განვაგრძობ დიდი ხნის მივიწყებულ პოსტების სერიას, სახელად “მხიარული პაემანი”, რომელიც აგროვებს მარგალიტებს ჟურნალ-გაზეთების პაემნების განყოფილებიდან და ერთ კრებულად გამოსცემს

მხიარული პაემანი #4
ეს რუბრიკა დიდი ხნის წინ ეჭვის ქვეშ მქონდა, გამეგრძელებინა თუ არა, მაგრამ გადავწყვიტე, რომ მაინც დამეწერა კიდევ ერთი პოსტი მაინც. ქვემოთ იხილავთ გამოკითხვას პოსტთან დაკავშირებით და ძალიან გთხოვთ მიიღოთ მონაწილოება.
გავიცნობ ქალს შეხვედრებისთვის
- ვეხმაურები ამა და ამ ნომრის ამა და ამ შეტყობინების ავტორს, 50 წლის ქალბატონს, ჩემი ნომერია 8** (ეს ინდექსი განზრახ არ დავწერე) , თქვენს ასაკს მიმატებული 36, გამოკლებული 5 და მინუს **. (ესეც განზრახ არ დავწერე) – მოკლედ, ასეთი სახის განცხადება არაერთი შემთხვდა, რომლებიც დაწერილი იყო იმ მიზნით, რომ მათ ნომერს ვერ ამოიცნობდნენ, მარა თუ იმ ქალის ასაკს უთითებ და მერე სხვა ნომრებს ამ ასაკის მიხედვით ითვლი, ძნელია მიხვდეს შენ ნომერს
- გავიცნობ 16-დან 35 წლამდე ასაკის ქალს აჭარიდან. – დედა რატო ამხელა შუალედი ?
ალბათ ეს კაცი დაახლოებით 25 წლისაა და პედოფილ-გერონტოფილია
- გავიცნობ ქუთაისელ ან იმერელ ქალს, ქმარს გაცილებულს, ან ერთხელ შენაცდენს, შეხვედრის პირობები მაქვს. – იტოგში ქალიშვილი არ მინდაო
- სერიოზული ურთიერთობისთვის გაციცნობ საშუალო გარეგნობის 14-29 წლამდე ახალგაზრდა ბათუმელ ქალს. საღამოს 7-ის მერე სმს-ებს არ ვპასუხობ. – მოკლედ აქაც პედოფილ-გერონტოფილთან გვაქვს საქმე, რომელიც 7-ის მერე თავის სექსუალურ ცხოვრებას მეორე სმენის დასრულების შემდეგ მოსწავლეებით იკმაყოფლებს
- 22 წლის სიმპათიური, არათინეიჯერი, არათბილისელი, სტუდენტი ბიჭი, ფარული შეხვედრებისთვის გაიცნობს თბილისში მცხოვრებ ჰიგიენურ ქალს. – ???
- ლინ, პრივეტ, ლევანი ვარ. გავიცნოთ ერთმანეთი და არც ჩემი ლოგინი და არც ჩემი ჯიბე მოგაკლდება, ვნახოთ შენ, რით გამახარებ. – ა კაცი, პირდაპირ საქმეზე გადადის
- ვეძებ ლამისყანელ მაიკოს, არის 21 წლის ლამაზი გოგო, რატომ მტანჯავ, სულ არ გებრალები? გული არ გაქვს? – მაიკო, იცოდე არ ჩამომიყვანო ეხა მანდ ლამისყანაში, ნუ სტკენ ჩვენს პატარას ბიჭუნას გულს
- განიცდი მარტოობას? გსურს ჩაიძირო სიყვარულის მორევში? დამიკავშირდით ლამაზი ქალები, ოღონდ ერთგულები. – სიყვარულის მორევში თვითონ იხრჩობა და ვინმე ხომ დაეხმარებოდით ?
- ვეძებ მეგის, ძალიან მენატრება, გია. – მეგი, გიამ გადმომცა ძალიან მენატრებიო და ნუ მოანატრებ ხოლმე ასე თავს რა
- გავიცნობ ქუთაისელ კარგ, საშუალო გოგოს 15-20 წლამდე, გართობის მიზნით. თუ გავუგებთ, ეს გართობა შესაძლოა მთელი ცხოვრება გაგრძელდეს. –
- გავიცნობ 16-18 წლის გოგოს, რომელმაც იცის სიყვარულის ფასი. მოღადავეებმა თავი შეიკავეთ. – მაპატიე, მაგრამ ვერ შევიკავე
თან შენ თუ მაგ ასაკის გოგოს ნახავ, რომელმაც სიყვარულის ფასი იცის, საღოლ
- გავიცნობ 25-40 წლამდე ქალს შეხვედრებისთვის, სუსტი აღნაგობის, მაღალს. – ამას სუსტი აღნაგობა ის ხო არ გგონია?
- ვარ 60 წელს გადაცილებული მამაკაცი, სერიოზული ურთიერთობისთვის გავიცნობ 60 წლამდე ქალს, მაქვს საკუთარი სახლი მანდარინის ბაღით. – მანდარინი გადაარჩენს ჩვენს ურთიერთობებს :*
- ვარ 20 წლის, დასაქამებული. გამომეხმაუროს 17-20 წლამდე გოგო. თურქი. – შაურმები ჩემზე იყოს
გავიცნობ მამაკაცს ოჯახის შესამქნელად
- გაქვს ბინა, მანქანა, გყავს შვილები, ხარ ფინანსურად ძლიერი, მაგრამ არ გაქვს ოჯახური სითბო და სიყვარული? მეც მაგას ვოცნებობ. – ადამიანის განცობის მარკეტინგული მარგალიტი
- ვარ თითდაუკარებელი, უპატიოსნესი, 36 წლის შველივით გოგო. ოჯახის შექმნის მიზნით გავიცნობ ღირსეულ მამაკაცს. სასურველია იყოს მელოტი და სათვალეებიანი, ვეცემი ასეთ ტიპებზე. ვიკა. – ვიკა, გენაცვალე, ძალიან გეტყობა, რომ მართლაც თითდაუკარებელი ხარ და კაცებშიც გაქვს გემოვნება, მარა არამელოტი და უსათვალოები არ გაწყობს?
გავიცნობ მამაკაცს შეხვედრებისთვის
- თუ კიდევ არსებობს ძლიერი მამაკაცი ჯიბითაც და ლოგინითაც, დამიტოვეთ ნომერი, ლინ. – არა, დღეს ან ჯიბით არიან ძლიერნი ან ლოგინით. ეგეთს სადღა ნახავ
- ვარ 13 წლის სიმპათიური გოგონა, გავიცნობ 13-15 წლამდე სიმპათიურ ბიჭს. – შე ცანცარა შენა
სხვადასხვა
- გმადლობთ, ვინც გამომეხმაურა. – ი ვსიო
- ალე, ქსენო უკეთ არის, შაბათს უკვე სახლში იქნება. ყველა კარგად ვართ, გკოცნით –
- ვარ ქუთაისელი როკერი, გამეცანით 12 წლის ზემოთ ბიჭებიც და გოგოებიც, ვისაც როკი და საშინელებათა ფილმები უყვარს. – პაპსავიკები და რეპერები ნუ გამომეხმაურებით
- მისამართი გეშლება. მე ბაჩო ვარ და აღარ დარეკო. – კაი
- მინდა ჩემს ერთ ახლობელს ვუთხრა, XXX XXX XXX ეს ნომერი აღარ მაქ, ახლა მაქვს YYY YYY YYY – ისა და რა საჭირო იყო, ამის საქვეყნოდ დაწერა? :huh:
- ზურა, ეს რა დღეში ჩამაგდე? რას მაშანტაჟებენ? რის მიღწევას ცდილობენ? – ???
დღეს-დღეობით სულ ეს იყო. პაემნების მხიარულ განცხადებებს დრო და დრო ისევ მოგაწვდით ხოლმე. კვირის მარგალიტად კი ამ განხადებას ვაღიარებ
გავიცნობ ქუთაისელ ან იმერელ ქალს, ქმარს გაცილებულს, ან ერთხელ შენაცდენს, შეხვედრის პირობები მაქვს.
აქვე გთხოვთ, რომ მიიღოთ მონაწილეობა გამოკითხვაში, გავარგძელო თუ არა ეს რუბრიკა.
და გთხოვთ დააფიქსიროთ თქვენი მოსაზრება კომენტარის მეშვეობითაც. მადლობთ : )


გაგკილე ლანდიშო
მობრძანდი და ნახე
გააგრძელე ხოლმე აბა რაა
D
მანდარინის ბაღი კაი რამე იქნება
კიდევ დადე რა :შ