთ მათ CHMOD-ს ფაილებისთვის 666, ხოლო ფოლდერებისთვის 777. გისურვებთ წარმატებებს : )